შეკითხვების ყუთი
◼ როგორ გამოიყენება სწორად ტერმინები „ძმა“ და „და“?
როდესაც ტერმინები „ძმა“ და „და“ პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენება, ეს მიუთითებს იმ პიროვნებებზე, რომლებიც ერთი დედ-მამის შვილები არიან. ეს ბუნებრივი ურთიერთობა ჩვეულებრივ წარმოშობს თბილ სიყვარულს და ამ პიროვნებების სიახლოვე უფრო იზრდება სოციალური, კულტურული და ემოციური კავშირებით.
იესო თავის მოწაფეებს ასწავლიდა, რომ ლოცვაში იეჰოვასთვის მიემართათ როგორც „მამაო ჩვენო“. ამ ტერმინის გამოყენება გულისხმობს, რომ ჩვენ, როგორც ქრისტიანები, ყველა ვართ ახლო ოჯახური წრის წევრები, სადაც ვხარობთ უხვი სულიერი ურთიერთობით. უფრო მეტიც, ამას იესომ ხაზი გაუსვა, როდესაც თავის მიმდევრებს უთხრა: „თქვენ ყველანი ძმები ხართ“ (მათ. 6:9; 23:8).
ღმერთის სახლში ახლო სულიერი კავშირის გამო, ჩვენ ერთმანეთს მივმართავთ როგორც „ძმა“ და „და“, განსაკუთრებით კი კრების შეხვედრებზე. ამ სულიერი შეხვედრებისას, შეხვედრის თავმჯდომარე მონათლულებს მიმართავს გამოთქმით „ძმა“ და „და“.
თუ მოუნათლავ პიროვნებას მონაწილეობის მიღება სურს შეხვედრებზე? როდესაც პიროვნება არის დაახლოებული იეჰოვას ხალხთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ნაბიჯს დგამს მიძღვნისაკენ და თვლის, რომ არის იეჰოვას მოწმე, არ იქნება სადავო, რომ მივმართოთ ტერმინით „ძმა“ ან „და“. განსაკუთრებით ეს შეეხება პიროვნებას, რომელიც გახდა მოუნათლავი მაუწყებელი.
სხვა მხრივ, დაინტერესებულ პირებს, რომლებმაც ახლახანს დაიწყეს შეხვედრებზე დასწრება, არ გადაუდგამთ ნაბიჯები, რომლებიც მიუთითებს მათზე, როგორც ღმერთის სახლის წევრებზე. ვინაიდან ღმერთის ოჯახის სულიერი ურთიერთობა ჯერ არ შეეხებათ, ამ პირებს არ მიმართავენ ტერმინებით „ძმა“ ან „და“. ამგვარად, შეხვედრებზე მათ მივმართავთ უფრო ოფიციალური, შესაფერისი მიმართვით, მაგალითად, „ბატონოს“ გამოყენებით.
როდესაც კრების შეხვედრების დროს ვამბობთ „ძმა“ და „და“, ეს მიუთითებს კავშირზე, რომელიც უფრო ახლოა და უფრო ძვირფასი, ვიდრე მხოლოდ სახელით მიმართვაა. ეს შეგვახსენებს დიდად კურთხეულ ურთიერთობას, რომლითაც ჩვენ ვხარობთ, როგორც სულიერი ოჯახი ერთ მამასთან, იეჰოვა ღმერთთან. ეს აგრეთვე შეგვახსენებს ერთმანეთის მიმართ ღრმა სიყვარულს (ეფეს. 2:19; 1 პეტ. 3:8).