გამოიყენე ჩვენი ვებ-გვერდი jw.org მსახურებაში
ჩვენი ვებ-გვერდი მართლაც უნიკალური საშუალებაა, რომ სასიხარულო ცნობა „დედამიწის კიდით კიდემდე“ გავაცხადოთ (საქ. 1:8). ხალხმა არ იცის, რომ იეჰოვას მოწმეებს ოფიციალური ვებ-გვერდი აქვთ. ბევრმა ვებ-გვერდის არსებობის შესახებ თავად იეჰოვას მოწმეებისგან შეიტყო.
ერთ სარაიონო ზედამხედველს მობილურ ტელეფონში ჩამოტვირთული აქვს ვიდეორგოლი „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“. იგი ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისათვის, რომ ეს ვიდეორგოლი უჩვენოს ხალხს. მაგალითად, კარდაკარ მსახურებისას ის ასეთ რამეს ეუბნება მობინადრეს: „მე თქვენთან მოვედი, რათა ამ ვიდეორგოლის მეშვეობით პასუხი გაგცეთ სამ მნიშვნელოვან კითხვაზე: რატომ გვაქვს ამდენი პრობლემა? როგორ მოაგვარებს ღმერთი მათ? და, როგორ გავუმკლავდეთ არსებულ სირთულეებს?“. შემდეგ მობინადრეს ურთავს ვიდეორგოლს და აკვირდება რეაქციას. ვიდეორგოლი იმდენად შთამბეჭდავია, რომ როგორც წესი, ხალხი ეკრანს თვალს ვერ წყვეტს. შემდეგ სარაიონო ზედამხედველი ეუბნება მობინადრეს: „როგორც ახლახან მოისმინეთ, თქვენ შეგიძლიათ ვებ-გვერდზე შეავსოთ ელექტრონული ანკეტა და მოითხოვოთ უფასო ბიბლიის შესწავლა. რაკიღა აქ ვარ, შემიძლია მოკლედ გიჩვენოთ, როგორ ტარდება ის“. თუ მობინადრე თანახმაა, იგი უჩვენებს, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა ბროშურის, „სასიხარულო ცნობის“, მეშვეობით. თუ არ სცალია, ძმა უთანხმდება, რომ შემდეგ შეხვედრაზე აჩვენებს ამას. როდესაც ის კაფეში შესვენებისა და წახემსების მიზნით შედის, გვერდით მჯდომს საუბარში იყოლიებს, ზემოთქმულის მსგავსად იქცევა და უჩვენებს ვიდეორგოლს. შენ თუ იყენებ ვებ-გვერდს jw.org მსახურებაში?