განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა დეკემბერში: „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. ასევე შეგიძლიათ შესთავაზოთ „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“. იანვარში: კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი. თებერვალში: ახალი წიგნი, „დაუახლოვდი იეჰოვას“. მარტში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. განსაკუთრებით ეცადეთ, რომ დაიწყოთ ბიბლიის საშინაო შესწავლები.
◼ მალე მიიღებთ კრებებში 2003 წლის გახსენების საღამოს მოსაწვევებს იმ ენაზე, რომელზეც თქვენი კრება ტარდება.
◼ გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ 2004 წელს გახსენების საღამო ჩატარდება კვირას, 4 აპრილს, მზის ჩასვლის შემდეგ. ეს განცხადება იმ მიზნით კეთდება, რომ ძმებმა შეძლონ წინასწარ იზრუნონ დარბაზების შოვნასა და კონტრაქტების დადებაზე, განსაკუთრებით თუ ერთი სამეფო დარბაზით რამდენიმე კრება სარგებლობს. უხუცესები უნდა მოელაპარაკონ დარბაზების ადმინისტრაციას და შეუთანხმდნენ, რომ იმ დროისთვის რაიმე ღონისძიებამ ხელი არ შეუშალოს გახსენების საღამოს მშვიდობიანად და ორგანიზებულად ჩატარებას. ვინაიდან ეს ძალზე მნიშვნელოვანი საღამოა, მომხსენებლად უხუცესთა საბჭო უფრო გამოცდილ უხუცესს ირჩევს და ეს არ ხდება, უბრალოდ, სიის მიხედვით; არც ყოველწლიურად ერთი და იგივე ძმა არ გამოდის ამ მოხსენებით. თუ არის ცხებული ძმა, რომელსაც მოხსენების წარმოთქმა შეუძლია, საბჭომ ის უნდა აირჩიოს.
◼ 6 იანვრით დაწყებული კვირის სამსახურებრივ შეხვედრაზე ყველა მონათლული მაუწყებელი მიიღებს „სამედიცინო განკარგულება/პასუხისმგებლობისგან გამათავისუფლებელ დოკუმენტს“ და პირადობის მოწმობას თავიანთი შვილებისთვის.
◼ რა ცვლილებები უნდა მოხდეს თეოკრატიული სამსახურის სკოლაში სარაიონო ზედამხედველის მონახულების დროს: 2003 წლის იანვრიდან დაწყებული, სიმღერისა და ლოცვის შემდეგ სკოლა უნდა ჩატარდეს დაახლოებით 25 წუთში. წარმოდგენილი უნდა იყოს ხუთწუთიანი სწავლებისა და მეტყველების უნარის გასაუმჯობესებელი რჩევების განხილვა, ათწუთიანი დამმოძღვრავი მოხსენება და ათწუთიანი მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან. დავალებები №2, 3 და 4 წარმოდგენილი არ იქნება. სკოლას მოჰყვება ნახევარსაათიანი სამსახურებრივი შეხვედრა. სიმღერის შემდეგ სარაიონო ზედამხედველი წარმოადგენს ნახევარსაათიან პროგრამას, რომელიც დასრულდება საგალობლითა და ლოცვით.
◼ განახლდა თეოკრატიული სამსახურის სკოლის დავალების ბლანკი S-89. თავდაპირველად ყოველი კრება მიიღებს 1000 ცალს. თუ საჭიროა დამატებითი რაოდენობა, შეგიძლიათ შეუკვეთოთ ლიტერატურის შეკვეთის ბლანკის გამოყენებით (S-14).
◼ ახალი პუბლიკაციები:
„მიიღე განათლება თეოკრატიული სამსახურის სკოლაში“ — ბულგარული, ტამილური.
„საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელი, 2001“ (dx01, ნივთი №6801) — ინგლისური.
„საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელი, 1996—2000“ (dx96-00, ნივთი №5800) — უნგრული.
„თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“ — ეფიკი, თურქული, მაკედონიური, მალტური, სანგო, სუაჰილი, ტვი, ტივი.
„საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელი, 1980—2000“ (dx80-00, ნივთი №6100) — რუმინული.
„დაუახლოვდი იეჰოვას“ — თურქული.
◼ ახალი ვიდეოკასეტები:
„იეჰოვას მოწმეები — ორგანიზაცია ამ სახელწოდებით“ — ლატვიური.