სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
14 იანვრით დაწყებული კვირა
სიმღერა 41
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“ და იანვრის „გამოიღვიძეთ!“.
15 წთ.: „მაქსიმალურად გამოიყენე მსახურებისთვის გამოყოფილი დრო“a. ინტერვიუ აიღე ძმისგან, რომელიც სამაგალითოა იმ მხრივ, რომ ყოველთვის გაჰყავს ჯგუფი მსახურებაში. როგორ ემზადება ის იმისთვის, რომ ჯგუფი მსახურებაში გაიყვანოს და მსახურებისთვის გამოყოფილი დრო მაქსიმალურად გამოიყენოს?
20 წთ.: „თქვენი სიტყვა ყოველთვის . . . იყოს მარილით შეზავებული“b. მე-2 აბზაცის განხილვისას წაიკითხე იოანეს 4:7—15, 39.
სიმღერა 85
21 იანვრით დაწყებული კვირა
სიმღერა 215
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მოიხსენიე თებერვალში გასავრცელებელი ლიტერატურა და წარმოადგინე ერთი ინსცენირება. შეახსენე ყველას, უყურონ ვიდეოფილმს „უსისხლო ქირურგია — მკურნალობა და პაციენტის უფლებების დაცვა“ (რუს.), რათა მოემზადონ განხილვისთვის, რომელიც იქნება 4 თებერვლით დაწყებულ სამსახურებრივ შეხვედრაზე.
10 წთ.: იყენებ ბროშურას „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა“? მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია ბროშურის „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2008“ წინასიტყვაობაზე. განიხილე, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღე დროის გამოყოფა და მუხლისა და კომენტარის წაკითხვა. სთხოვე აუდიტორიას აღნიშნონ, როდის განიხილავენ მუხლს და რა სარგებლობას იღებენ აქედან. კომენტარის თაობაზე ერთ ან ორ მაუწყებელს შეგიძლია წინასწარ შეუთანხმდე. მოკლედ გაამახვილე ყურადღება 2008 წლის წლიურ მუხლზე.
25 წთ.: «‘საფუძვლიანად დავამოწმოთ სასიხარულო ცნობა’»c (აბზ. 1—10). წარმოადგენს სამსახურებრივი ზედამხედველი. ინტერვიუ აიღე ერთი ან ორი მაუწყებლისგან, რომლებიც დატვირთული განრიგისა თუ ფიზიკური ავადმყოფობის მიუხედავად გასულ წელს დამხმარე პიონერებად მსახურობდნენ. როგორ შეძლეს მათ დამხმარე პიონერებად მსახურება? რა სიხარული მოუტანა მათ ამ მსახურებამ? მე-7 აბზაცის განხილვისას გამოაცხადე, თუ როდის და სად ჩატარდება სამქადაგებლო მსახურების შეხვედრები მარტში აპრილსა და მაისში.
სიმღერა 177
28 იანვრით დაწყებული კვირა
სიმღერა 52
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ იანვრის სამქადაგებლო მსახურების ანგარიში. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ოფისიდან მიღებული სამადლობელი წერილი. აუდიტორიასთან განიხილე 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“ და თებერვლის „გამოიღვიძეთ!“. თითოეული ჟურნალის მიმოხილვის შემდეგ ჰკითხე აუდიტორიას, რომელი სტატიები დააინტერესებს თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს და რატომ? სთხოვე მათ, მოიყვანონ კონკრეტული აზრები იმ სტატიებიდან, რომელთა შეთავაზებასაც აპირებენ. რა შეკითხვის დასმით დაიწყებენ საუბარს? სტატიაში მოცემულ რომელ ბიბლიურ მუხლს წაუკითხავენ მობინადრეს? როგორ დააკავშირებენ მუხლს სტატიასთან? მე-8 გვერდზე დაბეჭდილი შეთავაზებების გამოყენებით აჩვენე, როგორ შეიძლება შევთავაზოთ თითოეული ჟურნალი.
20 წთ.: «‘საფუძვლიანად დავამოწმოთ სასიხარულო ცნობა’»d (აბზ. 11—17). თუ გახსენების საღამოს მოსაწვევები უკვე გაქვთ, მე-14 აბზაცის განხილვისას დარბაზში ყველას დაურიგე ისინი და აღნიშნე, ადგილობრივად რა დამატებით სამქადაგებლო შეხვედრებს ჩაატარებთ ამ მოსაწვევების გასავრცელებლად.
15 წთ.: „დაეხმარე ბიბლიის შემსწავლელებს, გახდნენ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის მაუწყებლები“e. განიხილე იმდენი ბიბლიური მუხლი, რამდენის საშუალებასაც დრო მოგცემს. სთხოვე აუდიტორიას, კომენტარები გააკეთონ მითითებულ, მაგრამ არა ციტირებულ მუხლებზე.
სიმღერა 22
4 თებერვლით დაწყებული კვირა
სიმღერა 161
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. განიხილე შეკითხვების ყუთი.
10 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
25 წთ.: „მომავლისთვის ხომ არ დებთ?“. წარმოადგენს უხუცესი. დასაწყისშივე განიხილე ვიდეოფილმი „უსისხლო ქირურგია — მკურნალობა და პაციენტის უფლებების დაცვა“ (რუს.) და დასვი სტატიაში მოცემული კითხვები. განხილვის დასასრულს წაიკითხე ბოლო აბზაცი და მოუწოდე ყველას, რომ ყურადღებით განიხილონ მითითებული სტატიები „საგუშაგო კოშკიდან“ და „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. ახსენი, როგორ დაეხმარება მათ, ვისაც ჯერ არ დაუფიქსირებია პირადი გადაწყვეტილება, 2006 წლის ნოემბრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართი სისხლის ფრაქციებსა და სამედიცინო პროცედურებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში, რათა შეძლონ სამედიცინო მინდობილობის შევსება. მათ, ვინც უკვე შეავსო სამედიცინო მინდობილობა, შეუძლიათ, რომ გადახედონ მას და თუ საჭიროა, ახალი შეავსონ.
სიმღერა 4
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
d შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
e შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.