შეკითხვების ყუთი
◼ რა შედის მომსახურეების მოვალეობაში?
მომსახურე ძმები გულთბილად უნდა მიესალმონ ყველას, ვინც კრების შეხვედრებზე დასასწრებად მოდის სამეფო დარბაზში. მათი მოვალეობაა, დაგვიანებულებს ადგილის მოძებნაში დაეხმარონ, დამსწრეთა რაოდენობა დათვალონ, წესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე იზრუნონ და ყურადღება მიაქციონ იმას, რომ სამეფო დარბაზი კარგად ნიავდებოდეს. მომსახურეები მეგობრულები უნდა იყვნენ და პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ თავიანთ მოვალეობებს (om, გვ. 63, 64).
მომსახურე ძმები ყოველთვის მზად უნდა იყვნენ ახლების დასახმარებლად; მაგალითად, ადგილები მოაძებნინონ და აგრძნობინონ, რომ უხარიათ მათი მისვლა. კრების ყველა წევრი უნდა ცდილობდეს ახალმოსულების თბილად მიღებას და მათთან გაცნობას. როდესაც მომსახურეები დაგვიანებულებს ადგილების მოძებნაში ეხმარებიან, ისე უნდა გააკეთონ ეს, რომ ხელი არ შეუშალონ მათ, ვინც უკვე ზის დარბაზში. საჭიროების შემთხვევაში, მომსახურეები ახლებს შეხვედრაზე განსახილველ ჟურნალს მისცემენ.
შეხვედრების დროს მნიშვნელოვანია წესრიგის შენარჩუნება. ჩვენ ვურჩევთ მშობლებს, რომ ბავშვებიც წამოიყვანონ შეხვედრებზე. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ბავშვმა იხმაუროს და მსმენელებს ყურადღება გაუფანტოს. თუ ბავშვი დიდხანს ხმაურობს და მშობელი უკვე ვეღარ იმორჩილებს, მომსახურე ძმამ თავაზიანად უნდა შესთავაზოს მშობელს დახმარება ან, შესაძლოა, ტაქტიანად სთხოვოს ცოტა ხნით ბავშვის აუდიტორიიდან გაყვანა. თუ პატარა ბავშვების მშობლები ისეთ ადგილზე დაჯდებიან, საიდანაც ადვილად მოახერხებენ გასვლას აუცილებლობის შემთხვევაში ბავშვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ნაკლებად შეაწუხებენ სხვებს (km 05.00, გვ. 7).
ისეთ ადგილებში, სადაც უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ არის, მომსახურეების მოვალეობაში შედის, კრება ვანდალური აქტებისგან ან მოწინააღმდეგეთა თავდასხმისგან დაიცვან. თუ სამეფო დარბაზში იმყოფება ისეთი ადამიანი, რომელიც შეხვედრის ჩაშლას ცდილობს, მომსახურემ მას დარბაზის დატოვება უნდა სთხოვოს. თუ ის უარს ამბობს და თავისას იჟინებს, უხუცესებს შეუძლიათ სათანადო ორგანოებს დაუკავშირდნენ. ზოგან შეიძლება საჭირო იყოს, რომ მომსახურე ძმებმა შეხვედრის დროს სამეფო დარბაზის ტერიტორია აკონტროლონ.
დამსწრეთა რაოდენობის დათვლისას მომსახურეებმა უნდა ჩათვალონ ყველა სრულწლოვანი და ბავშვი, რომლებიც ისმენენ და თუნდაც მცირე სარგებლობას იღებენ პროგრამიდან (km 12. 99, გვ. 7 [რუს.]).