ლუკა
1 ბევრმა მოჰკიდა ხელი ჩვენთვის სავსებით უტყუარი მოვლენების+ აღწერას ისე, 2 როგორც გადმოგვცეს მათ, ვინც თავიდანვე+ გახდა თვითმხილველი+ და ამ ცნობის მსახური.+ 3 მეც ყველაფერი თავიდანვე ზედმიწევნით გამოვიკვლიე და გადავწყვიტე, ლოგიკური თანამიმდევრობით+ მოგწერო, ღრმად პატივცემულო+ თეოფილე,+ 4 რათა დარწმუნდე იმის უტყუარობაში, რაც ზეპირგადმოცემით+ გისწავლია.
5 იუდეის მეფე ჰეროდეს*+ დროს აბიას+ ცვლაში იყო ერთი მღვდელი, სახელად ზაქარია, რომელსაც ცოლად ჰყავდა ელისაბედი, აარონის+ შთამომავალი. 6 ორივენი მართლები+ იყვნენ ღვთის წინაშე, რადგან უმწიკვლოდ+ დადიოდნენ იეჰოვას+ მცნებებისა+ და დადგენილებების+ თანახმად. 7 შვილი არ ჰყავდათ, რადგან ელისაბედი უშვილო+ იყო, თანაც ორივენი ხანდაზმულები იყვნენ.
8 ერთხელ, როცა ზაქარია ღვთის წინაშე მღვდელმსახურებას ასრულებდა თავის ცვლაში,+ 9 მღვდელმსახურების წესის მიხედვით მისი ჯერი დადგა, რომ იეჰოვას საწმინდარში+ შესულიყო და საკმეველი ეკმია.+ 10 საკმევლის კმევის+ საათს გარეთ დიდძალი ხალხი ლოცულობდა. 11 ზაქარიას იეჰოვას ანგელოზი ეჩვენა საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვნივ.+ 12 მის დანახვაზე ზაქარია აფორიაქდა და შიშმა მოიცვა.+ 13 ანგელოზმა უთხრა: „ნუ გეშინია, ზაქარია, შესმენილია შენი ვედრება.+ შენი ცოლი, ელისაბედი, ვაჟს გაგიჩენს და მას იოანე უნდა დაარქვა.+ 14 სიხარული და მხიარულება გექნება და მრავალი გაიხარებს+ მისი დაბადებით, 15 რადგან დიდი იქნება ის იეჰოვას წინაშე.+ არ უნდა დალიოს არც ღვინო და არც მაგარი სასმელი.+ წმინდა სულით აღივსება დედის მუცლიდანვე+ 16 და ისრაელის მრავალ ძეს მოაქცევს იეჰოვასკენ,+ მათი ღვთისკენ. 17 ელიას+ სულითა* და ძალით ივლის ღვთის წინაშე, რათა მამებს გული+ შვილებისკენ მოუბრუნოს და ურჩები მართალთა სიბრძნისკენ მოაბრუნოს, რომ მომზადებული ხალხი+ წარუდგინოს იეჰოვას“.+
18 ზაქარიამ ანგელოზს უთხრა: „როგორ დავრწმუნდე ამაში? მე უკვე მოხუცებული+ ვარ და ჩემი ცოლიც ხანდაზმულია“. 19 ანგელოზმა მიუგო: „მე ვარ გაბრიელი,+ ღვთის წინაშე მდგომი. იმისთვის ვარ გამოგზავნილი, რომ გელაპარაკო+ და გახარო ეს. 20 აი, დადუმდები+ და ვეღარ ილაპარაკებ იმ დღემდე, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება, რადგან არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც დანიშნულ დროს შესრულდება“. 21 ამასობაში ხალხი ზაქარიას+ ელოდებოდა და უკვირდათ, საწმინდარში რომ დაყოვნდა. 22 როცა გამოვიდა, ვერ დაელაპარაკა მათ და ისინიც მიხვდნენ, რომ ზებუნებრივი+ ხილვა ჰქონდა საწმინდარში. დამუნჯებული, ხელებით ელაპარაკებოდა მათ. 23 როდესაც ხალხისთვის მსახურების დღეები გაასრულა,+ სახლში წავიდა.
24 იმ დღეების შემდეგ მისი ცოლი ელისაბედი დაორსულდა,+ ხუთი თვე ხალხში არ ჩნდებოდა და ამბობდა: 25 „ასე მომექცა იეჰოვა ამ დღეებში, მომხედა და მომაშორა სირცხვილი ხალხში“.+
26 მისი ორსულობის მეექვსე თვეს ღმერთმა ანგელოზი გაბრიელი+ გაგზავნა გალილეის ქალაქ ნაზარეთში 27 ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო იოსებზე დავითის სახლიდან. ქალწულს+ მარიამი+ ერქვა. 28 ანგელოზი მივიდა მასთან და უთხრა: „გამარჯობა,+ მადლით მოსილო, შენთანაა+ იეჰოვა“.+ 29 ამ სიტყვებმა შეაშფოთა და დაფიქრდა, რას უნდა ნიშნავდესო ეს მისალმება. 30 ანგელოზმა უთხრა მას: „ნუ გეშინია, მარიამ, ღვთის კეთილგანწყობა+ პოვე. 31 აი, ჩაგესახება საშვილოსნოში და გაგიჩნდება ვაჟი,+ რომელსაც იესო+ უნდა დაარქვა. 32 ის დიდი იქნება+ და უზენაესის ძე+ დაერქმევა. იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის+ ტახტს+ მისცემს 33 და ის მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე. მის სამეფოს ბოლო არ ექნება“.+
34 მარიამმა ანგელოზს ჰკითხა: „როგორ მოხდება ეს, როცა კაცი არ გამკარებია?“+ 35 ანგელოზმა მიუგო: „წმინდა სული+ გადმოვა შენზე და უზენაესის ძლიერება დაგჩრდილავს. ამიტომ მას, ვინც დაიბადება, ეწოდება წმინდა,+ ღვთის ძე.+ 36 შენს ნათესავ ელისაბედსაც ჩაესახა ვაჟი სიბერეში და უშვილოდ წოდებული ქალი უკვე მეექვსე თვეშია,+ 37 რადგან შეუძლებელია, ღვთის სიტყვა არ შესრულდეს“.+ 38 მაშინ მარიამმა თქვა: „იეჰოვას მხევალი+ ვარ! შენი სიტყვისამებრ იყოს“. და ანგელოზი წავიდა.
39 იმ დღეებში ადგა მარიამი და საჩქაროდ წავიდა მთიან მხარეში, იუდეის ქალაქში, 40 ზაქარიას სახლში შევიდა და ელისაბედს მიესალმა. 41 როცა ელისაბედმა მარიამის მისალმება მოისმინა, ჩვილი შეუთამაშდა მუცელში. ელისაბედი წმინდა სულით აღივსო 42 და ხმამაღლა წამოიძახა: „კურთხეული ხარ ქალებს შორის და კურთხეულია+ შენი მუცლის ნაყოფი! 43 როგორ მერგო ეს პატივი, რომ ჩემი უფლის+ დედა მოვიდა ჩემთან? 44 როგორც კი შენი მოსალმების ხმამ ჩემს ყურამდე მოაღწია, ჩვილი დიდი სიხარულით+ შემითამაშდა მუცელში. 45 ბედნიერია ქალი, რომელმაც ირწმუნა, რადგან უკლებლივ შეუსრულდება+ იეჰოვას ნათქვამი“.+
46 მარიამმა თქვა: „ადიდებს ჩემი სული იეჰოვას+ 47 და დიდად გაიხარა+ ჩემმა სულმა ღვთის, ჩემი მხსნელის+ გამო, 48 რადგან მოხედა ღმერთმა თავის მდაბიო მხევალს.+ ამიერიდან კი ყველა თაობა ბედნიერს მიწოდებს,+ 49 რადგან ძლიერმა დიდებული საქმე გამიკეთა. წმინდაა მისი სახელი,+ 50 გულმოწყალებას ავლენს თავის მოშიშთა მიმართ თაობიდან თაობაში.+ 51 ძლევამოსილებით მოქმედებს თავისი მკლავით,+ აქეთ-იქით ფანტავს, ვისაც ამპარტავნული ზრახვები აქვს გულში.+ 52 ძალამოსილთ+ ტახტებიდან ყრის და უბრალო ხალხს ამაღლებს.+ 53 მშივრებს ყოველგვარი სიკეთით ავსებს+ და მდიდრებს ხელცარიელს უშვებს.+ 54 მოდის ისრაელის, თავისი მსახურის დასახმარებლად,+ ახსოვს თავისი გულმოწყალება+ 55 მარადიულად, როგორც ეუბნებოდა კიდეც ჩვენს მამა-პაპას, აბრაამსა და მის შთამომავლობას“.+ 56 მარიამი დაახლოებით სამ თვეს დარჩა მასთან, შემდეგ კი სახლში დაბრუნდა.
57 ელისაბედს მშობიარობის დრო დაუდგა და ვაჟი შეეძინა. 58 მეზობლებმა და ნათესავებმა გაიგეს, რომ იეჰოვამ მისდამი დიდი გულმოწყალება+ გამოავლინა და მასთან ერთად ხარობდნენ.+ 59 მერვე დღეს ბავშვის წინადასაცვეთად მივიდნენ+ და უნდოდათ მამამისის სახელი, ზაქარია დაერქმიათ. 60 დედამისმა კი უთხრა მათ: „არა! იოანე უნდა დავარქვათ“. 61 მათ მიუგეს: „შენს სანათესავოში ეგ სახელი არავის ჰქვია“. 62 მაშინ ბავშვის მამასთან მივიდნენ და ხელებით ეკითხებოდნენ, რისი დარქმევა უნდოდა. 63 მან ხის დაფა მოითხოვა და დაწერა: „იოანე+ ჰქვია“. ამან ყველა გააკვირვა. 64 ზაქარიას მაშინვე გაეხსნა ბაგე+ და ენა, ალაპარაკდა და ღმერთს განადიდებდა. 65 მთელი სამეზობლო შიშმა მოიცვა. იუდეის მთიან მხარეში ყველგან ამაზე ლაპარაკობდნენ. 66 ყველა, ვისაც ეს ესმოდა, გულში+ ამბობდა: „ნეტა ვინ იქნება ეს ბავშვი?“ რადგან იეჰოვას ხელი+ მართლაც მასთან იყო.
67 მამამისი ზაქარია წმინდა სულით+ აღივსო და იწინასწარმეტყველა:+ 68 „კურთხეულია იეჰოვა, ისრაელის ღმერთი,+ რადგან მოხედა თავის ხალხს+ და იხსნა.+ 69 აღგვიმართა ხსნის რქა*+ თავისი მსახური დავითის სახლში, 70 როგორც ამბობდა კიდეც ძველ დროში მცხოვრებ თავის წმინდა წინასწარმეტყველთა+ პირით, 71 რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისა და მოძულეების ხელიდან,+ 72 გულმოწყალებას გამოავლენდა ჩვენი მამა-პაპის მიმართ და გაიხსენებდა თავის წმინდა შეთანხმებას,+ 73 ფიცს, რომელიც ჩვენს წინაპარ აბრაამს მისცა,+ 74 რომ მტრების ხელიდან დაგვიხსნიდა+ და წილად გვარგუნებდა პატივს, უშიშრად შეგვესრულებინა მისთვის წმინდა მსახურება+ 75 ერთგულებითა და სიმართლით მთელი ჩვენი სიცოცხლის დღენი.+ 76 შენ კი, შვილო, უზენაესის წინასწარმეტყველი გეწოდება, რადგან წინ წახვალ, რომ იეჰოვას გზები მოუმზადო,+ 77 რათა ცოდვების მიტევებით ხსნის შესახებ მისცე ცოდნა მის ხალხს+ 78 ჩვენი ღვთის უდიდესი თანაგრძნობის წყალობით. ამ თანაგრძნობასთან ერთად ცისკარი+ გვესტუმრება მაღლიდან,+ 79 რათა გაუნათოს სიბნელეში და სიკვდილის ჩრდილში+ მსხდომთ და წარმატებით წარმართოს ჩვენი ნაბიჯები მშვიდობის გზაზე“.
80 იზრდებოდა ბავშვი+ და სულიერად ძლიერდებოდა. ის უდაბნოში იყო, სანამ არ დადგა დრო, რომ ისრაელს სჩვენებოდა.
2 იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანებულება,+ რომ აღწერილიყო მთელი დედამიწის მოსახლეობა 2 (ეს პირველი აღწერა სირიაში კვირინიუსის გამგებლობის დროს ჩატარდა). 3 ყველა თავ-თავის ქალაქში წავიდა აღსაწერად.+ 4 იოსებიც წავიდა გალილეის ქალაქ ნაზარეთიდან იუდეაში, დავითის ქალაქ ბეთლემში,+ რადგან დავითის სახლიდან და საგვარეულოდან იყო,+ 5 რათა აღწერილიყო მარიამთან,+ თავის ცოლთან ერთად,+ რომელიც იმ დროს ორსულად+ იყო. 6 იქ ყოფნისას მას მშობიარობის დრო დაუდგა. 7 შეეძინა ვაჟი, პირმშო,+ სახვევებში გაახვია და ბაგაში+ ჩააწვინა, რადგან სასტუმროში ადგილი აღარ იყო.
8 იმ მხარეში მწყემსები იყვნენ ველად და ღამით თავიანთ სამწყსოს დარაჯობდნენ. 9 უეცრად იეჰოვას ანგელოზი+ დადგა მათ წინაშე და ირგვლივ იეჰოვას დიდება+ გაბრწყინდა. მწყემსები ძალიან შეშინდნენ. 10 ანგელოზმა უთხრა მათ: „ნუ გეშინიათ, რადგან გახარებთ, რომ ყველას დიდი სიხარული ელის:+ 11 დღეს დავითის ქალაქში+ დაიბადა თქვენი მხსნელი,+ უფალი ქრისტე.+ 12 ნიშნად ეს გექნებათ: ჩვილს იპოვით სახვევებში გახვეულსა და ბაგაში ჩაწვენილს“. 13 უეცრად ანგელოზთან დიდძალი ზეციერი ლაშქარი+ გამოჩნდა და ღმერთს ადიდებდა:+ 14 „დიდება ზეციერ+ ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე+ ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი იწონებს“.+
15 როცა ანგელოზები ზეცაში ავიდნენ, მწყემსებმა ერთმანეთს უთხრეს: „მოდი პირდაპირ ბეთლემში წავიდეთ და ვნახოთ, რაც იეჰოვამ+ გვამცნო“. 16 ისინი სასწრაფოდ წავიდნენ და ნახეს მარიამი, იოსები და ჩვილი, რომელიც ბაგაში ეწვინათ. 17 ბავშვის დანახვისთანავე მწყემსებმა მის შესახებ ნათქვამი სიტყვები აუწყეს. 18 ვინც მწყემსების ნათქვამი მოისმინა, ყველა გაოცდა, 19 მარიამი კი მათ თითოეულ სიტყვას იმახსოვრებდა და გულში დასკვნებს აკეთებდა.+ 20 შემდეგ მწყემსები უკან გაბრუნდნენ, თან ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს ყოველივე იმის გამო, რაც მოისმინეს და ნახეს, როგორც ღმერთს ჰქონდა მათთვის ნათქვამი.
21 რვა დღე+ რომ შეუსრულდა წინადასაცვეთად,+ ბავშვს დაარქვეს იესო,+ როგორც ანგელოზმა უწოდა საშვილოსნოში ჩასახვამდე.+
22 როცა მოსეს კანონის თანახმად მათი განწმენდის დღეები+ დასრულდა, ბავშვი იერუსალიმში აიყვანეს, რომ იეჰოვას წინაშე წარედგინათ, 23 როგორც დაწერილია კიდეც იეჰოვას კანონში: „საშვილოსნოს გამღები ყოველი მამრი წმინდაა იეჰოვასთვის“,+ 24 და რომ შეეწირათ მსხვერპლი, „ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი“, როგორც იეჰოვას კანონში იყო ნათქვამი.+
25 იერუსალიმში იყო ერთი მართალი და ღვთისმოშიში კაცი სიმონი, ისრაელის ნუგეშისცემას+ ელოდა და წმინდა სული იყო მასზე. 26 თანაც სიმონს ზეციდან ეუწყა წმინდა სულით, რომ არ მოკვდებოდა, სანამ არ იხილავდა იეჰოვას ცხებულს*.+ 27 როცა მშობლებმა პატარა იესო ტაძარში მიიყვანეს, რათა მისთვის ყველაფერი ისე გაეკეთებინათ, როგორც კანონით იყო დაწესებული,+ სულით აღძრული+ სიმონიც მივიდა, 28 ბავშვი ხელში აიყვანა და ღმერთი განადიდა: 29 „უზენაესო უფალო, გაუშვი შენი მონა მშვიდობით,+ შენი სიტყვისამებრ, 30 რადგან ჩემმა თვალებმა იხილა შენგან ხსნა,+ 31 რომელიც ყველა ხალხის წინაშე მოამზადე,+ 32 სინათლე+ უცხოტომელთათვის+ რიდის+ ასახდელად, და შენი ხალხის, ისრაელის, დიდება“. 33 ბავშვის დედ-მამას კი ისევ უკვირდა მასზე ნათქვამი. 34 სიმონმა ისინიც აკურთხა და ბავშვის დედას, მარიამს, უთხრა: „ეს დაყენებულია+ ისრაელში მრავალთა დასამხობად და აღსადგენად,+ აგრეთვე სადავო ნიშნად+ 35 (შენ კი დიდი მახვილი გაგივლის სულში*),+ რათა გამჟღავნდეს მრავალთა გულის ზრახვები“.+
36 იმ დროს იქ იყო წინასწარმეტყველი ანა, ფანუელის ასული, აშერის ტომიდან (ხანში შესული იყო და ქალწულობის შემდეგ ქმართან შვიდი წელი ცხოვრობდა, 37 ქვრივი+ იყო, ოთხმოცდაოთხი წლისა), რომელიც ტაძარს არ შორდებოდა და დღედაღამ+ მარხვითა და ვედრებით ასრულებდა წმინდა მსახურებას. 38 სწორედ იმ დროს ისიც ახლოს მივიდა, ღმერთს მადლობას უხდიდა და ბავშვზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც იერუსალიმის ხსნას ელოდა.+
39 როცა მათ ყველაფერი შეასრულეს იეჰოვას კანონის თანახმად,+ გალილეაში, თავიანთ ქალაქ ნაზარეთში+ დაბრუნდნენ. 40 ბავშვი კი იზრდებოდა, ძლიერდებოდა+ და სიბრძნით ივსებოდა. ღმერთი კვლავაც კეთილგანწყობილი+ იყო მის მიმართ.
41 მისი მშობლები ყოველ წელს დადიოდნენ იერუსალიმში+ პასექის დღესასწაულზე. 42 როცა ის თორმეტი წლისა გახდა, ჩვეულებისამებრ,+ დღესასწაულზე ავიდნენ 43 და იქ ბოლომდე დარჩნენ. დაბრუნებისას ყმაწვილი იესო იერუსალიმში დარჩა. მშობლებმა ეს ვერ შეამჩნიეს, 44 ეგონათ, სხვა მგზავრებთან ერთად მიდიოდა, და ერთი დღის სავალი რომ გაიარეს,+ მხოლოდ მაშინ დაუწყეს ძებნა ნათესავებსა და ნაცნობებს შორის. 45 ვერ იპოვეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ საძებნელად. 46 სამი დღის შემდეგ ტაძარში იპოვეს;+ მასწავლებლებს შორის იჯდა, უსმენდა მათ და კითხვებს უსვამდა. 47 მისი გაგება და პასუხები ყველა მის მსმენელს აოცებდა.+ 48 როცა დაინახეს იგი, განცვიფრდნენ. დედამისმა უთხრა: „შვილო, ეს რა გვიყავი? მე და მამაშენი გულშემოყრილები დაგეძებთ“. 49 მან კი მიუგო: „რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცოდით, რომ მამაჩემის სახლში უნდა ვყოფილიყავი?“+ 50 მაგრამ ისინი ვერ მიუხვდნენ ნათქვამს.+
51 ის გაჰყვა მათ ნაზარეთში და კვლავაც ემორჩილებოდა.+ დედამისმა გულში ჩაიმარხა მისი სიტყვები.+ 52 ემატებოდა იესოს სიბრძნე,+ იზრდებოდა და უფრო მეტ კეთილგანწყობილებას იხვეჭდა ღვთისა და ადამიანთა თვალში.+
3 კეისარ ტიბერიუსის მმართველობის მეთხუთმეტე წელს, როცა პონტიუს პილატე იყო იუდეის გამგებელი, ჰეროდე*+ — გალილეის გამგებელი, ხოლო მისი ძმა ფილიპე — იტურეისა და ტრაქონიტიდის მხარეების გამგებელი, ლისანია კი — აბილინის მხარის გამგებელი, 2 უფროსი მღვდლის ანასა და კაიაფას+ დღეებში, უდაბნოში+ ღვთის სიტყვა გამოეცხადა ზაქარიას ძეს, იოანეს.+
3 ის იორდანის მთელ შემოგარენში დადიოდა და უქადაგებდა ხალხს, რომ მონათლულიყვნენ მონანიების ნიშნად, ცოდვების მისატევებლად,+ 4 როგორც ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნში წერია: «ყური დაუგდეთ! უდაბნოში ვიღაც ღაღადებს: „მოამზადეთ იეჰოვას გზა და გაასწორეთ მისი სავალი.+ 5 ყოველი ხევი უნდა ამოივსოს, ყოველი მთა და გორა უნდა დადაბლდეს, ყოველი მრუდე და ოღროჩოღრო ადგილი უნდა გასწორდეს+ 6 და ყოველი ხორციელი იხილავს გადარჩენას ღვთისგან“».+
7 ამიტომ მასთან მოსანათლავად მისულ ხალხს იოანე ეუბნებოდა: „გველგესლათა ნაშიერნო,+ ვინ გიკარნახათ მომავალი რისხვისგან გაქცევა?+ 8 მაშ, გამოიღეთ მონანიების შესაფერისი ნაყოფი+ და ნუ იტყვით, ჩვენი მამა აბრაამიაო, რადგან გეუბნებით: ღმერთს აქვს იმის ძალა, რომ ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები. 9 ცულიც უკვე თავის ადგილზე დევს — ხეების ძირას. ხე, რომელიც კარგ ნაყოფს არ გამოიღებს, უნდა მოიჭრას და ცეცხლს მიეცეს“.+
10 ხალხი ეკითხებოდა მას: „მაშ, როგორ მოვიქცეთ?“+ 11 პასუხად ის ეუბნებოდა: „ვისაც ორი ხელი ტანსაცმელი აქვს, ერთი უქონელს მისცეს, და ვისაც საჭმელი აქვს, მსგავსადვე მოიქცეს“.+ 12 გადასახადების ამკრეფნიც კი მივიდნენ მოსანათლავად და ჰკითხეს: „მოძღვარო, ჩვენ როგორ მოვიქცეთ?“+ 13 მან მიუგო: „დაწესებულ გადასახადზე მეტს ნუ მოითხოვთ“.+ 14 ჯარისკაცებიც ეკითხებოდნენ: „ჩვენ როგორღა მოვიქცეთ?“ პასუხად ის ეუბნებოდა: „ნურავის შეავიწროებთ, ცრუ ბრალდებას+ ნურავის წაუყენებთ და იკმარეთ ის, რაც გეძლევათ“.+
15 ხალხი მოლოდინში იყო და ყველა იოანეზე ფიქრობდა გულში, იქნებ ეს არისო ქრისტე,+ 16 იოანე კი ასე პასუხობდა ყველას: „მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის სანდლების თასმის გახსნის ღირსიც კი არა ვარ.+ ის წმინდა სულითა და ცეცხლით მოგნათლავთ.+ 17 მას ხელში უჭირავს თავისი ფიწალი, რომ მთლიანად გაწმინდოს თავისი კალო+ და ხორბალი ბეღელში მოაგროვოს, ბზე+ კი ჩაუქრობელი ცეცხლით დაწვას“.+
18 ის ბევრ სხვა რამესაც შეაგონებდა ხალხს და სასიხარულო ცნობას აუწყებდა. 19 მან ამხილა გამგებელი ჰეროდე მისი ძმის ცოლის ჰეროდიასა და იმ ბოროტი საქმეების გამო, რომლებიც მას ჰქონდა ჩადენილი.+ 20 ჰეროდემ ამ ყველაფერს ისიც დაამატა, რომ იოანე საპყრობილეში ჩასვა.+
21 ყველა რომ მოინათლა, იესოც+ მოინათლა და, როცა ლოცულობდა, გაიხსნა ცა+ 22 და წმინდა სული სხეულებრივად, მტრედის სახით, გადმოვიდა მასზე და ციდან გაისმა ხმა: „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე, მე მოგიწონე“.+
23 დაახლოებით ოცდაათი+ წლისა იყო იესო, როცა დაიწყო თავისი საქმე,+ და, როგორც თვლიდნენ, იგი იყო
იოსების ძე,+
ელის ძე,
24 მატთატის ძე,
ლევის ძე,
მელქის ძე,
იანაის ძე,
იოსების ძე,
25 მატათიასის ძე,
ამოსის ძე,
ნაუმის ძე,
ესლის ძე,
ნაგაის ძე,
26 მაათის ძე,
მატათიასის ძე,
სემეის ძე,
იოსექის ძე,
იოდას ძე,
27 იოანანის ძე,
რესას ძე,
ზერუბაბელის ძე,+
შეალთიელის ძე,+
ნერის ძე,
28 მელქის ძე,
ადის ძე,
კოსამის ძე,
ელმადამის ძე,
ერის ძე,
29 იესოს ძე,
ელიეზერის ძე,
იორიმის ძე,
მატთატის ძე,
ლევის ძე,
30 სიმონის ძე,
იუდას ძე,
იოსების ძე,
იონამის ძე,
ელიაკიმის ძე,
31 მელეას ძე,
მენას ძე,
მატათას ძე,
ნათანის ძე,+
დავითის ძე,+
ობედის ძე,+
ბოაზის ძე,+
სალმონის ძე,+
ნახშონის ძე,+
ხეცრონის ძე,+
ფერეცის ძე,+
იუდას ძე,+
ისაკის ძე,+
აბრაამის ძე,+
თერახის ძე,+
ნახორის ძე,+
რეღუს ძე,+
ფელეგის ძე,+
ებერის ძე,+
შელახის ძე,+
36 კაინანის ძე,
არფაქშადის ძე,+
სემის ძე,+
ნოეს ძე,+
ლამექის ძე,+
ენოქის ძე,+
იარედის ძე,+
მაჰალალელის ძე,+
კაინანის ძე,+
შეთის ძე,+
ადამის ძე,+
ღვთის ძე.
4 წმინდა სულით აღვსილი იესო გამობრუნდა იორდანიდან. მას სული დაატარებდა უდაბნოში+ 2 ორმოც დღეს+ და ეშმაკი ცდილობდა ეცდუნებინა+ იგი. იმ დღეებში არაფერი უჭამია, ამიტომ, როცა დასრულდა ის დღეები, მოშივდა. 3 მაშინ ეშმაკმა უთხრა: „თუ ღვთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვას, პურად იქცეს“. 4 იესომ მიუგო: «დაწერილია: „კაცმა მხოლოდ პურით არ უნდა იცოცხლოს“».+
5 შემდეგ ეშმაკმა ის ერთ ადგილზე აიყვანა, თვალის დახამხამებაში აჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო 6 და უთხრა: „შენ მოგცემ მთელ ამ ძალაუფლებას+ და მათ დიდებას, რადგან მე გადმომეცა და ვისაც მინდა, იმას ვაძლევ.+ 7 ასე რომ, თუ თაყვანს+ მცემ, ეს ყველაფერი შენი იქნება“. 8 იესომ მიუგო: «დაწერილია: „იეჰოვას, შენს ღმერთს+ ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“».+
9 შემდეგ ის იერუსალიმში მიიყვანა, ტაძრის გალავანზე+ დააყენა და უთხრა: «თუ ღვთის ძე ხარ, გადახტი,+ 10 რადგან დაწერილია: „თავის ანგელოზებს უბრძანებს, რომ დაგიცვან“,+ 11 და „ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა“».+ 12 იესომ მიუგო: «ნათქვამია: „არ გამოსცადო იეჰოვა, შენი ღმერთი“».+ 13 მეტად აღარ უცდია ეშმაკს, ეცდუნებინა იგი და გაშორდა მას, სანამ სხვა ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემოდა.+
14 იესო კი სულის ძალით გალილეაში+ დაბრუნდა და მთელ შემოგარენში კარგი ხმები გავრცელდა მის შესახებ.+ 15 მან სინაგოგებშიც დაიწყო სწავლება და ყველასგან პატივცემული იყო.+
16 იესო მივიდა ნაზარეთში,+ სადაც გაიზარდა. ჩვეულებისამებრ, შაბათს სინაგოგაში+ შევიდა. როცა წასაკითხად წამოდგა, 17 მას ესაია წინასწარმეტყველის გრაგნილი მიაწოდეს. მან გაშალა გრაგნილი და მოძებნა ადგილი, სადაც ეწერა: 18 „იეჰოვას სულია+ ჩემზე, რადგან მან მცხო, რომ ღარიბებს სასიხარულო ცნობა ვაუწყო და გამომგზავნა, რომ ტყვეებს გათავისუფლების შესახებ, უსინათლოებს კი მხედველობის დაბრუნების შესახებ ვუქადაგო, გავათავისუფლო ჩაგრულები+ 19 და იეჰოვასთვის სასურველი წელიწადის შესახებ ვიქადაგო“.+ 20 ამის შემდეგ გრაგნილი დაახვია, მსახურს დაუბრუნა და დაჯდა. სინაგოგაში ყველამ მას მიაპყრო მზერა. 21 მან უთხრა მათ: „დღეს შესრულდა წმინდა წერილების ეს ადგილი, რაც ახლა მოისმინეთ“.+
22 ყველა მოწონებით ლაპარაკობდა მის შესახებ, გაოცებულები იყვნენ მისი პირიდან გამოსული მადლიანი სიტყვებით+ და ამბობდნენ: „განა ეს იოსების ვაჟი არ არის?“+ 23 მან მიუგო: «თქვენ უეჭველად ამ ანდაზას მომისადაგებთ: „მკურნალო,+ საკუთარი თავი განკურნეო. შენს მშობლიურ მხარეშიც+ მოახდინე ის,+ რაც კაპერნაუმში+ მოგიხდენიაო“». 24 შემდეგ უთხრა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: არც ერთ წინასწარმეტყველს არ აღიარებენ თავის მშობლიურ მხარეში. 25 მართალს გეუბნებით: მაგალითად, ისრაელში მრავალი ქვრივი იყო ელიას დროს, როცა სამი წელი და ექვსი თვე ცა დახშული იყო და დიდი შიმშილობა ჩამოვარდა მთელ იმ მიწაზე,+ 26 მაგრამ ელია არც ერთ მათგანთან არ გაგზავნილა, გარდა იმ ქვრივისა, რომელიც სარეფთაში,+ სიდონის მიწაზე, ცხოვრობდა. 27 ელისე წინასწარმეტყველის დროს ისრაელში მრავალი კეთროვანი იყო, მაგრამ არც ერთი მათგანი არ განწმენდილა სირიელი ნაამანის გარდა“.+ 28 სინაგოგაში ყველა განრისხდა, ვინც ეს მოისმინა.+ 29 წამოდგნენ, სასწრაფოდ გაიყვანეს ის ქალაქიდან, მიიყვანეს იმ მთის თხემთან, რომელზეც მათი ქალაქი იყო აშენებული, და გადაგდება დაუპირეს.+ 30 მან კი მათ შორის გაიარა და თავისი გზით წავიდა.+
31 ჩავიდა იესო გალილეის ქალაქ კაპერნაუმში+ და შაბათს ხალხს ასწავლიდა. 32 ისინი განცვიფრებულები იყვნენ იმით, თუ როგორ ასწავლიდა,+ რადგან ძალაუფლებით ლაპარაკობდა.+ 33 სინაგოგაში იყო უწმინდური დემონით შეპყრობილი კაცი,+ რომელიც ხმამაღლა ყვიროდა: 34 „რა გვაქვს შენთან საერთო,+ იესო ნაზარეთელო?+ ჩვენ მოსასპობად მოხვედი? ზუსტად ვიცი,+ ვინცა ხარ — ღვთის წმინდა“.+ 35 იესომ შერისხა იგი და უთხრა: „გაჩუმდი და გამოდი მისგან!“ დემონმა ძირს დააგდო ის კაცი მათ თვალწინ და ისე გამოვიდა მისგან, რომ ზიანი არ მიუყენებია.+ 36 ყველა განცვიფრდა და ერთმანეთს ეკითხებოდა: „ეს რა სიტყვებია, ძალაუფლებითა და ძლიერებით რომ უბრძანებს უწმინდურ სულებს და ისინიც გამოდიან?“+ 37 ეს ამბავი მის შესახებ მთელ შემოგარენში გავრცელდა.+
38 ის სინაგოგიდან სიმონთან წავიდა. სიმონის სიდედრი ავად იყო, მაღალი სიცხე ჰქონდა და იესოს სთხოვეს შველა.+ 39 მივიდა მასთან, შერისხა სიცხე+ და ციებ-ცხელებამ გაუარა. ქალი მაშინვე წამოდგა და მოემსახურა მათ.+
40 მზის ჩასვლისას სხვადასხვა სენით დაავადებულები მიჰყავდათ მასთან. ის ხელების დადებით კურნავდა მათ.+ 41 ბევრისგან დემონებიც გამოდიოდნენ+ და ყვიროდნენ: „შენა ხარ ღვთის ძე“.+ იესო კი რისხავდა მათ და უკრძალავდა ლაპარაკს,+ რადგან იცოდნენ,+ რომ ის ქრისტე იყო.+
42 როცა გათენდა, ის უკაცრიელი ადგილისკენ+ გაემართა. ხალხმა ძებნა დაუწყო, მივიდნენ მასთან და აკავებდნენ, რომ არ წასულიყო. 43 მან კი უთხრა მათ: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“.+ 44 წავიდა და იუდეის სინაგოგებში ქადაგებდა.+
5 ერთხელ, როცა იესო გენესარეთის ტბასთან+ იდგა, უამრავი ხალხი მიაწყდა მას და ღვთის სიტყვას უსმენდა. 2 მან ტბის პირას ორი ნავი დაინახა. მებადურები გადმოსულიყვნენ და ბადეებს რეცხავდნენ.+ 3 იესო სიმონის ნავზე ავიდა და სთხოვა, ნაპირს ცოტათი გაშორებოდნენ. შემდეგ დაჯდა და ხალხს ნავიდან+ ასწავლიდა. 4 ლაპარაკი რომ დაასრულა, სიმონს უთხრა: „ღრმად შეცურდი და ბადეები+ ისროლეთ თევზის დასაჭერად“. 5 სიმონმა მიუგო: „მოძღვარო, მთელი ღამე ვშრომობდით და ვერაფერი დავიჭირეთ,+ მაგრამ რახან შენ ამბობ, ვისვრი ბადეებს“. 6 ასეც მოიქცნენ და იმდენი თევზი დაიჭირეს, რომ ბადეები ეხეოდათ. 7 მათ ნიშანი მისცეს თავიანთ ამხანაგებს, რომლებიც სხვა ნავში იყვნენ, რომ დახმარებოდნენ.+ როცა ისინი მივიდნენ და ორივე ნავი აავსეს, ნავებმა ჩაძირვა დაიწყო. 8 ამის დანახვაზე სიმონ-პეტრე+ მუხლებში ჩაუვარდა იესოს და ეუბნებოდა: „გამშორდი, უფალო, ცოდვილი კაცი ვარ“.+ 9 ამდენი თევზი რომ დაიჭირეს, განცვიფრდნენ ის და მასთან მყოფნი, 10 აგრეთვე იაკობი და იოანე, ზებედეს ვაჟები,+ რომლებიც სიმონთან ერთად შრომობდნენ. იესომ სიმონს უთხრა: „ნუ გეშინია, ამიერიდან ცოცხალ ადამიანებს დაიჭერ“.+ 11 მათ ნავები ნაპირზე გამოათრიეს, ყველაფერი მიატოვეს და მას გაჰყვნენ.+
12 ერთხელაც, როცა იესო ერთ ქალაქში იმყოფებოდა, დაინახა კაცი, რომელსაც მთელ სხეულზე კეთრი მოსდებოდა. იესოს დანახვაზე მის წინაშე დაემხო და შეევედრა: „უფალო, თუკი გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“.+ 13 იესომ ხელი გაიწოდა, შეეხო მას და უთხრა: „მსურს, განიწმინდე!“ მას მაშინვე გაუქრა კეთრი.+ 14 იესომ უბრძანა იმ კაცს, არავისთვის მოეყოლა მომხდარი:+ „წადი, მღვდელს ეჩვენე+ და შესაწირავი გაიღე+ შენი განწმენდისთვის, როგორც მოსემ დააწესა, მათთვის დასამოწმებლად“.+ 15 სიტყვა მის შესახებ უფრო და უფრო ვრცელდებოდა და დიდძალი ხალხი იკრიბებოდა მის მოსასმენად და დაავადებებისგან განსაკურნავად.+ 16 ის კვლავ უკაცრიელ ადგილებში რჩებოდა განმარტოებით და ლოცულობდა.+
17 ერთ დღესაც, როცა ასწავლიდა, იქ ისხდნენ გალილეისა და იუდეის სოფლებიდან და იერუსალიმიდან მისული ფარისევლები და კანონის მასწავლებლები. იეჰოვას ძალა იყო მასთან, რათა განეკურნა ავადმყოფები.+ 18 და, აი, რამდენიმე კაცმა საწოლით მოიყვანა დამბლადაცემული კაცი, ცდილობდნენ შიგნით შეეყვანათ, რომ იესოს წინ დაეწვინათ.+ 19 ხალხმრავლობის გამო შიგნით შეყვანა ვერ მოახერხეს, სახურავზე ავიდნენ და ჭერიდან საწოლიანად ჩაუშვეს იესოს წინ, ხალხს შორის.+ 20 მათი რწმენა რომ დაინახა, იესომ უთხრა: „გეპატია ცოდვები“.+ 21 მწიგნობრებმა და ფარისევლებმა კი მსჯელობა დაიწყეს: „ვინ არის ეს, რომ მკრეხელობს?+ ვის შეუძლია ცოდვების პატიება ღვთის გარდა?“+ 22 იესომ გაიგო მათი აზრები და უთხრა: „რაზე მსჯელობთ გულში?+ 23 რისი თქმა უფრო ადვილია: გეპატია ცოდვები, თუ — ადექი და იარე?+ 24 რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს ცოდვების პატიების ძალაუფლება აქვს დედამიწაზე...“, უთხრა დავრდომილს: „გეუბნები, ადექი, აიღე საწოლი და წადი სახლში“.+ 25 ისიც მაშინვე წამოდგა მათ წინაშე, აიღო, რაზეც იწვა, და ღვთის ქება-დიდებით წავიდა სახლში.+ 26 ყველა შეცბუნებული+ იყო, ღმერთს ადიდებდნენ და შეშინებულები ამბობდნენ, დღეს საოცრებები ვიხილეთო.+
27 ამის შემდეგ იესო გარეთ გავიდა, დაინახა გადასახადების ამკრეფი, სახელად ლევი, რომელიც საგადასახადოში იჯდა, და უთხრა: „გამომყევი“.+ 28 მანაც ყველაფერი მიატოვა,+ წამოდგა და გაჰყვა მას. 29 ლევიმ იესოს დიდი წვეულება მოუწყო თავის სახლში. სუფრასთან მრავლად იყვნენ გადასახადების ამკრეფნი და სხვები.+ 30 ფარისევლები და მათი მწიგნობრები დრტვინავდნენ და მის მოწაფეებს ეუბნებოდნენ: „რატომ ჭამთ და სვამთ გადასახადების ამკრეფებთან და ცოდვილებთან?“+ 31 იესომ უთხრა მათ: „ექიმი ჯანმრთელებს კი არა,+ ავადმყოფებს სჭირდებათ.+ 32 მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად, რომ მოინანიონ“.+
33 მათ უთხრეს: „იოანეს მოწაფეები ხშირად მარხულობენ და მხურვალედ ლოცულობენ, ასევე იქცევიან ფარისეველთა მოწაფეებიც, შენები კი ჭამენ და სვამენ“.+ 34 იესომ მიუგო: „განა აიძულებ ნეფის მეგობრებს იმარხულონ, სანამ ნეფე მათთან არის?+ 35 მოვა დრო, როცა ნეფეს+ წაართმევენ+ და მაშინ იმარხულებენ“.+
36 შემდეგ მათ მაგალითი მოუყვანა: „არავინ ჭრის საკერებელს ახალი მოსასხამისგან, რომ ძველ მოსასხამს დააკეროს, თორემ ახალიც დაიხევა და ძველსაც არ მოუხდება ახალი მოსასხამის საკერებელი.+ 37 არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, თორემ თუ ჩაასხეს, ახალი ღვინო ტიკებს დახეთქს+ და დაიღვრება, და ტიკებიც აღარაფრად ივარგებს.+ 38 ახალი ღვინო ახალ ტიკებში უნდა ჩაისხას. 39 ვისაც ძველი ღვინო დაულევია, არ მოუნდება ახალი, რადგან ამბობს, ძველი+ კარგიაო“.
6 შაბათს იესომ ყანებზე გაიარა. მისი მოწაფეები თავთავებს გლეჯდნენ,+ ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ.+ 2 ზოგიერთმა ფარისეველმა ჰკითხა მათ: „რატომ აკეთებთ იმას, რაც ნებადართული არ არის+ შაბათს?“+ 3 იესომ მიუგო: „ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი,+ როცა მას და მასთან მყოფებს მოშივდათ,+ 4 როგორ შევიდა ღვთის სახლში, აიღო და შეჭამა წარსადგენი პური,+ რაც მხოლოდ მღვდლებისთვის არის ნებადართული, და თავისთან მყოფებსაც მისცა?“+ 5 შემდეგ დასძინა: „კაცის ძე შაბათის უფალია“.+
6 სხვა შაბათს+ ის სინაგოგაში შევიდა და ასწავლიდა ხალხს. იქ იყო ერთი კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი გამხმარი ჰქონდა.+ 7 მწიგნობრები და ფარისევლები, როგორმე ბრალი რომ დაედოთ, უთვალთვალებდნენ,+ განკურნავდა თუ არა მას შაბათს.+ 8 მან იცოდა მათი აზრები,+ მაგრამ მაინც უთხრა ხელგამხმარ კაცს: „ადექი და შუაში დადექი“. ისიც წამოდგა და შუაში დადგა.+ 9 იესომ უთხრა მათ: „თქვენ გეკითხებით: ნებადართულია შაბათს კარგის+ ან ცუდის კეთება, სულის* ხსნა ან მოსპობა?“+ 10 თვალი შეავლო მათ და ხელგამხმარ კაცს უთხრა: „გაიწოდე ხელი!“ ის ასეც მოიქცა და ხელი მოურჩა.+ 11 ისინი კი, გაგიჟებულები, ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, რა ექნათ იესოსთვის.+
12 იმ დღეებში ის მთაზე ავიდა, რომ ელოცა,+ და მთელი ღამე ღვთისადმი ლოცვაში გაატარა.+ 13 როცა გათენდა, მოუხმო თავის მოწაფეებს და ამოირჩია მათგან თორმეტი, რომლებსაც მოციქულები+ უწოდა: 14 სიმონი, რომელსაც პეტრე შეარქვა,+ და მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე,+ ფილიპე+ და ბართლომე, 15 მათე, თომა,+ ალფეს ვაჟი იაკობი, სიმონი, რომელსაც მოშურნეს ეძახიან,+ 16 იუდა, იაკობის ვაჟი, და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა.+
17 იესო მათთან ერთად ჩამოვიდა და ვაკეზე გაჩერდა. იქ იყო მისი უამრავი მოწაფე, აგრეთვე დიდძალი ხალხი+ მთელი იუდეიდან, იერუსალიმიდან, ტვიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან, რომლებიც მის მოსასმენად და სნეულებათაგან განსაკურნავად მოსულიყვნენ.+ 18 იკურნებოდნენ უწმინდური სულებით გაწამებულებიც. 19 მთელი ხალხი ცდილობდა შეხებოდა+ იესოს, რადგან მისგან ძალა+ გამოდიოდა და ყველას კურნავდა.
20 მან თავის მოწაფეებს გადახედა და თქვა:+
„ბედნიერნი ხართ, ღარიბნო,+ რადგან თქვენია ღვთის სამეფო.
21 ბედნიერნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ,+ რადგან გაძღებით.+
ბედნიერნი ხართ, ვინც ახლა ტირით, რადგან იცინებთ.+
22 ბედნიერნი ხართ, თუ ხალხს სძულხართ,+ თავიდან გიშორებენ, გლანძღავენ+ და თქვენს სახელს ბოროტად მიიჩნევენ კაცის ძის გამო. 23 იხარეთ იმ დღეს და იხტუნეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში, ვინაიდან მათი წინაპრები წინასწარმეტყველთაც ასევე ექცეოდნენ.+
24 მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო,+ რადგან სრულად გაქვთ მიღებული ნუგეში.+
25 ვაი თქვენ, ვინც ახლა მაძღარნი ხართ, რადგან მოგშივდებათ.+
ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, რადგან იგლოვებთ და იტირებთ.+
26 ვაი თქვენ, თუ ყველა კარგს ლაპარაკობს თქვენზე, რადგან მათი წინაპრები ცრუწინასწარმეტყველებზეც ასე ლაპარაკობდნენ.+
27 თქვენ კი, ვინც მისმენთ, გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები,+ კარგად+ მოექეცით თქვენს მოძულეებს, 28 აკურთხეთ ისინი, ვინც გწყევლით, და ილოცეთ მათთვის, ვინც შეურაცხგყოფთ.+ 29 ვინც ერთ ლოყაში გაგარტყამს,+ მეორეც მიუშვირე, და ვინც მოსასხამს გართმევს,+ ტანსაცმელიც მიეცი. 30 თუ ვინმე რამეს გთხოვს,+ მიეცი, და თუ ვინმე რამეს წაგართმევს, უკან ნუღარ მოსთხოვ.
31 როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ.+
32 თუ ისინი გიყვართ, ვისაც თქვენ უყვარხართ, რა დამსახურებაა? ცოდვილებსაც უყვართ თავიანთი მოყვარულები.+ 33 თუ კარგად ექცევით მათ, ვინც თქვენ გექცევათ კარგად, რა დამსახურებაა? ცოდვილებიც ასე იქცევიან.+ 34 თუ სესხს სარგებლის გარეშე+ აძლევთ იმათ, ვისგანაც იმედოვნებთ, რომ უკან მიიღებთ, რა დამსახურებაა? ცოდვილებიც აძლევენ სესხს ცოდვილებს სარგებლის გარეშე, რომ იმდენივე დაიბრუნონ.+ 35 თქვენ კი გიყვარდეთ თქვენი მტრები, აკეთეთ კარგი,+ სარგებლის გარეშე ასესხეთ და ნუღარაფრის დაბრუნებას იმედოვნებთ და დიდი იქნება თქვენი საზღაური და უზენაესის შვილები+ იქნებით, რადგან იგი უმადურთა და ბოროტთა მიმართაც კეთილია.+ 36 ისწრაფეთ, რომ გულმოწყალეები გახდეთ, როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე.+
37 ნუღარ გაასამართლებთ და არც თქვენ გასამართლდებით,+ ნუღარ დასდებთ მსჯავრს და არც თქვენ დაგედებათ მსჯავრი. აპატიეთ და თქვენც გეპატიებათ.+ 38 გაეცით და მოგეცემათ.+ უბეში ჩაგიყრიან კარგ საწყაოს, ჩატკეპნილს, გატენილსა და პირამდე სავსეს. რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ“.+
39 სხვა მაგალითიც მოუყვანა: «განა შეძლებს ბრმა, ბრმას წაუძღვეს? განა ორივე ორმოში არ ჩავარდება?+ 40 მოსწავლე თავის მასწავლებელზე მეტი არ არის, მაგრამ ყოველი, ვინც სრულყოფილად განისწავლება, თავისი მასწავლებელივით იქნება.+ 41 მაშ, რატომ უყურებ ბალახის ღერს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი მორსაც ვერ ხედავ?+ 42 როგორ ეუბნები შენს ძმას: ძმაო, მოდი თვალიდან ბალახის ღერს ამოგიღებო, როცა შენს თვალში მორს ვერ ხედავ?+ თვალთმაქცო! ჯერ საკუთარი თვალიდან ამოიღე მორი+ და მერე უკეთ დაინახავ, როგორ ამოუღო შენს ძმას თვალიდან ბალახის ღერი.+
43 არ არსებობს კარგი ხე, რომელსაც ცუდი ნაყოფი გამოაქვს, და არ არსებობს ცუდი ხე, რომელსაც კარგი ნაყოფი გამოაქვს.+ 44 თითოეული ხე თავისი ნაყოფით იცნობა.+ მაგალითად, ეკლიდან არავინ კრეფს ლეღვს, არც ეკლიანი ბუჩქიდან — ყურძენს.+ 45 კარგ კაცს თავისი გულის კარგი განძიდან+ კარგი გამოაქვს, ბოროტს კი თავისი ბოროტი განძიდან ბოროტი გამოაქვს, რადგან გულში მოჭარბებულს პირი ლაპარაკობს.+
46 მაშ, რატომ მომმართავთ „უფალო! უფალო!“ მაგრამ არ აკეთებთ იმას, რასაც გეუბნებით?+ 47 გეტყვით, ვის ჰგავს ის, ვინც ჩემთან მოდის, ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს:+ 48 ის ჰგავს სახლის ამშენებელ კაცს, რომელმაც კლდოვან ადგილზე ამოთხარა, ამოაღრმავა და ჩაყარა საძირკველი. წყალდიდობის+ დროს მიაწყდა მდინარე ამ სახლს, მაგრამ ძვრა ვერ უყო, რადგან კარგად იყო აშენებული.+ 49 ის კი, ვინც ისმენს და არ ასრულებს,+ ჰგავს კაცს, რომელმაც მიწაზე აიშენა სახლი უსაძირკვლოდ. მიაწყდა მას მდინარე და ისიც მაშინვე დაინგრა,+ და დიდი იყო მისი დანგრევა».+
7 მსმენელებთან ლაპარაკი როცა დაასრულა, კაპერნაუმში+ შევიდა. 2 ერთი ასისთავის საყვარელი მონა იმ დროს ავად იყო და კვდებოდა.+ 3 იესოს შესახებ რომ მოისმინა, იუდეველთა უხუცესები გაუგზავნა, რათა ეთხოვათ, მასთან მისულიყო და მონა გადაერჩინა. 4 ისინი მივიდნენ იესოსთან და შეეხვეწნენ: „იგი ღირსია, ეს რომ გაუკეთო, 5 რადგან უყვარს ჩვენი ერი,+ სინაგოგაც კი აგვიშენა“. 6 იესო გაჰყვა მათ და როცა სახლს მიუახლოვდნენ, ასისთავმა მეგობრები გაუგზავნა, რომ ეთქვათ: «ბატონო, ნუ წუხდები, რადგან არა ვარ ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე.+ 7 ამის გამო თავიც არ მივიჩნიე შენთან მოსვლის ღირსად. მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური; 8 ვინაიდან მეც სხვისი ძალაუფლების ქვეშა ვარ და ხელქვეითადაც მყავს ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები: „წადი!“ და ისიც მიდის, მეორეს — „მოდი!“ და მოდის, ჩემს მონას — „ეს გააკეთე!“ და აკეთებს».+ 9 იესო გაოცდა ამ სიტყვების მოსმენაზე, მიუბრუნდა ხალხს, რომელიც უკან მიჰყვებოდა, და უთხრა: „გეუბნებით: ისრაელშიც კი არავის შევხვედრივარ, ასეთი დიდი რწმენა რომ ჰქონოდა“.+ 10 გაგზავნილებს სახლში დაბრუნებისას ის მონა გამოჯანმრთელებული დახვდათ.+
11 ამის შემდეგ იესო ქალაქ ნაინში წავიდა. მას თან მიჰყვებოდნენ მოწაფეები და დიდძალი ხალხი. 12 როცა ქალაქის კარიბჭეს უახლოვდებოდა, დაინახა, რომ მკვდარს მოასვენებდნენ,+ დედისერთა+ ბიჭს. დედამისი ქვრივი იყო. მას დიდძალი ხალხი მოჰყვებოდა ქალაქიდან. 13 უფალმა რომ დაინახა, გული დაეწვა+ და უთხრა: „ნუ ტირი“.+ 14 შემდეგ მივიდა და საკაცეს შეეხო. გამსვენებლები შეჩერდნენ. მან თქვა: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექი!“+ 15 მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა. იესომ ის დედამისს ჩააბარა.+ 16 შიშმა+ შეიპყრო ყველა, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: „დიდი წინასწარმეტყველი+ გამოჩნდა ჩვენ შორის“, „ღმერთმა მოხედა თავის ხალხს“.+ 17 ეს ამბავი მის შესახებ მთელ იუდეასა და მის შემოგარენში გავრცელდა.
18 იოანეს თავისმა მოწაფეებმა ყველაფერი შეატყობინეს.+ 19 მან თავის ორ მოწაფეს მოუხმო და უფალთან გაგზავნა, რომ ეკითხათ: „შენა ხარ ის, ვინც მოდის, თუ სხვას ველოდოთ?“+ 20 ისინი მივიდნენ მასთან და უთხრეს: «იოანე ნათლისმცემელმა გამოგვგზავნა შენთან, რომ გვეკითხა: „შენა ხარ ის, ვინც მოდის, თუ სხვას უნდა ველოდოთ?“» 21 მაშინ მან მრავალი განკურნა სნეულებებისა+ და მძიმე დაავადებებისგან, გაათავისუფლა ბოროტი სულებისგან და ბევრ უსინათლოს აუხილა თვალი. 22 ამიტომ მიუგო იმ ორს: „წადით+ და მოუყევით იოანეს, რაც იხილეთ და მოისმინეთ: უსინათლოებს+ თვალები ეხილებათ, კოჭლები დადიან, კეთროვნები იწმინდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები ცოცხლდებიან და ღარიბებს სასიხარულო ცნობა+ ეუწყებათ.+ 23 ბედნიერია ის, ვინც არ ბრკოლდება ჩემ გამო“.+
24 როცა იოანეს მაცნეები წავიდნენ, იესომ ხალხს იოანეზე დაუწყო ლაპარაკი: «რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისგან რხეული ლერწმისა?+ 25 აბა, რის სანახავად გახვედით? რბილი ქსოვილის ტანსაცმელში გამოწყობილი კაცისა?+ ვისაც მდიდრულად აცვია და ვინც ფუფუნებაში ცხოვრობს, ისინი ხომ სამეფო სასახლეებში არიან?+ 26 მაშ, რის სანახავად გახვედით? წინასწარმეტყველისა?+ გეუბნებით: წინასწარმეტყველზე ბევრად მეტისაც.+ 27 მასზეა დაწერილი: „აი, ვგზავნი შენი სახის წინაშე ჩემს მაცნეს,+ რომელიც გზას მოგიმზადებს“.+ 28 გეუბნებით: ქალის მიერ ნაშობთა შორის არავინ არის იოანეზე დიდი,+ მაგრამ ის, ვინც მცირეა ღვთის სამეფოში, მასზე დიდია».+ 29 (ეს რომ მოისმინეს, მთელმა ხალხმა და გადასახადების ამკრეფებმა აღიარეს, რომ ღმერთი მართალია,+ რადგან იოანეს ნათლობით იყვნენ მონათლულნი.+ 30 ფარისევლებმა და კანონის მცოდნეებმა კი არაფრად ჩააგდეს ღვთის რჩევა,+ რადგან არ მოინათლნენ იოანეს მიერ).
31 «ვის შევადარო ეს თაობა? ვის ჰგვანან ისინი?+ 32 ისინი ჰგვანან ბავშვებს, რომლებიც მოედანზე სხედან და ერთმანეთს გასძახიან: „სალამურს გიკრავდით, თქვენ კი არ ცეკვავდით, მოვთქვამდით, თქვენ კი არ ტიროდით“.+ 33 მოვიდა იოანე ნათლისმცემელი, არც პურს ჭამს, არც ღვინოს სვამს, თქვენ კი ამბობთ, დემონი ჰყავსო.+ 34 მოვიდა კაცის ძე, ჭამს და სვამს, თქვენ კი ამბობთ: „აი, გაუმაძღარი და სმას გადაყოლილი კაცი, გადასახადების ამკრეფთა და ცოდვილთა მეგობარი!“+ 35 სიბრძნის+ სიმართლეს მისი შვილები ამტკიცებენ».+
36 ამის შემდეგ ერთი ფარისეველი იესოს სთხოვდა, ჩემთან ისადილეო. ისიც შევიდა ფარისევლის სახლში+ და სუფრასთან მიიპატიჟეს. 37 ერთმა ქალმა, რომელსაც ქალაქში ცოდვილის სახელი ჰქონდა, გაიგო, რომ იესო ფარისევლის სახლში მიეპატიჟებინათ და მიიტანა ნელსაცხებელი ალაბასტრონის+ ჭურჭლით. 38 ქალი მის ფერხთით დაჯდა, ტიროდა, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თმით უმშრალებდა, თან ფეხებს ნაზად უკოცნიდა და ნელსაცხებლით უზელდა. 39 ამის დანახვაზე ფარისეველმა მასპინძელმა გაიფიქრა: „ეს კაცი რომ წინასწარმეტყველი+ იყოს, ეცოდინებოდა, ვინ და როგორი ქალი ეხება მას, ის ხომ ცოდვილია“.+ 40 იესომ კი უთხრა მას: „სიმონ, რაღაც მინდა გითხრა“. მან უთხრა: „ბრძანე, მოძღვარო!“
41 „ერთ გამსესხებელს ორი მოვალე ჰყავდა. ერთს ხუთასი დინარი+ ემართა, მეორეს — ორმოცდაათი. 42 ვინაიდან გადახდის საშუალება არ ჰქონდათ, მან მთელი გულით აპატია+ ორივეს. მითხარი, ვინ უფრო მეტად შეიყვარებს მას?“ 43 სიმონმა უპასუხა: „ჩემი აზრით, ის, ვისაც უფრო მეტი აპატია“. იესომ მიუგო: „სწორად განსაჯე“. 44 შემდეგ ქალს მიუბრუნდა და სიმონს უთხრა: „ხედავ ამ ქალს? მე შენს სახლში შემოვედი, შენ წყალიც არ მომეცი+ ფეხების დასაბანად, ამ ქალმა კი ფეხები ცრემლებით დამისველა და თავისი თმით შემიმშრალა. 45 შენ არც მაკოცე,+ ეს ქალი კი იმ საათიდან, რაც შემოვედი, ნაზად მიკოცნის ფეხებს. 46 შენ ზეთიც არ გიცხია ჩემთვის თავზე,+ ამ ქალმა კი ნელსაცხებელი მცხო ფეხებზე. 47 ამიტომ გეუბნები, თუმცა ბევრი ცოდვა აქვს, ეპატია,+ რადგან მეტად შეიყვარა. ვისაც ცოტა ეპატიება, ცოტათი უყვარს“. 48 შემდეგ ქალს უთხრა: „გეპატია ცოდვები“.+ 49 ამაზე სუფრასთან მყოფნი ერთმანეთში ალაპარაკდნენ: „ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ პატიობს?“+ 50 მან უთხრა ქალს: „შენმა რწმენამ გიხსნა,+ წადი მშვიდობით“.+
8 ამის შემდეგ ის დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, ქადაგებდა და სასიხარულო ცნობას ამცნობდა ღვთის სამეფოს შესახებ.+ მას თან ახლდა თორმეტიც, 2 აგრეთვე რამდენიმე ქალი,+ რომლებიც ბოროტი სულებისგან გათავისუფლდნენ და სნეულებებისგან განიკურნენ: მაგდალელად წოდებული მარიამი, რომლისგანაც შვიდი დემონი გამოვიდა,+ 3 იოანა,+ ჰეროდეს სახლთუხუცესის, ქუზას ცოლი, სუსანა და სხვა ქალები, რომლებიც მათ თავიანთი ქონებით ემსახურებოდნენ.
4 როცა დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი მათთან ერთად, ვინც ქალაქიდან ქალაქში დაჰყვებოდა იესოს, მან მაგალითი მოუყვანა მათ:+ 5 „გამოვიდა მთესველი თესლის დასათესად. თესვისას ზოგი გზის პირას დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს.+ 6 ზოგი კლდოვან ადგილზე დავარდა, აღმოცენდა და გახმა, რადგან სინოტივე არ ჰქონდა;+ 7 ზოგი ეკლებში ჩავარდა, ეკლები მათთან ერთად გაიზარდა და მოაშთო ისინი;+ 8 ზოგიც კარგ ნიადაგზე დავარდა, აღმოცენდა და ასმაგად გამოიღო ნაყოფი“.+ შემდეგ ხმამაღლა თქვა: „ვისაც ყური აქვს მოსასმენად, მოისმინოს!“+
9 მოწაფეებმა ჰკითხეს მას, რას ნიშნავსო ეს მაგალითი.+ 10 მან უთხრა: „თქვენ მოცემული გაქვთ ნება, გაიგოთ ღვთის სამეფოს წმინდა საიდუმლოები, დანარჩენებს კი მაგალითებით ველაპარაკები,+ რათა, თუმცა იყურებიან, ვერ დაინახონ და, თუმცა ისმენენ, ვერ მიხვდნენ.+ 11 აი, რას ნიშნავს ეს მაგალითი:+ თესლი ღვთის სიტყვაა.+ 12 გზის პირას დაცვენილები ისინი არიან, ვინც ისმენს,+ მაგრამ შემდეგ მოდის ეშმაკი+ და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რათა არ ირწმუნონ და არ გადარჩნენ.+ 13 კლდოვან ადგილზე დაცვენილები ისინი არიან, რომლებიც სიტყვას მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ; ცოტა ხნით სწამთ, გამოცდის დროს კი განდგებიან.+ 14 ეკლებში ჩაცვენილები კი ისინი არიან, ვინც მოისმინეს, მაგრამ ამ ცხოვრების საზრუნავმა, სიმდიდრემ და განცხრომამ გაიტაცა.+ ისინი სრულიად არიან მოშთობილნი და ბოლომდე არაფერი მიჰყავთ.+ 15 ხოლო კარგ ნიადაგზე დაცვენილები ისინი არიან, ვინც კარგი და კეთილი გულით მოისმინა სიტყვა,+ იცავს მას და მოთმინებით გამოაქვს ნაყოფი.+
16 ანთებულ ლამპარს არავინ აფარებს ჭურჭელს და არავინ დგამს საწოლის ქვეშ, არამედ სალამპრეზე დგამენ, რომ შემომსვლელებმა სინათლე დაინახონ.+ 17 არაფერია დაფარული,+ რომ არ გაცხადდეს, და არც საგულდაგულოდ დამალული, რომ არ გაიგონ და არ გამოაშკარავდეს.+ 18 ამიტომ დაუკვირდით, როგორ ისმენთ, რადგან ვისაც აქვს, მეტი მიეცემა,+ ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც ჰგონია, რომ აქვს“.+
19 იმ დროს დედამისი და მისი ძმები+ მივიდნენ მასთან, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ შეძლეს ახლოს მისვლა.+ 20 შეატყობინეს მას, დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან, შენი ნახვა უნდათო.+ 21 მან მიუგო: „დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, ვინც ისმენს და ასრულებს ღვთის სიტყვას“.+
22 ერთ დღესაც ის მოწაფეებთან ერთად ნავში ჩაჯდა და უთხრა მათ: „ტბის გაღმა გავიდეთ“, და გაცურეს.+ 23 როცა მიცურავდნენ, იესოს ჩაეძინა. ტბაზე საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, ნავი წყლით ივსებოდა, საფრთხე ემუქრებოდათ.+ 24 ბოლოს მივიდნენ მასთან, აღვიძებდნენ და ეუბნებოდნენ: „მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით!“+ მან გამოიღვიძა და ქარი და აბობოქრებული წყალი შერისხა.+ დაცხრა ქარი და წყალი და სიწყნარე ჩამოვარდა. 25 შემდეგ უთხრა მათ: „სად არის თქვენი რწმენა?“ ისინი კი, შიშით შეპყრობილნი და გაოცებულნი, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ნეტავ ეს ვინ არის, რომ ქარიცა და წყალიც მის ბრძანებას ემორჩილება?“+
26 მიადგნენ ნაპირს გერასელთა მხარეში, რომელიც გალილეის პირდაპირ მდებარეობს.+ 27 როცა ნაპირზე გადავიდა, შეხვდა ახლომდებარე ქალაქის მკვიდრი კაცი, დემონებით შეპყრობილი. მას დიდი ხნის მანძილზე ტანსაცმელი არ სცმოდა და სახლის ნაცვლად სამარხებს შორის ცხოვრობდა.+ 28 იესოს დანახვაზე დაიყვირა, მის წინაშე დაემხო და ხმამაღლა უთხრა: „რა მაქვს შენთან საერთო,+ იესო, უზენაესის ძეო? გევედრები, ნუ მტანჯავ!“+ 29 (ვინაიდან მან უწმინდურ სულს უბრძანა, გამოსულიყო იმ კაცისგან. სული უკვე დიდი ხნის მანძილზე აწვალებდა მას.+ მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ და არაერთხელ შეუბორკავთ ჯაჭვებითა და ბორკილებით, მაგრამ ის წყვეტდა ბორკილებს და დემონს მივარდნილ ადგილებში მიჰყავდა). 30 იესომ ჰკითხა მას: „რა გქვია?“ მან უპასუხა: „ლეგიონი“, რადგან მრავალი დემონი ჰყავდა.+ 31 ისინი ეხვეწებოდნენ+ მას, უფსკრულში წასვლა არ გვიბრძანოო.+ 32 იქვე მთაზე ღორების+ დიდი კოლტი ბალახს ჭამდა. დემონები შეეხვეწნენ იესოს, ღორებში შევალთო.+ მანაც დართო ნება. 33 გამოვიდნენ დემონები იმ კაცისგან და ღორებში შევიდნენ. კოლტი კბოდედან ტბაში გადაეშვა და დაიხრჩო.+ 34 ეს რომ მწყემსებმა დაინახეს, გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს შეატყობინეს.+
35 ხალხი მომხდარის სანახავად წავიდა, იესოსთან მივიდნენ და ნახეს კაცი, რომლისგანაც დემონები გამოვიდნენ. ის ჩაცმული იყო, საღი აზროვნება დაბრუნებოდა და იესოს ფერხთით იჯდა. ხალხს შეეშინდა.+ 36 თვითმხილველებმა უამბეს მათ, როგორ გამოჯანმრთელდა დემონებით შეპყრობილი კაცი.+ 37 გერასელთა მხარის შემოგარენიდან დიდძალი ხალხი სთხოვდა იესოს, გასცლოდა იქაურობას, რადგან ძლიერმა შიშმა შეიპყრო ისინი.+ ისიც ჩაჯდა ნავში და უკან გაბრუნდა. 38 ის კაცი კი, რომლისგანაც დემონები გამოვიდნენ, სთხოვდა იესოს, შენთან დავრჩებიო, მაგრამ იესომ გაუშვა ის და უთხრა:+ 39 „სახლში დაბრუნდი და ყველას მოუყევი, რა გაგიკეთა ღმერთმა“.+ ისიც წავიდა და მთელ ქალაქში ყველას ელაპარაკებოდა იმის შესახებ, რაც იესომ გაუკეთა.+
40 დაბრუნებული იესო ხალხმა გულთბილად მიიღო, რადგან ყველა ელოდებოდა.+ 41 და, აი, მოვიდა სინაგოგის წინამძღვარი იაიროსი, ფეხებში ჩაუვარდა იესოს და ხვეწნა დაუწყო, ჩემს სახლში შემოდიო,+ 42 რადგან ერთადერთი, თორმეტიოდე წლის ასული ჰყავდა და ისიც უკვდებოდა.+
მიმავალ იესოს ხალხი ზედ აწყდებოდა.+ 43 ერთი ქალი, რომელიც თორმეტი წელი სისხლდენით იტანჯებოდა+ და რომლის განკურნებაც ვერავინ შეძლო,+ 44 უკნიდან მიუახლოვდა მას, ტანსაცმლის+ ფოჩზე+ შეეხო და სისხლდენა მაშინვე შეუწყდა.+ 45 იესომ იკითხა: „ვინ შემეხო?“+ როცა ყველამ იუარა, პეტრემ თქვა: „მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება“.+ 46 იესომ თქვა: „ვიღაც შემეხო, რადგან ვიგრძენი, რომ ძალა+ გავიდა ჩემგან“.+ 47 როცა ქალმა დაინახა, რომ შეუმჩნეველი არ დარჩა, კანკალით მივიდა, დაემხო მის წინაშე და ყველას განუცხადა, რატომ შეეხო მას და როგორ განიკურნა მაშინვე.+ 48 იესომ უთხრა მას: „შვილო, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა,+ წადი მშვიდობით“.+
49 ჯერ ლაპარაკი არ დაემთავრებინა, რომ მოვიდა ერთი კაცი სინაგოგის წინამძღვრის სახლიდან და უთხრა: „შენი ასული მოკვდა, ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს“.+ 50 ეს რომ მოისმინა, იესომ უთხრა მას: „ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე+ და გადარჩება“. 51 როცა მის სახლში მივიდა, არავის დართო ნება, შესულიყო მასთან ერთად, პეტრეს, იოანეს, იაკობისა და გოგონას დედ-მამის გარდა.+ 52 ხალხი კი ტიროდა და მწუხარებისგან მკერდში იცემდა. მან უთხრა მათ: „ნუღარ ტირით,+ არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს“.+ 53 მათ ეს სიცილად არ ეყოთ, რადგან იცოდნენ, რომ გოგონა მკვდარი იყო.+ 54 იესომ ხელი მოჰკიდა მას და ხმამაღლა უთხრა: „გოგონა, ადექი!“+ 55 მას სული*+ დაუბრუნდა და მაშინვე წამოდგა.+ იესომ ბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის.+ 56 მშობლების აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა. მან უბრძანა მათ, არავისთვის მოეყოლათ, რაც მოხდა.+
9 შემდეგ მოუხმო იმ თორმეტს და მისცა მათ ძალა და ძალაუფლება დემონების განსადევნად და სნეულებათა განსაკურნავად.+ 2 გაგზავნა ისინი, რომ ექადაგათ ღვთის სამეფოს შესახებ და ხალხი განეკურნათ, 3 უთხრა: „გზაში არაფერი წაიღოთ: არც ხელჯოხი, არც საგზლის აბგა, არც პური, არც ვერცხლის ფული და არც ორი ხელი ტანსაცმელი.+ 4 რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით და იქიდანვე გააგრძელეთ გზა.+ 5 ხოლო სადაც არ მიგიღებენ, იმ ქალაქიდან გამოსვლისას+ ფეხებიდან მტვერი დაიბერტყეთ მათ წინააღმდეგ დასამოწმებლად“.+ 6 ისინიც წავიდნენ, იმ მიდამოებში მდებარე სოფლები მოიარეს და ყველგან აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას და კურნავდნენ ავადმყოფებს.+
7 გამგებელმა ჰეროდემ* გაიგო ყველაფერი, რაც ხდებოდა, და შეფიქრიანდა, რადგან ზოგიერთები ამბობდნენ, იოანე აღდგაო მკვდრეთით,+ 8 ზოგი ამბობდა, ელია გამოჩნდაო, ზოგიც — ძველ დროში მცხოვრები რომელიღაც წინასწარმეტყველი აღდგაო. 9 ჰეროდემ თქვა: „იოანეს თავი მოვკვეთე.+ ეს ვინღაა, ვის შესახებაც ასეთი რამ მესმის?“ უნდოდა+ ენახა იგი.
10 დაბრუნდნენ მოციქულები და მოუყვნენ იესოს, რაც გააკეთეს.+ მან ისინი ქალაქ ბეთსაიდაში წაიყვანა, რომ განმარტოებულიყვნენ.+ 11 მაგრამ ხალხმა შეიტყო ეს და გაჰყვა მას. იესო თბილად შეხვდა მათ და ღვთის სამეფოზე+ ელაპარაკებოდა, ხოლო ვისაც განკურნება სჭირდებოდა, კურნავდა.+ 12 დღე რომ საღამოსკენ გადაიხარა, თორმეტნი იესოსთან მივიდნენ და უთხრეს: „გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ სოფლებსა და დაბებში ღამის გასათევად და საკვების საშოვნელად, რადგან უკაცრიელ ადგილზე ვართ“.+ 13 იესომ მიუგო: „თქვენ მიეცით საჭმელი“.+ მათ თქვეს: „ჩვენ არაფერი გვაქვს ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა,+ თუ არ წავალთ და ვუყიდით მთელ ხალხს საკვებს“.+ 14 იქ კი ხუთი ათასამდე კაცი იყო.+ იესომ მოწაფეებს უთხრა: „ჯგუფ-ჯგუფად დასხით, ისე რომ თითო ჯგუფში დაახლოებით ორმოცდაათი კაცი იყოს“.+ 15 ასეც მოიქცნენ და ყველა დასხეს. 16 მან აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ცას ახედა, ილოცა, დაამტვრია და მოწაფეებს მისცა, რომ ხალხისთვის ჩამოერიგებინათ.+ 17 ყველამ ჭამა და გაძღა. რაც დარჩა, აკრიფეს და ნატეხებით თორმეტი კალათი გაავსეს.+
18 მოგვიანებით, როცა მარტო იყო და ლოცულობდა, მოწაფეები მივიდნენ მასთან. იესომ ჰკითხა მათ: „რას ამბობს ხალხი ჩემზე, ვინ არისო?“+ 19 მათ მიუგეს: „იოანე ნათლისმცემელიო, ზოგი ამბობს ელიაო, ზოგიც — ძველ დროს მცხოვრები ერთ-ერთი წინასწარმეტყველი აღდგაო“.+ 20 მაშინ ჰკითხა მან: „თქვენ რას იტყვით, ვინა ვარ?“ პეტრემ მიუგო:+ „ღვთის ქრისტე“.+ 21 შემდეგ მკაცრად ელაპარაკა მათ და უბრძანა, არავისთვის ეთქვათ ეს,+ 22 და უთხრა: „კაცის ძემ მრავალი ტანჯვა უნდა გამოიაროს, უარყოფილი იყოს უხუცესებისგან, უფროსი მღვდლებისა და მწიგნობრებისგან, უნდა მოკლან+ და მესამე დღეს აღდგეს“.+
23 შემდეგ იესომ ყველას უთხრა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი,+ ყოველდღე ატაროს თავისი წამების ბოძი* და გამომყვეს.+ 24 ვისაც სურს თავისი სულის ხსნა, დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაკარგავს სულს, იხსნის მას.+ 25 აბა, რას არგებს კაცი საკუთარ თავს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, თავის თავს კი დაიღუპავს ან ყველაფერს დაკარგავს?+ 26 ვისაც შერცხვება ჩემ გამო და ჩემი სიტყვების გამო, კაცის ძესაც შერცხვება მის გამო, როცა თავისი დიდებით, მამის დიდებითა და წმინდა ანგელოზების დიდებით მოვა.+ 27 ჭეშმარიტებას გეუბნებით: აქ მდგომთაგან ზოგიერთები არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ღვთის სამეფოს“.+
28 ამ სიტყვებიდან დაახლოებით რვა დღის შემდეგ თან წაიყვანა პეტრე, იოანე და იაკობი და მთაზე ავიდა სალოცავად.+ 29 ლოცვისას სახე სხვანაირი გაუხდა,+ ხოლო მისი სამოსელი თეთრად აელვარდა.+ 30 და აი, ორი კაცი ესაუბრებოდა მას, მოსე და ელია.+ 31 ისინი დიდებით გამოჩნდნენ და იესოს წასვლაზე ლაპარაკობდნენ, რაც იერუსალიმში უნდა შესრულებულიყო.+ 32 პეტრესა და მასთან მყოფთ კი ძილი მოერიათ, მაგრამ როცა გამოფხიზლდნენ, მისი დიდება+ და მასთან მდგომი ორი კაცი დაინახეს. 33 როდესაც ისინი იესოს შორდებოდნენ, პეტრემ უთხრა მას: „მოძღვარო, კარგია, აქ რომ ვართ. მოდი, სამ კარავს დავდგამთ: ერთს შენთვის, ერთს მოსესთვის და ერთსაც ელიასთვის“, და არ ესმოდა, რას ამბობდა.+ 34 ამას რომ ლაპარაკობდა, ღრუბელი გაჩნდა და დაჩრდილა ისინი. ღრუბელში რომ აღმოჩნდნენ, შეეშინდათ.+ 35 ღრუბლიდან ხმა+ გაისმა: „ეს არის ჩემი ძე, რჩეული,+ მას უსმინეთ“.+ 36 როდესაც ეს ხმა გაისმა, იესო მარტო იყო.+ ისინი კი ჩუმად იყვნენ და ნანახის შესახებ იმ დღეებში არავისთვის არაფერი უთქვამთ.+
37 მეორე დღეს, როცა მთიდან ჩამოვიდნენ, დიდძალი ხალხი შეეგება მას.+ 38 და, აი, ხალხიდან ერთი კაცი იძახდა: „მოძღვარო, გევედრები, ნახე ჩემი ვაჟი,+ რადგან ეს ერთი+ მყავს. 39 სული+ იპყრობს, უეცრად აყვირებს, კრუნჩხვებში აგდებს, დუჟს ადენს, ალურჯებს და ძნელად თუ შორდება მას. 40 შენს მოწაფეებს შევეხვეწე, რომ განედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს“.+ 41 მაშინ იესომ თქვა: „ურწმუნო და უკუღმართო თაობავ,+ როდემდე უნდა ვიყო თქვენთან და გითმინოთ? აქ მოიყვანე შენი ვაჟი“.+ 42 სანამ იესოსთან მივიდოდა, დემონმა ძირს დაანარცხა იგი და ძლიერ კრუნჩხვებში ჩააგდო. იესომ შერისხა უწმინდური სული, ბიჭი განკურნა და მამამისს ჩააბარა.+ 43 ღვთის დიადი ძალის+ დანახვამ ყველა განაცვიფრა.
ყველა გაოცებული იყო ყოველივე იმით, რასაც იესო აკეთებდა, მან კი მოწაფეებს უთხრა: 44 „ყურად იღეთ ეს სიტყვები, რადგან კაცის ძე ადამიანებს უნდა გადაეცეს ხელში“.+ 45 მათ კვლავაც ვერ გაიგეს ეს სიტყვები. დაფარული იყო მათგან, რათა ვერ ჩასწვდომოდნენ. ნათქვამის შესახებ კითხვის დასმისა კი ეშინოდათ.+
46 ამის შემდეგ მსჯელობა დაიწყეს, ვინ იყო მათ შორის უდიდესი.+ 47 იესომ იცოდა მათი გულის ზრახვები, ამიტომ მოიყვანა ბავშვი, გვერდით დაიყენა+ 48 და უთხრა მათ: „ვინც იღებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, მე მიღებს, და ვინც მე მიღებს, ჩემს გამომგზავნელსაც იღებს.+ ვინც თქვენ შორის ისე მოიქცევა, როგორც უმცირესი,+ ის იქნება დიდი“.+
49 იოანემ მიუგო: „მოძღვარო, ერთი კაცი ვნახეთ, რომელიც დემონებს+ დევნიდა შენი სახელით, და დავუშალეთ,+ რადგან ჩვენ არ დაგვყვება“.+ 50 იესომ უთხრა: „ნუ დაუშლით, რადგან ვინც თქვენ წინააღმდეგ არ არის, ის თქვენ მხარეზეა“.+
51 ახლოვდებოდა იესოს ამაღლების დრო+ და მან პირი იბრუნა იერუსალიმისკენ. 52 მან წინასწარ გაგზავნა მაცნეები. ისინი წავიდნენ და სამარიელების+ სოფელში შევიდნენ, რომ მისთვის ყველაფერი მოემზადებინათ, 53 მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, რადგან გეზი იერუსალიმისკენ ჰქონდა აღებული.+ 54 როცა ეს მოწაფეებმა, იაკობმა და იოანემ,+ დაინახეს, უთხრეს: „უფალო, გინდა ვთქვათ, რომ ციდან ცეცხლი+ ჩამოვიდეს და მოსპოს ისინი?“ 55 ის მიუბრუნდა მათ და გაუწყრა. 56 ისინი სხვა სოფელში წავიდნენ.
57 გზაში ვიღაცამ უთხრა: „სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან გამოგყვები“.+ 58 იესომ მიუგო: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს — ბუდეები, კაცის ძეს კი თავის დასადები ადგილი არ გააჩნია“.+ 59 მეორეს კი უთხრა: „გამომყევი“. იმ კაცმა მიუგო: „ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო“.+ 60 მაგრამ იესომ უთხრა: „მკვდრებმა+ თვითონ დამარხონ თავიანთი მკვდრები, შენ კი წადი და ყველგან აუწყე ღვთის სამეფოს შესახებ“.+ 61 სხვამ უთხრა მას: „მე გამოგყვები, უფალო, მაგრამ ნება მომეცი, ჯერ ჩემი ოჯახის წევრებს დავემშვიდობო“.+ 62 იესომ უთხრა მას: „არავინ ივარგებს ღვთის სამეფოსთვის, ვინც გუთანს ჰკიდებს ხელს+ და თან უკან იყურება“.+
10 ამის შემდეგ უფალმა სამოცდაათი+ ამოარჩია და წინასწარ გაგზავნა ორ-ორი+ ყველა იმ ქალაქსა და ადგილას, სადაც თვითონ აპირებდა წასვლას. 2 უთხრა მათ: «სამკალი+ მართლაც ბევრია, მუშები+ კი ცოტანი არიან. ამიტომ ევედრეთ+ სამკლის ბატონს, მუშები+ გამოგზავნოს თავის სამკალში. 3 წადით, გგზავნით როგორც ბატკნებს+ მგლებში. 4 ნუ წაიღებთ ნურც ქისას,+ ნურც საგზლის აბგას, ნურც სანდლებს და მისალმებისას ნურავის გადაეხვევით+ გზაში. 5 სახლში შესვლისას თქვით: „მშვიდობა ამ სახლს“.+ 6 თუ იქნება იქ მშვიდობის მეგობარი, თქვენი მშვიდობა მასთან დარჩება,+ თუ არადა, თქვენვე დაგიბრუნდებათ.+ 7 დარჩით იმ სახლში,+ ჭამეთ და სვით, რასაც შემოგთავაზებენ,+ რადგან მუშა გასამრჯელოს ღირსია.+ ერთი სახლიდან მეორეში ნუ გადახვალთ.+
8 რომელ ქალაქშიც შეხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რასაც წინ დაგიდებენ, 9 განკურნეთ+ ავადმყოფები და უთხარით ყველას, ღვთის სამეფო+ მოგიახლოვდათ-თქო. 10 ხოლო რომელ ქალაქშიც შეხვალთ და არ მიგიღებენ,+ მთავარ ქუჩებში გადით და თქვით: 11 „თქვენი ქალაქის მტვერს, რომელიც ფეხებზე აგვეკრო, ვიბერტყავთ თქვენ წინაშე,+ მაგრამ გახსოვდეთ, რომ მოახლოებულია ღვთის სამეფო“. 12 გეუბნებით: სოდომისთვის+ უფრო ადვილი ასატანი იქნება ის დღე, ვიდრე იმ ქალაქისთვის.
13 ვაი შენ, ქორაზინო!+ ვაი შენ, ბეთსაიდა!+ ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო ის სასწაულები, რომლებიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინათ მოინანიებდნენ ჯვალოსა და ნაცარში.+ 14 ამიტომ გასამართლება ტვიროსისა და სიდონისთვის უფრო ადვილი ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის.+ 15 შენ კი, კაპერნაუმო, განა ცამდე ამაღლდები?+ სამარეში*+ ჩახვალ!
16 ვინც თქვენ გისმენთ,+ მეც მისმენს, ხოლო ვინც თქვენ არაფრად გაგდებთ, მეც არაფრად მაგდებს. უფრო მეტიც: ვინც მე არაფრად მაგდებს, ის ჩემს გამომგზავნელსაც არაფრად აგდებს».+
17 ის სამოცდაათი მოწაფე გახარებული დაბრუნდა. „უფალო, შენი სახელის ხსენებაზე დემონებიც კი გვემორჩილებიან“,+ — ამბობდნენ ისინი. 18 იესომ უთხრა მათ: „დავინახე, სატანა ელვასავით ჩამოვარდა+ ციდან. 19 ძალაუფლება მოგეცით, რომ ფეხით გათელოთ გველები+ და მორიელები+ და მტრის ყოველი ძალა+ დათრგუნოთ, თქვენ კი ვერაფერი გავნებთ. 20 მაგრამ ის კი ნუ გიხარიათ, რომ სულები გემორჩილებიან, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები+ ზეცაში ჩაიწერა“. 21 მაშინ იესომ დიდად გაიხარა+ წმინდა სულით და თქვა: „ყველას წინაშე გაქებ, მამა, ცისა და დედამიწის უფალო, რადგან ბრძენებსა+ და ჭკვიანებს დაუფარე ეს ყოველივე და ჩვილებს გაუმჟღავნე. დიახ, მამა, რადგან ასე იყო მოსაწონი შენთვის. 22 ყველაფერი მამაჩემმა გადმომცა.+ არავინ იცის, ვინ არის ძე, გარდა მამისა.+ ასევე, არავინ იცის, ვინ არის მამა, გარდა ძისა+ და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ გაუმჟღავნოს“.
23 შემდეგ მოწაფეებს მიუბრუნდა და უთხრა: „ბედნიერნი არიან ისინი, რომელთა თვალებიც იმას ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ,+ 24 რადგან გეუბნებით: ბევრ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდა ეხილა+ ის, რასაც თქვენ ხედავთ, და მოესმინა ის, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ არ უხილავთ და არ მოუსმენიათ“.
25 მაშინ წამოდგა ვიღაც კანონის მცოდნე+ და გამოსაცდელად ჰკითხა: „მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდრო?“+ 26 მან ჰკითხა: „კანონში რა წერია?+ რას კითხულობ?“ 27 მან უპასუხა: «„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით*, მთელი ძალითა და მთელი გონებით“+ და „გიყვარდეს მოყვასი საკუთარი თავივით“».+ 28 იესომ უთხრა: „სწორია. ასე მოიქეცი და სიცოცხლეს მიიღებ“.+
29 მაგრამ მას თავის გამართლება უნდოდა და იესოს ჰკითხა: „კი მაგრამ, ვინ არის ჩემი მოყვასი?“+ 30 იესომ მიუგო: „ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხონში მიდიოდა და ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში. ტანსაცმელი გახადეს, სცემეს, წავიდნენ და ცოცხალმკვდარი დატოვეს. 31 შემთხვევით იმ გზაზე ერთმა მღვდელმა ჩაიარა, დაინახა იგი და გზის მეორე მხარეს გადავიდა.+ 32 იმ ადგილას ლევიანმაც ჩაიარა და, როცა დაინახა, ისიც გზის მეორე მხარეს გადავიდა.+ 33 მაგრამ გზად მიმავალმა ერთმა სამარიელმა+ დაინახა იგი და გული დაეწვა. 34 მივიდა, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა,+ თავის პირუტყვზე შესვა ის კაცი, სასტუმროში მიიყვანა და მოუარა. 35 მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, სასტუმროს პატრონს მისცა და უთხრა: ამ კაცს მიმიხედე და თუ მეტი დაგეხარჯება, რომ დავბრუნდები, გადაგიხდიო. 36 როგორ ფიქრობ, რომელია ამ სამიდან ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?“+ 37 მან მიუგო: „ის, ვინც გულმოწყალება გამოავლინა+ მის მიმართ“. იესომ უთხრა: „წადი და შენც ასევე მოიქეცი“.+
38 გზა რომ განაგრძეს, იესო ერთ სოფელში შევიდა. იქ ერთმა ქალმა, სახელად მართამ,+ სახლში შეიპატიჟა. 39 მართას ჰყავდა და, მარიამი. იგი უფალს ფერხთით დაუჯდა+ და ისმენდა მის სიტყვას. 40 მართა კი ბევრ რამეზე ზრუნავდა.+ იგი იესოსთან მივიდა და უთხრა: „უფალო, ნუთუ შენთვის სულერთია, ჩემმა დამ რომ მე შემომატოვა ყველაფერი?+ უთხარი, მომეხმაროს“. 41 უფალმა მიუგო: „მართა, მართა, შენ ბევრ რამეზე წუხხარ+ და ზრუნავ.+ 42 საჭირო კი სულ ცოტაა+ ან მხოლოდ ერთი. მარიამმა უკეთესი აირჩია+ და არ წაერთმევა მას“.
11 ერთხელ იესო ლოცულობდა და როცა ლოცვა დაასრულა, ერთ-ერთმა მოწაფემ უთხრა: „უფალო, გვასწავლე ლოცვა,+ როგორც იოანემ ასწავლა თავის მოწაფეებს“.+
2 მან უთხრა მათ: „ასე ილოცეთ:+ მამა, განიწმინდოს შენი სახელი.+ მოვიდეს შენი სამეფო.+ 3 მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური.+ 4 გვაპატიე ცოდვები,+ რადგან ჩვენც ვპატიობთ ყველა ჩვენს მოვალეს.+ და ნუ შეგვიყვან ცდუნებაში“.+
5 შემდეგ უთხრა მათ: „რომელიმე თქვენგანს მეგობარი რომ ჰყავდეს, შუაღამისას მიადგეს მას და უთხრას, მეგობარო, სამი პური მასესხე, 6 მეგობარი მომივიდა ნამგზავრი და არაფერი მაქვს, რომ სუფრა გავუშალოო, 7 მან კი შიგნიდან გამოსძახოს, ნუ მაწუხებ,+ კარი ჩაკეტილია, ბავშვები ლოგინში მიწვანან, ვერ წამოვდგები, ვერაფერს მოგცემო, 8 გეუბნებით: თუმცა მეგობარია, შეიძლება არ ადგეს და არაფერი მისცეს, მაგრამ თუ დაიჟინებს,+ უეჭველად ადგება და მისცემს მას ყველაფერს, რაც სჭირდება. 9 ამიტომ გეუბნებით: ითხოვეთ+ და მოგეცემათ, ეძებეთ+ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ, 10 რადგან ვინც ითხოვს, იღებს,+ ვინც ეძებს, პოულობს, და ვინც აკაკუნებს, გაეღება. 11 რომელი მამაა თქვენ შორის, რომ შვილმა+ თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლად გველი მისცეს? 12 ან კვერცხი სთხოვოს და მორიელი მიაწოდოს? 13 ამიტომ, თუკი თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს+ იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს+ მათ, ვინც სთხოვს!“
14 მოგვიანებით ის სიმუნჯის+ დემონს დევნიდა. როცა დემონი გამოვიდა, მუნჯი ალაპარაკდა და ხალხი გაოცდა. 15 ზოგიერთი ამბობდა: ის დემონებს ბელზებელის*, დემონების მმართველის მეშვეობით დევნისო.+ 16 ზოგი კი საცდუნებლად სთხოვდა, ციდან ნიშანი+ ეჩვენებინა მათთვის. 17 მან იცოდა მათი ფიქრები+ და უთხრა: «თავისივე წინააღმდეგ გაყოფილი სამეფო გაპარტახდება და თავისივე წინააღმდეგ გაყოფილი სახლი დაიქცევა.+ 18 თუ სატანაც თავისივე წინააღმდეგ არის გაყოფილი, როგორღა გაძლებს მისი სამეფო?+ თქვენ კი ამბობთ, რომ ბელზებელის მეშვეობით ვდევნი დემონებს. 19 თუ მე ბელზებელის მეშვეობით ვდევნი დემონებს, თქვენი ძეები+ ვიღას მეშვეობით დევნიან? ამიტომ ისინი გაგასამართლებენ თქვენ. 20 თუ ღვთის ხელით*+ ვდევნი დემონებს, გვერდზე დაგრჩენიათ ღვთის სამეფო.+ 21 როცა ძლიერი+ და კარგად შეიარაღებული კაცი დარაჯობს თავის სასახლეს, არაფერი ემუქრება მის საბადებელს. 22 მაგრამ როცა მასზე ძლიერი+ დაესხმება თავს და სძლევს,+ წაიღებს მის მთელ იარაღს, რომლის იმედიც ჰქონდა, და ყველაფერს, რასაც წაართმევს, გაანაწილებს. 23 ვინც ჩემ მხარეზე არ არის, ჩემ წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ფანტავს.+
24 როცა ადამიანიდან უწმინდური სული გამოდის, უწყლო ადგილებში დადის მოსასვენებელი ადგილის საძებნელად, მაგრამ ვერ პოულობს და ამბობს: „დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი“.+ 25 მიდის და ხედავს, რომ სახლი დაგვილი და გალამაზებულია. 26 მაშინ მიდის და მოჰყავს თავისზე ბოროტი სხვა შვიდი+ სული, შედიან შიგნით და ბინავდებიან და ამ კაცისთვის ბოლო პირველზე უარესი ხდება».+
27 ამას რომ ამბობდა, ხალხში ერთმა ქალმა ხმამაღლა წამოიძახა: „ბედნიერია, ვინც მუცლით+ გატარა და ვინც ძუძუ გაწოვა!“ 28 მან კი თქვა: „ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას!“+
29 როცა ხალხი მოგროვდა, მან თქვა: „ეს თაობა ბოროტი თაობაა, ნიშანს+ ეძებს, მაგრამ იონას ნიშნის გარდა სხვა ნიშანი არ მიეცემა.+ 30 როგორც იონა+ გახდა ნიშანი ნინეველებისთვის, ისევე იქნება კაცის ძე ამ თაობისთვის. 31 სამხრეთის დედოფალი+ ამ თაობასთან ერთად აღდგება სასამართლოზე და მსჯავრს დასდებს მას, რადგან ის დედამიწის კიდეებიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად, მაგრამ აი, აქ არის სოლომონზე დიდი.+ 32 ნინეველები ამ თაობასთან ერთად აღდგებიან სასამართლოზე და მსჯავრს დასდებენ მას, რადგან მათ მოინანიეს, როცა იონამ უქადაგა,+ მაგრამ აი, აქ არის იონაზე დიდი.+ 33 ლამპარს რომ ანთებენ, სარდაფში ან საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სალამპრეზე,+ რათა შემსვლელებს გაუნათოს. 34 სხეულის ლამპარი თვალია. თუ სუფთა თვალი გაქვს, მთელი შენი სხეულიც ნათელია,+ ხოლო თუ ბოროტი თვალი გაქვს, მთელი შენი სხეულიც ბნელია. 35 ამიტომ ფხიზლად იყავი, შეიძლება შენში მყოფი სინათლე სიბნელე იყოს.+ 36 თუ მთელი შენი სხეული ნათელია და არც ერთი ნაწილი არ არის ბნელი,+ იგი სინათლის მომცემი ლამპარივით ნათელი იქნება“.
37 ამის შემდეგ ერთმა ფარისეველმა სთხოვა, ჩემთან ისადილეო.+ შიგნით რომ შევიდა, იესო სუფრასთან მიიპატიჟეს. 38 ფარისეველს გაუკვირდა, როცა დაინახა, რომ მან სადილის წინ ხელები არ დაიბანა.+ 39 უფალმა კი უთხრა მას: „თქვენ, ფარისევლები, გარედან წმენდთ სასმისსა და ჯამს, შიგნით+ კი სავსე ხართ ნაძარცვითა და ბოროტებით.+ 40 უგუნურნო! განა გარეგანის+ შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც? 41 გაეცით მოწყალებად+ შინაგანი და ყველაფერი სუფთა გექნებათ. 42 მაგრამ, ვაი თქვენ, ფარისევლებო, რადგან იხდით პიტნის, ტეგანისა და სხვა მწვანილეულის მეათედს,+ ღვთის სამართალსა და სიყვარულს კი გვერდს უვლით! ეს უნდა გაგეკეთებინათ და დანარჩენიც არ უნდა მიგეტოვებინათ.+ 43 ვაი თქვენ, ფარისევლებო, რადგან გიყვართ წინა ადგილები სინაგოგებში და მისალმება მოედნებზე!+ 44 ვაი თქვენ, რადგან შეუმჩნეველ სამარხებს ჰგავხართ, რომლებზეც ადამიანები დააბიჯებენ და არც კი იციან!“+
45 ერთმა კანონის მცოდნემ+ მიუგო: „მოძღვარო, ამით ჩვენც გვაყენებ შეურაცხყოფას“. 46 მაშინ მან უთხრა: «ვაი თქვენც, კანონის მცოდნეებო, რადგან ძნელად სატარებელ ტვირთს ჰკიდებთ ადამიანებს, თვითონ კი ამ ტვირთს თითსაც არ აკარებთ!+
47 ვაი თქვენ, რადგან სამარხებს უშენებთ წინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენმა მამა-პაპამ დახოცა!+ 48 თქვენ თქვენი მამა-პაპის საქმეების მოწმეები ხართ და იწონებთ+ მათ საქმეებს, რადგან მათ წინასწარმეტყველები დახოცეს,+ თქვენ კი სამარხებს უშენებთ. 49 ამიტომაც თქვა ღვთის სიბრძნემ:+ „გავუგზავნი წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს, ზოგს დახოცავენ და ზოგს განდევნიან, 50 რათა ამ თაობას მოეკითხოს ყველა წინასწარმეტყველის სისხლი,+ რაც კი ქვეყნიერების შექმნიდან დაღვრილა,+ 51 აბელის+ სისხლიდან ზაქარიას+ სისხლამდე, რომელიც სამსხვერპლოსა და ღვთის სახლს შორის მოკლეს“.+ გეუბნებით, ეს ამ თაობას მოეკითხება.
52 ვაი თქვენ, კანონის მცოდნეებო, რადგან წაიღეთ ცოდნის გასაღები.+ არც თქვენ შეხვედით და შემსვლელებსაც ხელი შეუშალეთ!»+
53 იქიდან რომ გავიდა, მწიგნობრები და ფარისევლები მიაწყდნენ მას და კითხვას კითხვაზე უსვამდნენ, 54 მახეს უგებდნენ,+ რომ სიტყვაში გამოეჭირათ.+
12 ამასობაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, ერთმანეთზე გადადიოდნენ. იესომ ლაპარაკი დაიწყო და პირველად თავის მოწაფეებს უთხრა: „მოერიდეთ ფარისევლების საფუარს+ — თვალთმაქცობას.+ 2 არაფერია საგულდაგულოდ დამალული, რაც არ გამოაშკარავდება, და საიდუმლო, რომელიც არ გამჟღავნდება.+ 3 რასაც სიბნელეში იტყვით, სინათლეზე მოისმენენ, და რასაც თქვენს ოთახებში დაიჩურჩულებთ, ბანებიდან იქადაგებენ.+ 4 ჩემო მეგობრებო,+ გეუბნებით: ნუ შეგეშინდებათ მათი, ვინც სხეულს კლავს და მეტი აღარაფრის გაკეთება არ შეუძლია.+ 5 მე გეტყვით, ვისი უნდა გეშინოდეთ: იმისი გეშინოდეთ,+ ვისაც მოკვლაც შეუძლია და გეენაში*+ ჩაგდების ძალაუფლებაც აქვს. გეუბნებით: მისი გეშინოდეთ.+ 6 განა ხუთ ბეღურას ორ მონეტად* არ ყიდიან? მაგრამ ღმერთს არც ერთი მათგანი არ ავიწყდება.+ 7 თქვენს თავზე კი თმაც+ დათვლილია. ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ.+
8 გეუბნებით: ვინც სხვების წინაშე აღიარებს,+ რომ ერთობაშია ჩემთან, კაცის ძეც აღიარებს ღვთის ანგელოზთა წინაშე,+ რომ ერთობაშია მასთან. 9 ვინც მე უარმყოფს+ სხვების წინაშე, უარყოფილი იქნება ღვთის ანგელოზთა წინაშე.+ 10 ვინც კაცის ძის წინააღმდეგ იტყვის სიტყვას, ეპატიება, მაგრამ წმინდა სულის გმობა არავის ეპატიება.+ 11 როცა ხალხის, მთავრობის მოხელეთა და ხელისუფალთა წინაშე მიგიყვანენ, ნუ შეგაწუხებთ იმაზე ფიქრი, რა და როგორ თქვათ თავის დასაცავად,+ 12 რადგან მაშინ წმინდა სული+ გასწავლით, რა თქვათ“.+
13 ხალხიდან ვიღაცამ უთხრა მას: „მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, მემკვიდრეობა გამიყოს“. 14 მან მიუგო: „ადამიანო, ვინ დამნიშნა თქვენს მოსამართლედ+ ანდა გამნაწილებლად?“ 15 შემდეგ უთხრა მათ: „იფხიზლეთ და თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან,+ რადგან ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“.+ 16 მაგალითი მოუყვანა მათ: «ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა. 17 თავისთვის ფიქრობდა: „რა ვქნა, ადგილი არა მაქვს მოსავლის დასაბინავებლად?“ 18 თქვა: „აი, რას ვიზამ,+ ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ დავაბინავებ მთელ ჩემს ხორბალსა და დოვლათს.+ 19 შემდეგ ვეტყვი+ ჩემს სულს*: სულო, ბევრი დოვლათი გაქვს დაგროვებული, მრავალი წლის სამყოფი, დაისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე“.+ 20 მაგრამ ღმერთმა უთხრა მას: „უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ+ და ვიღას დარჩება, რაც მოაგროვე?“+ 21 ასე ემართება კაცს, რომელიც თავისთვის აგროვებს განძს და ღვთის თვალში არ არის მდიდარი».+
22 შემდეგ თავის მოწაფეებს უთხრა: „ამიტომაც გეუბნებით: ნუღარ წუხხართ თქვენი სულისთვის, რა ჭამოთ, ნურც სხეულისთვის, რა ჩაიცვათ,+ 23 რადგან სული საჭმელზე ძვირფასია და სხეული — ტანსაცმელზე. 24 დააკვირდით ყორნებს:+ ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღელი აქვთ და არც საკუჭნაო, მაგრამ ღმერთი ასაზრდოებს მათ. თქვენ კი რამდენად უფრო ძვირფასები ხართ ფრინველებზე?+ 25 რომელ თქვენგანს შეუძლია, რომ წუხილით ერთი წყრთით გაიხანგრძლივოს სიცოცხლე?+ 26 და თუ მცირედის გაკეთება არ შეგიძლიათ, დანარჩენზე რაღას წუხხართ?+ 27 დაუკვირდით, როგორ იზრდებიან შროშანები:+ არც შრომობენ, არც ართავენ, მაგრამ გეუბნებით: დიდებული სოლომონიც კი არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.+ 28 თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, რამდენად უკეთ შეგმოსავთ თქვენ, მცირე რწმენისანო!+ 29 ამიტომ ნუღარ დაუწყებთ ძებნას, რა ჭამოთ და რა სვათ, და ნუღარ წუხხართ,+ 30 რადგან ყოველივე ამას უცხოტომელები ეძებენ მთელი მონდომებით, თქვენმა მამამ კი იცის, რომ გჭირდებათ ეს ყოველივე.+ 31 თქვენ კი ეძებეთ მისი სამეფო და ეს ყველაფერი შეგემატებათ.+
32 ნუ გეშინია,+ მცირე სამწყსოვ,+ რადგან თქვენმა მამამ მოისურვა თქვენთვის სამეფოს მოცემა.+ 33 გაყიდეთ+ თქვენი ქონება და მოწყალება გაეცით.+ გაიკეთეთ უცვეთელი ქისები და დაიგროვეთ ულევი განძი ზეცაში,+ სადაც არც ქურდი მიეკარება და არც ჩრჩილი შეჭამს. 34 ვინაიდან სადაც განძი გაქვთ, თქვენი გულიც იქ იქნება.+
35 წელზე სარტყელი+ გქონდეთ შემორტყმული, ლამპრები+ კი — ანთებული. 36 მათსავით მოიქეცით, ვინც თავიანთი ბატონის+ ქორწილიდან დაბრუნებას ელის,+ რომ როგორც კი მოვა და დააკაკუნებს,+ მაშინვე გაუღონ. 37 ბედნიერები არიან მონები, რომლებსაც ფხიზლებს ნახავს+ დაბრუნებული ბატონი! ჭეშმარიტებას გეუბნებით: ის სარტყელს შემოირტყამს,+ მონებს სუფრასთან მიიპატიჟებს, მივა და მოემსახურება მათ.+ 38 თუ მეორე ან თუნდაც მესამე გუშაგობისას მივა და მათ ასე ნახავს, ბედნიერები არიან ისინი!+ 39 იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, იფხიზლებს და სახლს არ გაატეხინებს.+ 40 თქვენც მზად იყავით, რადგან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“.+
41 მაშინ პეტრემ უთხრა: „უფალო, მარტო ჩვენთვის ამბობ ამ მაგალითს, თუ სხვებისთვისაც?“ 42 უფალმა მიუგო: „ვინ არის ერთგული და გონიერი+ მმართველი,+ რომელსაც ბატონი თავის მსახურთა მეთვალყურედ დანიშნავს, რომ დროულად მისცეს მათ თავიანთი ულუფა?+ 43 ბედნიერია ის მონა, თუ ასე მოქმედს ნახავს დაბრუნებული ბატონი!+ 44 ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ თავის ქონებას მას ჩააბარებს.+ 45 მაგრამ, თუ ეს მონა გულში იტყვის, აყოვნებს ჩემი ბატონიო+ და დაიწყებს მსახურებისა და მოახლეების ცემას, ჭამას, სმას და დათრობას,+ 46 მოვა ამ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის და იმ საათზე, რომელიც არ იცის,+ უსასტიკესად დასჯის მას და ორგულებთან დაუდებს წილს.+ 47 ის მონა, რომელსაც ესმოდა, რა იყო ბატონის ნება, მაგრამ მზად არ დახვდა და მისი ნებისამებრ არ მოიქცა, ძლიერ იცემება.+ 48 ის კი, ვისაც არ ესმოდა+ და ისე მოიქცა, რომ ცემა დაიმსახურა, ნაკლებად იცემება.+ ყველას, ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება+ და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება.+
49 დედამიწაზე ცეცხლის გასაჩაღებლად+ მოვედი და მეტი რა უნდა მინდოდეს, თუ უკვე გაჩაღებულია? 50 ნათლობით უნდა მოვინათლო და როგორი დამწუხრებული ვარ, სანამ ეს დასრულდება!+ 51 ხომ არ გგონიათ, დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი? პირიქით, განხეთქილების მოსატანად მოვედი.+ 52 დღეიდან ხუთს შორის ჩამოვარდება განხეთქილება ერთ სახლში, სამი ორის წინააღმდეგ იქნება და ორი სამის წინააღმდეგ.+ 53 განხეთქილება ჩამოვარდება და მამა ვაჟის წინააღმდეგ იქნება, ვაჟი — მამის წინააღმდეგ, დედა — ასულის წინააღმდეგ, ასული — დედის წინააღმდეგ, დედამთილი — რძლის წინააღმდეგ, რძალი — დედამთილის წინააღმდეგ“.+
54 შემდეგ ხალხსაც უთხრა: „როდესაც დასავლეთიდან მომავალ ღრუბელს დაინახავთ, მაშინვე ამბობთ, ქარიშხალი იქნებაო, და ასეც ხდება;+ 55 ხოლო როცა სამხრეთის ქარი უბერავს, ამბობთ, დიდ სიცხეებს დაიჭერსო, და ასეც ხდება. 56 თვალთმაქცნო, თუ ის იცით, როგორ დააკვირდეთ ცასა და დედამიწას, ამ დროზე დაკვირვება როგორ არ შეგიძლიათ?+ 57 თავად რატომ არ განსჯით, რა არის მართალი?+ 58 მაგალითად, როცა შენს მომჩივანთან ერთად მიდიხარ მმართველთან, შეეცადე გზაშივე მოაგვარო დავა, რომ მომჩივანმა მოსამართლესთან არ წაგიყვანოს, მოსამართლემ სასამართლოს აღმასრულებელს არ გადაგცეს და სასამართლოს აღმასრულებელმა საპყრობილეში არ ჩაგაგდოს.+ 59 გეუბნები: იქიდან ვერ გამოხვალ, სანამ უკანასკნელ მონეტას* არ გადაიხდი“.+
13 ამ დროს იქ იყვნენ ზოგიერთები, რომლებიც იესოს მოუყვნენ გალილეელთა+ შესახებ, რომელთა სისხლიც პილატემ მათივე მსხვერპლის სისხლს შეურია. 2 მან მიუგო: „ხომ არ გგონიათ, ეს გალილეელები სხვა გალილეელებზე ცოდვილები+ იყვნენ, ეს რომ დაემართათ? 3 გეუბნებით: სულაც არა, მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველა მათსავით დაიღუპებით.+ 4 ან ხომ არ გგონიათ, იმ თვრამეტ კაცს, რომლებსაც სილოამში კოშკი დაეცა და დაიხოცნენ, უფრო მეტი ვალი ჰქონდათ, ვიდრე იერუსალიმის ყველა მკვიდრს? 5 გეუბნებით: სულაც არა, მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით“.+
6 შემდეგ მათ ასეთი მაგალითი მოუყვანა: «ერთ კაცს ვენახში+ ლეღვი ედგა. მივიდა მასზე ნაყოფის სანახავად,+ მაგრამ ვერ ნახა.+ 7 მაშინ მევენახეს უთხრა: „სამი წელია+ მოვდივარ ამ ლეღვზე ნაყოფის სანახავად, მაგრამ ვერ ვპოულობ. მოჭერი.+ ტყუილად რატომ უნდა ეკავოს მიწა?“ 8 მან მიუგო: „ბატონო, წელსაც+ დააცადე, ძირს შემოვუბარავ და ნაკელს დავუყრი. 9 თუ გამოიღებს ნაყოფს, ხომ კარგი, თუ არადა, მოჭერი“».+
10 ერთხელ, შაბათს, იესო სინაგოგაში ასწავლიდა. 11 იქ იყო ერთი ქალი, თვრამეტი წელი უძლურების დემონით+ შეპყრობილი, წელში იყო მოხრილი და ვერ იმართებოდა. 12 იესომ რომ დაინახა, უთხრა მას: „გათავისუფლებული+ ხარ უძლურებისგან“. 13 ხელები დაადო მას და ქალიც მაშინვე გაიმართა+ და ღვთის განდიდება დაიწყო. 14 სინაგოგის წინამძღვარი კი აღშფოთდა, რომ იესომ შაბათს განკურნა ავადმყოფი, და ხალხს ეუბნებოდა: „საქმის საკეთებლად ექვსი დღე არსებობს.+ იმ დღეებში მოდით და განიკურნეთ, მაგრამ არა შაბათს“.+ 15 უფალმა მის სიტყვებზე თქვა: „თვალთმაქცნო,+ განა შაბათს თითოეული თქვენგანი არ უშვებს თავის ხარს ან ვირს ბაგიდან და არ მიჰყავს წყლის დასალევად?+ 16 მაშ, განა არ შეიძლებოდა შაბათს ამ ქალის, აბრაამის ასულის+ გათავისუფლება, რომელიც თვრამეტი წელი ჰყავდა სატანას შებორკილი?“ 17 ეს რომ თქვა, მის მოწინააღმდეგეებს შერცხვათ,+ ხალხს კი ახარებდა მის მიერ გაკეთებული დიდებული საქმეები.+
18 შემდეგ მან თქვა: „რისი მსგავსია ღვთის სამეფო, რას შევადარო?+ 19 ის ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც კაცმა აიღო და თავის ბაღში დათესა. მარცვალი გაიზარდა, ხედ იქცა და ცის ფრინველებმა+ დაიბუდეს მის ტოტებში“.+
20 შემდეგ ისევ თქვა: „რას შევადარო ღვთის სამეფო? 21 ის ჰგავს საფუარს, რომელიც ქალმა აიღო და სამ დიდ საწყაო ფქვილს შეაზილა*, რომ ცომი გაფუებულიყო“.+
22 დადიოდა იგი ქალაქიდან ქალაქში და სოფლიდან სოფელში, ასწავლიდა და გზას იერუსალიმისკენ განაგრძობდა.+ 23 ერთმა კაცმა ჰკითხა: „უფალო, ცოტანი გადარჩებიან?“+ მან უთხრა მათ: 24 «ძალ-ღონე არ დაიშუროთ+ ვიწრო კარში შესასვლელად,+ რადგან გეუბნებით: ბევრი ეცდება შესვლას, მაგრამ ვერ შევლენ.+ 25 როცა სახლის პატრონი ადგება და კარს ჩაკეტავს, მაშინ თქვენ გარეთ იდგებით, დაიწყებთ კარზე კაკუნს და ეტყვით: „ბატონო, გაგვიღე!“+ ის კი მოგიგებთ: „არ ვიცი, ვინა ხართ“.+ 26 მაშინ ეტყვით: „შენთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით, შენ ჩვენს მთავარ ქუჩებში ასწავლიდი“.+ 27 ის კი გეტყვით: „არ ვიცი, ვინა ხართ. გამშორდით, უმართლობის მოქმედნო!“+ 28 იქ მოჰყვებით ტირილსა და კბილთა ღრჭენას,+ როცა იხილავთ აბრაამს, ისაკს, იაკობსა და ყველა წინასწარმეტყველს ღვთის სამეფოში,+ ხოლო თქვენს თავს გარეთ გამოყრილთ. 29 მოვა ხალხი აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან+ და სუფრასთან იქნებიან მიწვეული ღვთის სამეფოში.+ 30 და, აი, ბოლოები პირველები იქნებიან და პირველები — ბოლოები».+
31 მაშინ მივიდა რამდენიმე ფარისეველი და უთხრეს მას: „წადი, გაეცალე აქაურობას, ჰეროდე* მოკვლას გიპირებს“. 32 მან უთხრა მათ: «წადით და უთხარით იმ მელას:+ დღეს და ხვალ დემონებს ვდევნი და ავადმყოფებს ვკურნავ, მესამე დღეს კი დავასრულებ.+ 33 მაგრამ გზაში უნდა ვიყო დღეს, ხვალ და ზეგ, რადგან დაუშვებელია წინასწარმეტყველის დაღუპვა იერუსალიმის გარეთ.+ 34 იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო+ და შენთან გამოგზავნილთა ჩამქოლავო,+ რამდენჯერ მოვინდომე შენი შვილების შეკრება, როგორც კრუხი იკრებს ფრთებქვეშ+ თავის წიწილებს, მაგრამ არ ინდომეთ!+ 35 აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი სახლი.+ გეუბნებით, ამიერიდან ვეღარ მიხილავთ, სანამ არ იტყვით: „კურთხეულია იეჰოვას სახელით მომავალი!“»+
14 ერთხელ, როცა იესო შაბათს ფარისეველთა ერთ-ერთი უფროსის სახლში საჭმელად შევიდა,+ მათ თვალთვალი დაუწყეს.+ 2 და აი, დაინახა მან წყალმანკით დაავადებული კაცი. 3 იესომ კანონის მცოდნეებსა და ფარისევლებს ჰკითხა: „ნებადართულია შაბათს განკურნება?“+ 4 ისინი დუმდნენ. მაშინ მან ხელი მოჰკიდა იმ კაცს, განკურნა და გაუშვა. 5 შემდეგ უთხრა მათ: „რომელიმე თქვენგანს რომ შაბათს+ შვილი ან ხარი ჭაში ჩაუვარდეს,+ განა მაშინვე არ ამოიყვანს?“ 6 ვერავინ შეძლო შეპასუხება.+
7 იესომ შეამჩნია, რომ მიწვეულები საპატიო ადგილებს ირჩევდნენ და მაგალითი მოუყვანა მათ:+ 8 «როცა ქორწილში დაგპატიჟებენ, ნუ აირჩევ ყველაზე საპატიო ადგილს.+ შეიძლება შენზე უფრო პატივცემულიც იყოს დაპატიჟებული, 9 მოვიდეს მასპინძელი და გითხრას: „დაუთმე ამ კაცს ადგილი“. მაშინ შერცხვენილს მოგიწევს ყველაზე არასაპატიო ადგილის დაკავება.+ 10 როცა დაგპატიჟებენ, მიდი და ყველაზე არასაპატიო ადგილი+ დაიკავე და როცა მასპინძელი მოვა, გეტყვის: „მეგობარო, გადაბრძანდი საპატიო ადგილზე“. მაშინ სხვა სტუმრების წინაშე პატივი დაგედება.+ 11 ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება».+
12 შემდეგ მასპინძელს უთხრა: „როცა სადილს ან ვახშამს მოამზადებ, ნუ დაპატიჟებ შენს მეგობრებს, ძმებს, ნათესავებს ან მდიდარ მეზობლებს. შეიძლება როდისმე მათაც დაგპატიჟონ და ეს იქნება შენი საზღაური. 13 როცა ნადიმს გამართავ, დაპატიჟე ღარიბები, ხეიბრები, კოჭლები და უსინათლოები+ 14 და ბედნიერი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ გადაგიხადონ. მართალთა აღდგომისას+ გადაგეხდება“.
15 ეს რომ მოისმინა, ერთ-ერთმა სტუმარმა უთხრა: „ბედნიერია, ვინც ღვთის სამეფოში ჭამს პურს“.+
16 იესომ უთხრა მას: «ერთმა კაცმა დიდი ვახშამი გამართა და ბევრი დაპატიჟა.+ 17 ვახშმის საათი იყო, როცა გაგზავნა თავისი მონა, რომ დაპატიჟებულთათვის ეთქვა, მობრძანდით,+ ყველაფერი მზად არისო. 18 მაგრამ ყველამ რაღაცა მოიმიზეზა.+ პირველმა უთხრა, მინდორი ვიყიდე და სანახავად უნდა წავიდე, მაპატიეო.+ 19 მეორემ უთხრა, ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ, მაპატიეო.+ 20 მესამემ უთხრა, ცოლი ახალი მოყვანილი მყავს+ და ვერ მოვალო. 21 მივიდა მონა და ეს ყოველივე ბატონს შეატყობინა. სახლის პატრონი განრისხდა და მონას უთხრა: „სასწრაფოდ გადი ქალაქში, მოიარე ყველა ქუჩა, განიერიც და ვიწროც, და წამოიყვანე ღარიბები, ხეიბრები, უსინათლოები და კოჭლები“.+ 22 ცოტა ხნის შემდეგ მონამ უთხრა: „ბატონო, შევასრულე შენი ბრძანება, მაგრამ კიდევ არის ადგილი“. 23 ბატონმა მიუგო: „გადი გზებზე+ და ორღობეებში და ძალით წამოიყვანე ხალხი, რომ აივსოს ჩემი სახლი.+ 24 გეუბნებით: ვერც ერთი დაპატიჟებული ვერ გაუსინჯავს გემოს ჩემს ვახშამს“».+
25 დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა მას. იესო მიუბრუნდა მათ და უთხრა: 26 „ვინც ჩემთან მოდის და არ სძულს მამამისი, დედამისი, ცოლ-შვილი, ძმები, დები და თავისი სულიც*+ კი, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.+ 27 ვინც არ ატარებს თავის წამების ბოძს* და არ მომყვება, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.+ 28 მაგალითად, რომელიმე თქვენგანმა კოშკის აშენება რომ მოისურვოს, განა ჯერ არ დაჯდება და არ გამოთვლის ხარჯებს,+ რომ ნახოს, აქვს თუ არა საკმარისი სახსრები მის დასამთავრებლად? 29 სხვაგვარად, შეიძლება საძირკველი ჩაყაროს, მაგრამ მშენებლობა ვერ დაამთავროს, და ყველამ, ვინც დაინახავს, მასხრად აიგდოს. 30 იტყვიან, ამ კაცმა შენება დაიწყო და ვეღარ დაამთავრაო. 31 ან რომელი მეფეა, რომ სანამ სხვა მეფესთან საბრძოლველად წავიდოდეს, არ დაჯდეს და არ მოითათბიროს, გაუმკლავდება თუ არა ათი ათასით ოციათასიან მოწინააღმდეგეს?+ 32 თუ ვერ გაუმკლავდება, სანამ ის მეფე ჯერ კიდევ შორს არის, ელჩებს გაუგზავნის მას და ზავის დადებას სთხოვს.+ 33 ასევე, ვერც ერთი თქვენგანი, ვინც არ დათმობს მთელ თავის საკუთრებას,+ ვერ იქნება ჩემი მოწაფე.
34 მარილი, რა თქმა უნდა, კარგია. მაგრამ, თუ მარილი ძალას დაკარგავს, რაღა დაუბრუნებს მარილიანობას?+ 35 არც ნიადაგისთვის ივარგებს და არც ნაკელისთვის. ამიტომ მას გარეთ ყრიან. ვისაც ყური აქვს მოსასმენად, მოისმინოს“.+
15 გადასახადების ამკრეფები+ და ცოდვილები+ მასთან მიდიოდნენ მოსასმენად. 2 ფარისევლები და მწიგნობრები დრტვინავდნენ: „ცოდვილებს იღებს და მათთან ერთად ჭამს“.+ 3 იესომ მათ ასეთი მაგალითი მოუყვანა: 4 „რომელიმე თქვენგანს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბურ ადგილას, არ წავა და არ მოძებნის დაკარგულს, სანამ არ იპოვის?+ 5 როცა იპოვის, სიხარულით მხრებზე შეისვამს.+ 6 სახლში რომ დაბრუნდება, მეგობრებსა და მეზობლებს დაუძახებს და ეტყვის, თქვენც იხარეთ ჩემთან ერთად, დაკარგული ცხვარი ვიპოვეო.+ 7 გეუბნებით: ერთი მომნანიებელი ცოდვილის+ გამო უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომლებსაც მონანიება არ სჭირდებათ.+
8 ქალს რომ ათი დრაქმა* ჰქონდეს და ერთი დრაქმა დაეკარგოს, განა არ აანთებს ლამპარს, არ გამოგვის სახლს და გულმოდგინედ არ მოძებნის, სანამ არ იპოვის? 9 როცა იპოვის, დაუძახებს ქალებს, თავის მეგობრებსა და მეზობლებს, და ეტყვის, თქვენც იხარეთ ჩემთან ერთად, რადგან დაკარგული დრაქმა ვიპოვეო. 10 გეუბნებით: ასევე ხარობენ ღვთის ანგელოზები ერთი მომნანიებელი ცოდვილის გამო“.+
11 შემდეგ უთხრა მათ: «ერთ კაცს ორი ვაჟი ჰყავდა.+ 12 უმცროსმა უთხრა მამას: „მამა, მომეცი ჩემი წილი საკუთრება“.+ მანაც გაუყო შვილებს ქონება.+ 13 მოგვიანებით, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, უმცროსმა ვაჟმა მოაგროვა ყველაფერი, შორეულ ქვეყანაში წავიდა და თავისი ქონება აღვირახსნილი ცხოვრებით გაფლანგა.+ 14 როცა ყველაფერი დახარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა დაიწყო და გაუჭირდა. 15 წავიდა და ერთ იქაურ კაცს შეეკედლა, მან კი ღორების მწყემსად გაგზავნა მინდორში.+ 16 ნატრობდა, ღორების საჭმელი კერატით გამძღარიყო, მაგრამ იმასაც არავინ აძლევდა.+
17 გონს რომ მოეგო, თქვა: „მამაჩემს ამდენი მოჯამაგირე ჰყავს და ყველას უხვად აქვს პური, მე კი აქ შიმშილით ვკვდები! 18 ავდგები, წავალ+ მამაჩემთან და ვეტყვი: მამა, შევცოდე ზეცის წინაშე და შენ წინაშე.+ 19 აღარა ვარ ღირსი, შენი ვაჟი მერქვას. მოჯამაგირედ დამიყენე-მეთქი“. 20 ადგა და მამამისთან წავიდა. როცა ჯერ კიდევ შორს იყო, მამამისმა დაინახა და გული დაეწვა. გაიქცა, კისერზე შემოეხვია და დაკოცნა. 21 ვაჟმა უთხრა: „მამა, შევცოდე ზეცის წინაშე და შენ წინაშე.+ აღარა ვარ ღირსი, შენი ვაჟი მერქვას. მოჯამაგირედ დამიყენე“.+ 22 მაგრამ მამამ თავის მონებს უთხრა: „სასწრაფოდ გამოუტანეთ საუკეთესო გრძელი სამოსელი+ და ჩააცვით, ხელზე ბეჭედი გაუკეთეთ+ და ფეხზე სანდლები ჩააცვით. 23 გამოიყვანეთ ნასუქი+ მოზვერი და დაუკალით. ვჭამოთ და ვიმხიარულოთ, 24 რადგან ეს ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა,+ დაკარგული იყო და გამოჩნდა“. და დაიწყეს მხიარულება.
25 იმ დროს უფროსი ვაჟი+ მინდორში იყო და შინისაკენ მიმავალს, სახლს როცა უახლოვდებოდა, მუსიკისა და ცეკვის ხმა შემოესმა. 26 ერთ მსახურს დაუძახა და ჰკითხა, რა ხდებაო. 27 მან უპასუხა, შენი ძმა+ მოვიდა და მამაშენმა+ ნასუქი მოზვერი დაუკლა, რადგან ჯანმრთელი დაუბრუნდაო. 28 ის კი განრისხდა და არ უნდოდა შიგნით შესვლა. მამამისი გამოვიდა და ეხვეწებოდა, შემოდიო.+ 29 მან მიუგო: „ამდენი წელია მონასავით გემსახურები, შენი მცნება არასდროს დამირღვევია, შენ კი ერთი თიკანიც არ მოგიცია, რომ მეგობრებთან მემხიარულა.+ 30 მაგრამ როგორც კი მოვიდა ეგ შენი ვაჟი,+ რომელმაც მთელი შენი ქონება მეძავებში+ გაფლანგა, ნასუქი მოზვერი დაუკალი“.+ 31 მამამ უთხრა: „შვილო, შენ ყოველთვის ჩემთანა ხარ და რაც მაქვს, ყველაფერი შენია,+ 32 მაგრამ უნდა ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, რადგან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა“».+
16 შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: «ერთ მდიდარ კაცს სახლის მმართველი ჰყავდა,+ რომელზეც ამბავი მიუტანეს, შენს ქონებას ანიავებსო.+ 2 მან დაიბარა იგი და უთხრა: „ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი მმართველობის ანგარიში,+ აღარ იქნები სახლის მმართველი“. 3 სახლის მმართველმა გულში გაიფიქრა: „რა ვიღონო? ჩემი ბატონი+ მმართველობას ჩამომართმევს. ბარვის თავი არა მაქვს და მათხოვრობისა მრცხვენია. 4 აჰა, ვიცი, როგორ მოვიქცე, რომ სახლის მმართველობას როცა ჩამომართმევენ, ხალხმა თავიანთ სახლებში მიმიღოს“.+ 5 სათითაოდ დაიბარა თავისი ბატონის ყველა მოვალე და ჰკითხა პირველს: „რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?“ 6 „ასი ბათი* ზეითუნის ზეთი“, — მიუგო მოვალემ. მან უთხრა: „აიღე შენი თამასუქი, დაჯექი და სასწრაფოდ დაწერე ორმოცდაათი“. 7 შემდეგ სხვას ჰკითხა: „შენ რამდენიღა გმართებს?“ მან მიუგო: „ასი ქორი* ხორბალი“, მან კი უთხრა: „აიღე შენი თამასუქი და დაწერე ოთხმოცი“. 8 ბატონმა შეაქო სახლის უმართლო მმართველი, რადგან წინდახედულად მოიქცა.+ ქვეყნიერების* ძეები უფრო წინდახედულები არიან თავიანთი თაობის ხალხში, ვიდრე სინათლის ძეები.+
9 გეუბნებით: შეიძინეთ მეგობრები+ უმართლო სიმდიდრით,+ რათა, როცა ის ძალას დაკარგავს, მათ სამუდამო სამკვიდროში მიგიღონ.+ 10 მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია, მცირედში უმართლო კი ბევრშიც უმართლოა.+ 11 ამიტომ, თუ უმართლო სიმდიდრეში არ ხართ ერთგული, ჭეშმარიტს ვინ მოგანდობთ?+ 12 და თუ სხვისაში არა ხართ ერთგული,+ თქვენსას ვინ მოგცემთ? 13 ვერც ერთი მოსამსახურე ვერ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს თან გადაჰყვება და მეორეს არაფრად ჩააგდებს. ვერ იქნებით ღვთის მონებიც და სიმდიდრისაც».+
14 ფულის მოყვარული ფარისევლები კი ისმენდნენ ამ ყველაფერს და დასცინოდნენ მას.+ 15 იესომ უთხრა მათ: «თქვენ თქვენი თავი მართლებად მოგაქვთ ადამიანთა წინაშე,+ მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გულები,+ რადგან, რაც ადამიანის თვალში ამაღლებულია, ღვთის თვალში ის სისაძაგლეა.+
16 კანონი და წინასწარმეტყველთა წიგნები იოანემდე იყო.+ მას შემდეგ სასიხარულო ცნობა ვრცელდება ღვთის სამეფოს შესახებ და ყველანაირი ადამიანი ისწრაფვის მისკენ მთელი ძალით.+ 17 უფრო ადვილია, ცა და დედამიწა მოისპოს,+ ვიდრე კანონის ერთი ასოს ნაწილაკი+ დარჩეს შეუსრულებელი.+
18 ვინც ცოლს ეყრება და სხვაზე ქორწინდება, მრუშობს, და ვინც ქმარგაცილებულ ქალს ირთავს, მრუშობს.+
19 იყო ერთი მდიდარი კაცი,+ რომელიც ძოწისფერ ტანსაცმელსა და ბისონს იცვამდა და ყოველდღე დიდად მხიარულობდა.+ 20 ერთი მათხოვარი კი, სახელად ლაზარე, მის ჭიშკართან მიჰყავდათ ხოლმე, თავიდან ფეხებამდე დაწყლულებული, 21 და მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომას ნატრობდა. მოდიოდნენ ძაღლები და წყლულებს ულოკავდნენ. 22 გავიდა დრო, მოკვდა მათხოვარი+ და ანგელოზებმა აბრაამის+ მკერდთან+ მიიყვანეს.
მოკვდა მდიდარიც+ და დამარხეს. 23 სამარეში*, ტანჯვაში მყოფმა,+ აღაპყრო თვალები და შორიდან დაინახა აბრაამი და მის მკერდთან ლაზარე. 24 დაუძახა: „მამა აბრაამ,+ შემიწყალე და გამოგზავნე ლაზარე, რომ თითის წვერი დაისველოს წყალში და ენა გამიგრილოს,+ ვიტანჯები ამ მოგიზგიზე ცეცხლში“.+ 25 აბრაამმა მიუგო: „შვილო, გაიხსენე, რომ შენ სიცოცხლეში სრულად მიიღე ყოველივე კარგი, ლაზარემ კი — ყოველივე ცუდი. ახლა ის ნუგეშცემულია აქ, შენ კი იტანჯები.+ 26 თანაც ჩვენ შორის დიდი უფსკრულია,+ ვერც აქედან თქვენთან გადმოსვლის მსურველები გადმოვლენ+ თქვენთან და მანდედან ჩვენთან გადმოსვლაც შეუძლებელია“.+ 27 მაშინ მან უთხრა: „მამა, თუ ასეა, გეხვეწები, გაგზავნე ლაზარე მამაჩემის სახლში, 28 რათა საფუძვლიანად დაუმოწმოს ჩემს ხუთ ძმას, რომ ისინიც არ მოხვდნენ ამ სატანჯველ ადგილას“. 29 აბრაამმა მიუგო: „მათ აქვთ მოსესა+ და წინასწარმეტყველთა+ წიგნები, იმათ უსმინონ“.+ 30 მან კი უთხრა: „არა, მამა აბრაამ, თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, მოინანიებენ“. 31 აბრაამმა უთხრა მას: „თუ მოსესა+ და წინასწარმეტყველთა წიგნებს არ უსმენენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, ესეც არ დაარწმუნებთ“».
17 შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „დაბრკოლების მიზეზები აუცილებლად იქნება,+ მაგრამ ვაი მას, ვისგანაც იქნება!+ 2 მისთვის უმჯობესი იქნებოდა დოლაბი დაეკიდათ კისერზე და ზღვაში ჩაეგდოთ,+ ვიდრე ერთი ამ მცირეთაგანი დაებრკოლებინა.+ 3 დაუკვირდით საკუთარ თავს. თუ შენი ძმა შესცოდავს, გაუწყერი,+ და თუ მოინანიებს, აპატიე.+ 4 დღეში შვიდჯერაც რომ შესცოდოს შენ წინააღმდეგ და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას, ვინანიებო, აპატიე“.+
5 მოციქულებმა უფალს უთხრეს: „რწმენა განგვიმტკიცე“.+ 6 უფალმა მიუგო: «მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ, ეტყოდით ამ შავი თუთის ხეს, ამოიძირკვე და ზღვაში გადაირგეო, და დაგემორჩილებოდათ.+
7 რომელიმე თქვენგანს რომ მონა ჰყავდეს, მხვნელი ან მწყემსი, განა ეტყვის მას მინდვრიდან დაბრუნებისას, დროზე მოდი სუფრასთანო? 8 განა არ ეტყვის, მომიმზადე ვახშამი, შემოირტყი სარტყელი და მემსახურე, სანამ ვჭამ და ვსვამ, შენ კი მერე ჭამე და სვიო? 9 განა გადაუხდის მადლობას მონას დავალების შესრულებისთვის? 10 ასევე თქვენც, როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც გევალებათ, თქვით: „უსარგებლო მონები ვართ.+ ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა“».
11 იერუსალიმში რომ მიდიოდა, მან სამარია და გალილეა გაიარა.+ 12 ერთ სოფელში შესვლისას ათმა კეთროვანმა+ შორიდან დაინახა იგი და ფეხზე წამოდგნენ. 13 ისინი ხმამაღლა გაიძახოდნენ: „იესო, მოძღვარო, შეგვიწყალე!“+ 14 იესომ დაინახა ისინი და უთხრა: „წადით, მღვდლებს ეჩვენეთ“.+ ისინი წავიდნენ და გზაში განიწმინდნენ.+ 15 ერთი მათგანი, როცა დაინახა რომ განიკურნა, დაბრუნდა და ხმამაღლა ადიდებდა+ ღმერთს. 16 თუმცა სამარიელი იყო,+ იესოს ფეხებთან+ პირქვე დაემხო და მადლობა გადაუხადა. 17 იესომ იკითხა: „ათნი არ განიწმინდნენ? დანარჩენი ცხრა სადღაა? 18 ნუთუ არც ერთი არ დაბრუნდა ღვთის სადიდებლად ამ უცხოტომელის გარდა?“ 19 და უთხრა მას: „ადექი და წადი, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა“.+
20 როცა ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვაო ღვთის სამეფო,+ მან უპასუხა: „ღვთის სამეფო შეუმჩნევლად მოვა, 21 არ იტყვის ხალხი, აი აქ+ არის ან იქ არისო, რადგან ღვთის სამეფო თქვენ შორისაა“.+
22 შემდეგ მოწაფეებს უთხრა: „მოვა დრო, როცა მოისურვებთ, კაცის ძის ერთი დღე მაინც იხილოთ, მაგრამ ვერ იხილავთ.+ 23 გეტყვით ხალხი: აი იქ არისო, ან აქ არისო.+ ნუ წახვალთ და ნუ გაედევნებით,+ 24 ვინაიდან როგორც ელვა ანათებს+ ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე, ასევე იქნება კაცის ძეც.+ 25 ოღონდ ჯერ მრავალი ტანჯვა უნდა გამოიაროს და უარყოფილ იქნეს ამ თაობის მიერ.+ 26 როგორც ნოეს დროს იყო,+ ისევე იქნება კაცის ძის დროსაც:+ 27 ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, სანამ ნოე კიდობანში შევიდოდა. მერე მოვიდა წარღვნა და ყველა დაღუპა.+ 28 ლოტის დროსაც ასე იყო:+ ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდულობდნენ, ყიდდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ. 29 მაგრამ იმ დღეს, როცა ლოტი სოდომიდან გამოვიდა, ცეცხლისა და გოგირდის წვიმა წამოვიდა ციდან და ყველა მოსპო.+ 30 ასევე იქნება იმ დღეს, როცა კაცის ძე გამოცხადდება.+
31 იმ დღეს თუ ვინმე ბანზე იქნება, ხოლო მისი ნივთები — სახლში, ნუ ჩამოვა მათ ასაღებად, და თუ ვინმე მინდორში იქნება, უკან ნუ დაბრუნდება დარჩენილი ნივთებისთვის. 32 გახსოვდეთ ლოტის ცოლი.+ 33 ვინც თავისი სულის* გადარჩენას ცდილობს, დაკარგავს მას, ხოლო ვინც კარგავს, ის ცოცხლად შეინარჩუნებს მას.+ 34 გეუბნებით: იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლში. ერთს წაიყვანენ, მეორეს დატოვებენ.+ 35 ორი ქალი დაფქვავს ერთი ხელსაფქვავით: ერთს წაიყვანენ, მეორეს დატოვებენ“.+ 36 —— 37 მათ ჰკითხეს: „სად, უფალო?“ მან მიუგო: „სადაც ლეშია,+ იქ არწივებიც მოგროვდებიან“.+
18 შემდეგ მათ მაგალითი მოუყვანა იმაზე, რომ საჭიროა ყოველთვის ილოცონ და სულით არ დაეცნენ:+ 2 «ერთ ქალაქში იყო ერთი მოსამართლე, რომელსაც ღვთისა არ ეშინოდა და პატივს არავის სცემდა. 3 იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი, რომელიც განუწყვეტლივ დადიოდა+ მასთან და სთხოვდა, მე და ჩემი მომჩივანი სამართლიანად განგვსაჯეო. 4 მოსამართლე დიდხანს უარობდა, მაგრამ მერე გულში თქვა: „ღვთისა არ მეშინია და პატივს არავის ვცემ, 5 მაგრამ, რადგან ამ ქვრივმა ასე შემაწუხა,+ გავუჩენ სამართალს, რომ აღარ მოვიდეს და ბოლო არ მომიღოს“».+ 6 შემდეგ უფალმა თქვა: „გაიგეთ, რა თქვა უმართლო მოსამართლემ? 7 განა ღმერთი არ გაუჩენს სამართალს+ თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ შეღაღადებენ, თუმცა სულგრძელია+ მათ მიმართ? 8 გეუბნებით: მალე გაუჩენს მათ სამართალს.+ მაგრამ პოვებს კაცის ძე რწმენას დედამიწაზე, როცა მოვა?“
9 ზოგიერთებს, ვისაც სჯეროდა, რომ მართლები იყვნენ+ და სხვებს არაფრად აგდებდნენ, ასეთი მაგალითი მოუყვანა:+ 10 «ორი კაცი ავიდა ტაძარში, რომ ელოცათ: ერთი ფარისეველი, ხოლო მეორე გადასახადების ამკრეფი. 11 ფარისეველი იდგა+ და გულში ლოცულობდა:+ „ღმერთო, გმადლობ, რომ ისეთი არა ვარ, როგორებიც სხვები — გამომძალველები, უმართლოები, მრუშები, თუნდაც ეს გადასახადების ამკრეფი.+ 12 კვირაში ორჯერ ვმარხულობ და ყოველი ჩემი შენაძენიდან მეათედს ვიხდი“.+ 13 გადასახადების ამკრეფი კი მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, თვალები ცისკენ აეპყრო, მკერდში იცემდა+ და ამბობდა: „ღმერთო, შემიწყალე მე ცოდვილი“.+ 14 გეუბნებით: ეს კაცი უფრო მართალი წავიდა სახლში,+ ვიდრე ის, ვინაიდან ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება».+
15 ხალხს მასთან თავიანთი ჩვილებიც მიჰყავდა, რომ შეხებოდა. ხედავდნენ ამას მოწაფეები და კიცხავდნენ მათ.+ 16 იესომ მოიხმო პატარები და თქვა: „მოუშვით ბავშვები ჩემთან, ნუ აკავებთ, რადგან მაგათნაირებისაა ღვთის სამეფო.+ 17 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სამეფოს, ვერ შევა მასში“.+
18 ერთმა მმართველმა ჰკითხა: „კარგო მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდრო?“+ 19 იესომ მიუგო: «რატომ მიწოდებ კარგს? არავინ არის კარგი, გარდა ერთისა, ღვთისა.+ 20 ხომ იცი მცნებები:+ „არ იმრუშო,+ არ მოკლა,+ არ მოიპარო,+ არ გამოხვიდე ცრუმოწმედ,+ პატივი ეცი მამას და დედას“».+ 21 მან თქვა: „ამ ყველაფერს ბავშვობიდან ვიცავ“.+ 22 იესომ მიუგო: „ერთიღა გაკლია: რაც გაქვს, ყველაფერი გაყიდე, ღარიბებს დაურიგე და გექნება განძი ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი“.+ 23 ეს რომ მოისმინა, დიდად დანაღვლიანდა, რადგან ძალიან მდიდარი იყო.+
24 იესომ შეხედა მას და თქვა: „რა ძნელი იქნება ღვთის სამეფოში შესვლა მათთვის, ვისაც ფული აქვს!+ 25 აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სამეფოში“.+ 26 ვინც ეს მოისმინა, თქვა: „ვინღა გადარჩება?“ 27 მან მიუგო: „რაც ადამიანისთვის შეუძლებელია, ღვთისთვის შესაძლებელია“.+ 28 პეტრემ უთხრა: „ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ და შენ გამოგყევით“.+ 29 მან მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: არავინ არის ისეთი, რომ ღვთის სამეფოს გულისთვის დატოვოს სახლი ან ცოლი, ან ძმები, ან მშობლები, ან შვილები+ 30 და ბევრად მეტი არ მიიღოს ახლა, მომავალში* კი — მარადიული სიცოცხლე“.+
31 შემდეგ ცალკე გაიყვანა თორმეტი და უთხრა: „აი, ავდივართ იერუსალიმში და ყველაფერი შესრულდება, რაც წინასწარმეტყველებს+ აქვთ დაწერილი კაცის ძის შესახებ.+ 32 გადასცემენ უცხოტომელებს, მასხრად აიგდებენ,+ შეურაცხყოფენ,+ შეაფურთხებენ,+ 33 გაშოლტავენ+ და მოკლავენ,+ მაგრამ მესამე დღეს აღდგება“.+ 34 მათ მისი ნათქვამიდან ვერაფერი გაიგეს. ეს სიტყვები დაფარული იყო მათთვის და არ იცოდნენ, რაზე ლაპრაკობდა.+
35 იმ დროს, როცა იესო იერიხონს უახლოვდებოდა, გზის პირას ერთი უსინათლო იჯდა და მათხოვრობდა.+ 36 მომავალი ხალხის ხმა რომ შემოესმა, იკითხა, რა ამბავიაო. 37 უთხრეს, იესო ნაზარეთელი მოდისო.+ 38 მაშინ მან დაიყვირა: „იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!“+ 39 წინ მიმავალმა ხალხმა მკაცრად უთხრა მას, რომ გაჩუმებულიყო. ის კი უფრო აყვირდა: „დავითის ძეო, შემიწყალე!“+ 40 იესო შეჩერდა და ბრძანა, ის კაცი მასთან მიეყვანათ.+ როცა მივიდა მასთან, იესომ ჰკითხა: 41 „რა გინდა, რა გაგიკეთო?“+ მან მიუგო: „თვალი ამიხილე, უფალო“.+ 42 იესომ უთხრა: „აგეხილოს. შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა“.+ 43 მაშინვე აეხილა თვალი,+ გაჰყვა მას და ღმერთს ადიდებდა.+ ამის შემყურე მთელი ხალხიც ადიდებდა ღმერთს.
19 იესო იერიხონში+ შევიდა და ქალაქზე გაიარა. 2 იქ იყო ერთი მდიდარი კაცი, სახელად ზაქე, გადასახადების ამკრეფთა უფროსი. 3 უნდოდა დაენახა,+ ვინ იყო ეს იესო, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ შეძლო, რადგან ტანდაბალი იყო. 4 ამიტომ წინ გაიქცა და სიკომორის ხეზე ავიდა, რათა დაენახა იესო, რომელსაც იმ გზაზე უნდა გაევლო. 5 იქამდე რომ მივიდა, იესომ მაღლა აიხედა და უთხრა მას: „ზაქე, სწრაფად ჩამოდი, დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე“. 6 ისიც მაშინვე ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იესო. 7 ვინც ეს დაინახა, ყველამ დრტვინვა დაიწყო,+ ცოდვილ კაცთან შევიდა ღამის გასათევადო. 8 ზაქე კი ადგა და უთხრა უფალს: „აი, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს ვაძლევ და რაც კი ვინმესთვის ცრუ ბრალდებით გამომიძალავს,+ ოთხმაგად ვუბრუნებ“.+ 9 მაშინ იესომ მიუგო: „ხსნის დღე დაუდგა ამ სახლს, ვინაიდან ეს კაციც აბრაამის ძეა.+ 10 კაცის ძე დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად მოვიდა“.+
11 როცა მოწაფეები ისმენდნენ ამას, მან ერთი მაგალითიც დაურთო, რადგან ის იერუსალიმთან იყო და მათ ეგონათ, რომ უცბად გამოჩნდებოდა ღვთის სამეფო.+ 12 «ერთი დიდგვაროვანი შორეულ ქვეყანაში წავიდა, რომ სამეფო ძალაუფლება მიეღო და უკან დაბრუნებულიყო.+ 13 დაუძახა თავის ათ მონას, ათი მინა* მისცა და უთხრა, ბრუნვაში გაუშვით ჩემს დაბრუნებამდეო.+ 14 თანამოქალაქეებმა, რომლებსაც სძულდათ+ იგი, უკან ელჩები დაადევნეს და დააბარეს, არ გვინდა, ჩვენზე იმეფოსო.+
15 როცა სამეფო ძალაუფლება მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა, დაებარებინათ მასთან ის მონები, რომლებსაც ვერცხლის ფული მისცა, რომ გაეგო, რა მოიგეს, ფული რომ ბრუნვაში გაუშვეს.+ 16 მივიდა პირველი მონა და მოახსენა: „ბატონო, შენმა მინამ ათი მინა მოიგო“.+ 17 მან მიუგო: „ყოჩაღ, კარგი მონა ხარ! რადგან მცირედში ერთგული იყავი, ათ ქალაქზე გქონდეს ძალაუფლება“.+ 18 მივიდა მეორე და უთხრა: „ბატონო, შენმა მინამ ხუთი მინა მოიგო“.+ 19 იმასაც უთხრა, ხუთ ქალაქზე დაგაყენებო.+ 20 მივიდა სხვა მონა და უთხრა: „ბატონო, აჰა, შენი მინა, ნაჭერში გამოკრულს ვინახავდი. 21 მეშინოდა შენი, რადგან სასტიკი კაცი ხარ. იღებ, რაც არ ჩაგიდია, და იმკი, რაც არ დაგითესავს“.+ 22 მან უთხრა: „შენივე პირით+ გაგასამართლებ, ბოროტო მონავ. ხომ იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ. ვიღებ, რაც არ ჩამიდია, და ვიმკი, რაც არ დამითესავს?+ 23 მაშ, რატომ არ ჩადე საქმეში ჩემი ვერცხლის ფული? როცა დავბრუნდებოდი, მას მოგებასთან ერთად მივიღებდი“.+
24 მაშინ მან იქ მდგომებს უთხრა: „წაართვით მას ეგ ერთი მინა და მიეცით ათი მინის მქონეს“.+ 25 მათ უთხრეს: „ბატონო, მას ხომ ათი მინა აქვს!“ 26 „გეუბნებით: ვისაც აქვს, მეტი მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს.+ 27 ჩემი მტრები კი, რომლებსაც არ უნდოდათ, მათი მეფე გავმხდარიყავი, აქ მოიყვანეთ და ჩემ თვალწინ დახოცეთ“».+
28 ეს თქვა და იერუსალიმისკენ განაგრძო გზა.+ 29 როცა ზეთისხილის მთაზე+ მდებარე ბეთფაგესა და ბეთანიას მიუახლოვდა, ორი მოწაფე გაგზავნა+ 30 და უთხრა: „წადით სოფელში, რომელიც თქვენ წინაშეა. იქ რომ შეხვალთ, დაბმულ ჩოჩორს იპოვით, რომელზეც არავინ მჯდარა. აუშვით და მომიყვანეთ.+ 31 თუ ვინმე გკითხავთ, რატომ უშვებთო, უთხარით, უფალს სჭირდება-თქო“.+ 32 ისინიც წავიდნენ და ყველაფერი ისე ნახეს, როგორც მან უთხრა.+ 33 ჩოჩორს როცა უშვებდნენ, პატრონმა ჰკითხა: „რატომ უშვებთ ჩოჩორს?“+ 34 მათ მიუგეს, უფალს სჭირდებაო.+ 35 მიუყვანეს ის იესოს, დააფინეს ჩოჩორზე თავიანთი ტანსაცმელი და იესო ზედ შესვეს.+
36 როცა მიდიოდა,+ ხალხი თავიანთ ტანსაცმელს უფენდა გზაზე.+ 37 როგორც კი ზეთისხილის მთის დაღმართს მიადგნენ, უამრავმა მოწაფემ სიხარულით ღვთის ხმამაღლა ქება დაიწყო იმ სასწაულების გამო, რომლებიც იხილეს,+ 38 ამბობდნენ: „კურთხეულია იეჰოვას სახელით მომავალი მეფე!+ მშვიდობა ზეცაში და დიდება ზეციერს!“+ 39 მაგრამ ხალხიდან ზოგიერთმა ფარისეველმა უთხრა მას: „მოძღვარო, გაუწყერი შენს მოწაფეებს“.+ 40 მან კი მიუგო: „გეუბნებით, ესენი რომ დადუმებულიყვნენ, ქვები+ იღაღადებდნენ“.
41 უახლოვდებოდა ქალაქს, უყურებდა და ტიროდა:+ 42 „შენ რომ დაგენახა+ ამ დღეს ის, რაც მშვიდობას ემსახურება . . . მაგრამ ახლა ეს დაფარულია შენს თვალთაგან.+ 43 მოვა დრო, როცა შენი მტრები წვეტიანი ბოძებით+ სიმაგრეს+ შემოგავლებენ, გარს შემოგერტყმიან+ და ყოველი მხრიდან შეგავიწროებენ,+ 44 მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს,+ ქვას ქვაზე არ დაგიტოვებენ,+ რადგან ვერ დაინახე, რომ შენი შემოწმების დრო იყო“.+
45 შემდეგ შევიდა იესო ტაძარში და გამყიდველები გარეთ გაყარა,+ 46 ეუბნებოდა: «დაწერილია: „ჩემი სახლი სამლოცველო სახლი იქნება“,+ თქვენ კი ყაჩაღების ბუნაგად აქციეთ».+
47 იესო ყოველდღე ასწავლიდა ტაძარში. უფროსი მღვდლები, მწიგნობრები და გავლენიანი პირები კი შესაძლებლობას ეძებდნენ, როგორ მოეკლათ იგი,+ 48 მაგრამ ვერ ახერხებდნენ, რადგან ხალხს მისი მოსმენა უნდოდა და გვერდიდან არ შორდებოდა.+
20 ერთხელ, როცა იესო ტაძარში ასწავლიდა და ხალხს სასიხარულო ცნობას აუწყებდა, უფროსი მღვდლები, მწიგნობრები და უხუცესები მივიდნენ მასთან+ 2 და უთხრეს: „გვითხარი, რა ძალაუფლებით აკეთებ ამას ან ვინ მოგცა შენ ეს ძალაუფლება“.+ 3 იესომ მიუგო: „მეც დაგისვამთ ერთ შეკითხვას და მიპასუხეთ:+ 4 იოანეს ნათლობა ზეციდან იყო თუ ადამიანებისგან?“+ 5 ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: „თუ ვიტყვით, ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშ, რატომ არ ერწმუნეთო მას?+ 6 მაგრამ, თუ ვიტყვით, ადამიანებისგანო, ხალხი ჩაგვქოლავს,+ რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ იოანე+ წინასწარმეტყველი იყო“.+ 7 ბოლოს უპასუხეს, რომ არ იცოდნენ, საიდან იყო. 8 მაშინ იესომ მიუგო: „არც მე გეტყვით, რა ძალაუფლებით ვაკეთებ ამას“.+
9 შემდეგ ხალხს ასეთი მაგალითი მოუყვანა: «ერთმა კაცმა ვენახი+ გააშენა და მევენახეებს მიაქირავა, თვითონ კი დიდი ხნით სხვა ქვეყანაში წავიდა.+ 10 დანიშნულ დროს მევენახეებს+ მონა+ გაუგზავნა, რომ ვენახის ნაყოფის ნაწილი მიეცათ.+ მაგრამ მევენახეებმა სცემეს იგი და ხელცარიელი გაუშვეს.+ 11 სხვა მონაც გაუგზავნა. ისიც სცემეს, შეურაცხყოფა მიაყენეს და ხელცარიელი გაუშვეს.+ 12 მესამეც გაგზავნა.+ არც ის დაინდეს. დაჭრეს და გარეთ გააგდეს. 13 მაშინ ვენახის პატრონმა თქვა: „როგორ მოვიქცე? ჩემს საყვარელ ძეს+ გავუგზავნი. მას მაინც მოეპყრობიან პატივისცემით“. 14 როცა მევენახეებმა დაინახეს იგი, ერთმანეთში დაიწყეს მსჯელობა, ეს მემკვიდრეა, მოდი მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო.+ 15 გაათრიეს იგი ვენახიდან+ და მოკლეს.+ მაშ, რას უზამს მათ ვენახის პატრონი?+ 16 მივა, დახოცავს იმ მევენახეებს და თავის ვენახს სხვებს მისცემს».+
ეს რომ მოისმინეს, თქვეს: „ღმერთმა ნუ ქნას!“ 17 მან შეხედა მათ და უთხრა: «მაშ, რას ნიშნავს დაწერილი: „მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა+ მთავარ ქვაკუთხედად იქცა“?+ 18 ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა,+ ხოლო ვისაც ის დაეცემა,+ გასრესს».+
19 მაშინ მწიგნობრებმა და უფროსმა მღვდლებმა მისი შეპყრობა მოინდომეს, რადგან მიხვდნენ, რომ იესო მათ გულისხმობდა ამ მაგალითში, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ.+ 20 უთვალთვალებდნენ მას და მიუგზავნეს მოსყიდული კაცები, რომლებსაც თავი მართალ ადამიანებად უნდა მოეჩვენებინათ, რათა ის სიტყვაში გამოეჭირათ,+ მთავრობისთვის გადაეცათ და გამგებლის ხელში ჩაეგდოთ.+ 21 მათ ჰკითხეს მას: „მოძღვარო, ვიცით, რომ სწორად ლაპარაკობ, სწორად ასწავლი და მიკერძოებას არ ავლენ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას.+ 22 ნებადართულია გადასახადის გადახდა კეისრისთვის?“+ 23 იესო მიუხვდა ცბიერებას და უთხრა მათ:+ 24 „მაჩვენეთ დინარი. ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?“ „კეისრისა“,+ — უპასუხეს მათ. 25 მაშინ უთხრა: „ამიტომ კეისრისა კეისარს მიეცით,+ ღვთისა კი — ღმერთს“.+ 26 ვერ გამოიჭირეს ის სიტყვაში ხალხის წინაშე. მისი პასუხით გაოცებულებმა ვეღარაფერი თქვეს.+
27 მივიდა მასთან რამდენიმე სადუკეველი,+ რომლებიც ამბობენ, მკვდრეთით აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს: 28 «მოძღვარო, მოსემ+ დაგვიწერა: „თუ კაცს ძმა მოუკვდება, რომელსაც ცოლი ჰყავდა, მაგრამ შვილი არ ჰყოლია, მისმა ძმამ უნდა შეირთოს+ მისი ცოლი და ძმას შთამომავლობა აღუდგინოს“.+ 29 იყო შვიდი ძმა. პირველმა მოიყვანა ცოლი, მაგრამ უშვილოდ მოკვდა.+ 30 ასე დაემართა მეორესაც, 31 შემდეგ კი ის ქალი მესამემ შეირთო. იგივე დაემართა მას და ყველა დანარჩენს, მეშვიდეს ჩათვლით. ისე დაიხოცნენ, შვილები არ ჰყოლიათ.+ 32 ბოლოს ქალიც მოკვდა.+ 33 აღდგომისას რომლის ცოლი იქნება იგი? ის ხომ შვიდივეს ჰყავდა».+
34 იესომ მიუგო: «ქვეყნიერების* შვილები ცოლებს ირთავენ+ და თხოვდებიან, 35 ხოლო, ვინც მომავლისა*+ და მკვდრეთით აღდგომის+ ღირსად ითვლება,+ არც ცოლს ირთავს და არც თხოვდება. 36 ისინი აღარც კვდებიან,+ არამედ არიან როგორც ზეცაში ანგელოზები. და რადგან აღდგომის შვილები არიან, ისინი ღვთის შვილები არიან.+ 37 ხოლო მკვდრები რომ აღდგებიან, ეს მოსემაც გვაუწყა, როცა ეკლიანი ბუჩქის+ შესახებ დაწერა — მან იეჰოვას „აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი“+ უწოდა. 38 ის მკვდრების ღმერთი კი არა, ცოცხლებისაა, რადგან მისთვის ისინი ცოცხლები არიან».+ 39 ამაზე ზოგიერთმა მწიგნობარმა უთხრა: „კარგად თქვი, მოძღვარო“. 40 კითხვის დასმას ვეღარავინ უბედავდა.
41 მან ჰკითხა მათ: «როგორ ამბობენ, რომ ქრისტე დავითის ძეა?+ 42 როცა დავითი თვითონ ამბობს ფსალმუნების წიგნში: „იეჰოვამ ჩემს უფალს უთხრა: იჯექი ჩემ მარჯვნივ, 43 სანამ შენს მტრებს შენს ფეხსადგამად არ ვაქცევ“.+ 44 თუ დავითი მას „უფალს“ უწოდებს, მისი ძე როგორღაა?»
45 როცა მთელი ხალხი უსმენდა, მან თავის მოწაფეებს უთხრა:+ 46 „ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებსაც მოსწონთ გრძელი სამოსლით სიარული, მოედნებზე მისალმება, წინა ადგილები სინაგოგებში და საპატიო ადგილები ვახშმებზე,+ 47 რომლებიც ჭამენ ქვრივთა სახლებს+ და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო მკაცრ სასჯელს მიიღებენ“.+
21 გაიხედა და დაინახა, რომ მდიდრები თავიანთ ძღვენს ფულის ჩასაყრელში ყრიდნენ.+ 2 დაინახა გაჭირვებული ქვრივიც, რომელმაც ორი პატარა მონეტა* ჩააგდო,+ 3 და თქვა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო.+ 4 ყველამ ის გაიღო ძღვნად, რაც ზედმეტი ჰქონდა, ის კი სიდუხჭირეში ცხოვრობს, მაგრამ ყველაფერი ჩაყარა, რაც კი თავის სარჩენად გააჩნდა“.+
5 მოგვიანებით, როდესაც ზოგიერთები ტაძარზე ამბობდნენ, ძვირფასი ქვებითა და შეწირული ნივთებით არისო შემკული,+ 6 იესომ თქვა: „მოვა დრო, როცა აქედან, რასაც ხედავთ, ქვა ქვაზე არ დარჩება, ყველაფერი დაინგრევა“.+ 7 მაშინ მათ ჰკითხეს: „მოძღვარო, როდის მოხდება ეს და რა იქნება იმ დროის ნიშანი, როცა ეს ყველაფერი მოხდება?“+ 8 მან უთხრა: «ფრთხილად იყავით, რომ შეცდომაში არ შეგიყვანონ,+ რადგან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: „მე ვარ ის“, „მოახლოვდა დანიშნული დრო“,+ მაგრამ ნუ გაჰყვებით მათ. 9 როცა მოისმენთ ომებისა და არეულობების შესახებ, ნუ შეძრწუნდებით.+ ჯერ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, მაგრამ მაშინვე არ დადგება აღსასრული».
10 შემდეგ უთხრა მათ: „ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება+ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ,+ 11 იქნება დიდი მიწისძვრები, ეპიდემიები და საკვების უკმარისობა ხან ერთ და ხან მეორე ადგილას.+ იქნება საზარელი მოვლენები და დიდი ნიშნები ციდან.+
12 მაგრამ სანამ ეს მოხდება, ხალხი შეგიპყრობთ და დევნას დაგიწყებთ,+ გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებში, წაგიყვანენ მეფეებსა და გამგებლებთან ჩემი სახელის გამო.+ 13 ეს თქვენ დამოწმების შესაძლებლობას მოგცემთ.+ 14 ამიტომ წინასწარ ნუ იფიქრებთ და ნუ მოემზადებით, როგორ დაიცვათ თავი,+ 15 რადგან მე დაგიდებთ ბაგეზე სიბრძნეს, რომელსაც თქვენი მოწინააღმდეგეები ერთადაც ვერ შეეწინააღმდეგებიან და ვერ შეედავებიან.+ 16 მშობლები,+ ძმები, ნათესავები და მეგობრებიც კი გადაგცემენ და ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ კიდეც.+ 17 ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო.+ 18 მაგრამ თმის ერთი ღერიც+ კი არ დაგეკარგებათ თავიდან. 19 მოთმინებით მოიპოვებთ თქვენს სულებს*.+
20 და როცა დაინახავთ იერუსალიმს დაბანაკებული ჯარით გარშემორტყმულს,+ იცოდეთ, რომ მოახლოებულია მისი გაპარტახება.+ 21 მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ, ქალაქში მყოფნი გარეთ გავიდნენ, ხოლო ქალაქის გარეთ მყოფნი ნუღარ შევლენ მასში,+ 22 რადგან ეს ის დროა, როცა უნდა აღსრულდეს სამართალი, რათა ყველაფერი, რაც დაწერილია, შესრულდეს.+ 23 ვაი ორსულებსა და მეძუძურ ქალებს იმ დღეებში!+ დიდი გასაჭირი იქნება ამ მიწაზე და რისხვა ამ ხალხზე. 24 მახვილით დაეცემიან და ტყვედ წაასხამენ უცხოტომელები.+ გათელილი იქნება იერუსალიმი უცხოტომელთა მიერ, სანამ არ დასრულდება უცხოტომელთათვის დანიშნული დროები.+
25 იქნება ნიშნები მზეზე,+ მთვარეზე და ვარსკვლავებზე; დედამიწაზე ხალხები გაიტანჯებიან და არ ეცოდინებათ გამოსავალი, რადგან ზღვა ახმაურდება+ და აღელდება,+ 26 ხალხს გული წაუვა შიშით+ და იმის მოლოდინით, რა დაატყდება თავს მსოფლიოს,+ რადგან ციური ძალები შეირყევა.+ 27 მაშინ იხილავენ ძლიერებითა და აღმატებული დიდებით+ ღრუბლებში მომავალ კაცის ძეს.+ 28 მაგრამ როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავები ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა“.
29 შემდეგ მათ მაგალითი მოუყვანა: „შეხედეთ ლეღვსა და სხვა ხეებს.+ 30 როცა ხედავთ, რომ იფოთლებიან, იცით, რომ ახლოა ზაფხული.+ 31 ასევე, როცა დაინახავთ, რომ ყველაფერი ეს ხდება, იცოდეთ, რომ ახლოა ღვთის სამეფო.+ 32 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ეს თაობა არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება.+ 33 ცა და დედამიწა განადგურდება,+ მაგრამ ჩემი სიტყვები შეუსრულებელი არ დარჩება.+
34 დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ გადამეტებული ჭამა-სმითა+ და ცხოვრებისეული საზრუნავით+ და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე+ 35 როგორც მახე,+ რადგან ის დედამიწის ყველა მცხოვრებს დაატყდება.+ 36 მაშ, იფხიზლეთ+ და მუდამ იმის ვედრებაში+ იყავით, რომ თავი დააღწიოთ მოსახდენს და წარსდგეთ კაცის ძის წინაშე“.+
37 იესო დღისით ტაძარში ასწავლიდა,+ ღამეს კი ზეთისხილის მთაზე ათევდა.+ 38 მთელი ხალხი+ დილაადრიან მიდიოდა ტაძარში მის მოსასმენად.
22 ახლოვდებოდა უფუარობის დღესასწაული, რომელსაც პასექი+ ეწოდება. 2 უფროსი მღვდლები და მწიგნობრები ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდნენ მის თავიდან მოსაშორებლად,+ რადგან ხალხისა ეშინოდათ.+ 3 შევიდა სატანა იუდაში, რომელსაც ისკარიოტელს უწოდებდნენ და რომელიც იმ თორმეტთაგანი იყო.+ 4 ის წავიდა და უფროს მღვდლებსა და ტაძრის მცველთა უფროსებს ელაპარაკა, თუ რა იქნებოდა საუკეთესო საშუალება მის გასაცემად.+ 5 მათ გაუხარდათ და მოელაპარაკნენ, რომ ვერცხლის ფულს მისცემდნენ.+ 6 იუდა დათანხმდა და ხელსაყრელი შემთხვევის ძებნა დაიწყო, რათა ისე გადაეცა იესო მათთვის, რომ ახლომახლო ხალხი არ ყოფილიყო.+
7 დადგა უფუარობის დღე, როცა უნდა შეწირულიყო საპასექო მსხვერპლი.+ 8 გაგზავნა იესომ პეტრე და იოანე და უთხრა: „წადით და მოგვიმზადეთ პასექი,+ რომ ვჭამოთ“. 9 მათ ჰკითხეს: „სად გინდა, რომ მოგიმზადოთ?“ 10 მან მიუგო:+ «ქალაქში რომ შეხვალთ, შემოგხვდებათ კაცი, რომელსაც თიხის ჭურჭლით მიაქვს წყალი. შეჰყევით მას სახლში, სადაც შევა,+ 11 და უთხარით სახლის პატრონს: „მოძღვარი გეუბნება, სად არის სასტუმრო ოთახი, რომ ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამო-თქო პასექი?“+ 12 ის კაცი გაჩვენებთ დიდ ზემოთა ოთახს, გაწყობილს. იქ მოამზადეთ».+ 13 წავიდნენ და ყველაფერი ნახეს, რაც იესომ უთხრა მათ, და მოამზადეს პასექი.+
14 დადგა ის საათი და იესო და მოციქულები სუფრასთან შეიკრიბნენ.+ 15 მან უთხრა: „ძალიან მინდოდა, თქვენთან ერთად მეჭამა პასექი ჩემი ტანჯვის წინ, 16 რადგან გეუბნებით: აღარ შევჭამ მას, სანამ ის ღვთის სამეფოში არ შესრულდება“.+ 17 აიღო სასმისი,+ ღმერთს მადლობა შესწირა და თქვა: „აიღეთ და გადააწოდეთ ერთმანეთს, 18 რადგან გეუბნებით: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფს, სანამ ღვთის სამეფო არ მოვა“.+
19 აიღო პურიც,+ ღმერთს მადლობა გადაუხადა, დაამტვრია, მისცა მათ და თქვა: „ეს ჩემს სხეულს+ ნიშნავს, რომელიც თქვენთვის უნდა იქნეს გაღებული.+ ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“.+ 20 ვახშმის შემდეგ ისევე მოიქცა, როცა სასმისი+ აიღო, და თქვა: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას+ ჩემი სისხლის+ საფუძველზე, რომელიც თქვენთვის უნდა დაიღვაროს.+
21 აი, ჩემი გამცემის+ ხელი ჩემთან ერთად არის ამ სუფრაზე.+ 22 კაცის ძე მისთვის განწესებული გზით+ მიდის, მაგრამ ვაი იმას, ვინც მას გასცემს!“+ 23 მათ ერთმანეთში დაიწყეს მსჯელობა, თუ რომელი მათგანი გასცემდა.+
24 მათ შორის გაცხარებული დავა ატყდა იმის თაობაზე, თუ რომელი მათგანი იყო უდიდესი.+ 25 იესომ უთხრა მათ: „ხალხებზე მეფეები ბატონობენ და ძალაუფლების მქონეებს კეთილისმყოფელებს+ უწოდებენ. 26 თქვენ კი ასე არ უნდა იყოთ.+ თქვენ შორის უდიდესი იყოს როგორც ყველაზე უმცროსი,+ ხოლო ვინც უფროსობს, იყოს როგორც მსახური.+ 27 ვინ უფრო დიდია: ვინც სუფრას უზის თუ ვინც ემსახურება? განა ის არა, ვინც სუფრას უზის? მე კი მომსახურე ვარ თქვენ შორის.+
28 თქვენ ჩემთან ერთად დარჩით+ განსაცდელში+ 29 და შეთანხმებას გიდებთ სამეფოსთვის,+ როგორც მე დამიდო მამაჩემმა შეთანხმება,+ 30 რათა ჭამოთ+ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემს სამეფოში+ და ტახტებზე დასხდეთ+ ისრაელის თორმეტი ტომის გასასამართლებლად.
31 სიმონ, სიმონ, აი, სატანამ+ მოითხოვა, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ.+ 32 მაგრამ მე ვილოცე შენთვის,+ რომ რწმენა არ გამოგელიოს, და როცა შემობრუნდები, განამტკიცო+ შენი ძმები“. 33 მან უთხრა: „უფალო, მზად ვარ საპყრობილეშიც წამოგყვე და მოვკვდე კიდეც შენთან ერთად“.+ 34 იესომ მიუგო: „გეუბნები, პეტრე, დღეს მამლის ყივილამდე სამჯერ უარყოფ, რომ მიცნობ“.+
35 შემდეგ უთხრა მათ: „როცა ქისის, საგზლის აბგისა და სანდლების გარეშე გაგგზავნეთ,+ გაკლდათ რამე?“ „არა!“ — უპასუხეს მათ. 36 მაშინ უთხრა: «ახლა კი, ვისაც ქისა აქვს, აბგაც აიღოს და ვისაც მახვილი არა აქვს, ტანსაცმელი გაყიდოს და იყიდოს. 37 გეუბნებით: ჩემზე უნდა შესრულდეს, რაც დაწერილია, რომ „უკანონობის მოქმედად ჩაითვალა“.+ ვინაიდან, რაც მე მეხება, სრულდება».+ 38 მაშინ მათ უთხრეს: „უფალო, აი, აქ ორი მახვილია“. „საკმარისია“, — მიუგო მან.
39 იქიდან გამოვიდა და, ჩვეულებისამებრ, ზეთისხილის მთისკენ გაემართა. მოწაფეებიც გაჰყვნენ.+ 40 ადგილზე რომ მივიდა, უთხრა მათ: „ილოცეთ, რომ არ ცდუნდეთ“.+ 41 თვითონ ქვის სასროლ მანძილზე გაშორდა მათ, მუხლი მოიყარა და ლოცვა დაიწყო: 42 „მამა, თუ გსურს, ამაცილე ეს სასმისი, მაგრამ იყოს არა ჩემი ნება,+ არამედ შენი“.+ 43 მაშინ მოევლინა ანგელოზი ციდან და განამტკიცა იგი.+ 44 ემოციურ ტანჯვაში მყოფი უფრო მხურვალედ ლოცულობდა.+ მისი ოფლი სისხლის წვეთებად იქცა და მიწას ეპკურებოდა.+ 45 ლოცვა რომ დაასრულა, წამოდგა და მივიდა მოწაფეებთან, რომლებსაც მწუხარებისგან ჩასძინებოდათ,+ 46 და უთხრა: „რატომ გძინავთ? წამოდექით და ილოცეთ, რომ არ ცდუნდეთ“.+
47 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ გამოჩნდა ხალხი, რომელსაც წინ მოუძღოდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი.+ ის იესოსთან მივიდა, რომ ეკოცნა.+ 48 იესომ ჰკითხა: „იუდა, კოცნით გასცემ კაცის ძეს?“+ 49 მასთან მყოფებმა რომ დაინახეს, რაც ხდებოდა, ჰკითხეს: „უფალო, დავკრათ მახვილი?“+ 50 ერთ-ერთმა მათგანმა დაჰკრა კიდეც მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩაათალა.+ 51 მაშინ იესომ უთხრა: „გეყოფათ!“ ყურზე შეეხო და გაუმთელა.+ 52 შემდეგ იესომ მის შესაპყრობად მისულ უფროს მღვდლებს, ტაძრის მცველთა უფროსებსა და უხუცესებს უთხრა: „ყაჩაღი ვარ, მახვილებითა და ხელკეტებით რომ გამოხვედით ჩემ წინააღმდეგ?+ 53 ყოველდღე თქვენთან ერთად ვიყავი ტაძარში+ და ჩემ წინააღმდეგ ხელი არ აღგიმართავთ,+ მაგრამ ეს თქვენი საათია+ და სიბნელის+ ძალაუფლება“.+
54 შეიპყრეს იგი და მღვდელმთავრის სახლში+ წაიყვანეს,+ პეტრე კი მოშორებით მიჰყვებოდა.+ 55 როცა შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ, პეტრეც მათ შორის დაჯდა.+ 56 ერთმა მოახლემ აგიზგიზებულ ცეცხლთან მჯდომი რომ დაინახა იგი, დააკვირდა და თქვა: „ესეც იმასთან იყო“.+ 57 მან კი უარყო:+ „ქალო, მე მაგას არ ვიცნობ“.+ 58 ცოტა ხანში სხვამ დაინახა იგი და უთხრა: „შენც ერთი იმათგანი ხარ“. პეტრემ მიუგო: „არა ვარ, კაცო“.+ 59 დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, სხვა ვიღაცა დაჟინებით ამტკიცებდა: „ესეც ნამდვილად მასთან იყო, რადგან გალილეელია!“+ 60 პეტრემ კი მიუგო: „არ ვიცი, კაცო, რას ამბობ“. ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მამალმა იყივლა.+ 61 უფალი მიბრუნდა და პეტრეს შეხედა. გაახსენდა პეტრეს უფლის ნათქვამი, დღეს მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო,+ 62 გარეთ გამოვიდა და მწარედ ატირდა.+
63 კაცები, რომლებსაც შეპყრობილი ჰყავდათ იგი, მასხრად იგდებდნენ+ და სცემდნენ+ მას.+ 64 სახეს უფარავდნენ და ეუბნებოდნენ, იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყაო.+ 65 ბევრ სხვა რამესაც ამბობდნენ მის წინააღმდეგ და მკრეხელობდნენ.+
66 როცა გათენდა, ხალხის უხუცესები, უფროსი მღვდლები და მწიგნობრები შეიკრიბნენ+ და იესო თავიანთი სინედრიონის* დარბაზში წაიყვანეს. მათ უთხრეს:+ 67 „თუ ქრისტე ხარ,+ გვითხარი“. მან კი მიუგო: „რომც გითხრათ, არ ირწმუნებთ,+ 68 და რომ შეგეკითხოთ, არ მიპასუხებთ.+ 69 ამიერიდან კი კაცის ძე+ ღვთის+ ძლიერ მარჯვენასთან+ იჯდება“. 70 ამაზე უთხრეს: „ესე იგი, ღვთის ძე ხარ?“ მან მიუგო: „თქვენ თვითონ ამბობთ,+ რომ ვარ“. 71 მათ თქვეს: „მეტი რა მოწმობა გვჭირდება?+ ჩვენ თვითონ მოვისმინეთ მისი პირიდან“.+
23 წამოიშალა მთელი ხალხი და ის პილატესთან წაიყვანეს.+ 2 დაიწყეს მისი დადანაშაულება:+ „ეს კაცი ერს გვირყვნის,+ კეისრისთვის გადასახადის გადახდას კრძალავს+ და საკუთარ თავს ქრისტე მეფეს უწოდებს“.+ 3 პილატემ ჰკითხა მას: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“ „შენ თვითონ ამბობ“,+ — მიუგო იესომ. 4 შემდეგ პილატემ უფროს მღვდლებსა და ხალხს უთხრა: „მე ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ ამ კაცში“.+ 5 ისინი კი დაჟინებით ამბობდნენ: „ხალხს აშფოთებს, ასწავლის მთელ იუდეაში და გალილეიდან მოყოლებული აქამდე“. 6 ეს რომ მოისმინა, პილატემ იკითხა, გალილეელი ხომ არ იყო, 7 და როცა გაიგო, რომ ჰეროდეს*+ სამფლობელოდან იყო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რომელიც იმ დროს იერუსალიმში იმყოფებოდა.
8 იესოს დანახვამ ჰეროდე ძალიან გაახარა, რადგან სმენოდა მის შესახებ+ და დიდი ხანია, უნდოდა მისი ნახვა.+ იმედი ჰქონდა, რომ მისგან რაიმე ნიშანს იხილავდა. 9 ის ბევრ რამეს ეკითხებოდა, მაგრამ იესო არაფერს პასუხობდა.+ 10 უფროსი მღვდლები და მწიგნობრები კი ფეხზე დგებოდნენ და გაცხარებით ბრალს სდებდნენ მას.+ 11 ჰეროდე თავის მცველ ჯარისკაცებთან ერთად ამცირებდა მას,+ ბრჭყვიალა სამოსელი ჩააცვა და მასხრად იგდებდა,+ შემდეგ კი უკან გაუგზავნა პილატეს. 12 იმ დღეს ჰეროდე და პილატე+ ერთმანეთს დაუმეგობრდნენ, თუმცა მანამდე ერთმანეთის მტრები იყვნენ.
13 პილატემ მოუხმო უფროს მღვდლებს, მმართველებსა და ხალხს 14 და უთხრა: „თქვენ ეს კაცი მომიყვანეთ როგორც ხალხის ამჯანყებელი, მე კი თქვენ წინაშე დავკითხე იგი და ვერ დავინახე თქვენ მიერ წაყენებული ბრალდებების საფუძველი.+ 15 ვერც ჰეროდემ დაინახა, რადგან უკან გამოგვიგზავნა იგი. ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ სიკვდილს+ იმსახურებდეს. 16 ამიტომ დავსჯი+ და გავათავისუფლებ“. 17 —— 18 მაგრამ მთელი ხალხი აყვირდა: „ეგ მოაშორე+ და ბარაბა გაგვითავისუფლე!“+ 19 (ის კაცი ქალაქში მომხდარი ამბოხებისა და მკვლელობისთვის იჯდა საპყრობილეში). 20 პილატემ კვლავ მიმართა მათ, რადგან იესოს გათავისუფლება სურდა,+ 21 ისინი კი აყვირდნენ: „ბოძზე გააკარი! ბოძზე გააკარი!“+ 22 მესამედ უთხრა მათ: „რატომ, ცუდი რა ჩაიდინა? მე ვერაფერი ვუპოვე ისეთი, რომ სიკვდილს იმსახურებდეს. ამიტომ დავსჯი და გავუშვებ“.+ 23 ისინი კი დაჟინებით, ხმამაღლა მოითხოვდნენ, რომ ბოძზე გაეკრათ. მათმა ხმამ იმძლავრა.+ 24 მათი მოთხოვნის შესასრულებლად პილატემ განაჩენი გამოიტანა:+ 25 გაათავისუფლა+ კაცი, რომელსაც ისინი ითხოვდნენ და რომელიც ამბოხებისკენ მოწოდებისა და მკვლელობისთვის იჯდა საპყრობილეში, ხოლო იესო გადასცა მათ, რათა როგორც უნდოდათ, ისე მოქცეოდნენ.+
26 როცა მიჰყავდათ, მათ მინდვრიდან მომავალი კირენელი სიმონი დაიჭირეს, აჰკიდეს წამების ბოძი* და აიძულეს, იესოს ფეხდაფეხ ევლო.+ 27 მას დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა. ქალები მწუხარებისგან მკერდში იცემდნენ და მოთქვამდნენ. 28 იესო მიუბრუნდა ქალებს და უთხრა: «იერუსალიმის ასულებო, ნუ ტირით ჩემზე, არამედ თქვენს თავსა და თქვენს შვილებზე იტირეთ,+ 29 რადგან მოვა დრო, როცა ხალხი იტყვის: „ბედნიერნი არიან უშვილონი, საშვილოსნო, რომელსაც არ უშობია, და ძუძუ, რომელსაც არ უწოვებია!“+ 30 მაშინ ეტყვიან მთებს: „ზედ დაგვემხეთ!“ და გორებს: „დაგვფარეთ!“+ 31 თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, ხმელს რაღას უზამენ?»+
32 მასთან ერთად ორი ბოროტმოქმედი მიჰყავდათ სიკვდილით დასასჯელად.+ 33 როცა მივიდნენ იმ ადგილზე, რომელსაც თხემი+ ჰქვია, ბოძზე გააკრეს ის და ბოროტმოქმედები — ერთი მის მარჯვნივ, მეორე მარცხნივ.+ 34 [[იესო ამბობდა: „მამა, აპატიე+ მათ, არ იციან, რას აკეთებენ“.]] მისი ტანსაცმელი წილისყრით გაინაწილეს.+ 35 ხალხი იდგა და უყურებდა.+ მმართველები დასცინოდნენ: „თუ ღვთის ქრისტეა, რჩეული, აბა, საკუთარი თავი იხსნას,+ როგორც სხვებს იხსნიდა“.+ 36 ჯარისკაცებიც მასხრად იგდებდნენ.+ მივიდნენ, ძმარი მიაწოდეს+ 37 და ეუბნებოდნენ: „თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი თავი“. 38 მის ზემოთ ასეთი წარწერა იყო დამაგრებული: „ეს არის იუდეველთა მეფე“.+
39 ბოძზე გაკრული ერთი ბოროტმოქმედი შეურაცხყოფდა+ მას: „ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და გვიხსენი ჩვენც“. 40 მეორე გაუწყრა მას: „ნუთუ ღვთისა არ გეშინია? შენც ხომ იგივე განაჩენი გამოგიტანეს.+ 41 ჩვენ ღირსნი ვართ, რადგან ის მივიღეთ, რაც დავიმსახურეთ, ამ კაცს კი ცუდი არაფერი ჩაუდენია“.+ 42 შემდეგ თქვა: „იესო, გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები“.+ 43 მან მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს*: ჩემთან ერთად იქნები+ სამოთხეში“.+
44 მეექვსე საათისთვის* მთელ იმ მიწაზე სიბნელე ჩამოწვა და მეცხრე საათამდე* გაგრძელდა,+ 45 მზე დაბნელდა და საწმინდრის ფარდა+ შუაზე+ გაიხა. 46 იესომ ხმამაღლა დაიძახა: „მამა, შენს ხელთ გადმომიცია ჩემი სული*“.+ ეს თქვა და მოკვდა.+ 47 ამის დანახვაზე ასისთავმა ღმერთი განადიდა და თქვა: „ეს კაცი ნამდვილად მართალი იყო“.+ 48 ამ სანახაობაზე შეკრებილი ხალხი მომხდარის გამო მკერდში მჯიღის ცემით გაბრუნდა უკან. 49 ყველა, ვინც მას იცნობდა, მოშორებით იდგა.+ ის ქალები, რომლებიც გალილეიდან გამოჰყვნენ, იდგნენ და უყურებდნენ ამ ყველაფერს.+
50 ერთმა კაცმა, სახელად იოსებმა, საბჭოს წევრმა, კარგმა და მართალმა კაცმა,+ 51 რომელიც იუდეველთა ქალაქ არიმათეიდან იყო, მხარი არ დაუჭირა მათ განზრახვასა და მოქმედებას.+ იგი ღვთის სამეფოს ელოდა.+ 52 მივიდა პილატესთან და იესოს ცხედარი გამოითხოვა.+ 53 ჩამოხსნა,+ საუკეთესო სელის ტილოში გაახვია და კლდეში გამოკვეთილ სამარხში დაასვენა,+ სადაც ჯერ არავინ დაესვენებინათ.+ 54 მომზადების დღე*+ იყო, შაბათის+ ბინდი წვებოდა. 55 მას გალილეიდან წამოსული ქალებიც გაჰყვნენ და ნახეს სამარხი+ და იქ დასვენებული იესო.+ 56 შემდეგ დაბრუნდნენ, რათა სურნელოვანი მცენარეები+ და ნელსაცხებლები მოემზადებინათ. შაბათს+ კი მცნების თანახმად დაისვენეს.
24 კვირის პირველ დღეს დილაუთენია გაემართნენ სამარხისკენ და თან წაიღეს მომზადებული სურნელოვანი მცენარეები.+ 2 ლოდი სამარხიდან გადაგორებული დახვდათ.+ 3 შიგნით რომ შევიდნენ, უფალ იესოს ცხედარი ვეღარსად ნახეს.+ 4 შეფიქრიანდნენ და აი, მათ წინაშე წარდგა ორი მამაკაცი ელვარე სამოსელში.+ 5 ქალებს შეეშინდათ და თავები დახარეს. კაცებმა უთხრეს მათ: „რატომ ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის? 6 [[ის აქ არ არის, აღდგა]].+ გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში+ იყო: 7 კაცის ძე ცოდვილთა ხელში გადაეცემა, ბოძზე გააკრავენ, მესამე დღეს კი აღდგებაო“.+ 8 მათ გაახსენდათ მისი სიტყვები,+ 9 დაბრუნდნენ სამარხიდან და ეს ამბავი თერთმეტსა და დანარჩენებს შეატყობინეს.+ 10 ამის შესახებ მოციქულებს უყვებოდნენ მაგდალელი მარიამი, იოანა,+ იაკობის დედა მარიამი და მათთან მყოფი სხვა ქალები.+ 11 მათ კი ეს სიტყვები უაზრობად მოეჩვენათ და არ დაუჯერეს+ ქალებს.
12 [[პეტრე კი ადგა და სამარხისკენ გაიქცა, მაგრამ რომ დაიხარა, სახვევების მეტი ვერაფერი დაინახა და გაკვირვებული გამობრუნდა]].
13 იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა სოფელ ემაუსში, რომელიც თერთმეტი კილომეტრით იყო დაშორებული იერუსალიმიდან, 14 და ერთმანეთში ლაპარაკობდნენ მომხდარის შესახებ.+
15 როცა ამაზე ლაპარაკობდნენ და მსჯელობდნენ, იესო მივიდა+ მათთან და დაემგზავრა. 16 მაგრამ თვალები დაბინდული ჰქონდათ და ვერ იცნეს იგი.+ 17 იესომ ჰკითხა: „რაზე კამათობთ?“ ისინი დაღვრემილები შეჩერდნენ. 18 ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, მიუგო: „ნუთუ შენთვის ცხოვრობ უცხოელივით იერუსალიმში? არ იცი, რა მოხდა იქ ამ დღეებში?“ 19 მან ჰკითხა: „რა მოხდა?“ „იესო ნაზარეთელზე+ ვლაპარაკობთ, რომელიც წინასწარმეტყველი+ გახდა და ღვთისა და მთელი ხალხის წინაშე ძლიერი იყო საქმითა და სიტყვით, 20 როგორ გადასცეს იგი ჩვენმა უფროსმა მღვდლებმა და მმართველებმა სასიკვდილო განაჩენის აღსასრულებლად და ბოძზე გააკრეს.+ 21 ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ სწორედ ის დაიხსნიდა ისრაელს.+ უკვე მესამე დღეა, რაც ეს მოხდა. 22 თან ჩვენგან ზოგიერთმა ქალმა+ განგვაცვიფრა. დილით ადრე მივიდნენ სამარხთან, 23 მაგრამ ვერ ნახეს მისი ცხედარი, მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ზებუნებრივი ჩვენება იხილეს — ანგელოზები, რომლებსაც მასზე უთქვამთ, ცოცხალიაო. 24 შემდეგ ზოგიერთი ჩვენგანი წავიდა სამარხთან+ და ნახეს, რომ ყველაფერი ისე იყო, როგორც ქალები ამბობდნენ, ის კი ვერ ნახეს“.
25 მაშინ იესომ უთხრა მათ: „ოჰ, უგუნურნო და გულით მძიმენო, არა გწამთ, რასაც წინასწარმეტყველები ამბობდნენ!+ 26 განა ასე არ უნდა დატანჯულიყო+ ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?“+ 27 მოსედან დაიწყო+ და ყველა წინასწარმეტყველის+ წიგნიდან განუმარტა მათ წმინდა წერილებში თავის შესახებ დაწერილი.
28 ბოლოს მიადგნენ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, მან კი ისე დაიჭირა თავი, თითქოს გზა უნდა გაეგრძელებინა. 29 ისინი კი არ უშვებდნენ: „დარჩი ჩვენთან, უკვე საღამოა, დღე იწურება“. ისიც შევიდა, რომ მათთან დარჩენილიყო. 30 როცა მათთან ერთად სუფრასთან იყო, აიღო პური, ილოცა, დაამტვრია და მიაწოდა მათ.+ 31 მაშინ აეხილათ თვალები და იცნეს, ის კი გაუჩინარდა.+ 32 მათ ერთმანეთს უთხრეს: „განა არ გვიღვიოდა გულები, როცა ის გზაში გველაპარაკებოდა და წმინდა წერილებს გვიხსნიდა?“ 33 მაშინვე ადგნენ და იერუსალიმში დაბრუნდნენ, მონახეს თერთმეტი და მათთან ერთად შეკრებილები, 34 რომლებიც ამბობდნენ: „უფალი მართლა აღდგა და სიმონს ეჩვენა!“+ 35 მათაც უამბეს, რაც გზაში შეემთხვათ და ის, თუ როგორ იცნეს იგი პურის გატეხვით.+
36 ამას ლაპარაკობდნენ, როცა იესო მათ შორის ჩადგა [[და უთხრა: „მშვიდობა თქვენდა“]]. 37 ისინი კი შეძრწუნდნენ და შეშინდნენ,+ ეგონათ, სულს* ხედავდნენ. 38 მან უთხრა მათ: „რატომ აფორიაქდით, რატომ გაქვთ გულში ეჭვები? 39 შეხედეთ ჩემს ხელებსა და ფეხებს. ეს მე ვარ. შემეხეთ+ და ნახეთ, რადგან სულს ხორცი და ძვალი+ არა აქვს, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ“. 40 [[ეს თქვა და ხელები და ფეხები აჩვენა]]. 41 მაგრამ, რადგან სიხარულისგან ვერ იჯერებდნენ+ და გაკვირვებულები იყვნენ, უთხრა მათ: „გაქვთ რამე საჭმელი?“+ 42 მათ შემწვარი თევზის ნაჭერი მიაწოდეს.+ 43 მანაც აიღო და მათ თვალწინ შეჭამა.+
44 მაშინ უთხრა მათ: „აი, რას გეუბნებოდით, როცა ჯერ კიდევ თქვენთან ვიყავი:+ ყველაფერი, რაც მოსეს კანონში, წინასწარმეტყველთა წიგნებსა+ და ფსალმუნებში+ ჩემ შესახებ არის დაწერილი, უნდა შესრულდეს-მეთქი“. 45 მაშინ სრულად გაუხსნა გონება, რომ გაეგოთ წმინდა წერილების მნიშვნელობა,+ 46 და უთხრა მათ: „ასე წერია, რომ ქრისტეს უნდა ეტანჯა და მესამე დღეს მკვდრეთით აღმდგარიყო,+ 47 და იერუსალიმიდან დაწყებული+ ყველა ხალხისთვის+ უნდა ექადაგათ მისი სახელით მონანიება ცოდვების მისატევებლად.+ 48 თქვენ ამ ყველაფრის მოწმეები+ უნდა იყოთ. 49 აი, გიგზავნით მამაჩემის მიერ დაპირებულს. თქვენ კი ქალაქში დარჩით, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ“.+
50 ბეთანიაში მიიყვანა, ხელები აღმართა და აკურთხა ისინი.+ 51 კურთხევისას გაშორდა მათ და ცაში იქნა აყვანილი.+ 52 მათ კი მდაბლად თაყვანი სცეს და დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში.+ 53 მუდამ ტაძარში იყვნენ და ღმერთს ადიდებდნენ.+
ანუ ჰეროდე დიდი.
ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
ცხოველის რქა ხშირად ძალისა და ძალაუფლების სიმბოლოდ გამოიყენება.
სიტყვასიტყვით — ქრისტეს.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
ანუ ჰეროდე ანტიპა, ჰეროდე დიდის ვაჟი.
იგივე რამი, როგორც 1 მტ. 2:9-სა და მთ. 1:3, 4-ში.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
ანუ ჰეროდე ანტიპა, ჰეროდე დიდის ვაჟი.
იხილეთ დანართი 3გ.
ბერძნულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან ჰადეს. იხილეთ დანართი 2გ.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
იგულისხმება სატანა.
სიტყვასიტყვით — ღვთის თითით.
იხილეთ დანართი 2დ.
ბერძნულად ასარიონ, მცირე ღირებულების მონეტა.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
ბერძნულად ლეპტონ, ძალიან მცირე ღირებულების პატარა მონეტა.
სიტყვასიტყვით — დამალა.
ანუ ჰეროდე ანტიპა, ჰეროდე დიდის ვაჟი.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
იხილეთ დანართი 3გ.
ვერცხლის მონეტა ძველ საბერძნეთში, წონით 3,40 გრამი.
ერთი ბათი უდრის 22 ლიტრს. იხილეთ დანართი 6ა.
ერთი ქორი უდრის 220 ლიტრს. იხილეთ დანართი 6ა.
ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.
იხილეთ 10:15-ის სქოლიო.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
სიტყვასიტყვით — მომავალ სისტემაში. ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.
ბერძნული მინა იწონიდა 340 გრამს და უდრიდა 100 დრაქმას.
ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.
სიტყვასიტყვით — მომავალი სისტემის. ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.
ბერძნულად ლეპტონ, ძალიან მცირე ღირებულების პატარა მონეტა.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
ებრაელების უზენაესი სასამართლო.
ანუ ჰეროდე ანტიპა, ჰეროდე დიდის ვაჟი.
იხილეთ დანართი 3გ.
ბერძნულ ტექსტში სასვენი ნიშნები არ იყო გამოყენებული. ამ თარგმანში ორწერტილი „დღის“ შემდეგ არის ჩასმული, რადგან ეს ეთანხმება სხვა ბიბლიურ მუხლებს, მაგ.: ინ. 20:17; სქ. 1:1—3, 9; 10:40; 1კრ. 15:20; კლ. 1:18.
დაახლოებით დღის 12 საათი.
დაახლოებით დღის 3 საათი.
ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
იხილეთ მთ. 27:62-ის სქოლიო.
ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.