იეჰოვა გვაძლევს აღმატებულ ძლიერებას
1 წმინდა მსახურების ძვირფასი უპირატესობა — ქრისტიანული მსახურება — იესოს ყველა მოწაფეს დაევალა (მათ. 24:14; 28:19, 20). მაგრამ ადამიანური არასრულყოფილებისა და ამ სისტემის ზეგავლენის გამო, დროდადრო შეიძლება ვფიქრობთ, რომ ამ საქმისთვის არ გამოვდგებით.
2 ამ შემთხვევაში გვანუგეშებს პავლე მოციქულის წერილი კორინთელ ცხებულ ქრისტიანთა მიმართ. „ეს განძი ჩვენ გვაქვს თიხის ჭურჭლებში“, — წერდა პავლე (2 კორ. 4:7). იგი დარწმუნებული იყო, რომ „რაკი. . . ასეთი მსახურება გვაქვს, არ ვცხრებით“ (2 კორ. 4:1). მართლაც, ყოველი ჩვენგანის, ცხებულთა თუ ‘სხვა ცხვრების’, ამოცანაა, განვაგრძოთ კეთილი ცნობის გაცხადება და ‘არ დავცხრეთ’. გვესაჭიროება გაძლიერება ღვთისაგან, რომელიც ‘აღმატებული ძლიერებით’ უზრუნველგვყოფს (იოან. 10:16; 2 კორ. 4:7ბ).
3 გამამხნევებელია, რომ მრავალი მოწმე ენთუზიაზმით ქადაგებს სახარებას, მიუხედავად იმისა, რომ უწევთ ბრძოლა ძლიერ წინააღმდეგობებთან და ჯანმრთელობასა და ფინანსებთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებთან. ყოველ ჩვენგანს უნდა ესმოდეს, რომ ქადაგებასთან დაკავშირებულ ჩვენს საქმიანობას იეჰოვა უჭერს მხარს. ნაცვლად იმისა, რომ სულით დაცემამ და შიშმა შეასუსტოს ჩვენი გადაწყვეტილება — ვიქადაგოთ, მოდი ‘გავმაგრდეთ უფლით და მისი ძალის სიმტკიცით’ (ეფეს. 6:10; იგავ. 24:10).
4 როგორ შევიძინოთ ღვთის სიძლიერე. ლოცვაში იყავი მდგრადი და სთხოვე ღმერთს, დაგეხმაროს და გაგაძლიეროს (რომ. 12:12; ფილ. 4:6, 7). შემდეგ მთელი გულით მიენდე იეჰოვას, რათა უზრუნველგყოს აღმატებული ძლიერებით (იგავ. 3:5). ჩვენს ჟურნალებში იკითხე თანამედროვე ქრისტიანთა ბიოგრაფიები, რომლებიც ადასტურებს, რომ იეჰოვა ეხმარება თავის მსახურებს სხვადასხვა განსაცდელის გადატანაში. კრებაში ახლო ურთიერთობა გქონდეს ძმებთან და ნუ მიატოვებ შესაკრებელს (რომ. 1:11, 12; ებრ. 10:24, 25).
5 დაე ძალას ნუ დავზოგავთ იეჰოვასგან აღმატებული ძლიერების მისაღებად და ეს დაგვეხმარება, დაუცხრომლად შევასრულოთ უმნიშვნელოვანესი საქმიანობა — ქადაგება სამეფოს შესახებ.