მიბაძე იეჰოვას სხვებზე წრფელად ზრუნვაში
1 სხვებზე წრფელად ზრუნვის უდიდესი მაგალითია იეჰოვა. როგორც უზენაესი, ის მგრძნობიარეა თავისი ქმნილების, ადამიანის, მოთხოვნილებებისადმი (1 პეტ. 5:7). იესომ გაამხნევა თავისი მიმდევრები, გამოევლინათ მამის თვისებები, რომელსაც მზე ამოჰყავს მართლებისა და უსამართლოებისთვის და წვიმას უგზავნის მათ (მათ. 5:45). შენ შეგიძლია იეჰოვას მიბაძო სხვებზე წრფელად ზრუნვაში — იყო მომზადებული, რათა სამეფოს შესახებ ცნობა გაუზიარო ყველა შემხვედრს. თუ სრულიად გაეცნობი ბროშურებს, რომლებსაც მსახურებაში გამოვიყენებთ ივლისში, კარგი შესაძლებლობა გექნება, რომ სულიერი დახმარება გაუწიო სხვებს. მომდევნო რჩევები დაგეხმარება, თუ როგორ მოემზადო პირველი მისვლისთვის და შემდეგ დროულად მიაკითხო განმეორებით, რომ არ დაიკარგოს ინტერესი.
2 როცა სთავაზობ ბროშურას — „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“ — შეგიძლია უთხრა:
◼ „თუ ღმერთი ნამდვილად ზრუნავს ადამიანებზე, დაინტერესებულხართ ოდესმე, რატომ უშვებს ის ტანჯვას? [საშუალება მიეცი, გიპასუხოს]. ეს ბროშურა მხოლოდ დამაკმაყოფილებელ პასუხს კი არ იძლევა ამ კითხვაზე, არამედ, აგრეთვე, გვიჩვენებს ღვთის დანაპირებს, რომ მოსპობს ყოველგვარ ზიანს, რაც ადამიანმა საკუთარ თავსა და დედამიწას, თავის საცხოვრებელს, მიაყენა“. წაუკითხე 23-ე აბზაცი 27-ე გვერდზე. აჩვენე ქვემოთ მოყვანილი ილუსტრაცია და 22-ე აბზაციდან ფსალმუნის 144:16 წაუკითხე. შესთავაზე ბროშურა. თუ აიღო, დაუსვი შეკითხვა, რომელზეც შემდეგ მონახულებაზე უპასუხებ: „გსურთ, იცოდეთ, როგორ შეასრულებს ღმერთი თავის დანაპირებს, რომ კაცობრიობისთვის კურთხევები მოიტანოს და დედამიწა სამოთხედ გადააქციოს?“
3 როცა მათთან ბრუნდები, ვისაც დაუტოვე ბროშურა — „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“ — შეგიძლია სხვა საუბარი წამოიწყო ამგვარად:
◼ „წინა შეხვედრისას აღვნიშნეთ, რომ ღმერთი ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე და მან აღგვითქვა, რომ მოსპობს ზიანს, რაც ადამიანმა საკუთარ თავსა და დედამიწას, თავის საცხოვრებელს მიაყენა“. გადაშალე ბროშურა მე-2 და მე-3 გვერდებზე მოცემულ ილუსტრაციაზე და უთხარი: „ჩვენი საუბარი დავასრულეთ კითხვით, თუ როგორ შეასრულებს ღმერთი თავის დანაპირებს, რომ კაცობრიობისთვის კურთხევები მოიტანოს და დედამიწა სამოთხედ გადააქციოს. თქვენ რას ფიქრობთ?“ საშუალება მიეცი, გიპასუხოს. გადაშალე მე-17 გვერდზე და წაიკითხე მე-2 აბზაცი და დანიელის 2:44. შემდეგ წაიკითხე მე-12 აბზაცი მე-19 გვერდზე. შეეკითხე მობინადრეს, სურს თუ არა, შენთან ერთად განიხილოს ბროშურის მე-9 ნაწილი. თუ სურს, დაიწყეთ შესწავლა.
4 ამ შეთავაზების გამოყენება შეიძლება, როცა სთავაზობ ბროშურას — „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი“. აჩვენე გარეკანი და უთხარი:
◼ „დღეს ჩვენ ვავრცელებთ ამ ბროშურას, რომელიც ანუგეშებს და იმედს აძლევს მილიონობით ადამიანს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები. დაგბადებიათ ოდესმე კითხვა, რა იმედი არსებობს საყვარელი მიცვალებულებისთვის? [საშუალება მიეცი, გიპასუხოს]. ბიბლია ნათლად გვიჩვენებს ღვთის დანაპირებს აღდგომის შესახებ“. წაუკითხე იოანეს 5:28, 29. გადაშალე ბროშურა და კომენტარი გააკეთე 28-ე გვერდზე მოცემულ ბოლო აბზაცსა და 31-ე გვერდზე მოცემულ პირველ აბზაცში მოყვანილ საკითხებზე. აჩვენე თანმხლები სურათები. შესთავაზე ბროშურა. შეგიძლია ნიადაგი მოამზადო განმეორებითი მონახულებისთვის შემდეგი შეკითხვით: „როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ საბოლოოდ სიკვდილი საერთოდ აღარ იარსებებს?“
5 სადაც დატოვე ბროშურა — „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი“ — განმეორებითი მონახულებისას ალბათ, მოისურვებ ამ შეთავაზების გამოყენებას:
◼ „წინა საუბრისას მოვიხსენიეთ აღდგომის მშვენიერი იმედი. ბროშურა, რომელიც დაგიტოვეთ, ხსნის, რატომ შეგვიძლია გვწამდეს, რომ საბოლოოდ სიკვდილი საერთოდ აღარ იარსებებს. ნუთუ არ განუგეშათ და არ დაგაწყნარათ ღვთის დაპირებებმა?“ საშუალება მიეცი, გიპასუხოს. შემდეგ გადაშალე 31-ე გვერდზე და წაუკითხე მე-2 და მე-3 აბზაცები გამოცხადების 21:1–4-თან ერთად. ყურადღება გაამახვილე მომავალზე, როცა სასიხარულო სიცოცხლე გვექნება სიკვდილის გარეშე. თუ ინტერესი გამოავლინა და სათანადო ვითარებები შეიქმნა, შესთავაზე ბიბლიის შესწავლა წიგნით, „შემეცნება“, ან დაუსვი სხვა შეკითხვა, რათა გზა გახსნა მომდევნო განმეორებითი მონახულებისთვის.
6 როცა სთავაზობ ბროშურას, „რა არის სიცოცხლის აზრი? — როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“, შეგიძლია მომდევნო სიტყვები უთხრა:
◼ «მრავალს სურს, იცოდეს, რა არის სიცოცხლის აზრი. ისინი ეკითხებიან საკუთარ თავს: „რატომ ვარ აქ? საით მივდივარ? რას მომიტანს მომავალი?“ როგორ ფიქრობთ, სად შეგვიძლია პასუხის პოვნა? [საშუალება მიეცი, გიპასუხოს]. შენიშნეთ, რას ამბობს ბიბლია. [წაუკითხე ფსალმუნი 35:10]. ნუთუ გონივრული არ არის, დავასკვნათ, რომ ადამიანის შემოქმედს უფრო უკეთ შეუძლია აგვიხსნას, რატომ ვართ აქ? [საშუალება მიეცი, გიპასუხოს]. ეს ბროშურა გვიჩვენებს დიდებულ განზრახვას, რომელიც ღმერთს აქვს ჩვენდამი». ბროშურა გადაშალე მე-20 და 21-ე გვერდებზე, წაიკითხე ილუსტრაციის კომენტარი და კომენტარი გააკეთე თვით ილუსტრაციაზე; შემდეგ შესთავაზე ბროშურა. თუ აიღო, შეეკითხე: „როგორ შეგვიძლია ვირწმუნოთ, რომ ღვთის განზრახვა — ადამიანებმა მარადიულად იცხოვრონ სამოთხეში დედამიწაზე — არ შეცვლილა?“ დათქვით განმეორებითი მონახულების დრო.
7 თუ დატოვებული იყო ბროშურა, „რა არის სიცოცხლის აზრი? — როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“, როცა განმეორებით მიხვალ, შეგიძლია მსგავსი რამე უთხრა:
◼ „წინა მოსვლისას ძალიან გამახარა თქვენთან ბიბლიის თვალსაზრისზე საუბარმა, რომ ადამიანის სიცოცხლეს ნამდვილად აქვს აზრი“. აჩვენე 31-ე გვერდზე მოცემული ილუსტრაცია და ჰკითხე: „როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ღვთის განზრახვა — მარადიულად ვიცხოვროთ სამოთხეში დედამიწაზე — არ შეცვლილა?“ წაუკითხე მე-3 აბზაცი მე-20 გვერდზე. განიხილე საკითხები, რომლებიც მოცემულია 21-ე გვერდზე, ქვესათაურის, „ღმერთის განზრახვა არ შეცვლილა“, შემდეგ. ანახე ბროშურის ბოლო გვერდი, გარეკანი, და წაუკითხე სახლში ბიბლიის უსასყიდლოდ შესწავლის შეთავაზება. აჩვენე წიგნი, „შემეცნება“, და შესთავაზე, რომ აჩვენებ, როგორ ვიყენებთ ამას, როგორც ბიბლიის შესწავლაში დამხმარეს.
8 ჩვენმა მსახურებამ უნდა აირეკლოს გულითადი ინტერესი გულწრფელი ადამიანების დასახმარებლად, რათა ‘მიაღწიონ ჭეშმარიტების შემეცნებას’ (1 ტიმ. 2:4). ამიტომ, შენი მსახურების გეგმაში დრო გამოყავი, რომ ყველა პიროვნებას მიაკითხო, რომლებთანაც ბროშურა დატოვე. შენი ჭეშმარიტი მზრუნველობის გამოვლენა შეიძლება დაეხმაროს მათ, რომლებიც კვნესიან და მოთქვამენ ცრუ რელიგიაში ჩადენილ სისაძაგლეთა გამო, რომ გადარჩენისთვის იყვნენ ამორჩეულნი (ეზეკ. 9:4, 6). შენ აგრეთვე იგრძნობ სიხარულსა და კმაყოფილებას, რასაც იეჰოვას მიბაძვით სხვებზე წრფელად ზრუნვა იწვევს (შეადარე ფილიპელთა 2:20, სსგ).