19 ივლისით დაწყებული კვირის გეგმა
19 ივლისით დაწყებული კვირა
□ კრების ბიბლიის შესწავლა:
cf თავი 7 ¶17—21 და ჩარჩო 75-ე გვერდზე
□ თეოკრატიული მსახურების სკოლა:
ბიბლიის კითხვა: 1 მეფეები 12—14
№ 1: 1 მეფეები 12:12—20
№ 2: რა დაგვეხმარება, რომ ჩვენს და-ძმებს იეჰოვას თვალით ვუყუროთ?
№ 3: დააფასე იეჰოვასთან შენი ურთიერთობა და მოერიდე ცუდ საზოგადოებას? (rs გვ. 119 ¶4)
□ სამსახურებრივი შეხვედრა:
5 წთ.: განცხადებები.
10 წთ.: მსახურების გაფართოების შესაძლებლობები — ნაწილი 2. მოხსენება დაფუძნებულია წიგნზე „ორგანიზებულნი“, გვ. 112, აბზ. 3 — გვ. 113, აბზ. 3. ინტერვიუ აიღე ერთი ან ორი პიონერისგან იმის შესახებ, თუ რა ცვლილებების მოხდენა დასჭირდათ თავიანთ გრაფიკში, რომ პიონერად ემსახურათ.
10 წთ.: როგორ მოვემზადოთ ახალი სასწავლო წლისთვის. აუდიტორიასთან განხილვა. სთხოვე აუდიტორიას, მოყვნენ იმ სირთულეების შესახებ, რომლებსაც ქრისტიანი ახალგაზრდები ხვდებიან სკოლაში. ახსენი, როგორ შეუძლიათ მშობლებს ოჯახური თაყვანისცემის დროს გამოიყენონ საძიებელი, წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები“ და სხვა თეოკრატიული პუბლიკაციები, რომ ბავშვები ცდუნებებთან გასამკლავებლად და თავიანთი რწმენის დასაცავად მოამზადონ (1 პეტ. 3:15). აირჩიე ერთი ან ორი საკითხი და მათ შესახებ ჩვენი პუბლიკაციებიდან აღებულ მასალაზე ისაუბრე. სთხოვე აუდიტორიას, მოყვნენ, როგორ ამოწმებდნენ სკოლაში.
10 წთ.: „საკმარისს ვაკეთებ მსახურებაში?“. კითხვა-პასუხებით განხილვა.