შეკითხვების ყუთი
◼ რომელი პუბლიკაციები უნდა იყოს თეოკრატიული სამსახურის სკოლის ბიბლიოთეკაში?
ღვთის ხალხს სარგებლობისთვის აქვს სულიერი პუბლიკაციების დიდი რაოდენობა. რადგან მრავალი მაუწყებელი არ ფლობს ყოველივე ამას პირადად, სამეფო დარბაზში არსებული თეოკრატიული სამსახურის სკოლის ბიბლიოთეკა გვთავაზობს საშუალებას, ჩავატაროთ გამოკვლევები პუბლიკაციებით, რაც სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ მასში უნდა იყოს ბიბლიის სხვადასხვა თარგმანები, საზოგადოების მიმდინარე პუბლიკაციები, „ჩვენი სამეფო მსახურების“ ეგზემპლარები, ტომად აკინძული ჟურნალების — „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ და „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების ინდექსი“ (ინგლ.). თუ აკინძული ტომები ხელმისაწვდომი არ არის, კარგი იქნება, თუ შეაგროვებთ ყოველი წლის ჟურნალებს საქაღალდეში ან სწრაფჩამკერში, რომელსაც გარკვევით აწერია წელი. ამასთანავე, ბიბლიოთეკაში უნდა იყოს კარგი თანამედროვე ლექსიკონი. თუ ხელმისაწვდომია, შეიძლება ენციკლოპედიების, ატლასების ან გრამატიკისა და ისტორიის ცნობარების გამოყენება. მიუხედავად ამისა, უმთავრესი ყურადღება გადატანილი უნდა გვქონდეს ‘ერთგული და გონიერი მონის’ მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე (მათ. 24:45).
ზოგან შემჩნეული იყო, რომ საეჭვო ხასიათის წიგნები იდებოდა თეოკრატიული სამსახურის სკოლის ბიბლიოთეკაში. არ იქნება სათანადო მხატვრული ლიტერატურის ან ბიბლიის კომენტარების დადება, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ ბიბლიის კრიტიკაზე, ფილოსოფიისა თუ სპირიტიზმის წიგნების ქონა. თეოკრატიული სამსახურის სკოლის ბიბლიოთეკა უნდა შეიცავდეს მხოლოდ იმ მასალას, რომელიც მომხმარებელს მისცემს სულიერი წინსვლის გაგრძელების საშუალებას (1 ტიმ. 4:15).
ბიბლიოთეკაზე პასუხისმგებელი სკოლის ზედამხედველია, თუმცა სხვა ძმის დანიშვნაც შეიძლება, რათა დაეხმაროს მასზე ზრუნვაში. მან თვალყური უნდა ადევნოს ბიბლიოთეკის შევსებას, ემატება თუ არა ახალი გამოქვეყნებული პუბლიკაციები. ყოველ წიგნში გარკვევით უნდა იყოს აღნიშნული იმ კრების სახელი, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენს. წიგნები ყოველწლიურად უნდა შემოწმდეს, რათა ნახო, არის თუ არა საჭირო შეკეთება ან შეცვლა.
ყველას შეუძლია თანამშრომლობა ბიბლიოთეკაზე ზრუნვაში. მზრუნველობა უნდა გამოვლინდეს წიგნების მოპყრობასა და გამოყენებაში. ბავშვებს არ უნდა დართოთ ნება, ითამაშონ მათით, არც არავინ უნდა გახაზოს. გარკვევითა და უბრალოდ დაწერილი შენიშვნა შეიძლება გაიკრას ბიბლიოთეკაში როგორც შეხსენება, რომ წიგნების გატანა სამეფო დარბაზიდან არ შეიძლება.
რეგულარულად ყალიბდება ახალი და ახალი კრებები და მოსალოდნელია, რომ მრავალი ბიბლიოთეკის ზომა შეზღუდული იქნება. ზოგმა მაუწყებელმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ საკუთარი, საზოგადოების მიერ გამოცემული ძველი პუბლიკაციები კრებას შესწიროს. ამ გზებით თეოკრატიული სამსახურის სკოლის ბიბლიოთეკა მეტად სასარგებლო იქნება ყველას დასახმარებლად ღვთის სიტყვის ფარული განძეულობის პოვნაში, რომელიც იძლევა შემეცნებას, სიბრძნესა და გაგებას (იგავ. 2:4–6).