მომზადების გარეშე კარგი მასწავლებელი ვერ იქნები
იესოს, სულ მცირე, ორჯერ დაუსვეს ერთი და იგივე კითხვა; კერძოდ, რა იყო საჭირო მარადიული სიცოცხლის მისაღებად. მან ორივე შემთხვევაში პასუხი მათ საჭიროებებს მოარგო, ვინც კითხვა დაუსვა (ლუკ. 10:25—28; 18:18—20). აქედან გამომდინარე, შესაძლოა ბიბლიის შემსწავლელთან განსახილველი მასალა ძალიან კარგად ვიცოდეთ, მაგრამ აუცილებელია, მოვემზადოთ და ვიფიქროთ მასზე. მაგალითად, მხედველობაში ვიქონიოთ შემდეგი კითხვები: რომელი ბიბლიური სწავლების გაგება ან მიღება შეიძლება გაუჭირდეს ჩვენს შემსწავლელს? რომელ ბიბლიურ მუხლებს წავიკითხავთ? რა რაოდენობის მასალას განვიხილავთ? შემსწავლელი კარგად რომ ჩასწვდეს განხილულ მასალას, შეგვიძლია ამ საკითხის ირგვლივ მოვიფიქროთ თვალსაჩინო მაგალითი, მოვამზადოთ კითხვები და ვიფიქროთ, როგორ შეგვიძლია განსახილველი საკითხის მარტივი ენით ახსნა. ვინაიდან, გვესმის, რომ შემსწავლელის გულში ჩათესილ ჭეშმარიტების თესლს იეჰოვა ზრდის, მას უნდა ვთხოვოთ, აკურთხოს მომზადების პროცესი, შემსწავლელი და ძალისხმევა, რასაც შემსწავლელის სულიერ ზრდას ვახმართ (1 კორ. 3:6; იაკ. 1:5).