სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
12 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 153
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მე-4 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“ და მარტის „გამოიღვიძეთ!“
15 წთ.: როდესაც ოჯახის წევრი ტოვებს იეჰოვას. უხუცესის მოხსენება. დაფუძნებულია 2006 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 17—21.
20 წთ.: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“a. მე-3 აბზაცის განხილვის დროს ჩართე კომენტარები 2006 წლის მარტის „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“, გვერდი 1, აბზაცი 3. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ იმაში, რომ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია“ გამოყენებით დაინტერესებულს აუხსნათ გახსენების საღამოს მნიშვნელობა.
სიმღერა 168 და ლოცვა.
19 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 45
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. მოიხსენიე მნიშვნელოვანი აზრები ჩარჩოდან „შეხსენებები გახსენების საღამოსთვის“, გვერდი 2.
20 წთ.: მსახურების გაფართოების შესაძლებლობები. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია წიგნზე „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“, თავი 10.
15 წთ: „როგორ უპასუხებთ?“b. წარმოადგინე მოკლე ინსცენირება, თუ როგორ შეიძლება ამ რუბრიკის გამოყენება ოჯახურ შესწავლაზე.
სიმღერა 216 და ლოცვა.
26 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 115
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ მარტის სამქადაგებლო მსახურების ანგარიში. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ოფისიდან მიღებული სამადლობელი წერილი. მე-4 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 1 აპრილის „საგუშაგო კოშკი“ და აპრილის „გამოიღვიძეთ!“.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: რა მიზნები დავისახო ცხოვრებაში? მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 2006 წლის ივლისის „გამოიღვიძეთ!“-ზე, გვერდები 23—25. ინტერვიუ აიღე ერთი ან ორი მაუწყებლისგან, რომლებმაც საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სრული დროით მსახურება დაიწყეს. ჰკითხე მათ, რატომ არჩიეს სრული დროით მსახურების დაწყება და რა კურთხევებს იმკიან ისინი?
სიმღერა 148 და ლოცვა.
2 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 177
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. ყურადღება გაამახვილე 2007 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკის“ 32-ე გვერდზე მოცემულ მოსაწვევზე და აღძარი მაუწყებლები, რომ მისი გამოყენებით დაინტერესებულები დაპატიჟონ სპეციალურ საჯარო მოხსენებაზე, რომელიც 15 აპრილს წარმოითქმება.
20 წთ.: კვლავაც დაეხმარეთ მათ, ვინც გახსენების საღამოს დაესწრო. უხუცესის მოხსენება. გამოაცხადე, მთლიანობაში რამდენი დაესწრო თქვენს კრებაში გახსენების საღამოს და აღნიშნე, დაახლოებით რამდენი დაინტერესებული იყო მათ შორის. მოყევი რაიმე საინტერესო შემთხვევა, რომელიც სპეციალური მოსაწვევის გავრცელებას მოჰყვა. ან აღნიშნე იყო თუ არა ისეთი შემთხვევები, რომ დამსწრემ გახსენების საღამოს პროგრამის დამთავრების შემდეგ ბიბლიის შესწავლა მოინდომა. შემდეგ წყაროებში მოცემული რჩევების დახმარებით აუდიტორიას დაანახვე, თუ როგორ შეიძლება მათი დახმარება, ვინც გახსენების საღამოს დაესწრო (იხილე km 3/06, გვ. 1, აბზ. 5; km 2/05, გვ. 4, აბზ. 9; km 2/04, გვ. 5, აბზ. 16). მოუწოდე მაუწყებლებს, რომ დაუყოვნებლივ იმოქმედონ.
15 წთ.: „ხელმძღვანელი საბჭოს წერილი“. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. მოიხსენიე ძირითადი აზრები წერილიდან. 2006 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი მსოფლიო ანგარიშიდან ყურადღება გაამახვილე მნიშვნელოვან სტატისტიკურ მონაცემებზე.
სიმღერა 179 და ლოცვა.
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.