საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ჰადესი“
  • ჰადესი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ჰადესი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • რა არის „შეოლი“ და „ჰადესი“?
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • სინამდვილეში არსებობს თუ არა „ჯოჯოხეთი“?
    შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
  • აღდგომის იმედის ძალა
    თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს
  • შეოლი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ჰადესი“

ჰადესი

ეს არის ბერძნული სიტყვა ჰადესის ქართული ტრანსლიტერაცია. ის შესაძლოა ნიშნავს უხილავ ადგილს. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების უძველეს ხელნაწერებში ეს სიტყვა სულ ათჯერ გვხვდება (მთ. 11:23; 16:18; ლკ. 10:15; 16:23; სქ. 2:27, 31; გმც. 1:18; 6:8; 20:13, 14).

„საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში“ ამ მუხლებში ჰადეს ჯოჯოხეთად არის გადმოტანილი, ქართულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ კი — სამარედ. თუმცა ბევრ თანამედროვე თარგმანში უბრალოდ ამ სიტყვის ტრანსლიტერაციაა გაკეთებული.

ებრაული წერილების ბერძნულ თარგმანში, სეპტუაგინტაში („დაბადებიდან“ „მალაქიას“ ჩათვლით), სიტყვა „ჰადესი“ 73-ჯერ არის გამოყენებული, აქედან 60-ჯერ ებრაული სიტყვა შეʼოლის ეკვივალენტად. „მოციქულთა საქმეების“ ღვთივშთაგონებულმა დამწერმა ლუკამ ფსალმუნის 16:10-დან პეტრეს მიერ მოყვანილი ციტატის ბერძნულად თარგმნისას ცხადყო, რომ ჰადესი შეოლის ბერძნული ეკვივალენტია (სქ. 2:27). აგრეთვე ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ცხრა თანამედროვე ებრაულ თარგმანში გამოცხადების 20:13, 14-ში ჰადესის ეკვივალენტად გამოყენებულია შეოლი. სირიულ თარგმანში კი გამოყენებულია მონათესავე სიტყვა შიულ.

ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ორი მუხლის გარდა (განიხილება მომდევნო აბზაცში) სიტყვა „ჰადესი“ თავად მუხლში ან მის კონტექსტში სიკვდილს უკავშირდება. ჰადესი არ მიანიშნებს ცალკეულ სამარხზე (ბერძ. ტაფოს, მნემა) ან სამახსოვრო სამარხზე (ბერძ. მნემეიონ), არამედ კაცობრიობის საერთო სამარეზე, სადაც მკვდრები სხვების თვალისთვის უხილავები არიან. ამგვარად, ამ სიტყვას იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც შეოლს. ამას ადასტურებს იმ ათივე მუხლის გამოკვლევა, სადაც სიტყვა „ჰადესი“ გვხვდება (იხ. სამარხი; შეოლი).

პირველად ეს სიტყვა გვხვდება მათეს 11:23-ში, სადაც იესო ქრისტე კაპერნაუმს ურწმუნოებისთვის საყვედურობს და იყენებს სიტყვა ჰადესს (სამარე) იმის საჩვენებლად, თუ რამდენად დამცირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება კაპერნაუმი, რაც ზეცის ანუ იმ ამაღლებული მდგომარეობის საპირისპირო იქნება, რომელიც ამ ქალაქს იესოს მსახურების გამო ჰქონდა. ამ მუხლის პარალელური მუხლია ლუკას 10:15. აღსანიშნავია, თუ როგორ გამოიყენება სიტყვა „შეოლი“ (სამარე) მსგავსი მნიშვნელობით იობის 11:7, 8-ში.

