სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
9 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 209
13 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. მე-8 გვერდზე მოცემული შეთავაზებების ინსცენირებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“. ბროშურიდან „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“ ქვესათაურის „მე არ მაინტერესებს იეჰოვას მოწმეები“ (გვერდები 9, 10) დახმარებით აჩვენე, როგორ გავუმკლავდეთ სიტუაციას, როდესაც მობინადრე საუბრის შეწყვეტას ცდილობს.
17 წთ.: „დავეხმაროთ სხვებს იეჰოვას განდიდებაში“a.
15 წთ.: რატომ არ სწამთ ღმერთის? აუდიტორიასთან განხილვა. ჩვენ ხშირად ვხვდებით ხალხს, რომელთაც არა აქვთ რწმენა (2 თეს. 3:2). სანამ გავუზიარებდეთ მათ ჭეშმარიტებას იეჰოვას შესახებ, უნდა დავადგინოთ, რამ იქონია გავლენა ღვთისადმი მათ შეხედულებაზე. განიხილე მე-7 გვერდზე ჩარჩოში („რატომ არა აქვს მრავალს რწმენა?“) მოცემული ოთხი ფაქტორი, რომლებიც ხელს უშლის მათ რწმენის შეძენაში. სთხოვე აუდიტორიას, გამოთქვას თავისი აზრი, თუ რა შეთავაზების გაკეთება შეიძლებოდა თითოეული შემთხვევისთვის. მოიყვანე ეფექტური შეთავაზების მაგალითი, ან ისარგებლე 1993 წლის 8 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“-ით, გვერდები 14, 15 (რუს.).
სიმღერა 122 და ლოცვა.
16 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 163
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში. მოუწოდე ყველას, გადახედონ გასული სარაიონო კონგრესის პროგრამის ჩანაწერებს, რათა მოემზადონ მომდევნო სამსახურებრივი შეხვედრისთვის.
18 წთ.: როგორ დავასრულეთ გასული წელი? წარმოთქვამს სამსახურებრივი ზედამხედველი. წარმოადგინე 2002 სამსახურებრივი წლის თქვენი კრების ანგარიშიდან გარკვეული მონაცემები. შეაქე ყველა, ვინც კარგ წარმატებებს მიაღწია. ყურადღება გაამახვილე, თუ როგორი იყო კრების შეხვედრებზე დასწრების, განმეორებითი მონახულებებისა და ბიბლიის შესწავლების მაჩვენებელი. ასევე მოიხსენიე დამხმარე პიონერები; აგრეთვე კრებას მიეცი კონკრეტული რჩევები, თუ როგორ გაუმჯობესდნენ ამ სფეროებში. დასახე რეალური გეგმები მომავალი წლისთვის.
17 წთ.: სირთულეები, რომლის წინაშეც მარტოხელა მშობლები დგანან. უხუცესი ინტერვიუს აიღებს ერთი ან ორი მარტოხელა მშობლისგან (ან მათგან, ვისი მეუღლეც არ არის იეჰოვას მოწმე) და იგებს, თუ როგორ უმკლავდებიან ისინი შვილების აღზრდასთან, მათ დისციპლინირებასა და სულიერი ხელმძღვანელობის მიცემასთან დაკავშირებულ სირთულეებს. როგორ უმკლავდებიან ოჯახურ პასუხისმგებლობებს და ამასთანავე ესწრებიან კრების შეხვედრებსა და რეგულარულად მონაწილეობენ სამქადაგებლო მსახურებაში? აღნიშნე ზოგიერთი რჩევა, რომლებიც მოცემულია წიგნში „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“, გვერდები 104—110. 113—115 გვერდების განხილვისას აღნიშნე, თუ როგორ შეუძლიათ სხვებს პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა.
სიმღერა 149 და ლოცვა.
23 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 107
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მე-8 გვერდზე მოცემული შეთავაზებების ინსცენირებით უხუცესი აუდიტორიას აჩვენებს, როგორ შევთავაზოთ 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, თანაშემწე კი — 8 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“-ს. ყოველი ინსცენირების შემდეგ გაიმეორე შესავლიდან ერთი ან ორი წინადადება, რომელიც მობინადრეში ინტერესის აღსაძვრელად გამოიყენეთ.
