-
იეჰოვას წინასწარმეტყველებები სრულდებასაგუშაგო კოშკი — 2008 | 1 იანვარი
-
-
ძველი ცივილიზაციები
ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ ბაბილონი სამუდამოდ განადგურდებოდა და სამარადისოდ მოისპობოდა ედომიც, მოაბიცა და ამონიც (იერემია 48:42; 49:17, 18; 51:24—26; აბდია 8, 18; სოფონია 2:8, 9). ამ ხალხების, როგორც ცალკეული ერების, განადგურება ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვის დამადასტურებელია.
შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ნებისმიერს შეუძლია იწინასწარმეტყველოს რომელიმე, თუნდაც ძლიერი ერის შესახებ, რომ ის თანდათანობით შეწყვეტს არსებობას. მაგრამ ასეთ ადამიანს მხედველობიდან რჩება ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი — ბიბლია წინასწარმეტყველებებს დაწვრილებით აღგვიწერს. მაგალითად, მასში დაწვრილებით არის აღწერილი, თუ როგორ დაეცემოდა ბაბილონი. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ქალაქს მიდიელები აიღებდნენ, დამპყრობთა ჯარის მეთაური კიროსი იქნებოდა და მდინარეებს, რომლებიც ქალაქს იცავდა, ამოაშრობდნენ (ესაია 13:17—19; 44:27—45:1).
ბიბლია ყოველთვის არ წინასწარმეტყველებდა, რომ დაპყრობილი ერი სამუდამოდ შეწყვეტდა არსებობას. მაგალითად, ბაბილონელების მიერ იერუსალიმის აღების შესახებ წინასწარმეტყველებისას ღმერთმა თქვა, რომ იერუსალიმი აღდგებოდა, თუმცა ბაბილონელები, ჩვეულებრივ, არასოდეს ათავისუფლებდნენ დაპყრობილ ერებს (იერემია 24:4—7; 29:10; 30:18, 19). ეს წინასწარმეტყველება შესრულდა და ებრაელები, როგორც ერი, დღემდე არსებობენ.
გარდა ამისა, იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ ეგვიპტეს, როგორც მსოფლიო მპყრობელს, დაამხობდნენ, „შემდეგ კი ის ძველებურად“ დასახლდებოდა. დროთა განმავლობაში ეს ძველი მსოფლიო მპყრობელი „დამდაბლებულ სამეფოდ“ იქცეოდა (იერემია 46:25, 26; ეზეკიელი 29:14, 15). ეს წინასწარმეტყველებაც შესრულდა. აგრეთვე, იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ საბერძნეთი დაკარგავდა მსოფლიო მპყრობელობას, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ ბერძნები, როგორც ერი, არსებობას შეწყვეტდნენ. რას ვსწავლობთ იმ ფაქტიდან, რომ იეჰოვას წინასწარმეტყველებისამებრ ზოგი ცივილიზაცია საერთოდ გაქრა, ზოგი კი დღემდე არსებობს? იმას რომ, ღვთის სიტყვაში ჭეშმარიტი, სანდო წინასწარმეტყველებებია ჩაწერილი.
-
-
იეჰოვას წინასწარმეტყველებები სრულდებასაგუშაგო კოშკი — 2008 | 1 იანვარი
-
-
[სურათები 22, 23 გვერდებზე]
ღვთის სიტყვაში ნაწინასწარმეტყველებია შემდეგი ცივილიზაციების სამუდამო განადგურება:
ედომი
ბაბილონი
მაგრამ არა ამ ცივილიზაციების:
საბერძნეთი
ეგვიპტე
[საავტორო უფლებები]
Pictorial Archive (Near Eastern History) Est.
WHO photo by Edouard Boubat
-