შეკითხვების ყუთი
◼ ნებადართულია თეოკრატიული სამსახურის სკოლის დავალებებისთვის საჭირო მასალის შეგროვება და გავრცელება?
არაფერი იქნება არასწორი იმაში, თუ ამას გავაკეთებთ პირადად გამოსაყენებლად, ოჯახის წევრებისთვის ან რამდენიმე ახლო მეგობრისთვის. მაგრამ ასეთი მასალა არ უნდა ვრცელდებოდეს ფართოდ და არც უნდა იყიდებოდეს, რადგან ამით დაირღვეოდა საავტორო უფლებები (რომ. 13:1).
თეოკრატიული სამსახურის სკოლის ზოგ დავალებაში მოცემულია მხოლოდ თემა და არაა მითითებული მის მოსამზადებლად საჭირო მასალა. იქნება სხვებისთვის სასარგებლო, თუ ასეთი დავალებებისთვის მათ შევუგროვებთ მასალას ან შევუდგენთ სიას, სადაც მითითებული იქნება სხვადასხვა წყარო? არა. არც ის იქნება სწორი, თუ გავრცელების მიზნით მოვამზადებთ პასუხებს თეოკრატიული სამსახურის სკოლის გამეორებისთვის. მზა მასალა არ შეუწყობს სხვებს ხელს მნიშვნელოვანი აზრების დამახსოვრებაში. ისინი, ვინც სკოლაშია ჩაწერილი, თავად უნდა იკვლევდნენ მასალას. თეოკრატიული სამსახურის სკოლის ეს თავისებურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია, რომელსაც იეჰოვა იყენებს ჩვენს სასწავლებლად, რათა გვქონდეს „სწავლულთა ენა“ (ეს. 50:4).