საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 9/08 გვ. 3
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
  • მსგავსი მასალა
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2003
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
  • ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
km 9/08 გვ. 3

შეკითხვების ყუთი

◼ ორივე მშობელმა უნდა ჩაიწეროს რეგულარული ოჯახური შესწავლის ჩატარების დრო?

მართალია, ძირითადად მამას აკისრია პასუხისმგებლობა ოჯახში, რომ „იეჰოვას მოსაწონად“ აღზარდოს და დაარიგოს შვილები, მაგრამ მათ აღზრდაში ორივე მშობელი იღებს მონაწილეობას (ეფეს. 6:4). ბიბლია მოუწოდებს შვილებს: „მოისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის კანონს ნუ უგულებელყოფ“ (იგავ. 1:8). შვილების აღზრდაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალება ოჯახური შესწავლაა.

ადრე მხოლოდ ერთი მშობელი იწერდა მოუნათლავ შვილებთან ოჯახური შესწავლის ჩატარების დროს მაშინაც კი, როცა ორივე მშობელი იღებდა მონაწილეობას განხილვაში. მაგრამ ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით ცვლილებაა. თუ ოჯახური შესწავლის დროს შვილების სწავლებაში ორივე მშობელი იღებს მონაწილეობას, მაშინ ორივეს შეუძლია კვირაში მაქსიმუმ ერთი საათი ჩაიწეროს. თავისთავად ცხადია, რომ მშობლები კვირაში ერთ საათზე მეტს უთმობენ შვილების სწავლებას. შვილების აღზრდა ორივე მშობლის მხრიდან მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს (კან. 6:6—9). ყოველთვიურ ანგარიშში ძირითადად ის უნდა იყოს მითითებული, თუ რამდენი დრო გავატარეთ სამქადაგებლო მსახურებაში. აქედან გამომდინარე, მშობლებმა კვირაში ერთ საათზე მეტი არ უნდა ჩაიწერონ მაშინაც კი, თუ შესწავლა ერთ საათზე მეტხანს გრძელდება, კვირაში რამდენჯერმე ატარებენ მას და შვილებს სხვადასხვა დროს ასწავლიან. რაც შეეხება ბიბლიის შესწავლასა და განმეორებით მონახულებას, სამქადაგებლო მსახურების ანგარიშში თვეში ერთი შესწავლა და კვირაში ერთი განმეორებითი მონახულება მხოლოდ ერთმა მშობელმა უნდა ჩაიწეროს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება