თეოკრატიული ცნობები
◼ ბულგარეთში 1998 წლის 7 ოქტომბერს იეჰოვას მოწმეებმა ოფიციალური აღიარება მიიღეს. ჩვენც ვუერთდებით 946 მაუწყებლის სიხარულს და მადლობას ვუხდით იეჰოვას.
◼ 1998 წლის 12 ოქტომბერს ლატვიის მთავრობამ ქვეყანაში არსებული 21 კრებიდან პირველი ორი კანონიერად აღიარა.
◼ არსებული წინააღმდეგობის მიუხედავად, საფრანგეთში ძმები განაგრძობენ სამეფოს შესახებ ქადაგებას. ნოემბერსა და დეკემბერში გაიმართა სპეციალური კამპანია ბროშურით „წიგნი ყველასთვის“, რომელიც მოსახლეობის ყურადღებას ბიბლიაზე ამახვილებდა. 50-მდე ბეთელელი საფრანგეთიდან ინგლისში გადავიდა, რომ დაეხმარონ ფილიალს პუბლიკაციების ბეჭდვასა და გადაგზავნაში. საფრანგეთის ბეთელის ოჯახის დარჩენილი 250 წევრი და სხვა მაუწყებლები სიხარულით განაგრძობენ მსახურებას ნორმალურ პირობებში.