საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 6/99 გვ. 4
  • დააფასე დრო

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დააფასე დრო
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
  • მსგავსი მასალა
  • სამქადაგებლო მსახურების შეხვედრები
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2009
  • „გამოისყიდეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო“ მსახურებაში
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2015
  • ეფექტურად იმსახურე
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
  • სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა ემსახურება თავის მიზანს
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2015
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
km 6/99 გვ. 4

დააფასე დრო

1 ყველას ერთი და იგივე დრო აქვს ყოველკვირეულად განკარგულებაში. დრო, რომელსაც კეთილი ცნობის გავრცელებას ვუთმობთ, ყველაზე ძვირფასია, რადგან სიცოცხლის გადამრჩენ საქმეს ვუთმობთ (რომ. 1:16). მადლიერებას ამისთვის იმით ვავლენთ, რომ ვემზადებით მსახურებისთვის, დროულად მოვდივართ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებზე, საიდანაც დაუყოვნებლივ ვეშურებით უბანზე. უმჯობესია ვქადაგებდეთ, ვიდრე ვყოვნდებოდეთ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრის შემდეგ. რადგან იეჰოვამ გვასწავლა, რომ „ყოველივეს თავისი დრო აქვს“, ამიტომ მსახურებისთვის გამოყოფილი დრო უნდა დავაფასოთ (ეკლ. 3:1).

2 გონივრულად გამოიყენე დრო. მრავალ კურთხევას მოვიმკით, როცა მტკიცედ მივყვებით მსახურების იმ გეგმას, რომელიც რეგულარული მონაწილეობის საშუალებას გვაძლევს ქადაგებაში. ჩვეულებრივ, მსახურებაში კარგი შედეგები პროპორციულ დამოკიდებულებაშია იმ დროსთან, რომელსაც მასში ვატარებთ. ყოველდღიურ გეგმაში უმნიშვნელო ცვლილებების შეტანით შევძლებთ უფრო მეტი დროის გამოყოფას სამქადაგებლო მსახურებისთვის? მაგალითად, მას შემდეგ რაც შაბათს ჟურნალები გავავრცელეთ, შეგვეძლო გარკვეული დრო დაგვეთმო განმეორებითი მონახულებებისთვის? თუ კვირას გავედით სამქადაგებლო მსახურებაში, შეგვეძლო გარკვეული დრო დაგვეთმო განმეორებითი მონახულებებისთვის ან ბიბლიის შესწავლისთვის? შესაძლებელია კარდაკარ მსახურებისთვის ქუჩაში დამოწმება დაგვემატებინა? ამ და სხვა საშუალებით შევძლებთ ჩვენი მსახურების გაუმჯობესებას.

3 როდესაც მსახურებაში ვართ, თუ ფრთხილად არ ვიქნებით შეიძლება დავკარგოთ ძვირფასი დრო. რა თქმა უნდა, როცა ძალიან ცუდი ამინდია, მოკლე შესვენება გაგვახალისებს და მსახურების გასაგრძელებლად ბიძგს მოგვცემს. მაგრამ იყავი გაწონასწორებული, რადგან ყოველთვის არ არის საჭირო ასეთი შესვენებები.

4 ბოლო წლებში უფრო და უფრო გართულდა ადამიანებთან სახლებში შეხვედრა. ამ სიტუაციასთან გასამკლავებლად მრავალი მაუწყებელი დღის სხვადასხვა დროს ქადაგებს კარდაკარ. რატომ არ გვეცადა ნაშუადღევს ან საღამოს პირზე ქადაგება?

5 უმჯობესია, თუ მაუწყებლები არ დაიწყებენ საუბარს, როცა ქუჩაში ქადაგების დროს ერთმანეთს ხვდებიან. ამის ნაცვლად, ცალ-ცალკე იდექით და ადამიანებთან ისე მიდით, რომ საუბარი დაიწყოთ მათთან. ამგვარად, დროს უფრო ეფექტურად გამოიყენებთ და შედეგად დიდ სიხარულს მიიღებთ.

6 ხელიდან არ გაუშვა ქადაგების შესაძლებლობა. როდესაც მობინადრე ქალმა თქვა, რომ არ აინტერესებდა, მოწმემ ჰკითხა, იყო ვინმე სახლში, ვისთანაც შეეძლო საუბარი. ამან საშუალება მისცა ოჯახში მამაკაცთან ესაუბრა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ავადმყოფობამ საწოლს მიაჯაჭვა. ღვთის სიტყვაში მოცემულმა იმედმა განუახლა მას სიცოცხლისადმი ინტერესი. მალე ის საწოლიდან წამოდგა, სამეფო დარბაზში შეხვედრებს ესწრებოდა და სხვებსაც უზიარებდა ახლად შეძენილ იმედს!

7 ერთმა ახალგაზრდა დამ გამოიყენა რჩევა, ექადაგა ერთი საათის განმავლობაში კრების წიგნის შესწავლამდე. პირველ კართან ის 13 წლის გოგონას შეხვდა, რომელიც ინტერესით უსმენდა და ლიტერატურაც აიღო. მეორე დღეს, სკოლაში ამ დამ ისევ ის გოგონა დაინახა, რომელსაც შემდეგ ბიბლიის შესწავლა შესთავაზა და ისიც დასთანხმდა.

8 ნაყოფიერ დროდ აქციე ის. სამქადაგებლო მსახურებაში რეგულარული მონაწილეობა გვეხმარება კეთილი ცნობის გადაცემის ხელოვნების განვითარებაში. შეგიძლია უფრო უკეთესად დაიწყო საუბარი კართან, უფრო ეფექტური შეთავაზების გამოყენებით? შეგიძლია უფრო დახელოვნებული მასწავლებელი გახდე საშინაო ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად? ამგვარი მოქმედებით ნამდვილად დააფასებ შენს დროს მსახურებაში და უფრო ნაყოფიერსაც გახდი მსახურებას (1 ტიმ. 4:16).

9 რადგან „ჟამი იწურება“ ჩვენი ცხოვრება აღვსილი უნდა იყოს ქრისტიანული საქმეებით (1 კორ. 7:29). სამქადაგებლო მსახურების დრო პირველი უნდა იყოს ჩვენს საქმეებს შორის. მოდით სრულად და გულმოდგინედ მივიღოთ მსახურებაში მონაწილეობა. დრო ძვირფასი ძღვენია, რომელიც იეჰოვამ გვიბოძა. ყოველთვის გონივრულად გამოიყენე და დააფასე ის.

[ჩარჩო 4 გვერდზე]

დაუკვირდი შემდეგ რჩევებს:

◼ დროულად მიდი სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე.

◼ გონივრულ ფარგლებში, პატარ-პატარა ჯგუფებად იქადაგეთ.

◼ არ დააყოვნო უბანზე წასვლა.

◼ მაშინ დაამუშავე უბანი, როდესაც უმეტესობა სახლშია.

◼ თუ უსაფრთხოა, დროდადრო მარტო იმსახურე.

◼ განმეორებით მოინახულე ისინი, ვინც ახლოს არიან კარდაკარ მსახურების ტერიტორიასთან.

◼ მსახურება განაგრძე მაშინაც, როცა ჯგუფიდან რომელიმე კართან ყოვნდება.

◼ სიტუაციისდა მიხედვით, როცა შესაძლებელია, მსახურებაში ერთ საათზე მეტ ხანს დარჩი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება