სპეციალური ერთდღიანი კონგრესის გამეორება
ეს მასალა გამოყენებულ უნდა იქნეს სამსახურებრივ შეხვედრაზე 2006 სამსახურებრივი წლის სპეციალურ ერთდღიან კონგრესამდე ცოტა ხნით ადრე და კონგრესის ჩატარებიდან ცოტა ხნის შემდეგ. თავმჯდომარე ზედამხედველი იზრუნებს, რომ ჩატარდეს წინასწარი მიმოხილვა და გამეორება, 2004 წლის აგვისტოს „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ (გვერდი 4) მოცემული მითითებების შესაბამისად. გამეორების დროს ყველა კითხვა უნდა დაისვას და ყურადღება გამახვილდეს იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია წარმოდგენილი ინფორმაციის გამოყენება.
დილის პროგრამა
1. რას ნიშნავს თვალის სუფთად დაცვა და რატომაა ეს დღეს რთული? („რატომ უნდა დაიცვათ თვალი სუფთად?“)
2. რა დადებით შედეგებს ვიღებთ თვალის სუფთად დაცვით? („დაიცავით სუფთად თვალი და მოიმკეთ კურთხევები“)
3. რა საშიშროება იმალება მრავალი ეგრეთ წოდებული ნორმალური საქმიანობის მიღმა? („თვალის სუფთად დაცვა ამ ბოროტ ქვეყნიერებაში“)
ნაშუადღევის პროგრამა
4. როგორ შეუძლიათ მშობლებს და სხვებს, წაახალისონ ახალგაზრდები, ისწრაფონ სულიერი მიზნებისკენ? („მშობლები, რომლებიც სწორ მიმართულებას აძლევენ ისრებს“ და „ახალგაზრდები, რომლებიც სულიერ მიზნებს აღწევენ“)
5. როგორ შეგვიძლია წავიწიოთ წინ იეჰოვას ორგანიზაციასთან ერთად ა) როგორც პიროვნებამ? ბ) როგორც ოჯახმა? გ) როგორც კრებამ? („ყურადღება მივაქციოთ იეჰოვას ორგანიზაციასთან ერთად წინსვლას“)