სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
13 თებერვლით დაწყებული კვირა
სიმღერა 121
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 15 იანვრის „საგუშაგო კოშკი“ და იანვრის „გამოიღვიძეთ!“. ერთ-ერთ შეთავაზებაში მაუწყებელი საზოგადოებრივ ადგილას ქადაგებს.
10 წთ.: ფეხდაფეხ მიჰყვებით იეჰოვას ორგანიზაციას? მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია წიგნზე „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“, გვერდები 7—10 (რუს.).
25 წთ.: «მიმართეთ ადამიანთა ყურადღება „ქვეყნიერების სინათლისკენ“».a სამსახურებრივი ზედამხედველის მოხსენება. გამოაცხადე, თუ ვინ შეავსო დამხმარე პიონერად მსახურების ბლანკი. მოიხსენიე სამქადაგებლო მსახურებისთვის დამატებით დაგეგმილი შეხვედრები. ჩართე აზრები დამხმარე პიონერად მსახურების გეგმის ნიმუშების შესახებ, რომლებიც მოცემულია 2005 წლის თებერვლის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართში, გვერდი 5.
სიმღერა 224 და ლოცვა.
20 თებერვლით დაწყებული კვირა
სიმღერა 89
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
15 წთ.: „ეძებე შესაძლებლობები ქადაგებისთვის“.b სთხოვე მაუწყებელს, რომელსაც რთული პირობები აქვს, აღნიშნოს, თუ როგორ ნახულობს დამოწმების შესაძლებლობებს.
20 წთ.: „დახმარება, რომელსაც მალევე ჰპოვებ“.c წარმოადგენს უხუცესი. გამოიყენე აზრები 1998 წლის ნოემბრისა და 2000 წლის ნოემბრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ მოცემული შეკითხვების ყუთიდან.
სიმღერა 1 და ლოცვა.
27თებერვლით დაწყებული კვირა
სიმღერა 20
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ოფისიდან მიღებული სამადლობელი წერილი. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ თებერვლის სამქადაგებლო მსახურების ანგარიში. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევის გამოყენებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“ ან თებერვლის „გამოიღვიძეთ!“.
10 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
25 წთ.: როგორ შევთავაზოთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ მარტში გავავრცელებთ ახალ წიგნს. გამოიყენე 2006 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართში (გვერდები 3—5) მოცემული შეთავაზებები და წარმოადგინე თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი რამდენიმე შეთავაზება. სთხოვე აუდიტორიას, მოჰყვნენ საინტერესო შემთხვევები ახალი წიგნის გამოყენებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თუ ბიბლიის შესწავლა დაიწყეს.
სიმღერა 148 და ლოცვა.
6 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 51
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. რადგან ტრაქტატები ადვილი სატარებელია და ლამაზად არის გაფორმებული, ისინი კარგი საშუალებაა საუბრის დასაწყებად კარდაკარ, საზოგადოებრივ ადგილებში და არაფორმალური ქადაგებისას. ინსცენირების სახით წარმოადგინე, როგორ დავიწყოთ საუბარი ახალი ტრაქტატით „მალე ყველა პრობლება წარსულს ჩაბარდება“. ყურადღება გაამახვილე ტრაქტატის მე-2 გვერდზე ციტირებულ ერთ-ერთ ბიბლიურ მუხლზე.
15 წთ.: „წინასწარ მომზადებით გამოავლინე პირადი ინტერესი“.d ჩართე მოკლე ინსცენირება, რომელშიც ორი მაუწყებელი ემზადება წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია?“ შესათავაზებლად. ისინი 2006 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართიდან არჩევენ შეთავაზებას და მსჯელობენ, როგორ გადმოსცენ საკუთარი სიტყვებით და როგორ შეუსაბამონ ადგილობრივ ტერიტორიას. ინსცენირება ბოლოს მაუწყებლები იტყვიან, რომ გააკეთებენ რეპეტიციას.
20 წთ.: „გამოიყენე თვალსაჩინო საშუალებები სწავლების დროს“.e სტატიაში მოხსენიებული თითოეული ვიდეოფილმის განხილვისას, აჩვენე კასეტის ყუთი და წაიკითხე მასზე დაბეჭდილი ფილმის მოკლე შინაარსი. სთხოვე აუდიტორიას, აღნიშნონ შემთხვევები, რომლებიც მსახურებაში ვიდეოკასეტების გამოყენების დროს ჰქონდა. (იხილე 1997 წლის წელიწდეული გვ. 54 [რუს.] და 1995 წლის წელიწდეული გვ. 50, 51 [ინგლ.]).
სიმღერა 68 და ლოცვა.
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
d შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
e შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.