საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 1/10 გვ. 2
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2010
  • მსგავსი მასალა
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2003
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
  • რატომ უნდა დავესწროთ იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებს?
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • ყურადღებით მოისმინე წმინდა სიტყვები
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2010
km 1/10 გვ. 2

შეკითხვების ყუთი

◼ როგორ შეუძლია თითოეულს, ხელი შეუწყოს კრების შეხვედრებზე სწავლისთვის კარგი გარემოს შექმნას? (კან. 31:12).

კრების შეხვედრებისთვის იეჰოვასადმი მადლიერება აღგვძრავს, რომ შეხვედრებზე თავის დროზე მივიდეთ და მზად ვიყოთ სწავლისთვის. კარგი იქნება, თუ დარბაზში წინა ადგილებს დავიკავებთ და უკანა ადგილებს მათ დავუტოვებთ, ვისაც პატარა ბავშვები ჰყავს ან ვისაც შემთხვევით დააგვიანდება. მობილური ტელეფონები შეხვედრის დაწყებამდე უნდა გამოვრთოთ ან უხმო რეჟიმზე გადავიყვანოთ, რომ პროგრამის მსვლელობისას სხვებს ხელი არ შეუშალოს მოსმენაში. ხელისშემშლელი ფაქტორები, რამაც შეიძლება ყურადღება გაგვიფანტოს, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, თუ მთელი შეხვედრის განმავლობაში ღირსეულად მოვიქცევით (ეკლ. 5:1; ფილ. 2:4).

როდესაც ახალი დაინტერესებული შეხვედრებზე დასწრებას იწყებს, კრების იმ წევრმა, რომელიც მას იცნობს, შეიძლება გვერდით დაჯდომა შესთავაზოს. ეს განსაკუთრებით მაშინ არის კარგი, როცა დაინტერესებულს პატარა ბავშვებიც ჰყავს მოყვანილი. კრებაზე დასწრება ამ ოჯახისთვის შეიძლება სიახლე იყოს. თუ ასეა, მათთვის ალბათ სასურველი იქნება, თუ შეძლებენ დარბაზის უკანა რიგებში დასხდომას, რათა ბავშვებმა ნაკლებად შეუშალონ ხელი სხვებს ან საჭიროების შემთხვევაში მშობლებს გაუადვილდეთ დროებით მთავარი დარბაზის დატოვება, რომ თავიანთ პატარებზე იზრუნონ (იგავ. 22:6, 15). უკეთესი იქნება, თუ მშობლები ბავშვებთან ერთად პატარა ოთახში არ დასხდებიან, სადაც ბავშვებმა შეიძლება თავისუფლად იგრძნონ თავი და იხმაურონ. ჩვეულებრივ უკეთესია, თუ მშობლები შვილებთან ერთად მთავარ დარბაზში ისხდებიან, საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს გაიყვანენ პატარა ოთახში, იზრუნებენ მათზე და შემდეგ ისევ მთავარ დარბაზში დაბრუნდებიან.

მომწესრიგებლები ყურადღებას აქცევენ, რომ თაყვანისცემის ადგილას ყველაფერი სათანადოდ ხდებოდეს. ისინი შესაბამისი ადგილების მონახვაში ეხმარებიან ოჯახებსა და დაგვიანებით მოსულებს. მომწესრიგებლები ყურადღებიანები, ტაქტიანები და დაკვირვებულები უნდა იყვნენ, რომ ადგილების მოძებნისას სხვებს ზედმეტად არ შეუშალონ ხელი. ხელისშემშლელი გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს მომწესრიგებლები გამჭრიახობას ავლენენ. თუ ბავშვი აღარ ისვენებს და სხვებს აწუხებს, მათ შეიძლება მშობლებს ტაქტიანად შესთავაზონ დახმარება.

ყველა მშობელს შეუძლია ხელი შეუწყოს იმას, რომ თაყვანისცემის ადგილას თითოეულმა დამსწრემ რაც შეიძლება მეტი ისწავლოს იეჰოვაზე და მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებასთან დაკავშირებულ მის განზრახვებზე (ებრ. 10:24, 25).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება