სამსახურებრივი შეხვედრები ნოემბერში
4 ნოემბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №29
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. კომენტარი გაუკეთე როგორც ქვეყნის, აგრეთვე ადგილობრივი კრების აგვისტოს თვის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშს.
15 წთ.: „სწორად გადასცემ ღვთის სიტყვას?“ კითხვა-პასუხები.
20 წთ.: „ესაა საუკუნო სიცოცხლე“ (1–5 აბზაცები). პირველ აბზაცზე მოკლე შესავალი კომენტარის გაკეთების შემდეგ იზრუნე, რომ ორმა უნარიანმა მაუწყებელმა ინსცენირება გაუკეთოს 2-დან 5-ის ჩათვლით აბზაცებში მოცემულ შეთავაზებებს. შეახსენე, რომ ლიტერატურის დატოვებისას მოიხსენიონ შესაწირავის ღონისძიება. ყურადღება გაამახვილე ბიბლიის შესწავლის დაწყების მიზანზე.
სიმღერა №128 და დამამთავრებელი ლოცვა.
11 ნოემბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №40
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
20 წთ.: რატომ უნდა გავცეთ იეჰოვასთვის? საუბარი ორ უხუცესს შორის, რომლებიც 1996 წლის 1-ლი ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ მოცემული სტატიის მთავარ პუნქტებს აშუქებენ (28–31 გვერდები [რუს.]). ან ინფორმაცია შეიძლება გადმოიცეს, როგორც მოხსენება, უხუცესის მიერ.
15 წთ.: „ესაა საუკუნო სიცოცხლე“ (6–8 აბზაცები). განიხილე შესწავლის დასაწყებად პირდაპირი მიდგომის უპირატესობა. იზრუნე, რომ ორმა გამოცდილმა მაუწყებელმა ინსცენირება გაუკეთოს მე-6 და მე-7 აბზაცებში მოცემულ შეთავაზებებს. მსმენელებს სთხოვე მოყვნენ შემთხვევები, როდესაც შესწავლა პირველივე მონახულებისას დაიწყეს. როცა შესწავლა პირდაპირ შესთავაზეს, ერთმა მამაკაცმა უპასუხა: „დიახ. შემობრძანდით. მე სიამოვნებით შევისწავლი“. მასთან დაიწყო შესწავლა, მომდევნო კვირაში მთელი ოჯახი შეუერთდა და მალე ყველა მათგანი შეხვედრებს ესწრებოდა და დამოწმების საქმეში მონაწილეობდა. უთხარი, რომ მომდევნო კვირის სამსახურებრივ შეხვედრაზე ყველამ მოიტანოს 1996 წლის ივნისის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართი.
სიმღერა №129 და დამამთავრებელი ლოცვა.
18 ნოემბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №140
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: „ჩვენ გვაქვს დავალება“. კითხვა-პასუხები. მოკლე კომენტარი გაუკეთე 1988 წლის 1-ლი ივნისის „საგუშაგო კოშკში“ 22-ე და 23-ე გვერდებზე მოცემულ 13-დან 16-ის ჩათვლით აბზაცებს (რუს.).
20 წთ.: ჩაატარე ბიბლიის პროგრესული შესწავლები. სამსახურებრივი ზედამხედველის მოხსენება. უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ბიბლიის შესწავლის საქმეში „შემეცნებას“ ვიყენებთ. ზოგმა შემსწავლელმა, ალბათ, უკვე დაამთავრა მისი შესწავლა, სხვებს კი საკმაოდ დიდი ნაწილი აქვთ გავლილი. ჩვენ მოგვიწოდეს, რომ უფრო მეტი ყურადღება გავამახვილოთ ახლების დასახმარებლად გამიზნული შესწავლების ჩატარებაზე, რათა მოკლე დროში შეისწავლონ ჭეშმარიტება, გამოიყენონ ცხოვრებაში და გახდნენ კრების ნაწილი. 1996 წლის ივნისის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართმა შესანიშნავი დამხმარე რჩევებით უზრუნველგვყო, რათა, როგორც მასწავლებლები, ეფექტურები ვიყოთ. ამ დანართის 3-დან 13-ის ჩათვლით აბზაცების თანახმად, ზოგი საკითხის მოკლე გადახედვით შეგვიძლია შემსწავლელებს მარჯვედ ვასწავლოთ. შემდეგ ყურადღება გაამახვილე, რა უნდა გავაკეთოთ, რომ პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმაროთ მათ, როგორც 14-დან 22-ის ჩათვლით აბზაცებშია მოცემული. წაიკითხე მე-15, მე-17, მე-20 და 21-ე აბზაცები. მიმოიხილე რამდენიმე დადებითი ცნობა, რომლითაც უჩვენებ, თუ როგორ კარგ შედეგებს მიაღწიეს ადგილობრივმა მაუწყებლებმა. წაახალისე ბიბლიური სწავლების საქმეში მეტი მონაწილეობისაკენ.
სიმღერა №85 და დამამთავრებელი ლოცვა.
25 ნოემბრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №46
5 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: „უწილადეთ სხვებს მათი საჭიროებების მიხედვით“. უხუცესის მოხსენება.
10 წთ.: შეკითხვების ყუთი. განიხილე აუდიტორიასთან ერთად.
15 წთ.: მოემზადე ლიტერატურის გასავრცელებლად დეკემბერში. დეკემბერში შევთავაზებთ წიგნს — „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“. მოამზადე შეთავაზება, რომლის გამოყენებაც შეიძლება მობინადრისთვის ამ წიგნის შეთავაზებისას. აზრები შეთავაზებისთვის შეიძლება იპოვო 2-დან 7-ის ჩათვლით გვერდებზე ბროშურაში — „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“. სთხოვე უნარიან მაუწყებელს, შეთავაზების ინსცენირება გააკეთოს.
სიმღერა №180 და დამამთავრებელი ლოცვა.