შეგვიძლია თუ არა 2000 წლის აპრილი საუკეთესოდ გამოვიყენოთ?
1 ოთხშაბათი საღამო, 19 აპრილი, ჩვენი სამსახურებრივი წლის განსაკუთრებული მომენტი იქნება. ამ დღეს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მზის ჩასვლასთან ერთად იეჰოვას მოწმეთა ყოველი კრება და ჯგუფი მთელ მსოფლიოში აღნიშნავს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს. სადაც უნდა ვცხოვრობდეთ, იესო ქრისტეს მსხვერპლად შეწირვის აღნიშვნა წლის კულმინაციური მოვლენა იქნება. გახსენების საღამოს თარიღი მონიშნულია „იეჰოვას მოწმეების 2000 წლის კალენდარში“, აპრილის თვეში.
2 მთელი აპრილის განმავლობაში შესანიშნავი საშუალება გვეძლევა, გულწრფელი მადლიერება გამოვავლინოთ იეჰოვას წყალობისთვის, რომელიც თავისი ძის მსხვერპლის მეშვეობით აღმოგვიჩინა. როგორ? მოციქულმა პავლემ დაწერა: „ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ასე ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასთვის, ყველანი დაიხოცნენ. ქრისტე კი ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა“ (2 კორ. 5:14, 15). დიახ, აპრილის განმავლობაში შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ საკუთარი თავისთვის კი აღარ ვცოცხლობთ, არამედ იმისთვის, ვინც ჩვენთვის მოკვდა, თუკი, როგორც სამეფოს მსახურები, ამ თვეს საუკეთესოდ გამოვიყენებთ!
3 ჩაეწერე აპრილში დამხმარე პიონერად. მოციქულმა პავლემ შესანიშნავი მაგალითი მოგვცა, როცა თქვა: „სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდ კი იმ ჩემ სარბიელსა და მსახურებას დავასრულებდე, რომელიც უფალ იესოსგან მივიღე, რათა დავამოწმო ღვთის მადლის სახარება“ (საქ. 20:24). ჩვენც გვაქვს იგივე უპირატესობა — გულმოდგინედ დავამოწმოთ იეჰოვა ღმერთის შესახებ. ამისათვის გვინდა, აპრილი საუკეთესოდ გამოვიყენოთ დამხმარე პიონერულ საქმიანობაში!
4 რადგანაც 2000 წლის აპრილში ხუთი შაბათ-კვირაა, ეს თვე ბევრს პიონერობისთვის შესანიშნავ საშუალებას მისცემს. 1997 წლის მაისში, როდესაც დამხმარე პიონერების რაოდენობამ უმაღლეს რიცხვს მიაღწია, 1 511 მონაწილე მაუწყებელთა საერთო რაოდენობის 12%-ს შეადგენდა. ორ წელიწადში იმ მაუწყებლების საერთო რაოდენობა, რომლებმაც 1999 წლის მაისში ანგარიში ჩააბარეს, 16%-ზე მეტით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უდიდესი შესაძლებლობა გვაქვს, გადავაჭარბოთ დამხმარე პიონერთა ადრინდელ უმაღლეს რიცხვს. გარდა ამისა, მას მერე საათების ნორმა შემცირდა, რაც მსახურების ამ განსაკუთრებულ სფეროს კრების ბევრად მეტი წევრისთვის ხდის ხელმისაწვდომს. თითოეულ მონათლულ მაუწყებელს მართებს, ლოცვით აწონ-დაწონოს, ხომ არ შეუძლია ამ აპრილში დამხმარე პიონერად მსახურება.
5 „იეჰოვას მოწმეების 2000 წლის კალენდარში“ აპრილის თვის გამოყენებით ახლავე შეადგინე მომავალი თვის განრიგი. გადაწყვიტე, რომელ დღეებში შეძლებ სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობას, და შეაჯამე, შენი აზრით, სულ რამდენ საათს დაუთმობ იმ თვეში სამქადაგებლო საქმიანობას. ჩართე როგორც ოფიციალურად, ისე არაფორმალურად ქადაგების დრო. უახლოვდება ჯამი დამხმარე პიონერობისთვის საჭირო 50 საათის ნორმას? თუ გაკლდება საჭირო საათები, იქნებ რამე ცვლილება შეგეტანა პირად განრიგში, რომ დრო გამოისყიდო დამხმარე პიონერობისთვის? საშუალოდ, დღეში სულ საათი და 40 წუთი დაგჭირდება, რომ თვეში 50 საათს მიაღწიო.
6 რადგანაც საათების ნორმა პიონერებისთვისაც შემცირდა, სრული დროით მსახურების დაწყებაზე ხომ არ გიფიქრია? რატომ უნდა ელოდო ზაფხულის დადგომას? რაკი ზამთარი უკან მოვიტოვეთ, აპრილი შესანიშნავი თვე იქნებოდა დასაწყებად! თუ ეჭვი გეპარება, რომ პიონერობისთვის საჭირო 70-საათიანი ნორმის შესრულებას შეძლებ, რატომ არ გემსახურა აპრილში დამხმარე პიონერად იმ მიზნით, რომ 70 საათს მიაღწიო? რაკი ერთხელ დაინახავ, რომ შეგწევს ამის ძალა, შეიძლება უფრო მოინდომო, რაც შეიძლება მალე შეუერთდე პიონერებს (იხილე „ჩვენი მსახურება“, გვერდები 113, 114 [რუს.]).
7 სრული მონაწილეობა მიიღე, როგორც კეთილი ცნობის მაუწყებელმა. ყველას — როგორც მაუწყებლებს, ისე პიონერებს — ღვთისა და მოყვასის მიმართ გულწრფელი სიყვარული აღგვძრავს, იეჰოვასადმი მსახურებაში პირადი შესაძლებლობების მიხედვით გავაკეთოთ ყველაფერი, რის ძალაც შეგვწევს (ლუკ. 10:27). ამგვარად, ჩვენ გულწრფელად ცხადვყოფთ, რომ „იმისათვის ვშრომობთ კიდეც და ვიღწვით, რომ მინდობილნი ვართ ცოცხალ ღმერთზე, რომელიც მაცხოვარია ყველა ადამიანისა, უფრო მეტად კი მორწმუნეთა“ (1 ტიმ. 4:10). აი რატომ უნდა ველოდეთ აპრილში 100%-იან მონაწილეობას, როცა თითოეული სრულად ჩაებმება სამეფოს საქმეში.
8 ნუ დაგვავიწყდება იესოს სიტყვები: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი — ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს, რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“. მალევე ამის თქმის შემდეგ იესომ შეკრიბა თავისი 12 მოციქული და საქადაგებლად გაგზავნა (მათე 9:37, 38; 10:1, 5, 7). დაახლოებით ერთ წელიწადში, მას შემდეგ, რაც ეს 12 კარგად განისწავლა სამქადაგებლო საქმეში, იესომ „ამოარჩია ... სხვა სამოცდაათი და წინასწარ მიავლინა“ იმავეს თქმით: „სამკალი ბევრია... ამიტომ ევედრეთ სამკლის პატრონს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“ (ლუკ. 10:1, 2). ბიბლიის წიგნი „საქმეები“ გვატყობინებს, როგორ გამოეხმაურა იეჰოვა ამ ლოცვებს. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულისთვის მოწაფეების რიცხვი დაახლოებით 120-მდე გაიზარდა. მოგვიანებით ამ რიცხვს ჯერ 3 000, შემდეგ კი 5 000 მოწაფე დაემატა (საქ. 1:15; 2:41; 4:4). აქედან მოყოლებული, მოწაფეების რიცხვი მრავლდებოდა (საქ. 6:7). მსგავსად ამისა, ჩვენს დროში კვლავაც უნდა ვევედროთ უფალს სამეფოს კიდევ უფრო მეტი მაუწყებლის შესახებ! ჩვენი ლოცვების შესაბამისად, კრების თითოეულმა მაუწყებელმა უნდა იზრუნოს, რომ ყოველთვე იმსახუროს.
9 გთხოვთ, კარგად გადახედო აპრილს „2000 წლის კალენდარში“. რადგანაც ამ თვის პირველი ორი დღე შაბათ-კვირაზე მოდის, ხომ არ შეგეძლო პირველივე დღეებში მსახურება დაგეგეგმა? შეგიძლია თუ არა ამ თვეში კრების წიგნის შესწავლის ჯგუფთან ერთად „ჟურნალებით მსახურების“ ყველა დღეს მიიღო მონაწილეობა? რა აზრის ხარ იმაზე, რომ მსახურებაში ყოველ კვირადღეს ერთი ან ერთზე მეტი საათი დაუთმო მსახურებას? დროის ერთი საათით წინ გადაწევის წყალობით უფრო გვიან დაბნელდება. შეგიძლია თუ არა ზოგჯერ საღამოობით ქადაგებაც დაგეგმო? ამავე დროს, ნუ დაგავიწყდება ნებისმიერი შესაძლებლობის გამოყენება, რომ არაფორმალურად იქადაგო სამუშაოზე, სკოლაში ან სხვა ყოველდღიური საქმიანობისას. აღნიშნე დღეები, რომლებშიც შეძლებდი სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობას და კალენდარში ჩაწერე ამ თვეში მსახურებაში გატარებული დრო.
10 აპრილი ხელსაყრელი დრო იქნება ყველასთვის, ვინც შეესაბამება მოთხოვნებს და ვინც უხუცესების მოწონებით მოუნათლავ მაუწყებლებად მსახურებას იწყებს. თუ ვინმეს ბიბლიას ასწავლი, ხომ არ მიაღწია მან საკმაო წარმატებას, რომ კრების თავმჯდომარე ზედამხედველს მიმართოს და კეთილი ცნობის მაუწყებლად დანიშვნა სთხოვოს? თუ მოუნათლავი შვილები გყავს, ესაუბრე თუ არა უხუცესებს მათ სულიერ წინსვლაზე? განა ეს დრო კარგი არ იქნებოდა იმისათვის, რომ საჯარო მსახურება დაეწყოთ? (იხილე „ჩვენი მსახურება“, გვერდები 97—101 [რუს.]).
11 მცდელობაში — 2000 წლის აპრილი საუკეთესოდ გამოვიყენოთ — ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა მსახურებაში, თვის ბოლოს კი ჩვენი სამქადაგებლო სამსახურის ანგარიში ჩავაბაროთ (შეადარე მარკოზი 6:30). ახალი მოუნათლავი მაუწყებლები, რომლებიც პირველად მონაწილეობენ სამქადაგებლო მსახურებაში, უნდა გავამხნევოთ, დროულად ჩააბარონ თავიანთი ანგარიში. პირადი ძალისხმევით შეგვიძლია შესანიშნავი წვლილი შევიტანოთ აპრილის ანგარიშსა და ქადაგების საშუალებით იეჰოვას განდიდებაში.
12 სხვებიც წაიყვანე გახსენების საღამოზე. ნუთუ გულს არ გაგვიხარებდა 2000 წელს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე დამსწრეთა ახალი უმაღლესი რიცხვის ხილვა? დიახ! ეს იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბა იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს მიერ ჩვენ სასარგებლოდ გამოვლენილი უდიდესი სიყვარულისთვის მადლიერების გამოსახატავად! (იოან. 3:16; 15:13). ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ არაფერმა შეგიშალოს ხელი არც შენ, არც შენს ოჯახს გახსენების საღამოზე დასწრებაში.
13 ახლა იმის დროც არის, რომ გახსენების საღამოზე სხვების დაპატიჟება დავიწყოთ. ჩამოწერე იმათი სია, ვისი დასწრებაც გინდა. სიაში შეიტანე ისინი, ვინც ადრე სწავლობდა ბიბლიას ან ახლა სწავლობს, და ყველა, ვისაც განმეორებით მონახულებას უკეთებ. დაურთე თანამშრომლები, თანასკოლელები და მეზობლები, აგრეთვე ის, ვისთანაც საქმიანი დამოკიდებულება გაქვს. არ გამოგრჩეს სხვა ნაცნობები და შენი ნათესავები. სიის ჩამოწერის შემდეგ დაიწყე თითოეულის გულწრფელად და პირადად დაპატიჟება. აუხსენი, როდის და სად ჩატარდება გახსენების საღამო. 19 აპრილის მოახლოებისას პირადად ან ტელეფონით შეახსენე თითოეულს ამ დღის შესახებ. შესთავაზე, რომ იმ საღამოს გაუვლი, რათა შენთან ერთად წამოვიდნენ გახსენების საღამოზე.
14 საზოგადოების წინანდელი მითითების თანახმად, უხუცესთა საბჭო განსაკუთრებით ეცდება თავიანთი კრების ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა არააქტიური მაუწყებლის წახალისებას გახსენების საღამოზე დასასწრებად (მათ. 18:12—14). კარგი იქნება, თუ უხუცესები გადახედავენ საზოგადოების 1999 წლის 2 თებერვლით დათარიღებულ წერილს. კრების მდივანმა უნდა ჩამოწეროს ყველა არააქტიური მაუწყებლის სია, სამსახურებრივმა ზედამხედველმა კი უხუცესებს უნდა დაავალოს, მიაკითხონ მათ და გახსენების საღამოზე დაპატიჟონ. რაც შეიძლება მალე გაკეთებული გამამხნევებელი სამწყემსო მონახულება, შესაძლებელია, არააქტიურებს დაეხმაროს, კვლავ აქტიურად ჩაებან სამქადაგებლო მსახურებაში — და ეს შეიძლება აპრილშიც კი მოხდეს. სამქადაგებლო მსახურებაში გამოცდილ მაუწყებელთან ერთად მონაწილეობის შეთავაზება მათთვის აღმშენებლობითი იქნება.
