შეთავაზების ნიმუშები
საგუშაგო კოშკი 1 ივლისი
„დღევანდელი რთული ვითარებიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, პრაქტიკულია ის სიტყვები, რაც იესომ საწუხართან დაკავშირებით თქვა? [წაიკითხე მათეს 6:25 და დაელოდე, გიპასუხოს.] ამ ჟურნალში საუბარია, თუ როგორ გვეხმარება ბიბლიური პრინციპები, ნაკლებად ვინერვიულოთ ფულზე, ოჯახურ პრობლემებსა თუ მოსალოდნელ საფრთხეზე“.
გამოიღვიძეთ! ივლისი
„თქვენც ფიქრობთ, რომ დღეს მრავალი მთლიანად მოცულია ცხოვრებისეული პრობლემებით? [დაელოდე, გიპასუხოს.] ბიბლიიდან ვიგებთ, რომ განსაცდელების პირისპირ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი განწყობა [წაიკითხე იგავების 24:10.] ამ ჟურნალში განხილულია პრაქტიკული რჩევები იმის თაობაზე, თუ როგორ გავართვათ თავი ცხოვრებისეულ სიძნელეებს; ამასთანავე, მოყვანილია რეალური შემთხვევები, თუ როგორ ართმევს ზოგი თავს პრობლემებს“.