როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 15 ივნისი
„ალბათ, დამეთანხმებით, რომ დღევანდელ ქვეყნიერებაში ბავშვების აღზრდა რთული ამოცანაა? [გიპასუხოს.] ყურადღება მიაქციეთ, თუ რა შეიძლება იყოს მშობლებისათვის წარმატების გარანტია [წაიკითხე იგავები 22:6]. „საგუშაგო კოშკის“ ეს ნომერი გვთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც მშობლებს დაეხმარება, გაუმკლავდნენ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ სირთულეებს“.
საგუშაგო კოშკი 1 ივლისი
„ტრაგედიის დროს ბევრს ეჭვი ეპარება ღვთის მზრუნველობაში და ფიქრობენ, რომ ის ყურადღებას არ აქცევს მათ საწუხარს. დაფიქრებულხართ ამაზე? [გიპასუხოს.] ეს ჟურნალი მსჯელობს იმაზე, თუ როგორ წუხს ღმერთი ჩვენზე და როგორ იზრუნა იმაზე, რომ აღმოფხვრას ყოველგვარი ტანჯვა“. წაიკითხე იოანე 3:16.
გამოიღვიძეთ! 8 ივლისი
ალბათ, დამეთანხმებით, რომ ბევრისთვის მოზარდობის ასაკი ბედნიერებისა და, ამავე დროს, სიძნელეების პერიოდია. [გიპასუხოს.] ეს ჟურნალი განიხილავს, თუ რა პრობლემებს აწყდებიან მოზარდები. აგრეთვე მასში მოცემულია ბრძნული რჩევა–დარიგება, რომ მათ შეძლონ საუკეთესოდ გამოიყენონ თავიანთი სიყმაწვილის წლები“. წაიკითხე ეკლესიასტე 12:1.