შეკითხვების ყუთი
◼ რომელი პუბლიკაციები უნდა შევასწავლოთ პიროვნებას მონათვლამდე?
იეჰოვასადმი თავის მიძღვნასა და მონათვლამდე ზუსტი შემეცნების მიღებაა საჭირო (იოან. 17:3). საჭირო ინფორმაციას ის ორი პუბლიკაციის შესწავლით მიიღებს. ესენია: ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ და წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. უმეტეს შემთხვევაში, შესწავლა შეიძლება დაიწყოს ბროშურით. მაგრამ, თუ შესწავლა უკვე დაწყებულია წიგნით, ბროშურის სწავლა წიგნის გავლის შემდეგ შეიძლება. რატომ არის ეს აუცილებელი?
ბროშურა „რას მოითხოვს“ მიმოიხილავს ბიბლიის სწავლების საწყისებს. თუ პირველად მისი მეშვეობით ვასწავლით, შემსწავლელი შეიძენს ცოდნას მთავარი მოთხოვნების შესახებ, რომელთა შესრულებითაც იეჰოვას გულს ვახარებთ. თუ ბროშურით ბოლოს ვასწავლით, ეს იქნება წიგნ „შემეცნების“ შესანიშნავი გამეორება. ორივე შემთხვევაში, წაახალისეთ შემსწავლელი მოძებნოს ხოლმე ტექსტში მოყვანილი ბიბლიური მუხლები და იფიქროს მათზე. მხედველობიდან არ გამოგრჩეთ ილუსტრაციებიც, რადგან ისინიც კარგ შედეგებს იძლევა სწავლებაში (იხილეთ 1997 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 16, 17).
როცა ბიბლიის შემსწავლელი ორივე პუბლიკაციის შესწავლას დაამთავრებს, ის უკვე შეძლებს უპასუხოს ყველა კითხვას, რომლებსაც დაუსვამენ უხუცესები მონათვლისთვის მისი მომზადების დროს. ასე რომ, შეიძლება საჭირო აღარ იყოს მას კიდევ სხვა რომელიმე პუბლიკაცია შევასწავლოთ ფორმალურად, თუმცა შესწავლის ჩამტარებელი გულითადად უნდა იყოს დაინტერესებული მისი წინსვლით (იხილეთ 1996 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 9, 10, 13).