რჩევები ბროშურის „რა არის სიცოცხლის აზრი — როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“ შესათავაზებლად
მობინადრეს მისალმების შემდეგ შეგიძლია უთხრა:
„დღეს ცხოვრება სავსეა პრობლემებითა და იმედგაცრუებით. როგორ ფიქრობთ, ეს იყო ღვთის თავდაპირველი ჩანაფიქრი? [გიპასუხოს]. ამ ბროშურაში საუბარია იმის შესახებ, რომ ის, რაც ღმერთს კაცობრიობისთვის თავიდანვე ჰქონდა განზრახული, უეჭველად განხორციელდება [ყურადღება გაამახვილე მე-20 და 21-ე გვერდებზე მოცემულ სურათზე. შემდეგ წაიკითხე მე-9 აბზაცი, ყურადღება გაამახვილე ესაიას 14:24 -სა და 46:11 -ზე]. შემდეგი შეხვედრისას გაჩვენებთ ბიბლიაში იმ ადგილებს, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთი სამოთხეს აღადგენს დედამიწაზე“. შესთავაზე ბროშურა და შეუთანხმდი განმეორებით მონახულებაზე.
განმეორებითი მონახულებისას შეგიძლია უთხრა:
„წინა შეხვედრაზე მოკლედ შევეხეთ იმ საკითხს, რომ ღვთის განზრახვის თანახმად, ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე სამოთხეში [კვლავ გადაშალე ბროშურა მე-20 და 21-ე გვერდებზე და აჩვენე სურათი]. ყურადღება მიაქციეთ, რომ სამოთხის შესახებ საუბრობდნენ იესო ქრისტე, პეტრე მოციქული და ფსალმუნმომღერალი დავითი“. სთხოვე მოიტანოს თავისი ბროშურა. გადაშალე 21-ე და 22-ე გვერდებზე და განიხილე აბზაცები 10—13. შესთავაზე ბიბლიის შესწავლა ან შეუთანხმდი, რომ მომავალი შეხვედრისას 29-ე და 30-ე გვერდებზე მოცემულ ერთ-ერთ ქვესათაურს განიხილავთ.
მოზარდს შეუძლია მობინადრეს უთხრას:
„ბევრი ჩემი თანატოლი ეჭვის თვალით უყურებს მომავალს. თქვენი აზრით, ექნება მომავალ თაობას უკეთესი ცხოვრება? [გიპასუხოს]. ბიბლიაში მთელი კაცობრიობის ნათელ მომავალზეა საუბარი [უჩვენე ბროშურის 31-ე გვერდზე მოცემული ილუსტრაცია და წაიკითხე წარწერა; შემდეგ წაუკითხე 2 პეტრეს 3:13]. ამ ბროშურაში საუბარია იმის შესახებ, თუ როგორ აკურთხებს ღმერთი ადამიანებს [ყურადღება გაამახვილე 29-ე და 30-ე გვერდებზე მსხვილი შრიფტით მოცემულ ქვესათაურებზე და შესთავაზე ბროშურა]. შეგვიძლია სხვა დროს ვისაუბროთ ღვთის დანაპირებზე, რომლის თანახმადაც, ის ბოლოს მოუღებს ომებს“. შეუთანხმდი განმეორებით მონახულებაზე.
განმეორებითი მონახულებისას შეგიძლია უთხრა:
„წინა შეხვედრაზე მოკლედ ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ ღვთის განზრახვის თანახმად, დედამიწაზე სამოთხე აღდგება [კვლავ უჩვენე 31-ე გვერდზე მოცემული სურათი]. საინტერესოა, თქვენ რას ფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთი ბოლოს მოუღებს ომებს“. სთხოვე, რომ მოიტანოს თავისი ბროშურა. შემდეგ წაიკითხეთ 29-ე გვერდზე მოცემული აბზაცები 3—6 და იმსჯელეთ. შეუთანხმდი, რომ მომავალ შეხვედრაზე განიხილავთ მე-7 და მე-8 აბზაცებს.
როდესაც მაუწყებელი ბავშვთან ერთად ქადაგებს, საკუთარი თავისა და ბავშვის წარდგენის შემდეგ შეუძლია თქვას:
„თუ შეიძლება, ბროშურაში ერთ სურათს გიჩვენებთ და ბიბლიურ მუხლს წაგიკითხავთ [ბავშვი უჩვენებს 31-ე გვერდზე მოცემულ სურათს და წარწერას, შემდეგ უკითხავს გამოცხადების 21:4-ს]. ამ ბროშურაში ახსნილია, რომ ღმერთი გადაჭრის პრობლემებს, რომლებსაც დღეს ვაწყდებით [ყურადღება გაამახვილე 29-ე და 30-ე გვერდებზე მსხვილი შრიფტით მოცემულ ქვესათაურებზე და შესთავაზე ბროშურა]. შემდეგი შეხვედრისას ბიბლიიდან გიჩვენებთ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ბოლო მოეღება“.
შემდეგი შეხვედრისას მაუწყებელს შეუძლია თქვას:
„როგორც წინა შეხვედრაზე გითხარით, მინდა გაჩვენოთ ბიბლიის დანაპირები, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ბოლო მოეღება. ყურადღება მიაქციეთ, რა არის აქ ნათქვამი“. სთხოვე, მოიტანოს თავისი ბროშურა. შემდეგ განიხილეთ 29-ე გვერდზე მოცემული აბზაცები 9—14. შესთავაზე ბიბლიის შესწავლა ან შეუთანხმდი, რომ მომავალ შეხვედრაზე განიხილავთ აბზაცებს 15—17.