საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g99 7/8 გვ. 29
  • მკითხველთა წერილები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა წერილები
  • გამოიღვიძეთ! — 1999
  • მსგავსი მასალა
  • განმარტოების ფასი
    გამოიღვიძეთ! — 1998
  • მკითხველთა წერილები
    გამოიღვიძეთ! — 1999
  • მკითხველთა წერილები
    გამოიღვიძეთ! — 1998
  • მკითხველთა წერილები
    გამოიღვიძეთ! — 1999
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1999
g99 7/8 გვ. 29

მკითხველთა წერილები

განმარტოება.  სტატია „განმარტოების ფასი“, რუბრიკიდან „ბიბლიის თვალსაზრისი“ (8 ოქტომბერი, 1998), თითქოს პირადად ჩემთვის იყო დაწერილი. განმარტოება კარგი სულიერობისა და დადებითი განწყობილების შენარჩუნებაში მეხმარება. მაგრამ თქვენი შეგონებაც ყოველთვის მემახსოვრება, რომ ის ისეთ ადგილს ჰგავს, „რომელიც სანახავად სასიამოვნოა, დასარჩენად კი — საშიში“.

ლ. გ. (აშშ)

მოყვასისადმი სიყვარული.  სტატიათა სერია „ეყვარებათ ოდესმე ადამიანებს ერთმანეთი?“ (8 ნოემბერი, 1998) მართლაც ჩინებული იყო! მათი დახმარებით ადამიანთა მიმართ გულისწყრომისა და სიძულვილის თავიდან მოშორება შევძელი. უღრმესი მადლობა! ვიმედოვნებ, რომ თქვენი გამამხნევებელი პუბლიკაციების წყალობით მეც იეჰოვა ღმერთის მსახური გავხდები.

გ. კ. (იტალია)

გულადი მისიონერები.  სტატიის „ჩვენ აღარ ვცხოვრობთ საკუთარი თავისთვის“ (8 ნოემბერი, 1998) წაკითხვის შემდეგ ისღა დამრჩენია მადლობა გადაგიხადოთ ასეთი რწმენის განმამტკიცებელი ინფორმაციის მოწოდებისთვის. თუმცა ჩვენთან, ინგლისში, საკმაოდ დიდ გულგრილობას ვაწყდებით, ეს ნამდვილად არაფერია იმასთან შედარებით, რის გადატანაც ჯეკ და ლინდა იოჰანსენებს მოუხდათ. სტატია მეტად გულში ჩამწვდომი იყო და აღმძრა, მადლიერი ვყოფილიყავი იმისთვის, რაც მაქვს.

ლ. ჯ. (ინგლისი)

უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც მე და ჩემი ცოლი სრული დროით ვმსახურობთ და ისიც მშვენივრად ვიცით, რომ ახალ დანიშნულებასთან შეგუება შეიძლება ნამდვილი გამოცდა აღმოჩნდეს. იოჰანსენებმა გულწრფელად მოგვითხრეს თავიანთი განცდების შესახებ, რომელიც დანიშნულების ადგილის შეცვლისას ეუფლებოდათ. მათ მიერ მოთხრობილმა ამბავმა დაგვარწმუნა, რომ ჩვენი გრძნობები გამონაკლისი არ არის და მთავარია, ყოველთვის იეჰოვას მივენდოთ.

ს. ი. კ. (ბრაზილია)

ჭეშმარიტების მიყოლა.  მე თორმეტი წლის ვარ და ძალიან მომეწონა სტატია „როგორ მივყვე ჭეშმარიტებას“, რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 ნოემბერი, 1998). არდადეგების შემდეგ კვლავ სკოლას დავუბრუნდით და ქრისტიანული შეხვედრებისთვის მომზადება კიდევ უფრო მიჭირს, მაგრამ ვხვდები, რომ აუცილებელია ‘დროის მოვაჭრება’. ვფიქრობ, ეს სტატია ბევრ ჩემს თანატოლს დაეხმარება იეჰოვა ღმერთისადმი სიყვარულის განვითარებასა და ჭეშმარიტებაში ფესვის ღრმად გადგმაში.

კ. ს. (პორტუგალია)

ერთი წლის წინათ ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით მეც იგივე კითხვები მიტრიალებდა თავში. ვერ გამეგო, მართლა მიყვარდა ჭეშმარიტება თუ ოჯახის წევრების ხათრით მივდევდი მას. შემდეგ ისე მოვიქეცი, როგორც თქვენ გვირჩიეთ — ბიბლიის გულმოდგინე გამოკვლევით ყველაფრის გამორკვევა შევძელი. ბედნიერი ვარ, რომ უკვე თავად მივყვები ჭეშმარიტებას და ვაპირებ, სრული დროით მქადაგებელი გავხდე.

ჰ. ნ. (აშშ)

ხიდები.  თქვენი ჟურნალის 1998 წლის 8 ნოემბრის ნომერი, რომელშიც მოცემული იყო სტატია „ხიდები — რა უნდა გვექნა მათ გარეშე?“, მას შემდეგ მივიღეთ, რაც თავს დამტყდარმა გრიგალმა „მიტჩმა“ ჩვენთან, ჰონდურასში, ხიდების თითქმის 80 პროცენტი გაანადგურა. მე და ჩემს ქმარს ხშირად გვიხდება მგზავრობა და მალევე მივხვდით, რაოდენ გვეხმარება ხიდები ჩვენი საქმის შესრულებაში. გვინდა, მადლობა გადაგიხადოთ საინტერესო და დროული ინფორმაციისთვის და როგორც სტატიის ბოლოში იყო აღნიშნული, ამის შემდეგ ყოველთვის დავაფასებთ ხიდების არსებობას.

კ. ჰ. (ჰონდურასი)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება