როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 ივნ.
„თქვენი აზრით, შეიძლება ადამიანი, პრობლემების მიუხედავად, ბედნიერი იყოს? [გიპასუხოს.] ამ ჟურნალში მოცემულია კარგი რჩევები, თუ როგორ გავართვათ თავი ცხოვრებისეულ პრობლემებს, და განხილულია, თუ რამდენად დამხმარეა ნამდვილი იმედი“. წაიკითხე გამოცხადების 21:3, 4.
გამოიღვიძეთ! ივნ.
„ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ ბოლო დროს უბედურებას უბედურება მოსდევს. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს გაფრთხილებების გათვალისწინება? [გიპასუხოს.] ამ ჟურნალში მოთხრობილია მათ შესახებ, ვინც ქარიშხალ „კატრინს“ გადაურჩა. მასში მოხსენიებულია ისეთი გაფრთხილებაც, რომელსაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მიაქციოს ყურადღება“. სტატია იწყება მე-14 გვერდზე.
საგუშაგო კოშკი 1 ივლ.
„დღეს ბევრი ფიქრობს, რატომ არის ცხოვრება პრობლემებით აღსავსე. თუ ღმერთი არსებობს, რატომ არ გვარიდებს ამ ტანჯვას? თქვენ თუ გიფიქრიათ ამაზე? [გიპასუხოს.] ამ ჟურნალში ბიბლიაზე დაფუძნებული პასუხებია მოცემულია“. წაიკითხე 2 ტიმოთე 3:16.
გამოიღვიძეთ! ივლ.
«დღეს უფრო და უფრო მეტი ოჯახი განიცდის პრობლემებს. როგორ ფიქრობთ შეუძლია ცოლ-ქმარს პრაქტიკულად გამოიყენოს ღვთისგან მოცემული ეს რჩევა? [წაიკითხე ეფესოელების 4:32 და შემდეგ გიპასუხოს.] დრომ დაამტკიცა, რომ ბიბლიურ პრინციპებს შეუძლია ხელი შეუწყოს ოჯახურ ბედნიერებას. „გამოიღვიძეთ!“-ის ამ ნომერში სწორედ ეს პრინციპებია განხილული».