სამსახურებრივი შეხვედრები თებერვალში
3 თებერვლიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №27
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. თეოკრატიული ცნობები.
15 წთ.: „მონაწილეობა მიიღე საქმეში, რომელიც აღარასოდეს გამეორდება“. კითხვა-პასუხები.
20 წთ.: „კეთილი ცნობის შეთავაზება გადაუდებლობის გრძნობით“ (აბზაცები: 1—5). პირველი აბზაცის თანახმად, მოკლე შესავლის შემდეგ მომხსენებელი სხვა ორ ან სამ მაუწყებელთან ერთად განიხილავს მე-2—მე-5 აბზაცებს. ისინი მოცემული შეთავაზებებიდან მთავარ საკითხებს განიხილავენ და კომენტარს გაუკეთებენ, თუ რატომ არის ეს ან მსგავსი შეთავაზებები ეფექტური ადგილობრივ ტერიტორიაზე. მაუწყებლები რიგ-რიგობით გააკეთებენ შეთავაზებებს. მომხსენებელი შეაქებს, შესთავაზებს საშუალებებს, რომ ისინი უფრო ეფექტურად გამოიყენონ და მისცემს საჭირო შეხსენებებს, რათა მოიხსენიონ შესაწირავების ღონისძიებები. შემდეგ ის შეეკითხება აუდიტორიას იმ საშუალებების შესახებ, თუ როგორ მიაღწიონ შესწავლების დაწყების მიზანს. საჭირო აზრებს მიაწვდის, თუ, ბოლოს და ბოლოს, როგორ დაიწყონ შესწავლა წიგნით, „შემეცნება“.
სიმღერა №34 და დამამთავრებელი ლოცვა.
10 თებერვლიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №29
5 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
10 წთ.: „კეთილი ცნობის შეთავაზება გადაუდებლობის გრძნობით“ (აბზაცები: 6—8). დემონსტრირება გაუკეთე მე-6 და მე-7 აბზაცებს. ყურადღება გაამახვილე იმ პიროვნებების განმეორებით მონახულებაზე, ვინც ინტერესი გამოავლინა.
30 წთ.: „საჭიროა 7 000 დამხმარე პიონერი“. კითხვა-პასუხებით განიხილავს სამსახურებრივი ზედამხედველი. ყურადღება გაამახვილე მე-3 გვერდზე მოცემულ ჩარჩოზე. განიხილე სანიმუშო გეგმა მე-6 გვერდზე. ყოველმა მონათლულმა მაუწყებელმა უნდა განიხილოს პირადად და ლოცვით აწონ-დაწონოს, შეუძლია თუ არა ერთი ან მეტი თვის განმავლობაში მონაწილეობა. მოუნათლავ მაუწყებლებს შეუძლიათ თავიანთი მსახურების გაფართოება, თუ საათების საკუთარ გეგმას დაისახავენ ყოველთვიურად.
სიმღერა №43 და დამამთავრებელი ლოცვა.
17 თებერვლიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №30
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მოიხსენიე საინტერესო სასაუბრო საკითხები მიმდინარე ჟურნალებიდან, რომლების გამოყენებაც შეიძლება მსახურებაში ამ კვირას.
13 წთ.: „გახსენების საღამო — დიდი მნიშვნელობის მქონე შემთხვევა!“ განხილვა კითხვა-პასუხების საშუალებით. მოუწოდე, რომ მთელი მარტის თვე განსაკუთრებულად წარმართონ, დამხმარე პიონერად მსახურებით. ყურადღება გაამახვილე გახსენების საღამოზე მოსაწვევების შეთავაზებაზე.
22 წთ.: ბიბლიის საშინაო შესწავლების დაწყება. ბოლო თვეებში ასიათასობით წიგნი გავრცელდა. ეს საფუძველს გვაძლევს, რომ გაცილებით მეტი ბიბლიის შესწავლა დავიწყოთ. განიხილე, რა იყო შესრულებული ადგილობრივად წიგნებისა და სხვა ლიტერატურის გავრცელებასთან დაკავშირებით. მოუწოდე მაუწყებლებს, მიაკითხონ მათ, ვინც ინტერესი გამოავლინა. რამდენიმე მაუწყებელს მოაყოლე, განსაკუთრებით რა ძალისხმევა მოითხოვება მათი მხრიდან ბიბლიის საშინაო შესწავლის დასაწყებად. ხაზი გაუსვი, თუ ჩვენი დავალების რა განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს მოწაფეების მომზადება (მათ. 28:19, 20). ეს ნაყოფიერად შესრულდება, თუ შევეცდებით 1996 წლის ივნისის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართის გამოყენებას.
სიმღერა №47 და დამამთავრებელი ლოცვა.
24 თებერვლიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №32
18 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. გამოაცხადე ყველას სახელი, ვინც დამხმარე პიონერად მსახურების განცხადება დაწერა მარტში. ახსენი, რომ ჯერ გვიანი არ არის განცხადების წარდგენა. ყველას მოუწოდე, სრულიად მიიღონ მონაწილეობა სამქადაგებლო მსახურებაში 1 მარტს, კვირას. მოიხსენიე დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც ადგილობრივად კეთდება თვის განმავლობაში სამქადაგებლო შეხვედრებისთვის. ყურადღებით განიხილე „შეკითხვების ყუთი“.
12 წთ.: „როგორ ზრუნავ ნათესავებზე?“ ქმარი და ცოლი გაარჩევენ ერთად სტატიას და გადაწყვეტენ, როგორ მიიტანონ ურწმუნო ნათესავებამდე კეთილი ცნობა (იხილე 1990 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვ. 20–23 [რუს.]).
15 წთ.: განიხილე მარტში შესათავაზებელი ლიტერატურა — „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. მოკლედ მოიხსენიე თანამედროვე საზოგადოებაში ოჯახების ნგრევის მიზეზები (იხილე 1992 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 4–7 [რუს.]). განიხილე წიგნის მე-3 გვერდზე მოცემული შინაარსი. სთხოვე აუდიტორიას, ამოარჩიონ თავები, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს შეთავაზებებს. გამოყავი დამხმარე სასწავლო ჩარჩოები, რომლებიც მოცემულია ყოველი თავის ბოლოს. უნარიან მაუწყებელს სთხოვე, დემონსტრირება გაუკეთოს წიგნის შეთავაზებას. ყველას შეახსენე, რომ ამ შაბათ-კვირას გამოსაყენებლად თან იქონიონ წიგნი და დატოვების შემთხვევაში მოიხსენიონ შესაწირავების ღონისძიება.
სიმღერა №48 და დამამთავრებელი ლოცვა.