იესო და კრება დახსნილნი არიან ჰადესისგან. მათეს 16:18-ში იესომ ქრისტიანულ კრებაზე თქვა, რომ მას „ვერ სძლევს სამარის [ჰადესის] ჭიშკრები“. სიკვდილის პირას მყოფმა მეფე ხიზკიამაც თქვა: „სამარის კარიბჭეებში შევალ ჩემი სიცოცხლის შუაგზიდან“ (ეს. 38:10). ამგვარად, იესოს მიერ ჰადესზე გამარჯვების დაპირება ნიშნავს, რომ მკვდრეთით აღდგომის მეშვეობით ჰადესის ჭიშკრები გაიხსნება მიცვალებულთა გასათავისუფლებლად ისევე, როგორც ეს მის შემთხვევაში მოხდა.

ვინაიდან ჰადესი კაცობრიობის საერთო სამარეს ნიშნავს, ანუ ადგილს და არა მდგომარეობას, იესო შევიდა „სამარის [ჰადესის] ჭიშკრებში“, როცა იოსებ არიმათიელმა დაკრძალა. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრემ თქვა ქრისტეზე, რომ არც სამარეში იქნა მიტოვებული და არც მისი სხეული გაიხრწნა. „იესო აღადგინა ღმერთმა“, რისი მოწმეც ყველა მისი მოწაფე გახდა (სქ. 2:25—27, 29—32; ფს. 16:10). თუმცა პეტრეს დროს „სამარის ჭიშკრები“ დახურული იყო დავითისთვის (მთ. 16:18; სქ. 2:29), ისინი ფართოდ გაიხსნა იესო ქრისტესთვის, როცა მამამ ის ჰადესიდან მკვდრეთით აღადგინა. მას შემდეგ იესოს მიეცა სხვების მკვდრეთით აღდგომის ძალა (ინ. 5:21—30) და „სიკვდილისა და სამარის გასაღებები“ (გმც. 1:17, 18).

აშკარაა, რომ ბიბლიაში მოხსენიებული ჰადესი არ არის ძველი ბერძნების მიერ თავიანთ მითოლოგიაში აღწერილი მიწისქვეშეთი, სადაც მზის სხივი არ აღწევს, რადგან ასეთი მითოლოგიური ქვესკნელიდან მკვდრეთით აღდგომა არ ხდებოდა.

გადატანითი მნიშვნელობით. გამოცხადების 6:8-ში ჰადესზე გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამია, რომ ის მიჰყვებოდა ფერმიხდილი ცხენის მხედარს, გაპიროვნებულ სიკვდილს, რათა მიეღო ომით, შიმშილით, ჭირითა და მხეცებით დახოცილები.

ჰადესთან (საერთო სამარე მიწაში) მოიხსენიება ზღვაც (რომელიც ზოგისთვის სამარხად იქცა) იმის აღსანიშნავად, რომ გამოცხადების 20:13, 14-ში იგულისხმება ყველა მკვდარი, რადგან ამ მუხლებში ნათქვამია, რომ ზღვამ, სიკვდილმა და სამარემ მისცეს მათში მყოფი ყველა მკვდარი. ამის შემდეგ სიკვდილი და ჰადესი (თუმცა ზღვა არა) ჩაყრილ იქნა „ცეცხლის ტბაში“, რაც „მეორე სიკვდილს ნიშნავს“. ამგვარად, მათ ბოლო მოეღება, ანუ ჰადესი (შეოლი), რომელიც კაცობრიობის საერთო სამარეს ნიშნავს, და ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული სიკვდილი აღარ იარსებებს.

კიდევ ერთი მონაკვეთი, სადაც ჰადესი მოიხსენიება, არის ლუკას 16:22—26-ში მდიდარ კაცსა და ლაზარეზე მოყვანილი იგავი. ამ იგავში აშკარად ალეგორიული ენაა გამოყენებული და კონტექსტიდან ჩანს, რომ ის პირდაპირ არ უნდა გავიგოთ. თუმცა აღსანიშნავია მდიდარ კაცზე იგავში ნათქვამი სიტყვები, რომ ის ჰადესში დაიმარხა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჰადესი კაცობრიობის საერთო სამარეს ნიშნავს (იხ. გეენა; ტარტაროზი).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება