შეკითხვების ყუთი
◼ როდის უნდა შეწყვიტო დაინტერესებულთან ბიბლიის შესწავლა?
თუ დაინტერესებული სულიერ ზრდას წყვეტს, შეგიძლია ტაქტიანად აუხსნა, რომ მასთან ბიბლიის შესწავლას აღარ განაგრძობ (მათ. 10:11). სანამ ბიბლიის შესწავლის შეწყვეტას გადაწყვეტ, დაფიქრდი შემდეგ კითხვებზე: ხომ არ სჩვევია დაინტერესებულს ბიბლიის შესწავლის გაცდენა? ემზადება წინასწარ? ესწრება კრების შეხვედრებს? უზიარებს ბიბლიიდან ნასწავლს სხვებს? ითვალისწინებს ბიბლიურ პრინციპებს ცხოვრებაში და ახდენს საჭირო ცვლილებებს? ნუ დაგავიწყდება, რომ თითოეული დაინტერესებული განსხვავებული ტემპით მიიწევს სულიერად წინ, რისი მიზეზიც შესაძლოა ასაკი და განსხვავებული შესაძლებლობები იყოს. მაშინაც კი, თუ შეწყვეტ დაინტერესებულთან ბიბლიის შესწავლას, კვლავაც მზად იყავი, რომ თუკი რაიმე შეიცვლება, განაგრძო მასთან შესწავლა (1 ტიმ. 2:4).