15 ძალებს ნუ დაიშურებ აპრილში! 2000 წლის აპრილი საუკეთესოდ რომ გამოვიყენოთ, საჭირო იქნება ყველა უხუცესს, სამსახურებრივ თანაშემწესა და ოჯახის თავს შორის კარგი თანამშრომლობა. უხუცესები ყველანაირად ეცდებიან, რომ ყველაფერი კარგად იყოს ორგანიზებული, და ხელმძღვანელობას გასწევენ (ებრ. 13:7). საჭიროა პრაქტიკული ზომების მიღება, რომ როგორც სამუშაო, ისე დასვენების დღეებში მოეწყოს შეხვედრები სამქადაგებლო მსახურებისთვის. დამატებითი შეხვედრები სამქადაგებლო მსახურებისთვის შეიძლება დაიგეგმოს გვიან ნაშუადღევსა და მოსაღამოებულზე ქადაგებისთვის. საინფორმაციო დაფაზე უნდა გამოიკრას სრული განრიგი იმისა, რაც აპრილშია დაგეგმილი. ვინმეს უნდა დაევალოს სამქადაგებლო მსახურებისთვის თითოეული დაგეგმილი შეხვედრის ჩატარება. საკმარისი უბნები მზად უნდა გქონდეთ იმისათვის, რომ დააკმაყოფილოთ თითოეული ჯგუფის მოთხოვნილებები.
16 აპრილში გავავრცელებთ ჟურნალებს „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. ბიბლიის საშინაო შესწავლის დაწყების მცდელობით ბროშურა „რას მოითხოვს“ უნდა შევთავაზოთ ყველას, ვინც ინტერესს ავლენს. აქედან გამომდინარე, ჟურნალებისა და ბროშურების საკმაო მარაგი იქნება საჭირო.
17 აპრილის ბოლოს კრების წიგნის შესწავლის ყველა ჩამტარებელმა და მათმა დამხმარეებმა უნდა წაახალისონ ყველა თავიანთ ჯგუფში, თვის დასრულებისთანავე დაუყოვნებლივ ჩააბარონ თავიანთი ანგარიში. მათ თავიანთი ჯგუფის თითოეული წევრი უნდა წაახალისონ, თვის დამთავრებისთანავე ჩააბარონ სამსახურებრივი ანგარიში. ეს შეიძლება გაკეთდეს თუნდაც კვირას, 30 აპრილს. თუ ანგარიშების აკრების შემდეგ მდივანი დაინახავს, რომ ზოგ მაუწყებელს არ ჩაუბარებია თავისი ანგარიში, შეუძლია თავაზიანად შეახსენოს მათ ამის გაკეთება 6 მაისამდე, როცა მან საზოგადოებას უნდა წარუდგინოს კრების ანგარიში. მას შეუძლია დაიხმაროს წიგნის შესწავლის ხელმძღვანელები, თითოეულ მაუწყებელთან დასაკავშირებლად.
18 ღვთის ხალხისთვის გახსენების საღამოს პერიოდი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დროის განმავლობაში ყველა ძალიან უნდა ვიყოთ დაკავებული იეჰოვასადმი მსახურებით. ეს ასე იქნება, თუ თითოეული რაც შეიძლება სრულად მონაწილეობს კეთილი ცნობის უწყებაში, თუ ისინი, ვისაც შესაძლებლობა აქვს, დამხმარე პიონერობაზე წერენ განცხადებას, და თუ ყველანაირად ვცდილობთ, ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე სხვებიც წავიყვანოთ. მოდი მხურვალედ ვილოცოთ, რომ იეჰოვამ უხვად აკურთხოს ჩვენი მცდელობა — 2000 წლის აპრილი საუკეთესოდ გამოვიყენოთ — და ყოველივე ეს ღვთის საქებრად და განსადიდებლად ვაკეთოთ! (ებრ. 13:15).
[ჩარჩო 3 გვერდზე]
დამხმარე პიონერები
ჩვენი უმაღლესი რიცხვი: 1 511
(მაისი, 1997)
[ჩარჩო 4 გვერდზე]
ყველა მაუწყებელი ერთად
ჩვენი უმაღლესი რიცხვი: 14 085
(მაისი, 1999)
[ჩარჩო 5 გვერდზე]
გახსენების საღამოზე დამსწრეები
ჩვენი უმაღლესი რიცხვი: 36 669
(1999)