10 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
25 წთ.: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას“ (გამოცხ. 14:7). მოხსენება და გასული სამსახურებრივი წლის სარაიონო კონგრესის პროგრამის აუდიტორიასთან განხილვა. სთხოვე კრებას კომენტარების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მნიშვნელოვანი პრინციპები ისწავლეს და როგორ გამოიყენეს ნასწავლი პირად თუ ოჯახურ ცხოვრებაში (შეიძლება მაუწყებლებს წინასწარ დაევალოთ პასუხის გაცემა). ამ პროგრამის ნაწილებია: 1. „დაეხმარე ახლებს განავითარონ ღვთისადმი შიში“. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ახლებს, რომლებიც დაესწრნენ გახსენების საღამოს, რომ გაიზარდონ სულიერად და იეჰოვას აქტიური მსახურები გახდნენ? 2. „იეჰოვას შიში ნიშნავს, გძულდეს ყოველგვარი ბოროტება“ (w 15.09.87, გვ. 16—18 [რუს.]). როგორ გვეხმარება იგავნის 6:16—19 თავი ავარიდოთ ყველაფერს, რაც სძულს იეჰოვას — ამპარტავნობას, სიცრუეს, გამდიდრების სურვილს, ზიანის მომტან გართობას, ინტერნეტის არასწორად გამოყენებას? 3. „კიდევ უფრო დაუახლოვდი მათ, ვინც გიყვარს“. ჩვენ გვიყვარს იეჰოვა, იესო, ოჯახის და კრების წევრები; როგორ დაგვიცავს მათთან ახლოს ყოფნა ამ ქვეყნიერებისგან? 4. „გეშინოდეთ იეჰოვასი და არა ადამიანების“. როგორ გვეხმარება იეჰოვასადმი შიში ქადაგებისას მორცხვობის დაძლევაში, ღვთიური პრინციპების დაცვაში სამსახურსა თუ სკოლაში, ან დამსაქმებლებისგან ზეწოლის დაძლევაში, როდესაც საქმე კრების შეხვედრებისა თუ კონგრესების გაცდენას ეხება? 5. „ყველაფერი აკეთე ღვთის განსადიდებლად“ (ფსალმ. 118:37; ებრ. 4:13). როგორ გვიცავს იეჰოვასადმი შიში, რომ გადამეტებულად არ მივიღოთ ალკოჰოლური სასმელები, არ ვუყუროთ პორნოგრაფიას ან არ დავმალოთ სხვა ცოდვები? 6. „იარე იეჰოვასადმი შიშით“. როგორ გვაკურთხებს იეჰოვა, თუ მის სულს საშუალებას მივცემთ, სრულად მართოს ჩვენი ცხოვრება? (ფსალმ. 30:20; 32:18; 33:10, 18; 144:19).
სიმღერა 171 და ლოცვა.
30 სექტემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 116
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ სექტემბრის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები. განიხილე სტატია „სამეფო დარბაზების სამშენებლო პროგრამა წინ მიიწევს“.
15 წთ.: რით არის ჩვენი ჟურნალები უნიკალური? მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. ოქტომბერში ძირითადად ვავრცელებთ ჟურნალებს „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს. განიხილე ჩვენი ჟურნალების უნიკალურობის რამოდენიმე მიზეზი: 1. განადიდებს იეჰოვას სახელს, 2. ავითარებს იესოსადმი რწმენას, 3. აუწყებს იეჰოვას სამეფოს შესახებ, 4. ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბიბლიაზე, როგორც უმთავრეს ავტორიტეტზე, 5. ხსნის ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს, 6. რეალურ შეფასებას აძლევს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, 7. გვიჩვენებს, როგორ გადავჭრათ ცხოვრებისეული პრობლემები, 8. იზიდავს ყველანაირ ადამიანს და 9. არ ერევა პოლიტიკაში. მოაწყვე კარგად მომზადებული ორი მოკლე ინსცენირება, სადაც ნაჩვენები იქნება, თუ როგორ შეიძლება ამ პუნქტებიდან ერთ-ერთის საუბრის დასაწყებად გამოყენება.
15 წთ.: „გამოვავლინოთ მადლიერება ყველაფრისთვის, რასაც თეოკრატიულ საქმიანობაში ვიყენებთ“b. განიხილავს უხუცესი. მოიხსენიე, რა მდგომარეობაა თქვენთან და როგორ შეუძლია კრებას ლიტერატურის გონივრულად გამოყენება. მოუწოდე ყველას, შეუკვეთონ მხოლოდ ის ლიტერატურა, რაც მართლა სჭირდებათ. შეახსენე, რომ ყველას აქვს საშუალება, მატერიალურად დაუჭიროს მხარი მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას. იხილე სტატია „უწილადეთ სხვებს მათი საჭიროებების მიხედვით“ 1996 წლის ნოემბრის „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“, გვერდი 3.
სიმღერა 21 და ლოცვა.
7 ოქტომბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 129
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: მტკიცედ იდექი ჭეშმარიტების მხარეს სკოლაში. აიღე ინტერვიუ ერთი ან ორი ახალგაზრდა მაუწყებლისგან, რომლებიც სკოლაში დაბრუნდნენ და ესმით, რომ აუცილებელია შეზღუდონ ურწმუნო თანაკლასელებთან ურთიერთობა. როგორ აპირებენ ისინი მოსალოდნელი პრობლემებისა და ცდუნებების დაძლევას, იქნება ეს ნაციონალისტური ცერემონიები, ცეკვები, დროის ერთად გატარება, სკოლის გარეთ ამა თუ იმ სპორტის სახეობებით გართობა თუ უწესო ყოფაქცევა? განიხილე, როგორ შეიძლება სკოლაში ქადაგების დაგეგმვა.
20 წთ.: «ნუ იქნებით „ამაოთა მდევნელი“»c. მე-4 აბზაცის განხილვის შემდეგ ჩართე კომენტარები 1999 წლის ნოემბრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ ჩანართიდან, აბზაცები 30—32. მე-5 აბზაცის განხილვისას მოიხსენიე 1994 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“, მე-8 გვერდზე მოცემული ჩარჩო (რუს.). მე-6 აბზაცის განხილვისას კი წაიკითხე მე-18 აბზაცი 1999 წლის ნოემბრის ჩანართიდან.
სიმღერა 105 და ლოცვა.
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.