სპეციალური მოსაწვევი
1. როდის დაიწყება 2014 წლის კონგრესების მოსაწვევების გავრცელების კამპანია?
1 თუ გეგმავ, რომ მეგობრები და ოჯახის წევრები განსაკუთრებულ სადილზე მოიპატიჟო, რის მომზადებასაც საკმაო ენერგია და სახსრები სჭირდება, ცხადია, დიდი სიამოვნებით მოიწვევ მათ. მსგავსად ამისა, ძალიან დიდი შრომა დასჭირდა სულიერი ნადიმის მომზადებას, რომელიც 2014 წელს საოლქო კონგრესებზე გაიმართება. ჩვენ წილად გვხვდა პატივი, რომ კონგრესის დაწყებამდე, სამი კვირით ადრე, მასზე დასასწრებად სხვებიც მოვიწვიოთ. რა დაგვეხმარება იმაში, რომ მთელი ენთუზიაზმით გადავცეთ ხალხს მოსაწვევები?
2. რა აღგვძრავს იმისკენ, რომ მთელი მონდომებით მივიღოთ მონაწილეობა კამპანიაში?
2 თუ დავფიქრდებით, რამდენად სასარგებლოა ჩვენთვის ის სულიერი ნადიმი, რომლითაც იეჰოვა ასეთ კონგრესებზე გვიმასპინძლდება, მთელი მონდომებით მივიღებთ მონაწილეობას ამ კამპანიაში (ეს. 65:13, 14). ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს: ჩვენს ყოველწლიურ კამპანიებს ყოველთვის მოაქვს კარგი შედეგი. იმ ადამიანებიდან ზოგი, ვისაც ვეპატიჟებით, ჩვენთან ერთად დაესწრებიან კონგრესს. იმის მიუხედავად, რამდენი ადამიანი გამოეხმაურება ჩვენს კამპანიას, ამ პერიოდში შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა, დიდება მივაგოთ იეჰოვას სახელს და მასსავით ხელგაშლილნი ვიყოთ (ფსალმ. 145:3, 7; გამოცხ. 22:17).
3. როგორ გავავრცელებთ მოსაწვევებს?
3 უხუცესთა საბჭო თავად წყვეტს, რა სახით მოხდება ამ მოსაწვევების გავრცელება — დაუტოვებენ თუ არა მოსაწვევებს კართან მათ, ვინც სახლში არ დახვდებათ ან გაავრცელებენ თუ არა მოსაწვევებს თავიანთი კრების ტერიტორიაზე მდებარე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა თუ ქუჩებში. შაბათ-კვირების განმავლობაში სიტუაციიდან გამომდინარე ჟურნალებიც უნდა შევთავაზოთ. თუ თვის პირველი შაბათი დაემთხვევა კამპანიის პერიოდს, ყურადღება უნდა გადავიტანოთ მოსაწვევების გავრცელებაზე და არა ბიბლიის შესწავლების დაწყებაზე. კამპანიის დასრულების შემდეგ უდიდეს ბედნიერებას მოგვანიჭებს იმის ცოდნა, რომ მთელი გულმოდგინებით მივიღეთ მონაწილეობა მოსაწვევების გავრცელებაში და შეძლებისდაგვარად დავპატიჟეთ ყველა, რათა ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ იეჰოვას მომზადებულ სულიერ ნადიმზე.