სამსახურებრივი შეხვედრები თებერვალში
1 თებერვლიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №79
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. შეახსენე ყველას, ჩააბარონ იანვრის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები.
17 წთ.: «შესთავაზე წიგნი „ოჯახური ბედნიერება“ ყველა ასაკის ადამიანს». უხუცესი განიხილავს სტატიას ორ ან სამ უნარიან მაუწყებელთან. ყურადღება გაამახვილე მიზანზე — დავეხმაროთ სხვებს იმის გაგებაში, რომ ოჯახური ბედნიერების საიდუმლო ბიბლიის რჩევების მიყოლაშია (იხილე „ოჯახური ბედნიერება“, გვ. 10—12). გააკეთეთ მოცემული შეთავაზებებიდან ერთ-ერთის ინსცენირება. აჩვენეთ, როგორ მოვიხსენიოთ ნებაყოფლობითი შესაწირავები და როგორ მოველაპარაკოთ განმეორებით მონახულებაზე.
18 წთ.: ‘შეიმოსეთ ახალი კაცი’. მოხსენება, რომელშიც ირჩევა ეფესელთა 4:20–24 (იხილე 1993 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 14—18, აბზ. 4—17). ახსენი, როგორ ვიშორებთ ძველ პიროვნებას და ვიმოსებით ახლით.
სიმღერა №4 და ლოცვა
8 თებერვლიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №51
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: „ჩვენი დიდებული შემოქმედი ზრუნავს ჩვენზე!“ კითხვა-პასუხები. ახსენი, როგორ გამოვიყენოთ წიგნი „შემოქმედი“ მათ დასახმარებლად, ვისაც ეეჭვება ღვთის არსებობა ან უარყოფს კიდეც ამას. თუმცა წიგნი ბიბლიის შესწავლების ჩასატარებლად არ არის გათვალისწინებული, ის შეიძლება ეფექტური საშუალება იყოს სხვების აღსაძვრელად, გამოიკვლიონ ყველაფერი, რაც ბიბლიაშია ჩაწერილი (იხილე წიგნი „შემოქმედი“, გვ. 189—191). სთხოვე მაუწყებლებს, პირადი აზრი გამოთქვან ამ პუბლიკაციის შესახებ და მოყვნენ პირადი შემთხვევები ამ წიგნის გავრცელებასთან დაკავშირებით.
სიმღერა №89 და ლოცვა
15 თებერვლიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №42
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. თეოკრატიული ცნობები.
18 წთ.: რა სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის თეოკრატიული სამსახურის სკოლაში ჩაწერას? სკოლის ზედამხედველი განიხილავს მსმენელებთან ერთად. სკოლის მიზანი მხოლოდ საჯარო მომხსენებლების მომზადება არ არის. სკოლას სხვა მხარეებშიც მოაქვს ჩვენთვის სარგებლობა (იხილე „სკოლის სახელმძღვანელო“, გვ. 12, 13 [რუს.]). ვსწავლობთ ურთიერთობასა და გასაგებად, თავდაჭერილად და დამაჯერებლად საუბარს. ვიწაფებით მრწამსთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემასა და ბიბლიის საფუძველზე ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ახსნაში. გვიღრმავდება ბიბლიური ცოდნა, რაც გვეხმარება უფრო ეფექტურად ვუქადაგოთ სხვებს. ვსწავლობთ შეცდომების აღიარებასა და რჩევების მიღებას, რის შედეგადაც მშვიდობიანი ურთიერთობა გვაქვს სხვებთან. მთლიანობაში სკოლა გვეხმარება, ღვთისგან მიღებული „შემძლეობა“ შევინარჩუნოთ მსახურებაში (2 კორ. 3:5, 6).
17 წთ.: „როგორ მონაწილეობს მთელი ოჯახი — ბიბლიის შესწავლაში“. განიხილავს ოჯახი. ისინი არჩევენ, თუ როგორ იყენებენ ბიბლიის ერთად კითხვასა და ოჯახურ შესწავლასთან დაკავშირებულ რჩევებს, რომლებიც მოცემულია 1996 წლის 1 ივნისის „საგუშაგო კოშკში“, გვ. 12, და 1992 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“, გვ. 16, 17 (რუს.).
სიმღერა №138 და ლოცვა
22 თებერვლიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №46
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: ქადაგება მრავალბინიან შენობებში. განხილვა ორ ან სამ მაუწყებელთან. ძნელია იმათთან ქადაგება, რომლებიც მრავალბინიან შენობაში ცხოვრობენ, და, ხშირად, საუბრის დროს კარს არ აღებენ. განიხილეთ ინტერესის აღმძვრელი რამდენიმე საშუალება. თავი გააცანი მობინადრეს მეგობრული ტონით; მიმართე სახელით, თუ ის მოცემულია მის საფოსტო ყუთზე ან კარზე; მოიხსენიე რაიმე დროული თემა, რომლის განხილვაც გსურს ან წაიკითხე შესავალი სიტყვები პირდაპირ ბროშურიდან „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“, გვ. 2—7, და უთხარი, რომ გსურს დაუტოვო ტრაქტატი, ჟურნალი ან ბროშურა, რომელშიც პასუხია გაცემული მნიშვნელოვან კითხვაზე (უთხარი, რა კითხვაა). სადაც ასეთი კონტაქტის საშუალება შეზღუდულია, მობინადრეებს დაუწერე წერილი ან უქადაგე მათ სახლის მახლობლად, როცა ისინი შედიან ან გამოდიან. ინსცენირება გაუკეთეთ ადგილობრივად გამოყენებულ მეთოდს, რითაც კარგ შედეგებს მიაღწიეთ მრავალბინიან შენობებში ქადაგების დროს.
20 წთ.: როგორ ვპოვოთ სიხარული მოწაფეების მომზადებაში. მოხსენება დაფუძნებულია 1996 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკზე“, გვ. 19—22 (რუს.).
სიმღერა №91 და ლოცვა