საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ახიტუბი“
  • ახიტუბი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ახიტუბი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ამარია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მღვდელმთავარი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მერაიოთი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ცადოკი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ახიტუბი“

ახიტუბი

[ჩემი ძმა სიკარგეა].

1. აარონის ვაჟ ითამარის შთამომავალი; ფინხასის ვაჟი და მღვდელმთავარი ელის შვილიშვილი (1სმ. 14:3; 1მტ. 24:3); მას შემდეგ, რაც ახიტუბის მამა და პაპა ერთსა და იმავე დღეს დაიხოცნენ, მან სავარაუდოდ მღვდელმთავრად მსახურება დაიწყო (1სმ. 4:17, 18). მისი ვაჟი მღვდელმთავარი ახიმელექი საულმა მოაკვლევინა (1სმ. 22:9—20).

2. აარონის ვაჟის, ელეაზარის შთამომავალ ამარიას ვაჟი (1მტ. 6:3—8); არაფერი მოწმობს იმაზე, რომ ის მღვდელმთავარი იყო. იმ პერიოდში მღვდელმთავრობა ითამარის ხაზს ეკუთვნოდა. მეფე დავითის მმართველობის დროს ახიტუბის ვაჟს, ცადოკს მღვდელმთავრად არ უმსახურია; ის მეორე მღვდელი იყო. მოგვიანებით სოლომონის მმართველობის დროს ის აბიათარის ნაცვლად დაინიშნა მღვდელმთავრად (2სმ. 8:17; 1მტ. 18:16; 1მფ. 1:8; 2:27).

3. კიდევ ერთი მღვდელი, რომლის წინაპარი იყო ახიტუბი №2. გენეალოგიურ ნუსხაში მის სახელთან ვხვდებით შენიშვნას: „ჭეშმარიტი ღვთის სახლის წინამძღოლი“ (1მტ. 9:11; ნემ. 11:11). მამამისსაც ამარია ერქვა. 1 მატიანის 9:11-დან და ნეემიას 11:11-დან ჩანს, რომ მერაიოთი მისი ვაჟი იყო, ცადოკი კი — შვილიშვილი (1მტ. 6:11, 12; ეზრ. 7:2).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება