საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 4/99 გვ. 8
  • „რა ვაკეთო?“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „რა ვაკეთო?“
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
  • მსგავსი მასალა
  • მშობლებო, როგორი მომავალი გსურთ შვილებისთვის?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • არის თუ არა ბიბლია განათლების წინააღმდეგ?
    გამოიღვიძეთ! — 1998
  • უფრო მეტი აითვისე სკოლიდან
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1997
  • სრული დროით მსახურებით მიღებული სიხარული
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2002
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
km 4/99 გვ. 8

„რა ვაკეთო?“

1 როცა ადამიანი სიყმაწვილის ასაკიდან გამოვა, შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: „რა ვაკეთო ცხოვრებაში?“ ქრისტიან ახალგაზრდებს სურთ, უფრო მეტი ემსახურონ იეჰოვას. მაგრამ როგორ შეგიძლია ამის გაკეთება, როცა მოზრდილი ადამიანის პასუხისმგებლობები უნდა იკისრო, რაშიც საკუთარი თავის რჩენა შედის? ამაზე პასუხის მოძებნა შეიძლება იოლი არ იყოს.

2 ზოგ ახალგაზრდას წუხილი ეუფლება, როცა მსოფლიო ეკონომიკურ მდგომარეობას უყურებს და მომავლისკენ იხედება. ისინი ფიქრობენ: „დამატებითი საერო განათლების მიღებას ხომ არ მოვკიდო ხელი? თუ ახლავე დავიწყო სრული დროით მსახურება?“ სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა გულწრფელი პასუხის გაცემა შემდეგ კითხვაზე: „უმთავრესად რა მაინტერესებს ცხოვრებაში?“ ადამიანმა გულის აღძვრა უნდა გამოიკვლიოს.

3 სიყმაწვილის ასაკში უმთავრესად რის მიმართ განავითარე ინტერესი? უფრო მეტად ფინანსური კეთილდღეობით ხარ დაინტერესებული თუ ნამდვილად გსურს, საკუთარი ცხოვრება სამეფოს ინტერესების წინ წაწევას მიუძღვნა? უნივერსიტეტში მიღებული განათლება სამუშაოს შოვნის გარანტიას არ იძლევა. მრავალმა არჩია, უფრო გამოსადეგი ხელობა აეთვისა სპეციალური სასწავლო პროგრამის, რაიმე პროფესიული ან ტექნიკური განათლების მიღებისა თუ კოლეჯში მოკლევადიანი სასწავლო კურსის საშუალებით, რაც ნაკლებ დროსა და ენერგიას მოითხოვს.

4 ენდე იეჰოვას სიტყვას. უმნიშვნელოვანესი გასათვალისწინებელი ფაქტი იეჰოვა ღმერთის დანაპირებია, რომ უზრუნველყოფს მათს მოთხოვნილებებს, ვინც სამეფოს ინტერესებს ცხოვრებაში პირველ ადგილს უთმობს (მათ. 6:33). ეს ცარიელი დანაპირები როდია. მრავალმა ძმამ, ვინც სამსახურებრივი დახელოვნების სკოლა გაიარა, ჭეშმარიტების შესწავლამდე დიპლომიც მიიღო. მაგრამ გამოიყენეს მათ თავიანთი განათლება ქვეყნიურ სამუშაოზე? მცირე მათგანი თუ მიჰყვა ქვეყნიურ კარიერას, რომლისთვისაც განათლება მიიღეს. მრავალი მათგანი პიონერად მსახურების დროს მომსახურების სფეროში მუშაობდა და კარგად უმკლავდებოდა ფინანსურ საჭიროებებს. მსახურებაში უფრო მეტი მონაწილეობით ისინი ფულზე ბევრად უკეთეს კურთხევებს ღებულობენ.

5 როცა წყვეტ, რა აკეთო საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, გაითვალისწინე ყველა ფაქტორი და გულდასმით გამოიკვლიე გულის აღძვრა. არჩევანში გაწონასწორებული რომ იყო, განიხილე ინფორმაცია, რომელიც მოცემულია 1998 წლის 8 მარტის ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 13—15. ესაუბრე მშობლებს, უხუცესებს, სარაიონო ზედამხედველს და მათ, ვინც წარმატებულ პიონერულ მსახურებას ეწევა თქვენს ტერიტორიაზე. ეს დაგეხმარება ბრძნული გადაწყვეტილების მიღებაში იმასთან დაკავშირებით, თუ რა აკეთო ცხოვრებაში (ეკლ. 12:1, 13).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება