შეკითხვების ყუთი
◼ როდის შეიძლება ანგარიშში ახალი ბიბლიის შესწავლის შეტანა და რა ითვლება შესწავლად?
ანგარიშში ახალი ბიბლიის საშინაო შესწავლის შეტანა შეიძლება ორჯერ ჩატარების შემდეგ იქიდან, რაც მიაკითხე ვინმეს და აჩვენე, როგორც ტარდება შესწავლა, და როცა საფუძველი გაქვს იფიქრო, რომ შესწავლა გაგრძელდება. ყოველთვიურად უნდა შეავსო და ჩააბარო შესწავლის ანგარიშის ბლანკი.
ბიბლიის საშინაო შესწავლის ყოველ ჩატარებაზე იწერება განმეორებითი მონახულება და მოხმარებული დრო. თუ საჭიროა, რომ შესწავლის ჩამტარებელს თან ახლდეს სხვა მაუწყებელი, და, თუ ორივეს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შესწავლაში, ორივეს შეუძლია დროის ჩაწერა. მაგრამ განმეორებით მონახულებასა და ბიბლიის შესწავლას მხოლოდ შესწავლის ჩამტარებელი ჩაიწერს. ჩვეულებრივ, საჭირო არ არის, რომ ბიბლიის საშინაო შესწავლაზე ორზე მეტი მაუწყებელი იყოს.
ზოგჯერ კრების სამსახურებრივი კომიტეტის წევრმა უხუცესმა შეიძლება მაუწყებელს სთხოვოს ბიბლიის საშინაო შესწავლის ჩატარება ვინმესთან, ვინც უკვე მონათლულია, მაგრამ არააქტიური გახდა. ეს საზოგადოების მიერ გათვალისწინებულ ზომებს შეესაბამება ასეთების აღსაშენებლად, რომლებსაც სურთ დახმარება. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება შესწავლის, განმეორებითი მონახულებებისა და სამქადაგებლო მსახურებაში გატარებული დროის ჩაწერა (იხილე „ჩვენი მსახურება“, გვერდები 103, 104 [რუს.], და 1998 წლის ნოემბრის „ჩვენი სამეფო მსახურება“, შეკითხვების ყუთი).
მშობლები პასუხისმგებლები არიან იეჰოვას წინაშე, დაარიგონ თავიანთი შვილები და ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში აღზარდონ (რჯლ. 4:9; ეფეს. 6:4). ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ბიბლიის ოჯახური შესწავლის რეგულარულად ჩატარება. ოჯახის უფროსს ან მშობელს შეუძლია ბიბლიის რეგულარული ოჯახური შესწავლა ჩაიწეროს ანგარიშში, თუ მოუნათლავი წევრებიც ესწრებიან. ყოველკვირა, როცა კი შესწავლა ტარდება, შეიძლება აგრეთვე ერთ საათამდე დროისა და განმეორებითი მონახულების ჩაწერა.