აბიშუა
[შესაძლოა ნიშნავს: მამა შველაა].
1. ბენიამინელი ბელას საგვარეულოდან (1მტ. 8:1—4); სავარაუდოდ, ის ბელას ვაჟი იყო, თუმცა რიცხვების 26:40-ს, 1 მატიანის 7:7-სა და 1 მატიანის 8:1—4-ს შორის არსებული განსხვავების გამო ზოგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სიტყვა „ვაჟებში“ „შთამომავლები“ იგულისხმება.
2. ფინხასის ვაჟი და აარონის შვილთაშვილი; ის იყო ბუკის მამა (1მტ. 6:4, 5, 50, 51). ეზრას 7:1—5-დან გამომდინარე ის ეზრას ერთ-ერთი წინაპარია. იოსებ ფლავიუსი აბიშუას (ავიეზერი) მღვდელმთავრად მოიხსენიებს („იუდეველთა სიძველენი“, V, თ. 11, აბზ. 5; VIII, თ. 1, აბზ. 3). თუ ეს ასეა, მაშინ ის ისრაელის მეოთხე მღვდელმთავარი გამოდის. ეს იქნებოდა იეჰოვას იმ დაპირებასთან შეთანხმებული, რომელიც აბიშუას მამას, ფინხასს მისცა, რომ მისი შთამომავლები მღვდლებად იმსახურებდნენ (რც. 25:11—13).