საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 3/98 გვ. 7
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
  • მსგავსი მასალა
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2002
  • რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ როგორ გამოვიყურებით
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • გაქვს „ხორცის გული“?
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2017
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
km 3/98 გვ. 7

შეკითხვების ყუთი

◼ რატომ უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ჩაცმულობას, ვარცხნილობასა და კოსმეტიკას, როდესაც საზოგადოების ფილიალების კომპლექსებს ვინახულებთ?

ქრისტიანებისგან მოითხოვება, შეესაბამებოდნენ სათანადო ნორმებს. ჩვენი ჩაცმულობა, ვარცხნილობა და კოსმეტიკა ყოველთვის უნდა ირეკლავდეს წესიერებასა და ღირსებას, რომელიც იეჰოვა ღმერთის მოწმეებს შეეფერება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ფილიალების მონახულებისას, მთელ მსოფლიოში.

1998 წელს ჩატარდება საოლქო და საერთაშორისო კონგრესები. ათასობით ჩვენი ძმა, სხვადასხვა ქვეყნებიდან, მოინახულებს საზოგადოების მთავარ განყოფილებას ბრუკლინში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში მდებარე ფილიალებს. არა მხოლოდ ფილიალების მონახულებისას, არამედ სხვა დროსაც, ‘ყველაფერში უნდა წარმოვადგინოთ ჩვენი თავი, როგორც ღვთის მსახური’, ჩვენი შესაფერისი ჩაცმულობით, ვარცხნილობითა და კოსმეტიკით (2 კორ. 6:3, 4).

ჩაცმულობის, ვარცხნილობისა და კოსმეტიკის შესაფერისი ნორმების შესახებ წიგნი „ორგანიზებული ვართ ჩვენი მსახურების შესასრულებლად“ აღნიშნავს ფიზიკური სისუფთავის, მოკრძალებული კოსმეტიკისა და ჩაცმულობის აუცილებლობის შესახებ, როდესაც სამქადაგებლო მსახურებაში ვიმყოფებით ან ვესწრებით ქრისტიანულ შეხვედრებს. შემდეგ 131-ე გვერდზე მოცემულ მე-2 აბზაცში აღნიშნულია: «იგივე მოგვეთხოვება ბრუკლინში ბეთელის სახლის ან საზოგადოების სხვა ფილიალების მონახულებისას. გახსოვდეთ, სახელი ბეთელი ნიშნავს „ღვთის სახლს“, ასე რომ ჩვენი ჩაცმულობა, ვარცხნილობა, კოსმეტიკა და საქციელი ისეთივე უნდა იყოს, როგორც ღვთისთვის თაყვანისსაცემად სამეფო დარბაზში შეხვედრაზე დასწრებისას». ეს მაღალი ნორმები მოეთხოვებათ როგორც ადგილობრივ, ასევე შორი ქვეყნიდან ჩამოსულ მაუწყებლებს, რომლებიც ბეთელის ოჯახის წევრების სანახავად, გასაცნობად და აგრეთვე ფილიალის კომპლექსების მოსანახულებლად ჩამოდიან.

ჩვენმა ჩაცმულობამ კარგი შთაბეჭდილება უნდა შეუქმნას სხვებს იეჰოვასადმი ჭეშმარიტ თაყვანისცემაზე. მაგრამ შემჩნეული იყო, რომ საზოგადოების კომპლექსების მონახულებისას ზოგ დასა და ძმას ძალიან დაუდევრად ეცვა. ასეთი ჩაცმულობა არ არის ბეთელის სახლების მონახულების დროს შესაფერისი. ამ საკითხთან დაკავშირებით, ისევე როგორც ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების სხვა მხარეებში, გვსურს ღვთის სადიდებლად შევინარჩუნოთ ისეთი მაღალი ნორმები, რომლებიც განასხვავებს ღვთის ხალხს წუთისოფლისგან (რომ. 12:2; 1 კორ. 10:31). აგრეთვე კარგია ველაპარაკოთ მათ, ვისაც ვასწავლით ბიბლიას, და სხვებს, ვინც პირველად ინახულებს ბეთელს, და შევახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია შესაფერისი ჩაცმულობა, ვარცხნილობა და კოსმეტიკა.

ასე რომ, საზოგადოების კომპლექსების მონახულებისას, შეეკითხე შენს თავს: „მოკრძალებულია ჩემი ჩაცმულობა, ვარცხნილობა და კოსმეტიკა? (შეადარე მიქა 6:8). აჩვენებს ეს იმას, რომ მე ღმერთს ვემსახურები? უხერხულობაში ჩააგდებს ან გააღიზიანებს ჩემი გარეგნობა სხვებს? ვარ მათთვის მისაბაძი მაგალითი, ვინც შეიძლება პირველად მოდის?“ მოდი ყოველთვის ჩვენი ჩაცმულობით, ვარცხნილობითა და კოსმეტიკით, ‘ყველაფრით შევამკოთ ჩვენი მაცხოვარი ღვთის მოძღვრება’ (ტიტ. 2:10).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება