სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
13 მაისით დაწყებული კვირა
სიმღერა 37
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. გამოიყენე მე-8 გვერდზე მოცემული რჩევები და წარმოადგინე, თუ როგორ შევთავაზოთ 15 მაისის „საგუშაგო კოშკი“. ინსცენირების საშუალებით აუდიტორიას აჩვენე, როგორ ვიპოვოთ გამოსავალი მდგომარეობიდან, როდესაც საუბარს გვაწყვეტინებენ და გვეუბნებიან: „მე დაკავებული ვარ“ (იხილე ბროშურა „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“, გვერდები 11, 12).
15 წთ.: „განსაკუთრებული ურთიერთგამხნევება“. მოხსენება. დააფასეთ საოლქო კონგრესზე დასწრების შესაძლებლობა. ყველას მოუწოდე, რომ — პარასკევ დილიდან კვირა საღამომდე — მთელ პროგრამას დაესწრონ.
15 წთ.: „მოგიძულებთ ყველა ერი“. მოხსენებას წარმოთქვამს გამოცდილი უხუცესი.
სიმღერა 115 და ლოცვა.
20 მაისით დაწყებული კვირა
სიმღერა 13
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
15 წთ.: „დაიკმაყოფილეთ სულიერი მოთხოვნილებები“. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. განიხილე იმის მიზეზები, თუ რატომ უნდა იყოს კონგრესის პროგრამაზე ყველა დიდი ყურადღებით. ხაზი გაუსვი, რომ საჭიროა არა მარტო მოსმენა, არამედ მოსმენილის პრაქტიკულად გამოყენება. ოქტომბრის თვეში მთელი სამსახურებრივი შეხვედრა კონგრესის პროგრამიდან ძირითადი საკითხების განხილვას დაეთმობა. ყველას მოუწოდე, გააკეთონ ჩანაწერები. სთხოვე აუდიტორიას, მოკლედ მოიხსენიონ, თუ რა სარგებლობა მოუტანათ გასული წლის კონგრესის პროგრამამ.
20 წთ.: „მოკრძალებულობის გამოვლენა ჩაცმულობასა და მთელ ჩვენს გარეგნობაში“a. მოამზადოს უხუცესმა, რომელიც ჯერ განიხილავს, ხოლო შემდეგ წაიკითხავს თითოეულ აბზაცს. დაეხმარე ყველას იმის გაგებაში, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, ხალხში ყოფნისას ჩვენი გარეგნობა სათანადო იყოს.
სიმღერა 169 და ლოცვა.
27 მაისით დაწყებული კვირა
სიმღერა 208
12 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მაუწყებლებს შეახსენე, ჩააბარონ მაისის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები. გამოიყენე მე-8 გვერდზე მოცემული რჩევები და ხანში შესულმა მაუწყებელმა წარმოადგინოს 1 ივნისის „საგუშაგო კოშკის“ შეთავაზების ინსცენირება, ახალგაზრდა მაუწყებელმა კი 8 ივნისის „გამოიღვიძეთ!“-ის. თითოეული ინსცენირების შემდეგ აღნიშნე, რა მარტივად შეიძლება შეთავაზებაში ბიბლიური მუხლის ჩართვა.
15 წთ.: „დიდია თქვენი კრების ტერიტორია?“. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა, რომელსაც სამსახურებრივი ზედამხედველი უძღვება (კრებას, რომელსაც არც ისე დიდი ტერიტორია აქვს, შეუძლია განიხილოს 1999 წლის ივნისის „ჩვენ სამეფო მსახურებაში“ მოცემული სტატია „დააფასე დრო“). აღნიშნე, რამხელა ტერიტორია აქვს კრებას და რამდენად დამუშავდა ის გასულ წელს. ახსენი, როგორ შეიძლება აღნიშნული რჩევების თქვენს ტერიტორიაზე გამოყენება. მოკლედ წარმოადგინე გეგმა, რომლის მიხედვითაც უახლოეს მომავალში მოხდება იმ ტერიტორიების დამუშავება, რომლებზეც კრება იშვიათად ქადაგებს.
18 წთ.: «იყენებთ ბიბლიის შესწავლების დასაწყებად ბროშურას „რას მოითხოვს“?» (ყველას თან უნდა ჰქონდეს 2002 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართი). მე-3 აბზაცში მოცემული მაგალითის მიხედვით კარგად მომზადებულმა მაუწყებელმა წარმოადგინოს, როგორ ხდება ბიბლიის შესწავლის დაწყება. შემდეგ ბროშურიდან მოიხსენიე ძირითადი საკითხები და ახსენი, როგორ შეიძლება მათი შესწავლების დასაწყებად გამოყენება. აუდიტორიას აჩვენე, თუ რამდენად ღირებულია 2002 წლის იანვრის დანართში მოცემული ინსცენირებების განხილვა. მსმენელებს დაუსვი კითხვა, ამ რჩევათაგან რომელი გამოიყენეს წარმატებით. დასასრულს გაიმეორე ზემოთ მოხსენიებული ინსცენირება.
სიმღერა 93 და ლოცვა.
3 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა 178
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. სთხოვე მაუწყებლებს, მოყვნენ, რა კურთხევები ჰქონდათ მარტში, აპრილსა და მაისში დამხმარე პიონერად თუ პიონერად მსახურებისას.
15 წთ.: თანაშემწეების მიმართ მადლიერების გამოვლენა. ინტერვიუ აიღე ძმებისგან, რომლებიც ზრუნავენ სცენასა და გახმოვანებაზე, ანგარიშებსა და ლიტერატურაზე, ჟურნალებსა და მომსახურეების მორიგეობაზე. აღნიშნე, რომ მათ განსაკუთრებული ვალდებულება აკისრიათ და მოიხსენიე, როგორ შეუძლიათ მაუწყებლებს ითანამშრომლონ მათთან ისე, რომ თანაშემწეთათვის თავიანთი ვალდებულების შესრულება უფრო სასიამოვნო იყოს. თემა ადგილობრივი მოთხოვნილებების შესაბამისად ააგე.
15 წთ.: „რწმენა კეთილი საქმეების კეთებისკენ აღგვძრავს“b. მე-2 აბზაცის განხილვისას ინტერვიუ აიღე რომელიმე აქტიური მქადაგებლისგან. მოჰყვეს, ქადაგებით როგორ ცხადყოფს თავის რწმენას და ამავე დროს განიმტკიცებს კიდეც მას.
სიმღერა 56 და ლოცვა.
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.