საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 9/07 გვ. 3
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
  • მსგავსი მასალა
  • დროულად იღებთ სულიერ საზრდოს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2014
  • მე-2 ნაწილის მედიაფაილები
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • 1-ლი ნაწილის მედიაფაილები
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • ინტერნეტის გამოყენება — ფხიზლად იყავი საშიშროების წინაშე!
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
km 9/07 გვ. 3

შეკითხვების ყუთი

◼ იწონებს „ერთგული და გონიერი მონა“ მოწმეთა მიერ დამოუკიდებელი ჯგუფების ჩამოყალიბებას, რომ მათ ბიბლიური კვლევები ჩაატარონ ან დებატები გამართონ? (მათ. 24:45, 47).

არა, არ იწონებს. მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ზოგი, ვისაც ჩვენს ორგანიზაციასთან აქვს კავშირი, აყალიბებს ჯგუფებს, რომ მათ დამოუკიდებლად გამოიკვლიონ ბიბლიური საკითხები. ზოგიერთი დამოუკიდებელი ჯგუფი სწავლობს იმ ებრაულ და ბერძნულ ენებს, რომლებზეც ბიბლია დაიწერა, რათა მათ გამოიკვლიონ, თუ რამდენად ზუსტია „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. სხვები იკვლევენ ბიბლიასთან დაკავშირებულ მეცნიერულ საკითხებს. ისინი ქმნიან ვებ-საიტებსა და ჩეთ-რუმებს იმ მიზნით, რომ იმსჯელონ ამ და სხვა საკითხებზე და თავიანთი მოსაზრებები გააცნონ სხვებს. ისინი აწყობენ შეხვედრებს და გამოსცემენ ლიტერატურას, რომ თავიანთი დასკვნებითა და შეხედულებებით „შეავსონ“ ის, რაც ჩვენს ქრისტიანულ შეხვედრებზე გადმოიცემა და ჩვენს ლიტერატურაში იბეჭდება.

მთელ მსოფლიოში იეჰოვას ხალხი უხვ სულიერ საზრდოს იღებს და მხნევდება კრებების, კონგრესებისა და იეჰოვას ორგანიზაციის მიერ გამოცემული პუბლიკაციების საშუალებით. წმინდა სულითა და თავის სიტყვის მეშვეობით იეჰოვა უზრუნველყოფს თავის ხალხს, რომ ყველა მისი მსახური ‘გაერთიანებული იყოს გონებითა და აზრით’ და ‘მტკიცდებოდეს რწმენაში’ (1 კორ. 1:10; კოლ. 2:6, 7). ჩვენ მართლაც ძალიან მადლიერნი ვართ, რომ იეჰოვა სულიერად გვკვებავს ამ ბოლო დღეებში. ამგვარად, „ერთგული და გონიერი მონა“ არ იწონებს იმ ლიტერატურასა და ვებ-საიტებს, რომლებსაც თვითონ კი არა, ეს ჯგუფები ქმნიან და არც იმ შეხვედრებს, რომლებსაც ისინი უწევენ ორგანიზებას (მათ. 24:45—47).

საქებარია, როცა ვინმეს სურს, თავისი ცოდნა სასიხარულო ცნობის მხარდასაჭერად გამოიყენოს. მაგრამ, არავის პირადმა ინტერესებმა არ უნდა გააუფასუროს ის, რასაც იესო ქრისტე თავისი კრების მეშვეობით აღწევს დღეს დედამიწაზე. პირველ საუკუნეში მოციქული პავლე აფრთხილებდა ქრისტიანებს, რომ არ გარეულიყვნენ ისეთი საკითხების გარჩევაში, რაც ძალების გამომცლელი იყო და დროს ართმევდათ, მაგალითად, ყურადღება არ უნდა გაემახვილებინათ ‘საგვარეულო ნუსხებზე, რომლებიც გამოსაკვლევ კითხვებს წამოჭრიდა იმის ნაცვლად, რომ მომსახურებოდა იმ ყოველივეს გავრცელებას, რაც ღვთისგან მომდინარეობდა და რწმენას უკავშირდებოდა’ (1 ტიმ. 1:3—7). ყველა ქრისტიანი უნდა მოერიდოს „სულელურ კითხვებზე კამათს, გვარტომობის ქექვას, დავასა და ჩხუბს კანონის თაობაზე, რადგან ეს უსარგებლოა და ამაო“ (ტიტ. 3:9).

ყველას, ვისაც სურს, რომ დამატებით გამოიკვლიოს ბიბლია, ვურჩევთ, ამისთვის გამოიყენოს წიგნები „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“ (ინგლ.), „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“ (ინგლ.) და ჩვენი ორგანიზაციის მიერ გამოცემული ის პუბლიკაციები, რომლებშიც გარჩეულია წინასწარმეტყველებები ბიბლიის იმ წიგნებიდან, როგორიცაა „დანიელი“, „ესაია“ და „გამოცხადება“. ასეთ პუბლიკაციებში ბიბლიის შესასწავლად და დასაფიქრებლად უხვი მასალაა მოცემული, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ‘აღვივსებით ღვთის ნების საფუძვლიანი ცოდნით, ყოველი სიბრძნითა და სულიერი გაგებით, რათა იეჰოვას ღირსად ვიაროთ იმ მიზნით, რომ ყველაფერში ვასიამოვნოთ მას — ყოველ კარგ საქმეში ნაყოფი გამოვიღოთ და ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა გავიღრმაოთ’ (კოლ. 1:9, 10).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება