როგორ შევთავაზოთ ჟურნალები
საგუშაგო კოშკი 1 ნოემბერი
„თქვენი აზრით, აინტერესებთ ანგელოზებს ის, რასაც ვაკეთებთ? [დაელოდე, გიპასუხოს] ამის შესახებ ბიბლიაში საინტერესო აზრია ჩაწერილი [წაიკითხე ლუკას 15:10]. ამ ჟურნალშია განხილულია იესოს სიტყვები, თუ რა გავლენას ახდენენ სულიერი ქმნილებები ჩვენზე [შესთავაზე სტატია, რომელიც მე-16 გვერდზე იწყება].
გამოიღვიძეთ! ნოემბერი
წაიკითხე 2 ტიმოთეს 3:16 და უთხარი: „ეთანხმებით იმას, რომ შეგვიძლია ვენდოთ ბიბლიაში ჩაწერილ თითოეულ სიტყვას? [დაელოდე, გიპასუხოს] ამ სტატიაში განხილულია, რომ არქეოლოგიაც და ისტორიაც ადასტურებს იმას, რასაც ბიბლია ძველი ეგვიპტის შესახებ მოგვითხრობს [შესთავაზე სტატია, რომელიც მე-15 გვერდზე იწყება].
საგუშაგო კოშკი 1 დეკემბერი
„მრავალ ადამიანს სწამს, რომ სულიერ სამყაროში არსებობენ გონიერი ქმნილებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე გამოცხადების 12:7—9] ეს ჟურნალი გვიჩვენებს, რას ამბობს ბიბლია მათ შესახებ, ვინც სულიერ სამყაროში ცხოვრობს, რა გავლენას ახდენენ ისინი ჩვენზე და შეგვიძლია თუ არა მათთან ურთიერთობა“.
გამოიღვიძეთ! დეკემბერი
„გიფიქრიათ ოდესმე, რატომ აღნიშნავს ხალხი შობას 25 დეკემბერს (ან 7 იანვარს), მაშინ როცა ბიბლია არაფერს ამბობს იესოს დაბადების თარიღზე? [დაელოდე, გიპასუხოს] ამ მუხლის თანახმად, შეუძლებელია იესო ზამთარში დაბადებულიყო [წაიკითხე ლუკას 2:8]. ამ ჟურნალში ნაჩვენებია, საიდან იღებს შობის ზოგიერთი წეს-ჩვეულება დასაბამს“.