სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
10 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 131
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მე-4 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, გახსენების საღამოს მოსაწვევთან ერთად როგორ შევთავაზოთ 1 მარტის „საგუშაგო კოშკი“ და მარტის „გამოიღვიძეთ!“.
20 წთ.: რატომ უნდა ვესწრებოდეთ კრების შეხვედრებს? მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია 2007 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 11—13. სთხოვე აუდიტორიას, გააკეთონ კომენტარები, თუ რა სარგებლობა მოაქვს მათთვის კრების შეხვედრებზე დასწრებას და როგორ უმკლავდებიან იმ ხელისშემშლელ ფაქტორებს, რაც შეხვედრებზე დასწრებაში უშლის ხელს.
15 წთ.: „ყველა ჩვენგანს რაღაცის გაღება შეუძლია იეჰოვასთვის“a. განიხილე იმდენი ბიბლიური მუხლი, რამდენის საშუალებასაც დრო მოგცემს.
სიმღერა 8
17 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 144
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, შემდეგ სამსახურებრივ შეხვედრაზე მოიტანონ 1 აპრილის „საგუშაგო კოშკი“ და აპრილის „გამოიღვიძეთ!“, და განხილვისთვის წინასწარ მოამზადონ თქვენი ტერიტორიისთვის პრაქტიკული შეთავაზებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
15 წთ.: შეკითხვების ყუთი. წარმოადგენს უხუცესი. წაიკითხე და განიხილე მთლიანი სტატია.
20 წთ.: „როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, ვინც გახსენების საღამოს დაესწრება?“b. მე-5 აბზაცის განხილვისას წარმოადგინე მოკლე ინსცენირება, თუ როგორ შეგვიძლია დავიწყოთ ბიბლიის შესწავლა მასთან, ვინც გახსენების საღამოს დაესწრო.
სიმღერა 214
24 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 111
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ოფისიდან მიღებული სამადლობელი წერილი.
15 წთ.: მოემზადე ჟურნალების შესათავაზებლად. აუდიტორიასთან განხილვა. მას შემდეგ, რაც მოკლედ მიმოიხილავ 1 აპრილის „საგუშაგო კოშკსა“ და აპრილის „გამოიღვიძეთ!“-ს, ჰკითხე აუდიტორიას, რომელმა სტატიებმა შეიძლება დააინტერესოს თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები და რატომ. სთხოვე მათ, მოიყვანონ კონკრეტული აზრები იმ სტატიებიდან, რომელთა შეთავაზებასაც აპირებენ. რა შეკითხვის დასმით დაიწყებენ საუბარს? სტატიაში მოცემულ რომელ ბიბლიურ მუხლს წაუკითხავენ მობინადრეს? იმ შემოთავაზებული რჩევების საფუძველზე, რომლებიც ადგილობრივი ტერიტორიისთვის იქნება პრაქტიკული, აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 1 აპრილის „საგუშაგო კოშკი“ და აპრილის „გამოიღვიძეთ!“.
20 წთ.: ჩვენ უკეთესობის მახარობლები ვართ. შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე. აუდიტორიასთან განხილვა რომელსაც წარმოადგენს უხუცესი. დაფუძნებულია 2005 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 18, 19, აბზაცები 10—14. სთხოვე აუდიტორიას, აღნიშნონ, როგორი ნუგეში მიიღეს მათ, როცა პირველად მოისმინეს სამეფოს შესახებ ცნობა და რა იმედი მოუტანა მათ ამ ცნობამ.
სიმღერა 29
31 მარტით დაწყებული კვირა
სიმღერა 37
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ მარტის სამქადაგებლო მსახურების ანგარიში.
20 წთ.: რატომ არ უნდა დააყოვნო მონათვლა? მოხსენება, რომელსაც უხუცესი წარმოადგენს, დაფუძნებულია 2006 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 29, 30, აბზაცები 14—17. ერთი ან არი მოკლე ინტერვიუ აიღე იმ მაუწყებლებისგან, რომლებიც მოზარდობის წლებში მოინათლნენ. რამ აღძრა ისინი, რომ ადრეულ ასაკში ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაედგათ? როგორ დაეხმარა მათ ნათლობა, რომ სულიერად მოწიფულ ქრისტიანებად ჩამოყალიბებულიყვნენ, რაც ნამდვილად დამცავია?
15 წთ.: „გაამხნევეთ ერთმანეთი მსახურების დროს“c.
სიმღერა 122
7 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 186
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
20 წთ.: საუკეთესოდ გამოიყენე „2008 წლის წელიწდეული“. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. განიხილე „წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან“, გვერდები 3—5. აუდიტორიაში მყოფ ორ ან სამ მაუწყებელს ჰკითხე, წიგნში მოცემული რომელი შემთხვევები იყო მათთვის განსაკუთრებით გამამხნევებელი. ერთ-ორ მაუწყებელს წინასწარ შეუთანხმდი და განხილვისას ჰკითხე, თუ როგორი გეგმით აპირებენ „წელიწდეულის“ წაკითხვას. ბოლოს ყველას მოუწოდე, რომ წიგნი თავიდან ბოლომდე წაიკითხონ.
15 წთ.: გიცდიათ პირდაპირ ბიბლიის შესწავლის შეთავაზება? მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია 2002 წლის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართზე, გვერდი 6. განიხილე დაბეჭდილი შეთავაზებები და აჩვენე, როგორ შეგვიძლია შევცვალოთ ისინი, რათა შესწავლები დავიწყოთ წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია?“ შემდეგ წარმოადგინე ერთი ან ორი ინსცენირება. მოუწოდე აუდიტორიას, რომ შემდეგ კვირაში სულ მცირე ერთხელ მაინც სცადონ მობინადრისთვის ბიბლიის შესწავლის პირდაპირ შეთავაზება წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია?“.
სიმღერა 225
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.