სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
12 მაისით დაწყებული კვირა
სიმღერა 134
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“ და მაისის „გამოიღვიძეთ!“.
15 წთ.: ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ნებისმიერ განსაცდელს! მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია 2005 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 30, 31. წინასწარ შეუთანხმდი რამდენიმე მაუწყებელს, რომ გააკეთონ კომენტარი იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარა მათ იეჰოვა ამა თუ იმ სახის განსაცდელის ატანაში.
20 წთ.: შეგიძლია, ზაფხულში დამხმარე პიონერად იმსახურო? აუდიტორიასთან განხილვა. წიგნიდან „ორგანიზებულნი“ მიმოიხილე 112-ე და 113-ე გვერდები და ყურადღება გაამახვილე იმაზე, თუ რა მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს ის, ვისაც დამხმარე პიონერად მსახურება სურს. მათ, ვინც შვებულების დროს დამხმარე პიონერად იმსახურა, სთხოვე, აღნიშნონ, თუ რა კურთხევები მოუტანა ამ სახის მსახურებამ. სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც არდადეგების დროს დამხმარე პიონერებად იმსახურეს, სთხოვე მოყვნენ, თუ როგორ ამხნევებდნენ და ეხმარებოდნენ სხვა მაუწყებლები. როგორ დაეხმარა მათ დამხმარე პიონერად მსახურება სულიერ ზრდაში? რა სიხარული მიიღეს? ყველა, ვისაც შეუძლია, აღძარი, რომ ზაფხულში დამხმარე პიონერებად იმსახურონ.
სიმღერა 187
19 მაისით დაწყებული კვირა
სიმღერა 47
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. განიხილე შეკითხვების ყუთი.
15 წთ.: „სამეფო დარბაზების მშენებლობა მხარს უჭერს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას“a.
20 წთ.: «შენ შეგიძლია ‘გამდიდრდე’!»b. წიგნიდან „ორგანიზებულნი“ (გვერდი 113) ჩართე კომენტარები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს ის, ვისაც პიონერად მსახურება სურს. მათ, ვისაც 1 სექტემბრიდან პიონერული მსახურების დაწყება აქვს გადაწყვეტილი, ბლანკი რაც შეიძლება მალე უნდა შეავსონ.
სიმღერა 206
26 მაისით დაწყებული კვირა
სიმღერა 103
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ოფისიდან მიღებული სამადლობელი წერილი. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ მაისის სამქადაგებლო მსახურების ანგარიში. აღძარი ყველა, რომ ივნისში გაავრცელონ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ განიხილე დაბეჭდილი შეთავაზებები, რომლებიც მოცემულია 2006 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართში. წარმოადგინე ორი ინსცენირება. პირველში აჩვენე, როგორ შეგვიძლია წიგნის შეთავაზება, ხოლო შემდეგ ინსცენირებაში უჩვენე, თუ როგორ შეიძლება განმეორებითი მონახულების გაკეთება იმ მიზნით, რომ ბიბლიის შესწავლა დავიწყოთ.
15 წთ.: «„დაიდგით ჩემი უღელი“»c. აუდიტორიასთან განიხილე იმდენი მითითებული მუხლი, რამდენის საშუალებასაც დრო მოგცემს.
20 წთ.: „ჩვენი სისუფთავით განვადიდებთ ღმერთს“d.
სიმღერა 169
2 ივნისით დაწყებული კვირა
სიმღერა 221
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 1 ივნისის „საგუშაგო კოშკი“ და ივნისის „გამოიღვიძეთ!“.
20 წთ.: ერთგულნი ბევრ კურთხევას იღებენ (იგავ. 28:20). მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა, რომელსაც წარმოადგენს კრების მდივანი. ისაუბრე იმაზე, თუ როგორ აკურთხა იეჰოვამ კრების ძალისხმევა, რომ უფრო მეტი მონაწილეობა მიგეღოთ მსახურებაში მარტის, აპრილისა და მაისის თვეებში. გულთბილად შეაქე კრების წევრები. გამოაცხადე, რამდენმა იმსახურა დამხმარე პიონერად და ბიბლიის რამდენი ახალი შესწავლა დაიწყეთ; აგრეთვე აღნიშნე, კიდევ რას მიაღწიეთ მსახურებაში. სთხოვე აუდიტორიას, მოყვნენ გამამხნევებელი შემთხვევები, რომლებიც უკავშირდება გახსენების საღამოსა და მოსაწვევების გავრცელების კამპანიას. განსაკუთრებით საინტერესო შემთხვევები შეგიძლია ინსცენირების სახით წარმოადგინოთ. მოკლე ინტერვიუ აიღე ორი ან სამი მაუწყებლისგან, რომლებმაც დამხმარე პიონერებად იმსახურეს. ჰკითხე, რა კურთხევები მოუტანა მათ დამხმარე პიონერად მსახურებამ.
15 წთ.: «‘მზად იყავით ნებისმიერი კარგი საქმისთვის’»e. ჰკითხე აუდიტორიას, თუ როგორ და როდის ემზადებიან კარდაკარ მსახურებისთვის.
სიმღერა 44
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
d შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
e შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.