როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 მარ.
„მთელ მსოფლიოში ადამიანები აღიარებენ იესოს სწავლებებს [წაიკითხე მე-3 გვერდზე, პირველ აბზაცში მოყვანილი ციტატა]. როგორ ფიქრობთ, პრაქტიკულია დღეს ამ ბიბლიურ მუხლში მოცემული სწავლებები? [წაიკითხე მათე 5:21, 22ა. გიპასუხოს]. ამ ჟურნალში მოცემულია, თუ რას ასწავლიდა იესო და როგორ შეგვიძლია აქედან სარგებლობის მიღება“.
საგუშაგო კოშკი 1 აპრ.
„გსმენიათ სხვებისგან ის აზრი, რომ მეცნიერება და ბიბლია ერთმანეთს ეწინააღმდეგება? [გიპასუხოს]. ამ ჟურნალში განხილულია, თუ რა კონფლიქტი არსებობდა რელიგიასა და მეცნიერებას შორის. აქ აგრეთვე მოცემულია მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ ჭეშმარიტი მეცნიერება შეესაბამება ბიბლიას“. აჩვენე გვერდები 6, 7. შემდეგ წაიკითხე ეკლესიასტე 1:7.
გამოიღვიძეთ! 8 აპრ.
„როგორ ფიქრობთ, შეუძლიათ მშობლებს დაეხმარონ შვილებს, რომ თავიდან აირიდონ სირთულეები მოზარდობის წლებში? [გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე ესაია 48:17, 18]. ამ ჟურნალში მოცემულია, თუ როგორ დაეხმარება ბიბლიური რჩევის გამოყენება მშობლებს, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ შვილებთან და გარკვეული საზღვრები დაუდგინონ მათ“.