სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
10 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 5
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. გამოიყენე მე-8 გვერდზე მოცემული რჩევები და წარმოადგინე, თუ როგორ შევთავაზოთ 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“. შეთავაზების დროს „საგუშაგო კოშკს“ „გამოიღვიძეთ!“-იც უნდა დავურთოთ.
15 წთ.: როგორ ვიმსჯელოთ ბიბლიის საფუძველზე. აუდიტორიასთან განხილვა. როგორ შეგვიძლია ეფექტურად ვიმსჯელოთ ხალხთან მსახურებაში? 1) შეიძინე ღრმა ცოდნა საღვთო წერილიდან რეგულარული პირადი შესწავლით და კრებებზე დასწრებით. 2) იფიქრე ნასწავლზე, გამოიკვლიე ჭეშმარიტება სხვადასხვა კუთხით. 3) ბიბლიის შესწავლის დროს ეძებე არა მხოლოდ მუხლების ახსნა, არამედ ბიბლიური საფუძველი მათ განსამარტად. 4) დაფიქრდი, როგორ აუხსნიდი ბიბლიურ მუხლებს სხვადასხვა ტიპის ადამიანებს. 5) იფიქრე, რა მაგალითების მოყვანა შეიძლება ამა თუ იმ აზრის ასახსნელად.
20 წთ.: „იყავი კეთილის მოშურნე!“a (აბზაცები 1—12). მე-6 აბზაცის განხილვის შემდეგ, მაუწყებელმა მოკლე ინსცენირება გაუკეთოს, თუ როგორ იწვევს გახსენების საღამოზე ნათესავს, მეზობელს, თანაკლასელს ან თანამშრომელს. გამოიყენეთ მოსაწვევი. თუ ჯერ კიდევ არ არის დარიგებული მოსაწვევები კრებაში, ისინი შეხვედრის შემდეგ უნდა დარიგდეს.
სიმღერა 19 და ლოცვა.
17 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 34
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
15 წთ.: ბრძნულად აირჩიე მეგობრები. მოხსენება, რომელსაც წარმოთქვამს უხუცესი. დაფუძნებული იქნება 1997 წლის 22 თებერვლის „გამოიღვიძეთ!“-ზე, გვ. 13 (რუს.) და წიგნზე „თაყვანი ეცით ღმერთს“, გვ. 48, 49. გამოკვეთე, თუ როგორ უნდა იხელმძღვანელონ ამ პრინციპებით ახალგაზრდებმაც და უფროსებმაც. ხაზი გაუსვი ისეთი მეგობრების არჩევის სარგებლობას, რომლებსაც უყვართ იეჰოვა და ცდილობენ მისი ნორმების შესაბამისად ცხოვრებას.
20 წთ.: „იყავი კეთილის მოშურნე!“b (აბზაცები 13—26). განიხილავს თავმჯდომარე ზედამხედველი. მე-14 აბზაცის განხილვის შემდეგ გააკეთე მოკლე ინსცენირება. უხუცესი ინახულებს სუსტი ჯანმრთელობის მქონე ძმას და გულთბილად უხსნის, თუ როგორ შეუძლია მას მონაწილეობა მიიღოს კრებასთან ერთად მსახურებაში გახსენების საღამოს პერიოდში.
სიმღერა 53 და ლოცვა.
24 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 72
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით წარმოადგინე, თუ როგორ შევთავაზოთ 1 აპრილის „საგუშაგო კოშკი“.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: იეჰოვას მოწმეები დადებით გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. დროდადრო გვაქვს შესაძლებლობა, ხალხს ავუხსნათ, რომ ჩვენი მსახურებითა და მოქმედებით საზოგადოებაზე დადებით გავლენას ვახდენთ. სთხოვე მსმენელებს, კომენტარები გააკეთონ შემდეგ საკითხებზე: 1) ჩვენ ადამიანებს ვასწავლით ბიბლიური ზნეობრივი ნორმების მიხედვით ცხოვრებას. 2) ჩვენ ვასწავლით პატიოსნებას და ხელისუფლებისადმი პატივისცემას. 3) აგრეთვე ვასწავლით, როგორ შეუძლიათ სხვადასხვა რასის, ეროვნებისა და სოციალური ფენის წარმომადგენლებს ერთსულოვნად ცხოვრება. 4) ვეხმარებით სხვებს, გაიუმჯობესონ ოჯახური ცხოვრება ბიბლიური პრინციპების გამოყენებით. 5) ათასობით ადამიანს ვასწავლეთ წერა-კითხვა. 6) ვეხმარებით მათ, ვინც უბედური შემთხვევის მსხვერპლი ხდება. 7) ჩვენ დიდი წვლილი მიგვიძღვის რელიგიური თავისუფლების განმტკიცებაში, რომლითაც ყველას შეუძლია სარგებლობა.
სიმღერა 121 და ლოცვა.
31 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 130
12 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ მარტის თვის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები. მოიხსენიე აპრილში შესათავაზებელი ლიტერატურა. განიხილე სტატია «გამოიყენე წიგნი „თაყვანი ეცი ღმერთს“ ბიბლიის შესწავლების ჩასატარებლად». განიხილე ძირითადი აზრები სტატიიდან „შეხსენებები გახსენების საღამოსთვის“.
13 წთ.: ადგილობრივი შემთხვევები. შესთავაზე მსმენელებს, მოყვნენ მარტში მომხდარი შემთხვევები. შეაქე ისინი მცდელობისთვის და ყველას მოუწოდე, რომ აპრილშიც შეძლებისდაგვარად, ჩვეულებრივზე მეტი მონაწილეობა მიიღონ მსახურებაში.
20 წთ.: „იეჰოვა იმსახურებს განდიდებას“c აღნიშნე, რამდენად მნიშვნელოვანია გახსენების საღამო. დაანახვე მსმენელებს, თუ თითოეულს როგორ შეუძლია სხვების დახმარება გახსენების საღამოზე დასწრებაში. ახსენი, თუ რის გაკეთება შეიძლება არააქტიური მაუწყებლების დასახმარებლად, რომ მათ განვუახლოთ ინტერესი. სთხოვე მსმენელებს, მოჰყვნენ რამდენიმე გამამხნევებელი შემთხვევა გასული წლის დღესასწაულიდან.
სიმღერა 173 და ლოცვა.
7 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 191
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: რით არის სასარგებლო „2003 წლის წელიწდეული“. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. განიხილე ხელმძღვანელი საბჭოს წერილის ძირითადი აზრები (იხ. დანართი, გვ. 6). წინასწარ სთხოვე რამდენიმე მაუწყებელს, მოჰყვნენ შემთხვევები, რომლებიც განსაკუთრებით გამამხნევებელი და რწმენის განმამტკიცებელი იყო. მოიხსენიე ძირითადი მაჩვენებლები მსოფლიო ანგარიშიდან. მოუწოდე ოჯახებს მთლიანი წიგნის წაკითხვისკენ წლის განმავლობაში. განიხილე, თუ როგორ შეიძლება ამ პუბლიკაციის გამოყენებით ახლები იეჰოვას ორგანიზაციასთან დავაკავშიროთ და წავახალისოთ შეხვედრებზე დასწრებისკენ.
20 წთ.: „როგორ გვათავისუფლებს ჭეშმარიტება“.d ჩართე აზრები 1998 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“, მე-6 გვერდზე მოცემული ჩარჩოდან. სთხოვე მსმენელებს გამოთქვან, თუ მათ როგორ მოუტანა ჭეშმარიტებამ თავისუფლება.
სიმღერა 217 და ლოცვა
[სქოლიო]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა–პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
d შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.