საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wp22 № 1 გვ. 6-7
  • 1 | იყავით მიუკერძოებელი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 1 | იყავით მიუკერძოებელი
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2022
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლიაში ნათქვამია:
  • რას ნიშნავს ეს სიტყვები:
  • როგორ დაგეხმარებათ ეს პრინციპი:
  • ტიტე — ‘თანამშრომელი თქვენთან’
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ბიბლიის წიგნი 56 — ტიტე
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • ტიტე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • 3 | გულიდან ამოიძირკვეთ სიძულვილი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2022
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2022
wp22 № 1 გვ. 6-7
შავკანიანს მომღიმარი თეთრკანიანის ფოტო უჭირავს, თეთრკანიანს კი — მომღიმარი შავკანიანის ფოტო. ფონზე გაბრაზებული ხალხის ფოტოებია.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲕᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲓᲔᲗ ᲡᲘᲫᲣᲚᲕᲘᲚᲘᲡᲒᲐᲜ?

1 | იყავით მიუკერძოებელი

ბიბლიაში ნათქვამია:

„ღმერთი მიუკერძოებელია და ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქნელი მოსაწონია მისთვის“ (ᲡᲐᲥᲛᲔᲔᲑᲘ 10:34, 35).

რას ნიშნავს ეს სიტყვები:

იეჰოვაa ღმერთი ეროვნების, კანის ფერის, წარმომავლობისა თუ კულტურის მიხედვით არ გვაფასებს; მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი შინაგანი პიროვნებაა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ადამიანი გარეგნობას ხედავს, იეჰოვა კი — გულს“ (1 სამუელი 16:7).

როგორ დაგეხმარებათ ეს პრინციპი:

მართალია, ღმერთისგან განსხვავებით გულთამხილავები არ ვართ, მაგრამ შეგვიძლია მივბაძოთ მას და მიუკერძოებლები ვიყოთ. ნუ იფიქრებთ, რომ ყველა ერთნაირია; თითოეულ ადამიანს განსხვავებული თვისებები და ძლიერი მხარეები აქვს. თუ ატყობთ, რომ რომელიმე ეროვნების ან რასის წარმომადგენლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გაქვთ, ლოცვაში სთხოვეთ ღმერთს, გულიდან ამოიძირკვოთ ასეთი გრძნობები (ფსალმუნი 139:23, 24). თუ გულწრფელად სთხოვთ იეჰოვას დახმარებას, დარწმუნებული იყავით, რომ ის შეისმენს თქვენს სათხოვარს (1 პეტრე 3:12).

a იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18).

„მანამდე არასოდეს ვმჯდარვარ მშვიდად თეთრკანიანის გვერდით . . . დღეს ამ საძმოს წევრი ვარ“ (ᲢᲘᲢᲣᲡᲘ).

რეალური შემთხვევა

ტიტუსმა გაიმარჯვა სიძულვილზე

ტიტუსი

ტიტუსი ერთ-ერთი ბანდის წევრი იყო, რომელიც სეგრეგაციის წინააღმდეგ იბრძოდა. ის გვიამბობს: „ვარბევდით იმ სასტუმროებსა და ბარებს, სადაც შავკანიანებს ცუდად ეპყრობოდნენ“. ტიტუსი გულწრფელად აღიარებს, რომ ძალადობისკენ თეთრკანიანების სიძულვილი უბიძგებდა. ის დასძენს: „თუ ვინმესთან უთანხმოება მომივიდოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა კაცი იყო თუ ქალი, მაშინვე მუშტი-კრივზე გადავდიოდი“.

ტიტუსი საგრძნობლად შეიცვალა მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ბიბლიამ მის აზროვნებაზე დიდი გავლენა მოახდინა. მისი ყურადღება განსაკუთრებით ღვთის ერთ-ერთმა დანაპირებმა მიიპყრო: „აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხადება 21:3, 4).

ტიტუსისთვის ადვილი არ იყო, გათავისუფლებულიყო სიძულვილისგან. როგორც თავად ამბობს, ძალიან გაუჭირდა აზროვნებისა და ცხოვრების წესის შეცვლა. თუმცა საქმეების 10:34, 35-ში ჩაწერილი სიტყვები, რომ ღმერთი მიუკერძოებელია, მას ცვლილებების მოხდენაში დაეხმარა.

ტიტუსი განაგრძობს: „დავინახე, რომ სხვადასხვა რასისა და წარმოშობის ადამიანებს უყვარდათ ერთმანეთი და დავრწმუნდი, რომ იეჰოვას მოწმეთა რელიგია ჭეშმარიტია. ჯერ მონათლულიც კი არ ვიყავი, რომ ერთმა თეთრკანიანმა მოწმემ სახლში სავახშმოდ დამპატიჟა. თავი სიზმარში მეგონა, რადგან მანამდე არასოდეს ვმჯდარვარ მშვიდად თეთრკანიანის გვერდით, რომ აღარაფერი ვთქვათ მასთან ერთად ვახშმობაზე. დღეს ამ საძმოს წევრი ვარ“.

ტიტუსის ბიოგრაფიის წაკითხვა შეგიძლიათ 2009 წლის 1-ლი აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“, გვ. 28, 29.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება