როგორ ვიქადაგოთ საქმიან უბანზე?
1. რა შედეგები მოაქვს საქმიან ტერიტორიაზე ქადაგებას?
1 ისურვებდი ისეთ ადგილებში ქადაგებას, სადაც ადამიანები კარგად ხვდებიან სტუმრებს და ხშირად სახლში არიან? ასეთი უბნები შეიძლება თქვენი კრების ტერიტორიაზეც იპოვოთ. როგორ? მაღაზიებში მისვლით. მაუწყებლები, რომლებიც ქადაგებენ მაღაზიებში, ხშირად კარგ შედეგებს აღწევენ.
2. როგორ ეწევა ორგანიზება საქმიან უბნებზე ქადაგებას?
2 ზოგი კრების ტერიტორიაში საქმიანი რაიონებიც შედის. უბნებზე პასუხისმგებელ ძმას ასეთი საქმიანი რაიონებისთვის შეუძლია სპეციალური „უბნის რუკების“ გაკეთება. ასეთ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი უბნის ტერიტორია ემთხვევა საქმიან ტერიტორიას, უბნის რუკაზე ნათლად უნდა ჩანდეს, რომ საქმიანი ადგილები არ უნდა დამუშავდეს როგორც ამ უბნის ნაწილი. სხვა ადგილებში საქმიანი უბნები შეიძლება დამუშავდეს საცხოვრებელთან ერთად. თუ თქვენს კრებას არასოდეს უქადაგია საქმიან უბნებზე, თავიდან რამდენიმე პატარა მაღაზიაში მოსინჯეთ ქადაგება.
3. რა დაგვეხმარება, რომ ვიყოთ წარმატებულები, როდესაც ვქადაგებთ მაღაზიებში?
3 გამოიყენე უბრალო შეთავაზება. როცა მაღაზიებში ქადაგებ, მნიშვნელოვანია ისე გეცვას, როგორც სამეფო დარბაზში ჩაიცვამდი შეხვედრების დროს. აგრეთვე კარგია ისეთი დრო შეარჩიო, როდესაც მაღაზია ნაკლებად გადატვირთულია. თუ შესაძლებელია, მაშინ შედი მაღაზიაში, როცა მყიდველი ნაკლებადაა და მომსახურებისთვის რიგი არ არის. ითხოვე უფროსთან ან პასუხისმგებელ პირთან საუბარი. ისაუბრე მოკლედ და კონკრეტულად. რისი თქმა შეგიძლია?
4—6. რა შეგვიძლია ვთქვათ, როდესაც ვუქადაგებთ მაღაზიის მფლობელს ან პასუხისმგებელ პირს?
4 როდესაც ესაუბრები მაღაზიის მფლობელს ან რომელიმე პასუხისმგებელ პირს, შეგიძლია დაახლოებით ასე მიმართო: „საქმიან ადამიანებს ისეთი გადატვირთული დღის განრიგი გაქვთ, რომ რთულია თქვენი ნახვა სახლში, ასე რომ, აქ, თქვენს სამუშაო ადგილზე მოგაკითხეთ. ჩვენი ჟურნალები აშუქებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს“. შემდეგ მოკლედ გააცანი ერთი აზრი რომელიმე ჟურნალიდან.
5 ან შეიძლება ასეთი უბრალო შეთავაზება: „ბევრ ადამიანს სურს, უფრო მეტი გაიგოს ბიბლიის შესახებ, მაგრამ ძალიან ცოტა დრო აქვს. ამ ტრაქტატში საუბარია ბიბლიის შესწავლის უფასო კურსზე, რომლის დახმარებითაც იპოვით პასუხებს თქვენს ბიბლიურ კითხვებზე“. შემდეგ აჩვენე მე-4 და მე-5 გვერდები ტრაქტატიდან „გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“
6 თუ ხედავ, რომ პასუხისმგებელი პირი დაკავებულია, შეგიძლია უბრალოდ ტრაქტატი შესთავაზო და უთხრა: „სხვა დროს გამოგივლით, როდესაც არ იქნებით ასე დაკავებული. თქვენი აზრი მაინტერესებს ამ ტრაქტატზე“.
7. როგორ შეგვიძლია გავაღვივოთ საქმიან უბანზე გამოვლენილი ინტერესი?
7 გააღვივე გამოვლენილი ინტერესი. შეიძლება ბიბლიის შესწავლის ჩატარებაც კი შეძლო საქმიან უბანზე. ერთ სპეციალურ პიონერს რეგულარულად მიჰქონდა ჟურნალები ბიზნესმენთან. როდესაც მამაკაცმა გამოავლინა ინტერესი წაკითხულისადმი, პიონერმა უჩვენა, თუ როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა ბროშურით „რას მოითხოვს“. ბიზნესმენმა შესწავლა პირდაპირ სამუშაო ადგილას დაიწყო. მდგომარეობის გათვალისწინებით პიონერი ყოველთვის მხოლოდ 10-15 წუთის განმავლობაში ატარებდა შესწავლას. ჩვენც განვაგრძოთ ღირსეულების ძებნა საქმიან უბნებზე ქადაგებით.