წინასწარ დაგეგმვა — რისთვის?
1 ყოველი ჩვენგანი, გარკვეულწილად, სამომავლო გეგმებზე ფიქრობს. ისინი, ვისაც მიწიერი იმედი აქვს, მოელიან მომავალ მარადიულ სიცოცხლეს ღვთის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში. მაგრამ გარკვეულმა ზეგავლენამ შეიძლება ეს იმედი მოგვტაცოს გულიდან. გულმოდგინე ძალისხმევაა საჭირო, რომ ჩვენი ცხოვრება სამეფოს ინტერესების ირგვლივ ავაგოთ და ხორცის მაცდური სურვილების გამო გზას არ ავცდეთ (1 იოან. 2:15—17).
2 წუთისოფელს, უბრალოდ, არ შეუძლია გაიგოს იმ ადამიანთა მისწრაფებები, რომლებიც აფასებენ სულიერ ფასეულობებს (1 კორ. 2:14). მაშინ როცა ადამიანები იღწვიან იმისათვის, რომ მიაღწიონ დიდებას, ძალაუფლებას ან სიმდიდრეს, ჩვენ სულიერი საგანძურის შეძენას ვცდილობთ (მათ. 6:19—21). თუ ჩვენს აზროვნებას მომავალთან დაკავშირებით წუთისოფლისეულ შეხედულებებს შევუსაბამებთ, მივაღწევთ ოდესმე სულიერ მიზნებს? მალე ჩვენი გული ქვეყნიური საკითხების გარემოცვაში მოექცევა. როგორ შეგვიძლია ამის თავიდან აცილება?
3 „შეიმოსეთ უფალი ქრისტე“. ერთ-ერთი საშუალება იმის დასადგენად, ვუდებთ თუ არა საფუძვლად ჩვენს მომავალს სამეფოს ინტერესებს, ჩვენი საუბრების შემოწმებაა. გამუდმებით ხომ არ ვსაუბრობთ მატერიალურ და ქვეყნიურ საკითხებზე? თუ ეს ასეა, უნდა დავუფიქრდეთ იმას, დავკარგეთ თუ არა სულიერი ფასეულობებისადმი ინტერესი. შესაძლოა, უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ‘შევიმოსოთ უფალი ქრისტე და ხორცზე ზრუნვას გულისთქმად ნუ გავიხდით’ (რომ. 13:14).
4 ახალგაზრდებს იმით შეუძლიათ ‘შეიმოსონ ქრისტე’, რომ წინასწარ დაგეგმონ სრული დროით მსახურება. ახალგაზრდა, რომელსაც პიონერად მსახურება სურდა, ისეთ კულტურაში იზრდებოდა, სადაც, გაბატონებული აზრის თანახმად, ახალგაზრდა კაცი ფინანსურად უზრუნველყოფილი უნდა გამხდარიყო. ამიტომ ის იმდენად ჩაება ბიზნესში, რომ მექანიკურად ესწრებოდა შეხვედრებს და მონაწილეობდა მსახურებაში. ერთხელაც ის დარწმუნდა იესოს სიტყვებში, რომლებიც მათეს 6:33-შია ჩაწერილი, და სძლია იმ მონოტონურობას, რომელმაც ის მოიცვა, და სრული დროით მსახურება დაიწყო. ახლა ის, როგორც თავად ამბობს, სუფთა სინდისით ემსახურება იეჰოვას, რაც ძალი და ღონე აქვს.
5 ბიბლიაში ნათქვამია, რომ გონივრულია დაგეგმვა (იგავ. 21:5). დაე ღვთის ნების პირველ ადგილზე დაყენებით ყოველი ჩვენგანი ასე მოიქცეს (ეფეს. 5:15—17).