სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
10 ივლისით დაწყებული კვირა
სიმღერა 4
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მე-4 გვერდზე მოცემული რჩევების გათვალისწინებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებებით წარმოადგინე, როგორ შევთავაზოთ 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“ და ივლისის „გამოიღვიძეთ!“. ერთ-ერთი ინსცენირებისას აჩვენე, როგორ შეიძლება საუბრის გაგრძელება მათთან, ვინც ცდილობს საუბრის შეწყვეტას ფრაზით: „ჩვენ უკვე ქრისტიანები ვართ“ (იხილე ბროშურა „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“, გვ. 11).
15 წთ.: როგორ ხდება კრების ორგანიზება და ხელმძღვანელობა. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. დაფუძნებულია წიგნზე „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“, თავი 4.
20 წთ.: „ბიბლიის შემსწავლელს იეჰოვას უბადლო თვისებებისთვის მადლიერება განავითარებინე“.a წარმოადგინე ინსცენირება, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელს, დაფიქრდეს წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია?“ პირველი თავის გასამეორებელ ჩარჩოში მოცემულ კითხვებზე.
სიმღერა 88 და ლოცვა.
17 ივლისით დაწყებული კვირა
სიმღერა 99
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. მოკლედ განიხილე 2000 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 32. ხაზი გაუსვი, რამდენად მნიშვნელოვანია ბიბლიის ყოველდღიურად კითხვა შვებულების დროს ან მაშინ, როცა ჩვეული გრაფიკი გვეცვლება.
15 წთ.: სიყვარული და თავმდაბლობა — მსახურებისთვის მნიშვნელოვანი თვისებები. მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 2002 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 18—20, აბზაცები 13—20.
20 წთ.: «მიბაძეთ ჩვენს „ბედნიერ ღმერთ“ იეჰოვას».b სთხოვე მსმენელებს, აღნიშნონ, თუ რა ეხმარება მათ მსახურებისას სიხარულისა და დადებითი აზროვნების შენარჩუნებაში.
სიმღერა 189 და ლოცვა.
24 ივლისით დაწყებული კვირა
სიმღერა 218
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ორგანიზაციიდან გამოგზავნილი შესაწირავის მიღების დამადასტურებელი წერილი. მე-4 გვერდზე მოცემული რჩევების გათვალისწინებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“ და აგვისტოს „გამოიღვიძეთ!“. თითოეული შეთავაზების შემდეგ, აღნიშნე მაუწყებლის პირველი სიტყვები, რომლებმაც მობინადრის ინტერესი გამოიწვია.
10 წთ.: „მათ ერთგულების მაგალითი დაგვიტოვეს“. მოხსენებაში მოიხსენიე სპეციალური პიონერების რამდენიმე შემთხვევა ჩვენი პუბლიკაციებიდან ან ინტერვიუ აიღე თქვენს კრებაში მომსახურე სპეციალური პიონერებისგან (იხილე „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციების ინდექსი, სათაურით „სპეციალური პიონერები“ [რუს.]).
20 წთ.: იყავით მტკიცენი და ურყევნი (1 კორ. 15:58). ინტერვიუ აიღე ორი ან სამი მაუწყებლისგან ან პიონერისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად მსახურობენ. როგორ გაიგეს ჭეშმარიტება? როგორ ქადაგებდნენ, როცა პირველად დაიწყეს მსახურება? რა სირთულეებს ხვდებოდნენ ისინი? რა კურთხევები მოუტანა მათ მსახურების მტკიცედ გაგრძელებამ?
სიმღერა 12 და ლოცვა.
31 ივლისით დაწყებული კვირა
სიმღერა 28
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს ჩააბარონ ივლისის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები. მოიხსენიე, რა ლიტერატურას ვავრცელებთ აგვისტოში.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: „სულიერი ჩვევების განვითარებით უხვ კურთხევებს მოვიმკით“.c სთხოვე მსმენელებს მოყვნენ, რა ძალისხმევა მოახმარეს კარგი სულიერი ჩვევების გამომუშავებასა და შენარჩუნებას. აღნიშნონ რა კურხევები მიიღეს ამის შედეგად.
სიმღერა 130 და ლოცვა.
7 აგვისტოთი დაწყებული კვირა
სიმღერა 209
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მოკლედ განიხილე, თუ როგორ შეიძლება მოვარგოთ „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ მოცემული უბრალო შეთავაზებები ადგილობრივ პირობებს (იხილე 2005 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვ. 8).
15 წთ.: შეხვედრები, რომლებიც გვახალისებს სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის. მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 2002 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 24, 25. აიღე მოკლე ინტერვიუ მაუწყებლისგან, რომელიც ძალისხმევას ახმარს რეგულარულად შეხვედრებზე დასწრებას. ჰკითხე, რით არის მისთვის სასარგებლო კრების შეხვედრებზე ყოფნა.
20 წთ.: ვისწავლოთ ახალი მიდგომების გამოყენება. მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 2005 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 28—30. 6—11 აბზაცები ხაზს უსვამს, თუ როგორ მიდგომებს იყენებდა პავლე მსახურებისას და სწავლებისას. სთხოვე მსმენელებს უპასუხონ 12—14 აბზაცებთან დასმულ კითხვებს და შეუსაბამონ ისინი ადგილობრივ პირობებს. წარმოადგინე ინსცენირება, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ ითვალისწინებენ მაუწყებლები ქადაგებისას ადგილობრივ საჭიროებებს, პირობებსა და ხალხის წარმომავლობას.
სიმღერა 83 და ლოცვა.
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.